0
წუხელ აღმოვაჩინე რომ ფრენა შემძლებია.ხო, მე მოვკვდი და ჩემმა სულმა დატოვა სხეული, დედამიწა...გვირაბი არ გამივლია, და არც ანგელოზები მინახავს, მაგრამ ვიხილე ნათელი. არაამქვეყნიური, სითბოთი და სიყვარულით მოსილი. აბსოლიტური სიმშვიდე...დაჩოქება ვცადე და მივხვდი რომ მე სული ვიყავი, სხეული იქ ეგდო, მიწაზე. მე სული ვიყავი, მისგან ქმნილი, უწინარეს ყოველთა საუკუნეთა...მე ყველგან ვიყავი, ერთდროულად და ერთნაირად, მე ყველაფერში ვიყავი და ყველა გრძნობა ჩემში იყო...სადღაც ბურუსში გაშლილ ხელისგულზე დადებული დედამიწა მოჩანდა, ისეთი უსახური, უსიცოცხლო და უსულო.... - რისთვის ვიცოცხლე? ვიგრძენი ნათელიდან უფრო მეტი სითბო და სიყვარული გამოვიდა.... მწვავე ტკივილი ვიგრძენი უსიყვარულოდ გატარებული წლების, დაუფასებელი ღიმილის გადაუხდელი მადლობის გამო..... ვიგრძენი როგორ ვპატარავდებოდი, თვალწინ ჩამირბინა ჩემმა ყველა ცოდვამ, ჩემს გამო დაღვრილი ყველა წვეთი ცრემლი წვიმად წამოვიდა ზეციდან.... - ერთი შანსი, თუნდაც ბოლო, თუნდაც ბოლო - უფალო... ცა მოირღვა, ზეცა გასკდა, ჩემი ცოდვის სიმძიმით... "საწუთრო მარტო ღიმილი კი არ არის, -გზა უკვე სიბერისკენ დახრილია... მზე გადაიხარა, ჩემო იარალი, ყოველი ნაბიჯი დათვლილია"... 16 ივნისი
0