ვინ იყო შაქარაშვილის შეყვარებული და რა მისწერა გოგონამ ფეხბურთელს

0
ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე მოწ­მის სა­ხით გა­მო­კი­თხუ­ლი მე­გობ­რის, ლუკა გო­გა­ვას ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს მცხე­თა­ში, და­ბა­დე­ბის დღე­ზე მყო­ფი ერთ-ერთი გოგო, მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცი მოს­წონ­და. გო­გა­ვას ჩვე­ნე­ბას “ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი” აქ­ვეყ­ნებს. ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით ირ­კვე­ვა, რომ ლუკა გო­გა­ვამ გური ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის­გან გა­ი­გო, რომ და­ბა­დე­ბის დღე­ზე სი­ტუ­ა­ცია და­ძა­ბუ­ლი იყო, რად­გან „ბი­ჭებს სურ­დათ თა­ვი­ან­თი დო­მი­ნან­ტო­ბის წარ­მო­ჩე­ნა გო­გო­ე­ბის წი­ნა­შე“. მი­სი­ვე თქმით, ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი ასე­ვე სა­უბ­რობ­და და­ბა­დე­ბის დღე­ზე მყო­ფი დი­ჯე­ის მი­მართ აგ­დე­ბულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­სა და მი­მარ­თვებ­ზე. “ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი არი­ან გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი, ოლეგ ბო­ბო­ხი­ძე და აწ გან­სვე­ნე­ბუ­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი. ჩვენ ბავ­შვო­ბი­დან ერ­თად მოვ­დი­ვართ, სკო­ლის პე­რი­ო­დი­დან… ბევრ დროს ვა­ტა­რებ­დით ერ­თად და ერ­თმა­ნე­თის ბევ­რი სა­ი­დუმ­ლო ვი­ცო­დით. მე, გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი, ოლეგ ბო­ბო­ხი­ძე და აწ გარ­დაც­ვლი­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი გარ­და ახლო მე­გობ­რო­ბი­სა, ასე­ვე ერთი უბ­ნე­ლე­ბიც ვი­ყა­ვით. ჩვენს უბან­ში, ვა­ზი­სუბ­ნის და­სახ­ლე­ბა­ში ცხოვ­რო­ბენ მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცი, ლიზი ნა­დი­რა­ძე და ლიზი ქსოვ­რე­ლი, რომ­ლე­ბიც რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თვის არის ცნო­ბი­ლი, მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი არი­ან და ცეკ­ვა­ვენ „ქვინ დენს სტუ­დი­ო­ში“. გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი 2018 წლის შემ­დეგ მე­გობ­რობ­და მა­რი­ამ ხა­ტის­კაც­თან, ისი­ნი ხში­რად და­დი­ოდ­ნენ ხოლ­მე ერ­თად. 2020 წლის მა­ი­სის და­სა­წყის­ში, ზუს­ტი დრო არ მახ­სოვს, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­მა მე და ოლეგ ბო­ბო­ხი­ძეს გვი­თხრა, რომ მოს­წონ­და მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცი და მას­თან აყა­ლი­ბებ­და სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბას. ასე­ვე გვი­თხრა, რომ მო­წო­ნე­ბა ორ­მხრი­ვი იყო და მა­რი­ამ ხა­ტის­კაც­საც მოს­წონ­და იგი. მოკ­ლედ, ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცი­სა და გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ი­გო, რამ­დე­ნა­დაც მე ვიცი, ვი­ნა­ი­დან იგი ჩვენ­თან ერ­თად არ იყო იმ დროს, რო­დე­საც გი­ორ­გიმ მე და ოლეგს გვი­თხრა ამის შე­სა­ხებ. 2020 წლის მა­ი­სის ბო­ლოს­კენ, ზუს­ტი რი­ცხვი არ მახ­სოვს, მე ვი­ყა­ვი სახ­ლში, რა დრო­საც ჩემ­თან მო­ვიდ­ნენ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი და ოლეგ ბო­ბო­ხი­ძე. ჩვენ ეზო­ში ვმოძ­რა­ობ­დით და თან ვსა­უბ­რობ­დით, რო­გორც ყო­ველ­თვის. გი­ორ­გიმ და­ი­წყო სა­უ­ბა­რი და მი­თხრა, „ვერ და­ი­ჯე­რებ რა მოხ­და“, რის შემ­დე­გაც მე და­ვინ­ტე­რეს­დი, თუ რა მოხ­და და და­ვუს­ვი მას კი­თხვა, რა­ზე­დაც გი­ორ­გიმ მი­პა­სუ­ხა „მა­რი­ამ ხა­ტის­კაც­მა მომ­წე­რა, აღარ მომ­წონ­ხა­რო“, თან ოლეგ ბო­ბო­ხი­ძის ტე­ლე­ფონ­ში გახ­სნა თა­ვი­სი „ფე­ის­ბუ­ქი“ და მაჩ­ვე­ნა მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცის­გან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა. რამ­დე­ნა­დაც მახ­სოვს, შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში ეწე­რა: „მგო­ნი აღარ მომ­წონ­ხარ“, გი­ორ­გის პა­სუ­ხის ფორ­მუ­ლი­რე­ბა აღ­ნიშ­ნულ შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ზე მე ზუს­ტად არ მახ­სოვს, თუმ­ცა, ში­ნა­არ­სობ­რი­ვად იგი გა­ო­ცე­ბას გა­მო­ხა­ტავ­და მა­რი­ა­მის შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ზე და შემ­დეგ­ში მისი ნახ­ვა უნ­დო­და სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­სარ­კვე­ვად. მე, ოლეგ ბო­ბო­ხი­ძემ და გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­მა ის დღე ერ­თად გა­ვა­ტა­რეთ, ვსა­უბ­რობ­დით, თუ რა შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო იმის მი­ზე­ზი, რომ მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცი გი­ორ­გის და­შორ­და. 2020 წლის ივ­ნი­სის შუა რი­ცხვე­ბი იქ­ნე­ბო­და, რო­დე­საც მე გი­ორ­გის­გან გა­ვი­გე, რომ იგი და გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ ვინ­მე ანი გა­ბე­ჩა­ვას და­ბა­დე­ბის დღე­ზე, რო­მე­ლიც რამ­დე­ნა­დაც გა­ვი­გე, ასე­ვე „ქვინ დენს სტუ­დი­ოს“ მო­ცეკ­ვა­ვე იყო და მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცის, ლიზი ნა­დი­რა­ძის და ლიზი ქსოვ­რე­ლის სა­მე­გობ­რო წრი­დან იყო, ოღონდ ეს დე­ტა­ლი ზუს­ტად არ ვიცი. ზო­გა­დად, გი­ორ­გის სა­უბ­რი­დან შე­მექ­ნა ასე­თი წარ­მოდ­გე­ნა. გი­ორ­გი და­ბა­დე­ბის დღემ­დე რამ­დე­ნი­მე­ჯერ ვნა­ხე, იგი გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო და ემ­ზა­დე­ბო­და და­ბა­დე­ბის დღე­ზე წა­სას­ვლე­ლად. ზო­გა­დად, გი­ორ­გი ასეთ სა­კი­თხებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ძა­ლი­ან პე­დან­ტუ­რი იყო, ამ და­ბა­დე­ბის დღე­ზე წა­სას­ვლე­ლა­დაც რამ­დე­ნი­მე ხნით ადრე და­ი­წყო მზა­დე­ბა, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და წი­ნას­წარ ტან­საც­მლის შერ­ჩე­ვა­ში, ტრან­სპორ­ტის ხარ­ჯე­ბის შეგ­რო­ვე­ბა­ში და ა.შ. 18 ივ­ნისს, შუ­ა­დღის სა­ა­თებ­ში, გი­ორ­გიმ და­მი­რე­კა ოლე­გის მა­მის ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რი­დან და მთხო­ვა, მის­თვის მე­თხო­ვე­ბი­ნა ჩემი ჩან­თა. მე სა­კუთ­რე­ბა­ში მქონ­და მცი­რე ზო­მის, მუქი ლურ­ჯი ფე­რის, წელ­ზე შე­მო­სახ­ვე­ვი ჩან­თა, ე.წ. „ბარ­სეტ­კა“, რო­მე­ლიც მთხო­ვა გი­ორ­გიმ… 2020 წლის 19 ივ­ნისს, დი­ლის სა­ა­თებ­ში, ზუს­ტი დრო არ მახ­სოვს, ალ­ბათ, 11-12 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, რა დრო­საც მე „ფე­ის­ბუქ­ზე“ მო­მი­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა ჩემი მე­გო­ბა­რი ოლეგ ბო­ბო­ხი­ძის­გან, რო­მელ­შიც ეწე­რა „ბიჭო, შა­ქა­რა და­ი­კარ­გა, გუ­შინ ღა­მის მერე არ გა­მო­ჩე­ნი­ლა“. შე­ტყო­ბი­ნე­ბის წა­კი­თხვის შემ­დეგ მე და­ვუ­რე­კე ოლეგს და ვე­სა­უბ­რე დე­ტა­ლებ­ში გა­სარ­კვე­ვად. სა­უბ­რის დროს ოლე­გიმ მი­თხრა, რომ და­ბა­დე­ბის დღე­ზე ჩხუ­ბი მოხ­და, რო­მელ­შიც გი­ორ­გის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია, თუმ­ცა, მას შემ­დეგ აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა. მისი გან­მარ­ტე­ბით, იგი გი­ორ­გის ნა­თე­სა­ვებ­თან ერ­თად მცხე­თა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რა­ზე­დაც მე და­ვუ­კავ­შირ­დი გი­ორ­გის ნა­თე­სავს, მი­ხე­ილ ონაშ­ვილს, ლავ­რენ­ტი ჯა­ლა­ღო­ნი­ას და ჩემს მე­გო­ბარს ალე­კო ნავ­რო­ზაშ­ვილს. ჩვენ შე­ვიკ­რი­ბეთ და წა­ვე­დით მცხე­თა­ში. ად­გილ­ზე იყ­ვნენ გი­ორ­გის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი, ასე­ვე ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი ოლეგ ბო­ბო­ხი­ძე. გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი ამ დრო­ის­თვის პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში იყო. მე ბო­ბო­ხი­ძის­გან გა­ვი­გე, რომ ღა­მით, და­ახ­ლო­ე­ბით, 2 სა­ა­თის­კენ, გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა მი­წე­რა მას, რომ და­ბა­დე­ბის დღე­ზე ჩხუ­ბი მოხ­და, ის და გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი არა­ფერ შუ­ა­ში იყ­ვნენ, გვი­ან ლის­ზე მი­დი­ოდ­ნენ, რა დრო­საც მან­ქა­ნა მო­ვი­და, უმი­ზე­ზოდ და­უ­წყეს ჩხუ­ბი, რის შემ­დე­გაც აღ­ნიშ­ნუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის მგზავ­რებ­მა გუ­რა­მი ჩა­ის­ვეს ავ­ტო­მო­ბილ­ში, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი კი გა­იქ­ცა… გი­ორ­გის ძებ­ნის პრო­ცეს­ში მე კო­მუ­ნი­კა­ცია მქონ­და გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვილ­თან. ვე­კი­თხე­ბო­დი და­ბა­დე­ბის დღე­ზე მომ­ხდა­რი ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ, რა­ზე­დაც იგი მიყ­ვე­ბო­და შემ­დეგ ის­ტო­რი­ას: და­ბა­დე­ბის დღე­ზე გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი და გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი მი­ვიდ­ნენ დაგ­ვი­ა­ნე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 10 სა­ა­თის შემ­დეგ. ად­გილ­ზე მი­სუ­ლებს იქ მყო­ფე­ბი უკვე ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დახ­ვდათ. მი­სი­ვე გად­მო­ცე­მით, სი­ტუ­ა­ცია და­ბა­დე­ბის დღე­ზე მყოფ ხალ­ხს შო­რის და­ძა­ბუ­ლი იყო, რამ­დე­ნა­დაც მე გა­ვი­გე, ბი­ჭებს სურ­დათ თა­ვი­ან­თი დო­მი­ნან­ტო­ბის წარ­მო­ჩე­ნა გო­გო­ე­ბის წი­ნა­შე, მე­ო­რე მი­ზე­ზად კი ასა­ხე­ლებ­და, და­ბა­დე­ბის დღე­ზე მყო­ფი დი­ჯე­ის მი­მართ აგ­დე­ბულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­სა და მი­მარ­თვებს. და­ძა­ბუ­ლო­ბა მალე გა­და­ი­ზარ­და ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში, რო­მელ­შიც სა­ბურ­თა­ლო­ე­ლებ­მა და­ჩაგ­რეს “ნა­ხა­ლოვ­კე­ლე­ბი”, რის შემ­დე­გაც “ნა­ხა­ლოვ­კე­ლე­ბი” ად­გი­ლი­დან წა­ვიდ­ნენ. ად­გილ­ზე დარ­ჩე­ნი­ლებ­მა კი გა­და­წყვი­ტეს ლის­ზე წას­ვლა და და­ბა­დე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნის იქ გაგ­რძე­ლე­ბა. ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით მყო­ფებ­მა ჩა­ის­ვეს გო­გო­ე­ბი და წა­იყ­ვა­ნეს ლის­ზე, დარ­ჩე­ნი­ლებ­მა კი გზა­ზე გას­ვლა და სხვა ტრან­სპორ­ტით ჩა­მოს­ვლა გა­და­წყვი­ტეს თბი­ლის­ში. გუ­რა­მის გად­მო­ცე­მით, 5-6 ადა­მი­ა­ნი მოძ­რა­ობ­და გზა­ზე ფე­ხით. გად­მოკ­ვე­თეს არაგვზე არ­სე­ბუ­ლი ხიდი, რა დრო­საც მათ წა­მო­ე­წი­ათ ავ­ტო­მო­ბი­ლი, რომ­ლი­და­ნაც გად­მო­ვი­და რამ­დე­ნი­მე პი­როვ­ნე­ბა და და­უ­წყეს მათ ცემა, რა­ზეც გუ­რა­მი და გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი სხვებ­თან ერ­თად გა­იქ­ცნენ ად­გი­ლი­დან, შემ­დეგ კი მობ­რუნ­დნენ უკან, მი­ვიდ­ნენ იქ მყოფ პირ­თან, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე მათ­თან ერ­თად მოძ­რა­ობ­და და ნა­ცე­მი იყო. ამ დროს, მე­ო­რე ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­ვი­და, შე­ჩერ­და მათ წინ, იქი­და­ნაც რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი გად­მო­ვი­და და გა­ე­მარ­თნენ მათ­კენ, რა დრო­საც გუ­რა­მი, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი და მათი თან­მხლე­ბი პი­რე­ბი ისევ გა­იქ­ცნენ ხი­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით. გუ­რა­მის გად­მო­ცე­მით, ის ხი­დის მე­ო­რე მხა­რეს გა­და­ვი­და სირ­ბი­ლის დროს, იგი კი უკან მიყ­ვე­ბო­და გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს. ხი­დის ბო­ლო­ში გზას­თან არ­სე­ბუ­ლი მცი­რე ზო­მის შე­ნო­ბა და­ი­ნა­ხა და იმის უკან გა­და­წყვი­ტა და­მა­ლუ­ლი­ყო. შა­ქა­რაშ­ვი­ლი კი, ბოლო მო­მენ­ტში, რო­დე­საც და­ი­ნა­ხა, ხი­დის ქვეშ ჩა­მა­ვალ ვიწ­რო გზა­ზე ჩარ­ბო­და. გუ­რა­მი მდევ­რებ­მა მა­ლე­ვე იპო­ვეს, ჰკი­თხეს, თუ სად წა­ვიდ­ნენ და­ნარ­ჩე­ნე­ბი, რა­ზეც გუ­რამ­მა უპა­სუ­ხა, რომ არ იცო­და, შემ­დეგ კი, ჩას­ვეს ავ­ტო­მო­ბილ­ში და წა­მო­იყ­ვა­ნეს მისი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ. მი­სი­ვე გად­მო­ცე­მით, იმ ეპი­ზოდ­ში შე­ე­შინ­და, რომ არ ეცე­მათ და ამი­ტომ ჩაჯ­და ავ­ტო­მო­ბილ­ში. 22 ივ­ნისს, პო­ლი­ცი­ამ გი­ორ­გის გვა­მი აღ­მო­ა­ჩი­ნა მდი­ნა­რე არაგ­ვში, რაც მე სა­ეჭ­ვოდ მეჩ­ვე­ნა, ვი­ნა­ი­დან გი­ორ­გიმ ცურ­ვა არ იცო­და და ზო­გა­დად, ერი­დე­ბო­და წყალს, მდი­ნა­რეს. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, იგი მდი­ნა­რე­ში არ ჩა­ვი­დო­და. მთე­ლი ბავ­შვო­ბა მას­თან ერ­თად მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი და კარ­გად ვიც­ნობ. მე წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, რის გამო და­შორ­და მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცი გი­ორ­გი შაქ­რაშ­ვილს, არ ვიცი სხვა ვინ­მეს­თან აქვს თუ არა ურ­თი­ერ­თო­ბა, ასე­ვე არ ვიცი, სხვა პირს უყ­ვარს თუ არა მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცი და ასე­თის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, იმ­ყო­ფე­ბო­და თუ არა იგი 2020 წლის 18-19 ივ­ნი­სის ღა­მეს მცხე­თა­ში. არ ვიცი ვინ და­პა­ტი­ჟა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი. მგო­ნია, რომ მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცი, ლიზი ნა­დი­რა­ძე და ლიზი ქსოვ­რე­ლი­დან ერთ-ერ­თმა, უფრო ლიზი ნა­დი­რა­ძე მგო­ნია. მგო­ნი ასე მო­ვის­მი­ნე ვი­ღა­ცის­გან, ოღონდ, სად და რო­დის, არ ვიცი. გი­ორ­გის­გან მე მხო­ლოდ ვი­ცო­დი, რომ ანი გა­ბე­ჩა­ვა იყო მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცის, ლიზი ნა­დი­რა­ძის და ლიზი ქსოვ­რე­ლის და­ქა­ლი და მათი მხრი­დან მი­დი­ო­და და­ბა­დე­ბის დღე­ზე. კი­თხვა­ზე გი­პა­სუ­ხებთ, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს არ ჰქონ­და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, მან 2020 წლის გა­ზა­ფხულ­ზე გა­ყი­და მისი კუთ­ვნი­ლი „სამ­სუნ­გის“ ფირ­მის „გა­ლაქ­სი ეს 8“, ვი­ნა­ი­დან მისი გად­მო­ცე­მით ტე­ლე­ფონს დიდ დროს უთ­მობ­და და მის გა­რე­შე უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნობ­და თავს“. #შაქარაშვილი #ჩვენება #TbilisiDaily
0