0
ფაქტები თბილისის ?მეტროპოლიტენის შესახებ, რომელიც ჩემი აზრით, თბილისის, როგორც დედაქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია. 1️⃣ რატომ დგას მეტროს ზოგიერთ გაჩერებაზე გოგირდის სუნი ? - როდესაც აშენებდნენ ავლაბრის მეტროსადგურს შემთხვევით გასკდა მთავარი მილი, რომელიც წყლით ამარაგებდა გოგირდის აბანოებს. მთელი წყალი მეტროს სადგურში შევარდა და სამუშაოები შეჩერდა. 2 თვის განმავლობაში ცდილობდნენ მუშები წყლის ნაკადის შეჩერებას. საბოლოოდ 40 ტონამდე ბეტონის მასით მოხდა მილის ამოვსება, აბანოებში წყლის მიწოდება აღდგა, მაგრამ გოგირდის სუნი სამუდამოდ დარჩა თბილისის მეტროში, როგორც ისტორიის ცოცხალი არომატი, რომელსაც ყოველ ჯერზე შევიგრძნობთ. 2️⃣ კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც დღემდე ვერ განხორციელდა წარმოადგენდა მეტროს მესამე ხაზის დამატება. სამუშაოები უკვე დაწყებული იყო. მესამე ხაზს უნდა დაეკავშორებინა დიდი დიღომი და მოსკოვის პროსპექტი. თავდაპურველად იგეგმებოდა რუსთაველი ვაზისუბნის ხუთსადგურიანი ხაზის მშენებლობა, შემდეგ მას დაემატებოდა რუსთაველი დიდი დიღმის დამაკავშირებელი ხაზის გაყვანა მთელი ვაკის გავლით. ხოლო ვაზისუბნიდან ვარკეთილისა და კახეთის გზატკეცილის გავლით მოსკოვის პროსპექტამდე გაივლიდა ახალი ხაზი დაიწყო მუშაობა, მაგრამ ვეღარ დასრულდა. ჩანაფიქრში მეტროპოლიტენის მესამე ხაზის დასრულება და ამუშავება 2000 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. დამოუკიდებელ საქართველოში მეტროს მხოლოდ ერთი სადგური გაიხსნა. მეტროს საბოლოო სახე შეგიძლით იხილოთ ფოტოზე. შევეცდები მეტი მოვიძიო მეტროს შესახებ და დავწერო.
0