ნახეთ: SONY-მ მაისურის ჯიბეში მოსათავსებელი კონდიციონერი გამოუშვა

0
იაპონურმა კორპორაციამ Sony ახალი კომპაქტური კონდიციონერი Reon Pocket გამოუშვა, რომლის მოთავსებაც სპეციალური მაისურის ზურგის ჯიბეშია შესაძლებელი. მოწყობილობა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებისთვის შეიქმნა. კორონავირუსის პანდემიის გამო ამ სპორტული ღონისძიების გადადების მიუხედავად, კომპანიამ პროდუქტი ბაზარზე დაგეგმილ დროს გამოიტანა. ► ნახეთ: Sony-მ ახალი თაობის სათამაშო კონსოლი PlayStation 5 წარადგინა Sony-ის წარმომადგენელთა მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომპაქტური კონდიციონერის გამოყენება როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარშია შესაძლებელი. მას სითბოში მომხმარებლის სხეულის ტემპერატურის თითქმის 13°C-ით გაგრილება, სიცივეში კი დაახლოებით 8°C-ით გაზრდა შეუძლია. ორსაათნახევრის განმავლობაში ელემენტის დამუხტვის შემდეგ, დატვირთვიდან გამომდინარე, მოწყობილობა 2-იდან 4 საათამდე უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს. Reon Pocket-ის მართვა სპეციალური აპლიკაციითაა შესაძლებელი. ფოტო: Sony სულ რაღაც 85 გრამი წონის მქონე Reon Pocket-ის მართვა მობილური აპლიკაციის მეშვეობითაა შესაძლებელი, რომელიც iOS და Android საოპერაციო სისტემებისთვისაა ხელმისაწვდომი. კომპაქტური კონდიციონერს როგორც ხელის, ასევე ავტომატური მართვის რეჟიმები აქვს, რომელიც ტემპერატურისა და მოძრაობის სენსორებს იყენებს, რათა გაგრილების რეჟიმი მომხმარებლის შეგრძნებების მიხედვით დაარეგულიროს. კომპაქტური კონდიციონერი ჯერჯერობით მხოლოდ იაპონიაშია ხელმისაწვდომი და მისი ღირებულება 13 ათას იენს (120 აშშ დოლარს) შეადგენს. სხვა ქვეყნების ბაზარზე Reon Pocket-ის შეტანასთან დაკავშირებით Sony-ს ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.
#feedcgrant
Feedc
#ტექნოლოგიები
#მეცნიერება
#ახალიამბები
0