ექიმებმა თავის ქალებით შეერთებული სიამის ტყუპები განაცალკევეს

0
ვატიკანში მდებარე ყრმა იესოს სახელობის პედიატრიულ საავადმყოფოში ქირურგებმა თავის ქალის უკანა ნაწილით შეერთებული სიამის ტყუპები განაცალკევეს. სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელთა განცხადებით, ეს ამ სახის პირველი წარმატებული ოპერაცია იყო, რადგან აქამდე შესაბამის ლიტერატურაში მსგავსი პრეცედენტი აღწერილი არ ყოფილა.  ► როგორია სხვადასხვა ქვეყნის საავადმყოფოების მენიუ 2 წლის ასაკის გოგონები - ერვინა და პრეფინა 2018 წლის 29 ივნისს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ ბანგიდან 100 კილომეტრის მანძილზე მდებარე სოფელში იშვიათი თანდაყოლილი ანომალიით დაიბადნენ. შეერთებული თავის ქალების გარდა, მათ სისხლძარღვთა საერთო სისტემა ჰქონდათ და ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული სისხლის წნევაც აღენიშნებოდათ. საჭირო იყო ქირურგიული ჩარევა, რომელიც იტალიაში, სამ ეტაპად განხორციელდა.  ტყუპი გოგონები ოპერაციის შემდეგ დედასთან ერთად. ფოტო: Ospedale Pediatrico Bambino Gesù განსაკუთრებული სირთულის გამო, ქირურგები ოპერაციისთვის ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ. 5 ივნისს ჩატარებული უკანასკნელი პროცედურა 18 საათს გაგრძელდა და მასში მონაწილეობა საავადმყოფოში მომუშავე პერსონალის 30-მა წევრმა  მიიღო. ერთი თვის შემდეგ, ექიმებმა განაცხადეს, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ამჟამად პატარების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ორივე მათგანი თავს კარგად გრძნობს. ► ნახეთ: ქალი ტვინზე ოპერაციის დროს ვიოლინოზე უკრავს სიამის ტყუპებს ან კრანიოფაგებს იდენტურ, ერთკვერცხოვან ტყუპებს უწოდებენ, რომლებიც ერთმანეთთან არიან შეზრდილნი. გვხვდება შეზრდის სხვადასხვა ფორმა, მთლიან შერწყმამდეც კი. ეს ფენომენი ძალზე იშვიათია და ყოველ 2.5 მილიონ ახალშობილში მხოლოდ ერთი ასეთი წყვილი იბადება. კრანიოფაგების 40 პროცენტი გაჩენიდან მალევე იღუპება, დანარჩენები კი 10 წელზე მეტს ვერ ცოცხლობენ. ექიმების განცხადებით, ერვინასა და პრეფინას შემთხვევა გამორჩეული და მეტად კომპლექსური იყო, ამიტომ ოპერაციის წარმატებას ისინი შეუდარებელ გამოცდილებად მიიჩნევენ.
#feedcgrant
Feedc
#ახალიამბები
0