დღეს 15 ივლისს აღინიშნება, დიდება პატიოსნისა სამოსლისა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა ვლაქერნას (V)

0
15 ივლისს, აღინიშნება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის დადების დღესასწაული - ვლაქერნობა. ამ დღეს ღვთისმშობლის კვართს მუზეუმიდან გადააბრძანებენ ხოლმე ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში, სადაც აღესრულება სადღესასწაულო ღვთისმსახურება და მომლოცველებს მთელი დღის განმავლობაში აქვთ შესაძლებლობა, ემთხვიონ საქრისტიანოს ამ უდიდეს სიწმინდეს.
სტატია: https%3A%2F%2Fbit.ly%2F32kc7zD ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი ზუსტად 2000 წლის მიჯნაზე სასწაული მოხდა. კვართზე იესო ქრისტეს გამოსახულება გამოჩნდა. მისი დანახვა მხოლოდ კინოობიექტივიდან გახდა შესაძლებელი. ის სტუდია „მემატიანის“ ოპერატორებმა - გურამ როგავამ და დავით ასათიანმა აღმოაჩინეს. ქრისტიანულ სამყაროს მაცხოვრის სამი ხელთუქმნელი გამოსახულება აქვს: ერთი - პირსახოცზე, სახეზე დაფარებისას აღბეჭდილი გამოსახულება, მეორე - ტურინის სუდარისეული და მესამე - ზუგდიდის კვართზე გამოჩენილი ხატი. სამოსელზე იესოს გამოსახულება ადამიანის ხელით შექმნილი რომ ყოფილიყო, ის შეუიარაღებელი თვალისთვისაც შესამჩნევი გახდებოდა.
ტროპარი: სასოო და შესავედრებელო ქრისტიანეთაო, ურცხვენელო და შუამდგომელო, დამბადებელისა მიმართ მითვალულო და შეწყნარებულო, ნუ უგულებელსჰყოფ ხმასა ცოდვილთა ვედრებისასა. არამედ ისწრაფე შეწევნად ჩუენდა, ვითარცა სახიერ ხარ, რომელნი ესე სარწმუნეობით გიღაღადებთ მხოლოო კურთხეულო, და მოსწრაფე ექმენ ვედრებად, და განმზადებულ მეოხებად, და ლმობიერ ხელის-აღმპყრობელ, რომელი ეგე მარადის იღწვი პატივისმცემელთა შენთა ღვთისმშობელო.
#ქისტიანული
#მართლამდიდებლური
#დღესასწაული
#საქართველო
#სამეგრელო
#ზუგდიდი
#15ივლისი
#ღვთისმშობლის
#კვართი
#ვლაქერნობა
0