0
ბათუმში მალე ელექტროავტობუსები იმოძრავებს ელექტროავტობუსების შეძენასთან დაკავშირებით ხელშეკრულება შპს , , ბათუმის ავტოტრანსპორტსა“ და კომპანია , , ბელკომუნამაშს“ შორის დღეს გაფორმდა. საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია , , ბელკომუნამაში“, სატენდერო პირობების თანახმად, 8 ერთეული ელექტროავტობუსის მოწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს ბათუმის ავტოპარკი 40 ავტობუსით განახლდა. ავტობუსების შეძენა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარებისა ბანკის (EBRD) დაბალპროცენტიანი სესხით განხორციელდა.
0