0
ბრაზინსკასები - ნაწილი 2 მოგვიანებით მამა-შვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაიხვეწა და მთელი ცხოვრება იქ გაატარა, თუმცა როგორც ჩანს, საოცნებო ცხოვრება მათ ამერიკაშიც ვერ გაატარეს, მათი ბედი უფრო ტრაგიკული აღმოჩნდა. მამა, პრანას ბრაზინსკასი საკუთარმა შვილმა მოკლა. თურქეთის ხელისუფლების მიერ გათავისუფლებული საბჭოთა თვითმფრინავის გამტაცებლები 1974 წლის 12 სექტემბერს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სასამართლო კოლეგიამ, ი. სუმბათაშვილის თავმჯდომარეობით, გაასამართლა. მამას, პრანას სტასიო ბრაზინსკასს (იგივე კორეივო) მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - სიკვდილით დასჯა. შვილს, ალგირდას პრანო ბრაზინსკასს კი, ვინაიდან იგი არასრულწლოვანი იყო, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასამართლო პროცესს არც მამა და არც შვილი არ დასწრებია. მას შემდეგ 30 წელზე მეტი გავიდა, საბჭოთა კავშირში თვითმფრინავის პირველი, თანაც წარმატებით, გამტაცებლების, რომლებმაც მშობლიური ქვეყანა ასეთი ბარბაროსული გზით დატოვეს, საქმე წლების განმავლობაში სრულიად საიდუმლოდ დარჩა. საჰაერო ლაინერის ეკიპაჟის წევრები კი მოგვიანებით "ტექნიკური გაუმართაობის გამო" თურქეთის აეროპორტში თვითმფრინავის უვნებლად დაშვებისა და მგზავრთა გადარჩენისათვის დაჯილდოვებულ იქნენ.
0