15 votes
1 comments
0 shares
Save
7 views
George Goduadze
Batumi · 9 months ago

გახსენით 😂😂😂


George Goduadze
Batumi · 9 months ago
Similar Posts
George Goduadze
Batumi, Georgia · 9 months ago
Black sea ❤👌
George Goduadze
Batumi, Georgia · 10 months ago
Sunset Batumi ☺️
Batumi Daily
Batumi, Georgia · 1 week ago
"გახსენით თურქეთთან საზღვარი, სანამ შიმშილი არ დაწყებულა" - უგულავა
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ხელისუფლებას თურქეთში საზღვრის გახსნისკენ მოუწოდა, მისი თქმით დასავლეთ საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სეზონური სამუშაოების დახმარებით ოჯახებს მთელი წელი ინახავენ. "ეს არის ამ ადამიანებისთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო და ამ სამი თვის განმავლობაში, ჩვენი ერთი მოქალაქე დაახლოებით 8-დან 10 ათას ლარამდე აგროვებს, რითაც ოჯახს ინახავს მთელი წლის განმავლობაში." - განაცხადა უგულავამ მან ასევე აღნიშნა, რომ ეპიდსიტუაციას გაგებით ეკიდება, თუმცა საჭიროა შემუშავდეს ისეთი მექანიზმები, რომ მოსახლეობამ წესების დაცვასთან ერთად მუშაობაც შეძლოს. "გახსენით თურქეთთან საზღვარი, მანამ, სანამ დასავლეთ საქართველოში, პირდაპირი მნიშვნელობით, შიმშილი არ დაწყებულა" - მიმართა მან ხელისუფლებას.#გიგიუგულავა #თურქეთი #კორონავირუსი #აჭარა #ბათუმი BatumiDaily
Sokhumi Daily
Sokhumi, Georgia · 4 days ago
სოციალური ქსელების რეაქცია აფხაზეთში ტურისტული სეზონის გადადებაზე
აფხაზეთმა კორონავირუსის ინფექციის აფეთქების შიშით, კიდევ ერთხელ გადადო ტურისტული სეზონის გახსნა. 15 ივლისამდე ჩაკეტილი იქნება რუსეთთან საზღვარი. ბევრი ადამიანის შემოსავალი დამოკიდებულია ტურისტულ სფეროზე, სწორედ ამიტომ, ეს პრობლემა მოსახლეობას მძიმედ შეეხო. გადარჩე პანდემიისა და ჩაკეტილი საზღვრების პირობებში: ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემაა სოციალურ ქსელებში. მოსაზრებების მოკლე მიმოხილვა „რატომ არ უნდა გავხსნათ რუსეთთან საზღვარი ახლა? რატომ 15 რიცხვი? რას შეცვლის ეს დღეები? ამ დროის განმავლობაში, კორონავირუსი ნამდვილად არ გაქრება, ხალხი კი გაბოროტებული და მშიერი ზის“. „ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენს “ხელისუფლებაზე” არაფერია დამოკიდებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, ასჯერ შეგვიძლია განვაცხადოთ საზღვრების გახსნაზე, მაგრამ, აქედან არაფერი გამოვა, თუკი იმავეს არ გააკეთებს რუსეთი. შეგრძნება მაქვს, რომ სანამ სოჭი არ გაივსება დამსვენებლებით, აფხაზეთთან საზღვარს არ გახსნიან და ასე ცარიელი ჩაივლის ზაფხულის სეზონი“. „დიდი ოჯახი მყავს. ოთხი შვილი. ჩემს ქმარსაც და მეც სამუშაო მხოლოდ საკურორტო სეზონის დროს გვაქვს. ის მწვადებს წვავს, მე კი ექსკურსიებს ვატარებ. იმას, რასაც ოთხი თვის განმავლობაში ვშოულობთ, მთელ დანარჩენ წელზე ვანაწილებთ. ბაღი არ გვაქვს, ბინაში ვცხოვრობთ და ახლა რა გავაკეთოთ, წარმოდგენაც არ გვაქვს“. „გთხოვთ, ცალმხრივად გახსენით გზა. წავალთ და სამუშაოს იქ ვიშოვნით, სადაც კურორტია“. „ჩემი ოჯახი ჰუმანიტარული კატასტროფის პირობებშია. ჭამა გვინდა. არ შეიძლება საზღვრების გახსნა, ამბობენ სახიფათოაო. კარგი, მაშინ ამიხსენით, რა ვუყო ჩემს ოჯახს?“. თუმცა, საზოგადოებაში ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ მკაცრ ზომებსაც ჰყავს მხარდამჭერები. ბევრი იხსენებს კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების სახიფათო სტატისტიკას რუსეთში, მათ შორის, უშუალო მეზობელ ჩრდილოეთ კავკასიაში "ღირს კი საზღვრის გახსნა? როდესაც ვხედავ, რა ხდება ყარაჩაი-ჩერქეზეთში, გახსნის კატეგორიული მოწინააღმდეგე ვხდები! და თუკი პანდემიის ასეთი ძლიერი ტალღა წამოვა, შემდეგ ვისთან ვიწუწუნებთ და ვინ გვიშველის?“. „სანამ არ იყო ტურისტული სეზონი და პანდემიის საფრთხე იყო, ყველა ერთხმად იძახდა: დაკეტეთ საზღვარი! ახლა საპირისპიროს თქმა დაიწყეს: გახსენით საზღვარი, ფული უნდა ვიშოვოთ."#სოხუმი #აფხაზეთი #სოციალურიქსელი #პოლიტიკა #sokhumidaily
ნამდვილი ფერები მსოფლიოზე
Tbilisi, Georgia · 3 days ago
კულინარია
კულინარობა ერთ-ერთი უძველესი პროფესიაა. ადამიანები დასაბამიდანვე ცდილობდნენ სხვადასხვა პროდუქტების ერთმანეთთან შერევით, მიეღოთ რაიმე ახალი. იმის გამო რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, განსხვავებული სახის პროდუქტები იზრდება, მსოფლიო კულინარია უფრო მრავალფეროვანია. მსოფლიოს თითოეული კუთხე გამოირჩევა, ამა თუ იმ საკვები პროდუქტით. თითოეულ ჩვენგანს გვაქვს საყვარელი საჭმელი, რომელზეც უარს არასდროს ვამბობთ. ასევე არსებობს საჭმელები რომლებიც გამოირჩევიან ადამიანებში პოპულარობით. მას შემდეგ რაც ხალხმა ერთმანეთში მიმოსვლა და ერთმანეთის კულტურის გაცნობა დაიწყო, სხვადასხვა ტრადიციებთან და წეს-ჩვეულებებთან ერთად მოხდა მათი კერძების არევაც. რამაც განაპირობა შემდგომში კერძის კონკრეტულ ქვეყანაში დამკვიდრება და წარმოჩენა, ისე თითქოს ეს კერძი ამ სახელმწიფოს სახეა. მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, ამა თუ იმ პოპულარული კერძების ნამდვილი წარმოშობა.დღეს როდესაც კულინარია და მისი შესწავლა, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად იქცა, ადამიანებმა გავიგეთ მათი წარმოშობის ნამდვილი ისტორიები. აქ თქვენ გაეცნობით რამდენიმე ცნობილ კერძს, რომლთა წარმოშობის ადგილი სულაც არ არის ის ქვეყანა, რომელიც მას, დღეს მის ერთ-ერთ სახედ წარმოაჩენს. აზიური სამზარეულო რომელიც ცნობილია არომატებისა და სუნელების სიმრავლით დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია იაპონური და იდნური კერძების პოპულარობა. მაგრამ ყველა ის კერძი რომელსაც ისინი გვთავაზობენ არის კი მათი ტრადიციული კერძი? პასუხია არა. ნამდვილად ცდებით თქვენ თუ ფიქრობთ რომ ცნობილი სამოსა, ტრადიციული ინდური კერძია. ის სამხრეთ აზიასა და აფრიკაში შუა აღმოსავლეთის შეფებმა შემოიტანეს, ხილჯის დინასტიის მმართველობის დროს. ამ კერძის თანამედროვე სახელწოდება „სამოსა“ მომდინარეობს მისი უძველესი სახელწოდებიდან: „სამბოსა“ ან „სამსა“. მისი უძველესი სახელი ცენტრალურ აზიაში არსებული პირამიდის სახელწოდებიდან მომდინარეობს. შესაძლებელია გაგიკვირდეთ, მაგრამ იაპონური სამზარეულოს ერთ-ერთი სახე და შეიძლება ითქვას მისი ,,სავიზიტო ბარათი“ -სუში, სულაც არ არის იაპონური. ის მართლაც აზიური კერძია მაგრამ არა იაპონური. უძველესად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ხორცს (ქათამს ან თევზს) ახვევდნენ ბრინჯში, რათ ის კვლავ ახალივით ყოფილიყო და მისი გამოყენება უფრო დიდხანს შესძლებოდათ. ამ კერძის ჩამოყალიბება სწორედ აქედან იწყება. მან დიდი პოპულარობა ჰპოვა იაპონიაში და მისი სამზარეულოს ერთ-ერთი დამახასიათებელი კერძი გახდა. მაგრამ ზემოთ აღნიშნული ფაქტები არაფერია იმასთან, რასაც აზიური სამზარეულო მალავს. ის მშობელია არა მარტო თავის კონტინენტზე არსებული კერძებისა, არამედ ევროპულ სამზარეულოში არსებული ძალზედ ცნობილი კერძისა. ალბათ ყველასათვის გასაკვირი იქნება, განსაკუთრებით კი პასტის მოყვარულებისთვის, ის ფაქტი რომ ის სულაც არ არის იტალიური კერძი. სინამდვილეში მისი წარმოშობის არეალი ჩინეთია. მისი აღმომჩენი ცნობილი იტალიელი მოგზაური მარკო პოლოა. რომლის მეშვეობითაც მოხდა მისი იტალიაში გამოჩენა და დამკვიდრება. როგორც ცნობილია, პასტა მის მოგზაურობამდე ჩინეთში დიდი ხნის აღმოჩენილი და ძალზედ ცნობილი იყო. თუმცა მისი იტალიაში მოხვედრის შემდგომ, მან მოახერხა სწრაფად გავრცელებულიყო და დამკვიდრებულიყო. დღეს დღეობით ვერ ნახავთ იტალიურ რესტორანს, სადაც პასტა მათ ერთ-ერთ მთავარ კერძს არ წარმოადგენს. არანაკლებ ცნობილი და საიდუმლოებით მოცულია ევროპული სამზარეულო. ის აზიური კერძების მსგავსად, არ გამოირჩევა სუნელების მრავალფეროვნებით, მაგრამ საზოგადოებისათვის მაინც საინტერესო და საყვარელ კულინარიულ მიმართულებად რჩება. თუმცა მასშიც არის რაღაც განსაკუთრებული, ამას კერძების სიმარტივე და მათი გემო ეწოდება. ევროპულ სამზარეულოში შევხვდებით კერძებს რომლებიც თითქოს ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ ამავდროულად ისინი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. სწორედ ეს არის ევროპული სამზარეულოს ხიბლი. ევროპული ქვეყნების სამზარეულოებში ვხვდებით კერძებს, რომლებიც სულაც არ არის მათი კერძი, მაგრამ ეს ამ სახელმწიფოს სახედ იქცა მას შემდეგ, რაც ფართო მაშტაბებზე გაიტანეს. მაგალითად ცნობილი ფრანგული ფრი, რომელიც სინამდვილეში, ფრანგების თქმით სულაც არ არის მათი. მათივე თქმით ის ბელგიურია. აქვე უნდა ვახსენოთ ცნობილი ბრიტანული კერძი, რომელიც წოდებულია როგორც ,,კვების ისტორიის შეუსაბამობად“ ანუ თევზი და ჩიფსი. მკვლევარები ამბობენ რომ ის არ უნდა იყოს ბრიტანული კერძი, რადგან ის არ შეესაბამება ტრადიციულ ბრიტანულ სამზარეულოს. მისი წარმოშობა ვერ დაადგინეს და დღემდე უცნობია, თუმცა აქვე აღნიშნავენ რომ ის არც ფრანგული და არც ბელგიური უნდა იყოს. ევროპული სამზარეულოს საიდუმლოება მხოლოდ ამით როდი სრულდება. როგორც კულინარიის მკვლევარები ამბობენ, ის ფუძემდებელია ისეთი კერძებისა როგორიცაა: ჩიზქეიქი და ვაშლის ღვეზელი. თანამედროვე სამყაროში ყველა თვლის, რომ ჩიზქეიქი წარმოშობით New York-დანაა, თუმცა მკვლევარები სულ სხვას ამბობენ. მათი თქმით ის მსოფლიოში პირველად ბერძნებმა შემოიტანეს და სწორდ ბერძნები არიან მათი ფუძემდებლნი. რაც შეეხება ვაშლის ღვეზელს, ის ამერიკელების საყვარელი დესერტია და ალბათ, დაღონდებიან როდესაც შეიტყობენ რომ ის სულაც არა მათი. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, მისი წარმომავლობა ბრიტანეთს უკავშირდება. ის ბრიტანეთში ცნობილი უნდა ყოფილიყო, როგორც „ Pyes” და მის მოსამზადებლად ხორცს იყენებდნენ. ეს მცირე ჩამონათვალია იმ საიდუმლოებებისა, რასაც მსოფლიო კულინარია მალავს. ჩვენი მიზანია გაგაცნოთ მათი ნამდვილი ისტორიები და დაგანახოთ მსოფლიო კულინარიის ნამდვილი სახე. ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ ზემოთ აღნიშნული კერძებიდან ერთ-ერთის რეცეპტი ვაშლის ღვეზელი • 3 ც კვeრცხი • 400 გრ შაქარი • 250 გრ კარაქი • 100-150 გრ არაჟანი • 1 ჩ.კ სოდა • 1 ჩ.კ ძმარი • 2 შეკვრა ვანილი • 1/4 ჩ.კ მარილი • 4-5 ჭიქა ფქვილი ( ან რამდენსაც შეიზელს) • 2 კგ ვაშლი წინასწარ მოამზადეთ ვაშლის ხილფაფა: ვაშლი გათალეთ, გულები ამოაჭერით, დაჭერით და სქელძირიან ქვაბში ჩაყარეთ. ცოტა წყალი დაასხით დ დაბალ ცეცხლზე ხარშეთ. სანამ ვაშლი არ ჩაიშლება. ბოლოს 2-3 ს.კ შაქარი დაუმატეთ და გააგრილეთ. ამასთანავე კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ. მწიკვი მარილი და ვანილი დაუმატეთ. ასევე არაჟანი და გამდნარი კარაქიც შეურიეთ. ჭიქაში გახსენით სოდა და ძმარი და შემდეგ ესეც ჯამში გამზადებულ მასას შეურიეთ. ფქვილი ნელ-ნელა ჩაამატეთ. ბოლოს ხელით ურიეთ და, რაც მთავარია, ცომი საკმაოდ სქელი უნდა გამოვიდეს. ცომის ნაწილი ( დაახლოებით 3 ს.კ) ცალკე გადადეთ, რათა ბოლოს ნამცხვარი მორთოთ. ამასობაში ღემელში შემთბარ ფორმას კარაქი მოუსვით და მასზე ცომი გაანაწილეთ. ზემოდან ხილფაფა წაუსვით ისე, რომ ცომის გვერდები ოდნავ მოჩანდეს. ცალკე გადაღებული ცომი ფქვილში კარგად მოზილეთ, რომ მკრივი გახდეს. შემდეგ ორად გაყავით და თითო ნაწილისგან ხუთი სხვადასხვა ზომის გრძელი და ბრტყელი ფირფიტები დაამზადეთ. ამ ფირფიტებით ხილფაფის ზემოდან ე.წ ” კლეტკა” გააკეთეთ, აირღუმელში შედგით და ერთი საათის განმავლობაში აცხვეთ. პატარარეცეპტიც მიიღეთ ჩვენგან(ღიმილი).Feedc Feedc Community საქართველო #feedcgrant #feedc #კულინარია #ჯანსაღიცხოვრება #მოდა #ხელოვნება #ახალიამბები
+3
Kutaisi Daily
Kutaisi, Georgia · 1 week ago
ქუთაისში ფრენების გახსნის მოთხოვნით აქციას აანონსებენ
ფეისბუქ ჯგუფის - ,,გახსენით ფრენები" - ის წევრები 5 და 6 ივლისს მერიასთან აქციას აანონსებენ. მათი მთავარი მოთხოვნა ფრენების აღდგენაა. ჯგუფის წევრები ერთმანეთს მოუწოდებენ მაქსიმალურად იაქტიურონ. პარალელურად აქციები გაიმართება თბილისსშიც. გთავაზობთ ჯგუფში გამოქვეყნებულ პოსტს ,,ყურადღება აქცია ქუთაისში 5 ივლისს 6 საათზე მერიასთან ვიკრიბებით გთხოვთ შემოგვიერთდეთ ვინც ხართ ქუთაისში და ქუთაისთან ახლოს მყოფებო აქციაა #გახსენითსაზღვრები ყველა ერთად შევძლებთ ამ მთავრობას მივაწვდინოთ ხმა რომ ჩვენ მშიერი ვეღარ გავჩერდებით ჩვენ ჩვენი საყვარელი ადამიანებისგან შორს ვეღარ ვიქნებით #მოგვეცითთავისუფლება... როგორც თბილისში იმართება 5ივლისს 6 საათზე ასევე არის ქუთაისშიც ვინც რომელ ქალქთან ხართ ახლოს ძალიან გთხოვთ შეკრიბეთ ნათესავები მეგობრები ახლობლები და შემოგვიერთდით ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ .დააკომეთ ვინ სად? და ასევე გააზიარეთ ყველამ ნახოს ქუთაიისიი გააქტიურდით ძალიან გთხოვთ.დროაა ერთად დგომისს ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ თამთა გუგუციძე "#საინტერესო #სიახლე #ქუთაისი #kutaisidaily #ახალიამბები
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 1 week ago
გიგი უგულავა - გახსენით თურქეთთან საზღვარი, ვიდრე დასავლეთ საქართველოში შიმშილი არ დაწყებულა
გახსენით თურქეთთან საზღვარი, ვიდრე დასავლეთ საქართველოში შიმშილი არ დაწყებულა, – ამ განცხადებით მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ საქართველოს მთავრობას. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები წლების განმავლობაში თურქეთში სეზონური სამუშაოსთვის მიემგზავრებოდნენ, დღეს კი, ამ შესაძლებლობას მოკლებულნი არიან. „გუშინ დავბრუნდი აჭარიდან და გურიიდან, სადაც სხვა ბევრ პრობლემასთან ერთად ერთი და მთავარი პრობლემა დგას დღეს; უკვე წლებია, ჩვენი თანამოქალაქეები, იმის გამო, რომ აქ სამუშაოს ვერ შოულობენ, თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე დადიან. ვსაუბრობ 10 ათასობით ადამიანზე, რომლებსაც საკუთარი სახელმწიფო სამუშაო ადგილით ვერ უზრუნველყოფს და მიდიან მეზობელ ქვეყანაში თხილისა და ჩაის საკრეფად. ეს არის ამ ადამიანებისთვის ერთადერთი შემოსავალის წყარო. ამ სამი თვის განმავლობაში, დაახლოებით ერთი ჩვენი თანამოქალაქე რვიდან 10 ათას ლარამდე აგროვებს, რითაც ოჯახს მთელი წლის განმავლობაში ინახავს. ჩვენ კარგად გვესმის ეპიდვითარება და ვხედავთ, მსოფლიოში რა ხდება. ჩვენ უნდა დავუჯეროთ ეპიდემიოლოგებს და არა ხელისუფლებას, რომელიც უკვე აშკარად კორონავირუსს იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის. გახსენით თურქეთთან საზღვარი, ვიდრე დასავლეთ საქართველოში შიმშილი არ დაწყებულა. ჩვენ საზღვართან ისეთი ინფრასტუქტურა უნდა მოვაწყოთ, რომ ადამიანების შემოწმება ხდებოდეს და თუ ტრაილერის მძღოლებს ვამოწმებთ, კეთილი უნდა ვინებოთ და საკუთარ მოქალაქეებზე ვიზრუნოთ. თუ ჩვენ ახლა მოქალაქეებს მუშაობის საშუალება არ მივეცით, შემოდგომიდან შიმშილობა გველის და ამაზე პასუხისმგებელი იქნება საქართველოს მთავრობა და „ქართული ოცნება“, რომელიც კორონავირუსს პირდაპირ საარჩევნო და პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. მინდა, საქართველოს მთავრობას მოვუწოდო, გახსენით თურქეთთან საზღვარი. ადამიანებს მუშაობის საშუალება მივცეთ, სამედიცინო ინფრასტრუქტურა გავაფართოოთ, რათა შემოწმება ბევრად მეტმა ადამიანმა გაიაროს და საზღვრის გადაკვეთა ბევრად მეტმა ადამიანმა შეძლოს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
Kutaisi Daily
Kutaisi, Georgia · 2 months ago
მარტივად მოსამზადებელი პასკის 2 რეცეპტი
აღდგომა პასკის და დიასახლისი ცომში ამოსვრილი ხელების გარეშე რთული წარმოსადგენია, თუმცა ის მარტივად მოსამზადებელი ნამდვილად არაა. დიასახლისებიც ცხობის პროცესში უამრავ შეცდომას უშვებენ. ამ ბლოგში შევეცდები, მარტივი რეცეპტები გაგიზიაროთ და პასკის ცხობის საიდუმლოებები გაგანდოთ. რეცეპტი #1ინგრედიენტები: 4 ჭიქა ფქვილი 3 კვერცხი 100 გ კარაქი ან მარგარინი 1 ჭიქა შაქარი 1 ჭიქა რძე 50 გ საფუარი ქაღალდის ფორმები თბილ რძეში გახსენით საუფარი. დაახალეთ კვერცი, გამდნარი კარაქი ან მარგარინი და დანარჩენი ინგრედიენტები. ათქვიფეთ ერთიანი მასის მიღებამდე და არ დაელოდოთ ამოფუებას. მაშინვე გადაიტანეთ ქაღალდის ფორმებში. 3-4 საათი დააყოვნეთ და გამოაცხვეთ 170-180˚C-ზე, 40 წუთიდან 1 საათამდე . რეცეპტი #2ინგრედიენტები: 3 კვერცხი 300 გ ფქვილი 300 გ შაქარი 150 გ ნაღების კარაქი 16 გ გამაფხვიერებელი 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი 1 ს/კ ქიშმიში 2 ს/კ გამხმარი ალუბალი კურკების გარეშე ათქვიფეთ 3 კვერცხი და შაქარი. შეურიეთ გამდნარი კარაქი და კვლავ გააგრძელეთ თქვეფა. დაამატეთ ვანილი. ნელ-ნელა ამატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. ბოლოს შეურიეთ ქიშმიში და ალუბალი, მასა გადაიტანეთ ქაღალდის ფორმებში . 30-40 წუთის განმავლობაში 180°С-მდე გაცხელებულ ღუმელში გამოაცხვეთ.#აღდგომა #პასკისრეცეპტი #KUTAISIDAILY
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 11 hours ago
„ახალი საქართველო“- ს სამი მოთხოვნა
მოძრაობა „ახალი საქართველო“ ხელისუფლებას სამ მოთხოვნას უყენებს და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ახალი საქართველოს“ ლიდერი ხელისუფლებას საზღვრების გახსნის გადაწყვეტილების დროული მიღებისკენ მოუწოდებს. „სამი კონკრეტული მოთხოვნა, რასაც ვაყენებთ დღეს და რაზეც დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას. პირველი - 31 დეკემბრამდე გადავადდეს განბაჟების ვადა, იმიტომ, რომ აგვისტოს ბოლომდეა და ამას უკვე აზრი აღარ აქვს, საზღვრები არ გახსენით. მეორე, გავრცელდეს ეს პირობები პირველი მაისის შემდგომ შემოყვანილ მანქანებზეც და მესამე, დაიწყეთ დაუყოვნებლივ მუშაობა იმ ქვეყნებთან, საიდანაც ჩამოდიოდა ძირითადი მყიდველი საქართველოში. ეს არის ერთადერთი გზა, რითაც ჩვენ შეგვიძლია ვუშველოთ და რამენაირად დავეხმაროთ ეკონომიკის იმ მიმართულებას, რომელიც უზარმაზარ შემოსავალს ტოვებდა ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
Damn Delicious
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
კლასიკური ფოკაჩა პომიდვრით
ინგრედიენტები 2 ფოკაჩასთვის 660გ ფქვილი 440მლ წყალი 25გ საფუარი 15გ მარილი 1ჩ/კ შაქარი 50გ ზეითუნის ზეთი მომზადება წყალში გახსენით შაქარი და საფუარი, დაამატეთ ფქვილს და მოზილეთ ცომი. როცა ცომი შეიკვრება დაამატეთ მარილი და ზეთი. ცომს ზეთის დახმარებით მიეცით ფორმა და გადაიტანეთ ცხიმწასმულ თასში. დატოვეთ ცომი 3 სთ. გაყავით გაფუებული ცომი ორად. მიეცით ფორმა და დატოვეთ 30წთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე შეფუთული. გააბრტყელეთ ცომი ხელის დახმარებით , დაასხით წყლის და ზეთის ემულსია , დაჩხვლიტეთ თითებით, მოეყარეთ ინგრედიენტები და დატოვეთ კიდევ 30წთ გამოცხობამდე. გამოაცხეთ 220° ზე 20წთ#ფოკაჩა #კლასიკურიფოკაჩა #პომიდორი #იტალიურიკერძები #გემრიელი #culinary #food