რატომ ჩნდება პიგმენტური ლაქები?

0
სხვადასხვა ზომისა და ფორმის ლაქები – ღია ყვითელი, მუქი ყავისფერი ან რუხი, სახის კანზე ქალებს ნებისმიერ ასაკში უჩნდებათ. პიგმენტური ლაქები შეიძლება გაჩნდეს ორსულობის პერიოდშიც, განსაკუთრებით გაზაფხულზე და ზაფხულში, როდესაც ვიტამინების უკმარისობა აღინიშნება. ქლოაზმა შეიძლება აღმოცენდეს სხვადასხვა, მაგ., კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს, მაგრამ ასეთი ლაქები ვითარდება მზის დამწვრობის ან ხანგრძლივი არარაციონალური დასხივების შედეგად. ქლოაზმა განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს მუქ და შავგვრემან კანზე, მკურნალობასაც ნელა ექვემდებარება. მყარი, მნიშვნელოვნად გამუქებული ლაქები შესაძლებელია გამაღიზიანებელი კრემებისა და საცხების თვითნებური გამოყენების შედეგიც იყოს. ზოგჯერ ქალების კანის მგრძნობელობა იმატებს ჩვეულებრივი, ერთი შეხედვით, უვნებელი კოსმეტიკური საშუალებებისა და მსუბუქი კოსმეტიკური პროცედურების მიმართ. ცხელ, მზიან ამინდში სუნამოს მოყვარულებს შეიძლება გაუჩნდეთ მყარი, ყავისფერი პიგმენტაცია.
#news #opinion #health #forhealth
Tbilisi
0