17 ნოემბერი

15
მთვარის მეორე ფაზა 🌘🌙 წლის დასრულებამდე დარჩა 44 დღე.
17 ნოემბერს დაბადებული მორიელები 🦂🦂🦂🦂წარმატებისთვის არიან „განწირული“. ამისთვის ყველა წინაპირობა აქვთ. აუცილებელ ცოდნას, ჩვევებსა და უნარებს სწავლის პროცესში იღებენ. არიან ღრუბელივით - ახალ ცოდნას ადვილად იწოვენ, ფილტრავენ და რაც საჭიროა, იმის აკუმულირებას ახდენენ. აქვთ უნარი, თავიანთი ცოდნა გამოიყენონ იქ, სადაც ეს საჭიროა.
17 ნოემბერს დაიბადნენ : უდიდესი ქართველი პოეტი გალაქტიონ ტაბიძე
“ მასში ყველაა, რასაც დაღლილი
ადამიანი ქვეყნად ეძიებს,
მშვენება, სული და სილამაზე
ჩვენს ლოცვაშია, მუდამ რომ ჰგიებს.
ელვარებს, დნება წმინდა ნათელი
მკრთოლვარ-მთრთოლვარე შუქთა მფრქვეველი...
დედაო ღვთისავ! შენსკენ მოილტვის. ”
ლოცვა-ვედრება და საკმეველი.
გალაქტიონ ტაბიძის AVE MARIA
ლეგენდარული სპორტული კომენტატორი კოტე მახარაძე :
“ზეიმობს საქართველოს დედაქალაქი, ზეიმობს მთელი ჩვენი ქვეყანა – თბილისელებმა ეს თასი მოიპოვეს“ – ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა სხვადასხვა დროს კომენტატორების მიერ ნათქვამი საუკეთესო ფრაზები და მათ შორის ლეგენდარული ქართველი კომენტატორის, კოტე მახარაძის ეს ფრაზაც მოხვდა.

ნოემბრის თვეში დაბადებულთა ყვავილები:

ქრიზანთემა - ყვავილი მეგობრობის, ოპტიმიზმისა და მხიარულების სიმბოლოა. ამ თვეში დაბადებული ადამიანებისთვის თუ ყვავილების ჩუქებას გადაწყვეტთ, ეს ყვავილები აუცილებლად ქრიზანთემები უნდა იყოს. ნოემბერში დაბადებული ადამიანები მეგობრულები, ოპტიმიზმით სავსენი და მხიარულები არიან და ყველაზე დიდ კავშირს ყვავილებს შორის ისინი ქრიზანთემებთან პოულობენ.

დღის საკითხავი:

ადამიანი თავისსავე მოგონილ ბედს ემორჩილება და ეგუება, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ბედთან შეგუება ადამიანის მთავარი თვისებაა. ეს უფრო იძულების შედეგია, არსებობის აუცილებლობითაა გამოწვეული და ამ თვისების შეძენის შემდეგ ადამიანის ჭეშმარიტი ბუნება იჩრდილება, ნაწილობრივ მაინც, რადგან ამ გადამრჩენელი თვისების შეძენა თავისთავად, უმტკივნეულოდ და უმსხვერპლოდ არ ხდება. ის ხანგრძლივი ყოყმანისა და დაუნდობელი სულიერი ბრძოლის ნაყოფია. ეს ბრძოლა კი ყველანაირ ბრძოლისაგან განსხვავდება, თუნდაც იმით, რომ აქ დამარცხებული იმარჯვებს, დათრგუნული და ჩაკლული იძენს სიცოცხლის უფლებას. ოთარ ჭილაძე
15