თანამედროვე ტექნოლოგიები ადამიანური ურთიერთობის კვალდაკვალ

0
XXI-ე საუკუნე თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია. ეს არის დრო, როცა ჩვენი ცხოვრება უშუალო კავშირშია ციფრულ ტექნოლოგიასთან, სოციალურ ქსელებთან. თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნახტომი, უდიდესი მიღწევაა. ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, ნებისმიერი საქმე გააკეთოს უფრო სწრაფად და მარტივად, უფრო დახვეწილი გახადოს მისი შემოქმედებითობა და მუდმივად სიახლეების ძიებაში იყოს ჩართული. დღევანდელ სამყაროში, ნებისმიერი საქმიანობის სფერო, განათლება, ბიზნესი, თუნდაც ადამიანური ურთიერთობები, ყველაფერი ტექნოლოგიებზე გადის. ტექნოლოგიებმა შეცვალეს ადამიანის მსოფლხედველობა. ისინი მოქმედებენ ჩვენს მეხსიერებაზე, ყურადღებაზე, დიდ ზეგავლენას ახდენენ როგორც ბავშვებზე, ასევე ნებისმიერი ასაკის ადამიანზე. რაც უფრო მეტად დაიწყო ტექნიკამ განვითარება და უფრო მეტი რამ გამოიგონა ადამიანმა, მით უფრო მეტად გართულდა მისი ცხოვრება და მით უფრო ნაკლები დრო აქვს მას. ერთი  შეხედვით თანამედროვე ტექნოლოგიები ამარტივებენ ადამიანის საქმიანობას და ზოგავენ მის დროს. მაგრამ, დღეს როგორც კი ადამიანს თავისუფალი დრო გამოუჩნდება ის სხვა საქმეს წამოიწყებს. ადამიანი იმდენად არის მიჩვეული ეკრანთან მონოტონურ მუშაობას, რომ ავტომატურად ახალ საქმეს წამოიწყებს, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემა.  გარდა ამისა, მისი ცხოვრება სულ უფრო მეტ დანახარჯებს მოითხოვს და ამიტომ ისიც დამატებითი შემოსავლის წყაროს ეძებს. ტექნოლოგიებმა შეცვალეს ადამიანის ფიზიოლოგია – ვფიქრობთ, ვგრძნობთ და სიზმრებსაც სხვანაირად ვნახულობთ. ტექნოლოგიები ზემოქმედებენ ჩვენს მეხსიერებაზე, ყურადრებაზე, ძილის ციკლზეც კი. ეს ყველაფერი უკავშირდება მეცნიერულ მოვლენას – ნეიროპლასტიკურობას ანუ ტვინის უნარს, შეცვალოს ჩვეულებრივი ქცევა ახალი გამოცდილების მიხედვით. ამ შემთხვევაში მოქმედებს ინტერაქტიული ტექნოლოგიები და ინტერნეტიდან მიღებული ინფორმაციის დიდი ნაკადი. ინტერნეტმა კიდევ უფრო პოპულარული გახადა კომპიუტერი, რამდენადაც ის დღევანდელი პრობლემების მოგვარებაშიც უფრო იოლად გვეხმარება. ზღვა ინფორმაცია, რომელსაც მისი საშუალებით ვიღებთ, გვაწვდის განათლების მიღების, სხვადასხვა კითხვაზე პასუხის მიღების შესაძლებლობებს. შესაბამისად, თვითგანათლება სულ უფრო აქტუალური თემა ხდება. თუმცა ინტერნეტსა და კომპიუტერს დიდი ზიანის მოტანაც შეუძლია და ბევრ პრობლემას იწვევს. ეს ბოლო წლებში უფრო თვალსაჩინო გახდა და უფრო მეტი ადამიანი განიცდის გავლენას. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც საკმაოდ აქტუალურია, ეს არის სოციალური ქსელების გავლენა საზოგადოებაზე.ეს იმ საკითხების არაზუსტი ჩამონათვალია, რაც ტექნოლოგიური განვითარებას მოჰყვება. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად XXI-ე საუკუნე სწორედ იმით გამოირჩევა, რომ ყველაფერი ახალი ინერგება, ახალი ეტაპები იწყება სამყაროში, ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ერთად. რაც არ უნდა ცუდი ვთქვათ, კომპიუტერისა და ინტერნეტის შესახებ, ეს არის ის საშუალება, რომლითაც უფრო მეტად განვითარების შესაძლებლობა ეძლევა თითოეულ ადამიანს. მისი უარყოფითი და ყურადსაღები მხარეების მიუხედავად, მისი მოხმარება საკმაოდ აქტუალურია, რადგან თუ გავითვალისწინებთ დღევანდელობას და ტექნოლოგიური მიღწევების სწრაფად შემოჭრას ჩვენს საქმიანობაში, დავასკვნით, რომ დღეს ის იმარჯვებს, ვინც მეტ ინფორმაციას ფლობს, ამაში კი კომპიუტერსაც დიდი წვლილი მიუძღვის
#feedcgrant
#tech
#technology
#ახალიამბები
0