გემოვნებიანი ფილმები: მამაკაცის გამოცემა

ByMonikaGeorgia
0
სია, ცხადია, ჩემი პირადი გემოვნებით არის შერჩეული. მაგრამ გარწმუნებთ, არც ერთი მოცემული ფილმებიდან არ იყო უგულებელყოფილი მოდის საზოგადოების მიერ. აქ მთავარი გმირები, დახვეწილი, გათვლილი და მიმზიდველები არა მარტო თავისი ქარიზმით და როლით არიან, არამედ მათზე მორგებული ტანსაცმლით. სამოსი, ქვეცნობიერად გმირის შინაგანი ბუნების შეცნობას გვიმარტივებს. მესმის, მსგავსი აღქმა და მსჯელობა შაბლონური და ზოგისთვის ზედაპირულია, მაგრამ ვიზუალური მგრძნობელობა ყოველთვის ახადიათებდა ადამიანს. დღეს არსებული სტერეოტიპები კი წლეულების მანძილზე ყალიბდებოდა, და ეხმიანებოდა საზოგადოებას. 1. American Gigolo სთვის კოსტიუმებს ჯორჯიო არმანი ქმნიდა. სწორედ ეს ფილმი იყო მოდელიერის კარიერის მკვეთრი ზრდის მიზეზი. რიჩარდ გირი, ზოგადად იმ ეპოქის ერთ-ერთ გემოვნებიან მსახიობი კო არის, მაგრამ ამ ფილმში მისი გმირი სტილისტურად სრულიად ახალ დონეზეა აყვანილი.
2. Kingsman ინგლისური მოდის მოყვარულთათვის❤️ კიდევ ძალიან ბევრი ფილმი მაქვს ჯენტელმენური სტილის შთაგონებისთვის, მაგრამ ეს ფილმი ყველას უნდა მოეწონოს:)
3. Oceans 11, 12, 13 სამივე ნაწილი! მგონი ახსნაც არაა საჭირო. ყველა პერსონაჟი, ხასიათით და სტილით ცალკეა განსახილველი! გასაგები და დახვეწილი წარმოჩენა თოთოეული გმირის✨
4. Once upon a time in Hollywood 60 იანი წლების ჰოლივუდის მოდა. კლიფის ჰავაის პერანგი არის
#onelove
. და საერთოდ როგორ იქნებოდა და იყო მოძიებული ნივთები ძალიან ბევრი სტატია დაიწერა.
5. The talented mr. Ripley ამ ტრილერს აქვს 90იანების ერთ-ერთი საუკეთესო კოსტიუმები. ლაღი, მშვიდი, თავისუფალი... გმირების სტილი ტრანსლირებს მათ მისწრაფებას უდარდელობისკენ...
6. Juice-ს დავამატებდი კიდევ, სტილისტურად რომ გავაზავო ეს მოკლე ჩამონათვალი. ჰიპ-ჰოპ სტილში, ყოველდღიური მოდის ბევრ ინსპირაციულ ლუქს იპოვით ა
#მოდა
#ხელოვნება
#მოდაკინოში
ByMonikaGeorgia
0