კრუასანები

0
ადგა და წავიდა... დარდები მაინც გაყვა, ისინი მასში შესახლდნენ არ აცლიდნენ ბედნიერებას... ბევრს ფიქრობდა... ისევ იგივე კაფე და იგივე შეკვეთა... -კრუასანი და უშაქრო ესპრესო ხომ? -დიახ, როგორც ყოველთვის ... -ახლავე მოგართმევთ... მისი თვალები ჩააშტერდა ჰორიზონტს ... მზე თანდათან ჩადიოდა. ქუჩის ფარნები იწყებდნენ ნათებებს... მალე შეივსო ღია კაფის კუთხეში მდგარი მრგვალი შუშის მაგიდა. ყავის პირველი ყლუპი თხემიდან ტერფამდე გაძვრა ძარღვებში. ცოტა ხანს ფაიფურის თეთრი პატარა ჭიქა ტუჩთან შეაყოვნა არომატის შესაგრძნობად. ესიამოვნა... ფრანგულმა კრუასანმა უშაქრო ყავის სიმწარე შოკოლადის არომატებით ჩაატკბო. სკამის საზურგეს მიაწვა და გაირინდა. ასე იწყობდა ყოველ ღამე მინიატურულ ნირვანებს. იჯდა კაფეში მარტო და ფიქრობდა... ყავის ჭიქაში კი მისი დარდები უდარდელად დარდიმანდობდნენ. ჩასული მზის სხივებს გაყოლილი მზერა აღარ ბრუნდებოდა. ყავის ბოლო ყლუპი გაციებულ დარდებთან ერთად ისევ ძარღვებში გაძვრა. ერთ ფინჯანში ჩატეული ფიქრები ერთ შოკოლადისკრემიან ფრანგულ კრუასანს მიაყოლა. და წავიდა...
0