6 votes
0 comments
0 shares
Save
7 views
ქეთი კაცაძე
Kutaisi · 9 months ago

იოანე💜💜


ქეთი კაცაძე
Kutaisi · 9 months ago
Similar Posts
ქეთი კაცაძე
Kutaisi, Georgia · 9 months ago
იოაკიმე💜💜
ქეთი კაცაძე
Kutaisi, Georgia · 9 months ago
love
ქეთი კაცაძე
Kutaisi, Georgia · 9 months ago
🐥🐥
Kutaisi Daily
Kutaisi, Georgia · 2 months ago
გოგნის წმინდა გიორგის ეკლესიის ამბავი - ეს უნდა იცოდე
ყოველწლლიურად გიორგობას იმერლები და არამხოლოდ ისინი გოგნში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სალოცავად ადიან. დღეს პანდემიის გამო ტაძრამდენ მისასვლელი სამანქანო გზა დაკეტილი იყო, თუმცა მრევლის ნაწილმა ტრადიცია მაინც არ დაარღვია და სალოცავამდე ფეხით ავიდა. სავარაუდოდ, მათთვის ამ ტაძრის ისტორია და ღირებულება ცნობილია, თუმცა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რატომაა ასე მნიშვნელოვანი ეს ადგილი მართლმადიდებლებისთვის. - წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის მო­ნას­ტე­რი VII სა­უ­კუ­ნე­ში აუშე­ნე­ბი­ათ. იყო პე­რი­ო­დი, რო­ცა გე­ლა­თის მო­ნას­ტერს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და. აქ არის ძვე­ლი მო­ნას­ტე­რი, რო­მელ­საც ნა­საყ­დ­რალს ეძა­ხი­ან და გან­დე­გი­ლი ბე­რე­ბის საცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი იყო. ამ­ბო­ბენ, რომ ამ სა­ლო­ცავ­ში წმინ­და გი­ორ­გის თა­ვის ქა­ლა იყო დაბ­რ­ძა­ნე­ბუ­ლი. და­ვით ულუ­სა და და­ვით ნა­რი­ნის მე­ფო­ბის პე­რი­ოდ­ში შე­მო­ე­მა­ტა წმინ­და­ნის მენ­ჯის ძვა­ლი. აქ წირ­ვა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აღევ­ლი­ნე­ბო­და. მორ­წ­მუ­ნე­ებ­მა წი­ნაპ­რე­ბი­დან გად­მო­ცე­მით იცოდ­ნენ ტაძ­რის სას­წა­ულ­მოქ­მე­დი ძა­ლის შე­სა­ხებ. აქ უშ­ვი­ლო წყვი­ლებს, დავ­რ­დო­მი­ლებს, და­სა­ო­ჯა­ხე­ბელ ახალ­გაზ­რ­დებს ხში­რად შეხ­ვ­დე­ბით. სა­ლო­ცა­ვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბევ­რი ძვე­ლი ურ­თხ­მე­ლია, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად ესეც ამ სა­ლო­ცა­ვის სიძ­ვე­ლე­ზე მი­ა­ნიშ­ნებს. იშ­ვი­ა­თია, ურ­თხ­მე­ლის ტყე ასე­თი სა­ხით სად­მე იყოს შე­მორ­ჩე­ნი­ლი, რად­გან ურ­თხ­მე­ლის მა­სა­ლა ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლია. ამ ტე­რი­ტო­რი­ას ვერ ეხე­ბოდ­ნენ ( ტაძრის წინამძღოლი, მამა იოანე რევიშვილი, ჟურნალი "გზა") ცნობილი ფაქტია, რომ სოფ­ლის მცხოვ­რებ­ლებ­მა არაერთხელ მო­ინ­დო­მეს, ტაძ­რის­თ­ვის კა­რი და­ე­კი­დათ, თუმცა ის ყოველთვის ძირს ვარდებოდა. ლეგენდის თანახმად, უეც­რად, ხმა გა­ი­გო­ნეს, და­ი­ნა­ხეს საყ­დარს კა­რი ჩა­მო­ვარ­დ­ნო­და, გარ­შე­მო ყველ­გან და­ი­ა­რეს და უცხო ვე­რა­ვინ შე­ნიშ­ნეს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ღა­მოს ლოც­ვის შემ­დეგ, ეკ­ლე­სი­ე­ბი იკე­ტე­ბა. ამ სა­ლო­ცავ­ში ადა­მი­ანს ნე­ბის­მი­ერ დროს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­ვი­დეს, წმინ­და გი­ორ­გის შეს­თხო­ვოს მო­ი­ლო­ცოს და გუ­ლი მო­ი­ო­ხოს. "კა­რუგ­დე­ბე­ლის" და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ეს არის.#გიორგობა #გოგნი #kutaisidaily
Kutaisi Daily
Kutaisi, Georgia · 2 months ago
"სამშაბათს დიდ პანაშვიდს გადავიხდით" - ქუთათელ-გაენათელი მეუფე იოანე
21 აპრილს ბაგრატის ტაძარში დიდი პანაშვიდი გაიმართება. ამის შესაახებ განცხადება ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანე გამრეკელმა გააკეთა. მისივე თქმით, ამ დროისთვის საფლავზე გასვლასთან დაკავშორებული შეზღუდვები , სავარაუდოდ, მოხსნილი იქნება: "რაღაც შეზღუდვა დააწესა ხელისუფლებამ ჩვენზე ზრუნვის გამო, რომ ჩვენ რამე არ დაგვემართოს. ორშაბათს მკაცრი რეგულაციები დააწესა და თქვა, რომ 21-მდე იქნება და 21 სამშაბათია. ასე რომ, სამშაბათს ჩვენ დიდ პანაშვიდს გადავიხდით ტაძარში, მოვიხსენებთ ჩვენს წინაპრებს. მივულოცავთ მათ ქრისტეს აღდგომას და იმდღეს მე მგონი, ხელისუფლება ხელს აღარ შეგვიშლის, რომ საფლავებზე გავიდეთ", - განაცხადა მეუფე იოანემ.#აღდგომა #ბაგრატისტაძარი #kutaisidaily
Mariam Berodze
Kutaisi, Georgia · 2 months ago
მამბავი (2)
რამდენიმე თვის წინ, როცა მაჰმუდ დარვიშის ლექსს ვთარგმნიდი, ერთ-ერთ სტრიქონში ავტორი წერდა - "მე შენი ღამის ხარუბს დავლევ და დავიძინებ"... წარმოდგენა არ მქონდა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ხარუბი (خروب). არაბულ-ინგლისურმა ლექსიკონმა ეს სიტყვა თარგმნა, როგორც Carob. არც ეს მნიშვნელობა იყო ჩემთვის გასაგები, ამიტომ გუგლს მივაკითხე. აღმოჩნდა, რომ "ხარუბი" მცენარეა, რომელსაც ძალიან ხშირად ვხედავი ჩემს სოფელში და დარწმუნებული ვარ, თქვენთვისაც ნაცნობია. ამ ხეს ქართულად ხან კარობს ეძახიან, ხან კერობს, ხან ნახშირის ხეს, თუმცა მისი სახელწოდება კერატია. ამ მცენარის ნაყოფის მარცვლები თანაბარი ზომისაა, რის გამოც მას გამოიყენებდნენ ძვირფასი ქვებისა და ოქროს წონის საზომად. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ მცენარის გამო დამკვიდრდა ძვირფასი ქვების მასის საზომ ერთეულად "კარატი". სულხან-საბა ორბელიანი კერატის ნაყოფს ლობიოს ადარებს და მას "რქას" უწოდებს. ძველქართულ სამედიცინო წყაროებშიც ეს მცენარე ნახსენებია, როგორც "რქა", "რქისხე" (გამოიყენებდნენ მუცლის ტკივილის დასაამებლად). კერატის ხე განსაკუთრებითაა გავრცელებული ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში. საქართველოში იგი განსაკუთრებით ხშირად გვხვდება/ოდა აფხაზეთში. კერატის ნაყოფი ტკბილია. დაფქვის შედეგად მიღებული ფხვნილი მოტკბოა და კაკაოსავით არომატული. მას შოკოლადის ჩამნაცვლებლადაც იყენებენ და საკმაოდ პოპულარული პროდუქტია თანამედროვე კულინარიაში. როგორც აღმოჩნდა, ეგვიპტეში ფართოდ ყოფილა გავრცელებული კერატის ნაყოფისაგან დამზადებული ტკბილი სასმელი, რომელსაც წყალს ურევენ ხოლმე გასაზავებლად. ეჭვგარეშეა, რომ მაჰმუდ დარვიშიც სწორედ ამ ხარუბს გულისხმობდა. დაბოლოს, მათეს სახარებაში ვკითხულობთ - „ხოლო თვით იოანეს ემოსა აქლემის ბეწვი და წელს ერტყა ტყავის სარტყელი: და საზრდელი მისი იყო კალია და ველური თაფლი”. ზოგიერთის მოსაზრებით, იოანე ნათლისმცემელი სწორედ კერატის ნაყოფით იკვებებოდა, რომლის სანაყოფე პარკები კალიების მსგავსია, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მოსაზრება, მხოლოდ და მხოლოდ, ვარაუდია.#წიგნები #თარგმნა #არაბული #სიტყვები #ამბავი #ახალი #ინფორმაცია #საინტერესო #opinion #photo #მცენარე #ბოტანიკა #მედიცინა #ლექსიკონი
AstroGeorgia
Tbilisi, Georgia · 6 days ago
მალხაზ გველუკაშვილი - აზრები
1. არაფერი ხდება შემთხვევით, ყველა შემთხვევითობა კანონზომიერია. ყოველი მარცხი ჩვენი არასწორი არჩევანის და ყოველი უბედურება - ჩვენი გაურკვევლობის შედეგია. ამიტომ, უნდა გამოვიკვლიოთ საგანთა არსი. არსში წვდომა საშუალებას მოგვცემს - გავაკეთოთ სწორი არჩევანი (ჰო, ან არა). გამოირიცხება შემთხვევითობა და წარმატება გარდუვალი გახდება. 2. ცხოვრება ომია, რომელშიც უნდა გამოვიწრთოთ, თუ გვინდა რომ ბიჯით წავიწიოთ წინ. გამარჯვება თავისით არ მოდის, ის უნდა მოვიპოვოთ. 3. იმისათვის რომ გაიმარჯვო, ჯერ უნდა გაძლიერდე. იმისათვის რომ გაძლიერდე, აუცილებელია რომ გაათავისუფლო ნება მონობისაგან, გონება პირობითობებისაგან და რწმენა კერპებისაგან. თუ შენი ბრძოლა სამართალიანია და გჯერა რომ გაიმარჯვებ, აუცილებლად გაიმარჯვებ, რადგან ბოლო სიმართლისაა... და ბოლოს, ნუ გეშინია, რადგან შიში და სიკვდილი მეგობრები არიან... 4. ყველა განუხორციელებელი მიზანი - ცარიელი მიზანია. მოქმედება მხოლოდ მაშინ იქცევა მოქმედებად, როცა მას განსაზღვრავს ნება. ამიტომ ამბობენ ძველი წმინდა და საკრალური წიგნები, რომ ადამიანები განისჯებიან არა თავიანთი აზრებითა და მიზნებით, არამედ მათი საქმეების მიხედვით. იმისათვის რომ ვიყოთ, უნდა ვიმოქმედოთ. 5. ნებისმიერი ფენომენის (ადამიანის, საგნის, სიცოცხლის და თუნდაც ზოგადად პროცესის) არსებობა პირდაპირ ან ირიბად კავშირშია სხვა ფენომენის წარსულთან, აწყმოსთან და მომავალთან. შეგრძნება იმისა, რომ ისინი დამოუკიდებლად არსებობენ და მათ შორის არანაირი კავშირი არ არის, დაფუძნებულია ან არასრულფასოვან ცოდნაზე, ან ფენომენთა არსში წვდომის უუნარობაზე. 6. ლაო ძიმ ბრძანა - სახელებმა დასაზღვრეს საგანთა საზღვრებიო. სახელი დეფინიციაა. ამიტომ ყველაფერს დაარქვით თავის სახელი და ის თავის საზღვრებში მოექცევა... ვეღარ გადმოკვეთავს თქვენს მიერ გავლებულ წითელ ხაზს. ნუ მოგერიდებათ!.. და ჩინელი ბრძენკაცის კიდევ ერთ ფრაზას გაგახსენებთ - უწოდე სნეულებას სნეულება და გაგეცლება სნეულება. 6. გაგება, გაცნობიერება, ცოდნა იძლევა კონტროლის საშუალებას. რაც მეტია ცნობილი ობიექტის შესახებ, მით უფრო იოლია მასზე კონტროლის განხორციელება. ცოდნაა ჭეშმარიტი ძალაუფლება. 7. გააცნობიერეთ საკუთარი "მე". ვერ იქნებით სხვისთვის ბოროტი, თუ გააცნობიერებთ რა საშინელების მოტანა შეუძლია ამა თუ იმ ბოროტებას თქვენთვის... ამიტომაა ნათქვამი - შეიცან თავი შენი. 8. ტრანსცენდენტალური სიყვარული ეს არის შესაქმის პირველადი იმპულსი და მიზეზი. სიყვარული, თავისი არსით, ზეგრძნობადია და მისი ნებისმიერ ასპექტში განხორციელება გამოვლინებაა სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიებისა. ტრანსცენდენტალური სიყვარული, როგორც ბინერი, წინააღმდეგობათა ერთიანობაა, რაც მის ნეიტრალურ სახეს განსაზღვრავს. მასში აქტიური და პასიური ელემენტები გაწონასწორებულ მთლიანობაში გვხვდებიან. ე.ი. სამყაროში არსებობს მხოლოდ სიყვარული და მას არ გააჩნია არანაერი და არავითარი წინააღმდეგობა. რაც შეეხება ისეთ გრძნობებს, როგორიცაა სიძულვილი და ვნება, ადამიანთა დაცემული ნების, იგივე ნებელობის შედეგნი არიან. ისინი სიყვარულის საპირწონე (დაპირისპირებულ) მცნებებად ვერ გამოდგებიან: რაც უფრო მოიცავს ადამიანის სამშვინველს სიყვარული, მით უფრო ღრმაა (ინტელექტუალურია) ადამიანი. აკი თქვა კიდეც არისტოტელემ - მთავარია სიღრმე და არა სიფართოვეო. P.S. როცა ვახსენებ ინტელექტს, მე არ ვგულისხმობ მწიგნობრობას,.. მე ვგულისხმობ ღმერთისა და სამყაროს შეგრძნებასა და ხედვას. ამას სიბრძნე ეწოდება. ჩემს ახალგაზრდობაში ბევრი მოხუცი მინახავს, თავის სოფელს რომ არ გასცდენია და არც არანაირი წიგნი რომ არ წაუკითხავს, სიყვარულითა და სიბრძნით იყვნენ სავსე. სწორედ ისინი იყვნენ ნამდვილი ინტელექტუალები. მათ იცოდნენ ავისა და კარგის გარჩევა. ისინი არც ზოგიერთი თანამედროვე ფილოსოფოსივით, მიწაზე პირქვედამხობილნი რომ ცდილობენ ზეცის დანახვას, და არც თანამედროვე ფანატი-სექტანტებივით, ცაში გულაღმა რომ კიდიან და მიწას ვერ ხედავენ, არ იქცეოდნენ... ისინი ფეხზე იდგნენ, თავს ასწევდნენ და ზეცას ხედავდნენ, დაწევდნენ და მიწას... ისინი არც მატერიალისტები იყვნენ და არც იდეალისტები, ისინი რეალისტები იყვნენ... და ისინი ასეთები იყვნენ იმიტომ, რომ მათ უყვარდათ ღმერთი და სამყარო, ოჯახი და სამშობლო... ისინი იყვნენ ისეთები, როგორიც უნდა იყოს კაცი იდეაში... და როცა კაცი კაცია, მაშინ ქალიც ქალია... ხოლო კაცი, რომელსაც ქალი არ უყვარს, არც სამყარო უყვარს... 9. ღმერთი უსასრულო სიკეთე და სიყვარულია. მთელი სამყარო ლაპარაკობს მასზე და მის შესახებ; მაგრამ ყველაზე უკეთ მასზე მისი სიმშვიდე და სიჩუმე მეტყველებს. 10. ადამიანურობის ერთერთი არსობრივი საფუძველი თანაგრძნობაა. თუ ნაგავში ცხოვრობ და ნაგვის სუნი არ გაწუხებს, თავადაც ნაგავი ხარ! თუ შენს გარშემო ბოროტება ზეიმობს და შენ ეს არ გაწუხებს, უზნეო ხარ! თუ შენს გარშემო ხალხი შიმშილით იხოცება და შენ ყოველდღე სავსე სუფრასთან თუნდაც სიყვარულის, ანდა სიკეთის სადღეგრძელოს ამბობ, ნაძირალა ხარ!... ჰოდა, ეცადე იყო ადამიანი! 11. ყველაზე საშიში სამართლიანი მძვინვარებაა,.. განსაუთრებით მაშინ, თუ ეს მძვინვარება საყოველთაოა... ამიტომ უფრთხილდით სამართლიან მძვინვარებას! 12. თუ ნებისმიერ ორ "სიმრავლეს" აქვთ ერთი ან რამდენიმე საერთო ელემენტი, მაშინ ეს "სიმრავლეები"ერთმანეთზე ზემოქმედებენ ამ საერთო ელემენტის (ან ელემენტთა) მეშვეობით. ასე, რომ ერთი "სიმრავლის" მართვა გვეხმარება მეორე "სიმრავლის" მართვაში,.. მართვის ხარისხი დამოკიდებულია საერთო ელემენტთა რაოდენობაზე. p.s. ეძებეთ დღევანდელ ე.წ. საპარლამენტო პოზიციას და ოპოზიციას შორის საერთო ელემენტები და შეძლებთ როგორც რეალობის შეფასებას, ასევე პროცესების მართვას. 13. ყოველი სიტყვა თავის მოქმედების არეალში ჰქმნის იმას, რასაც ამტკიცებს. 14. ანტიქრისტე ჰიპერფიზიკური სუბსტანციაა, რომელიც თავის თავში ატარებს მკაცრად უარყოფით და დამანგრეველ პოტენციალს, მატერიალურ სამყაროში გამოვლენის შესაძლებლობით... ფრთხილად, მას ჩვენ უკვე ჩვენს ყოველდღიურობაში ვხვდებით!.. ის ყოველდღე ცდილობს სხვადასხვა გზებით ჩვენს განადგურებას,.. ხოლო როცა გკლავენ და თავს არ იცავ, თვითმკვლელი ხარ!.. ჩვენ თუ არ გვინდა, ჩვენ თუ არ დავთანხმდით, ჩვენ ვერავინ მოგვერევა!.. სიყვარულისთვის ბრძოლა კურთხეულია... 15. ერთი და იგივე ქმედება, ერთსა და იმავე პირობებში, ერთსა და იმავე შედეგს იძლევა... გამოიკვლიეთ, რომელი ცვლილებები უფრო აუცილებელია და როგორ უნდა შეინარჩუნოთ იგი (სამუდამოდ თუ არა, რაც შეიძლება დიდხანს მაინც) - ესაა წარმატების ფორმულა. 16. კაცი რომ მოკვდება ქართველები ვიტყვით - გარდაიცვალაო, ანუ გადავიდა არსებობის ერთი მდგომარეობიდან მეორეში... საუბედუროდ, ჩვენს ცნობიერებაში ამ სიტყვამ თავისი სიღრმული შეგრძნება დაკარგა,.. "გარდაცვალება" და "სიკვდილი" სინონიმებად იქცნენ. იშვა სიკვდილი და თან მოიტანა "შიში"... შიში და სიკვდილი ერთმანეთის პროპორციული მცნებებია. სიკვდილის შეგნება ბადებს შიშს და ნებისმიერი შიში - სიკვდილის შიშია. სიკვდილის შიში კლავს რწმენას, რწმენას სულის მარადიულობის შესახებ. იქმნება ილუზია არსობის ამაოებისა. რწმენის სიკვდილი სიყვარულის სიკვდილია და ამდენად შიში კლავს სიყვარულს. სიყვარულის სიკვდილი ბადებს ბოროტებას და აქედან, უსიყვარულოდ ადამიანი იქნება ეს თუ საზოგადოება,ბოროტია. ასე რომ, შიში ურწმუნოებისა და ბოროტების საფუძველია. 17. სოდომის ცოდვა, ყველა ტრადიციის მიხედვით, ყველაზე დიდი ცოდვაა... ჩემის ღრმა რწმენით, ეს არის სვლა სამყაროს კანონების წინააღმდეგ... ამ კანონთა წინააღმდეგ ომში კი ჯერ არავის გაუმარჯვია... უფალი გვასწავლის: "რასაც მიწაზე შეკრავთ, ზეცაშიც შეკრული იქნება, და რასაც გახსნით მიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც" /მათე 18.18/. დიახ, "ვისაც ყური აქვს, ისმინოს"... არსებობს ტრანცენდენტალური ეთიკა (მორალი, ზნეობა...), და მას ვერავინ გაექცევა... ტრანცენდენტალური სამართლისა და სასამართლოს (ოკულტურ მეცნიერებათა მიხედვით, იგივე - უმაღლესი სასამართლო) წინაშე ყველანი ვართ პასუხისმგებელნი, და ისე ნუ ვიზამთ, რომ მთელი სამყარო თავზე დაგვემხოს... ერთიანი მსოფლიური (იგულისხმება, როგორც ფიზიკურ, ასევე ასტრალურ და მენტალურ სივრცეთა ერთიანობა) ველის დაბინძურების უფლებას არავინ მოგვცემს, რადგან ეს იქნება ტრანსცენდენტალური სიყვარულისა და ტრანცენდენტალური სიცოცხლის რღვევის დასაწყისი.სასიცოცხლო ენერგია მხოლოდ ბინერში (ბინერი - წინააღმდეგობათა ერთიანობაა: აქტიური და პასიური, ჰო და არა, მამაკაცი და დედაკაცი, და ა.შ.) იქმნება, და ჩვენ ამ კანონის დარღვევას არ გვაპატიებენ... მე იმას ვამბობ, რაც უეჭველი ვიცი (საიდან, ნუ მკითხავთ) და დაჯერება თქვენი ნებაა... და კვლავ დიდი მოწიწებით გავიმეორებ მაცხოვრის სიტყვებს - "ვისაც ყური აქვს, ისმინოს". 18. დაოსური ფიზიოლოგიის მიხედვით ანუსიდან ხუთი დიაგონალი გამოდის, რომელთა მეორე ბოლო თავის ტვინში, ყიფლიბანდთან იკრიბება, მანამდე გაივლის მთელ ტვინს... დასკვნა თავად გამოიტანე - შესაძლებელია ტვინდაზიანებული კაცი (ანალური სექსი იწვევს ანუსის დაზიანებას და აქედან ტვინის დაზიანებასაც) ნორმალურად აზროვნებდეს?.. 19. ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში ფსევდო-ლონგინე წერდა: შემოქმედება, რომელიც ამაღლებულს არ ემსახურება, შემოქმედება არ არისო. უზნეო შემოქმედება არ არსებობს, უბრალოდ ჩვენზე ასაღებენ ყველანაირ უსულგულო, არაესთეტიურ და უზნეო ნაგავს, როგორც გენიალურს, ჩვენ კი ვეყრდნობით რა ავტორიტეტთა ჭეშმარიტებას, ვღებულობთ და ვაღიარებთ ყოველგვარ ნაგავს და გვავიწყდება, რომ მთავარი ჭეშმარიტების ავტორიტეტულობაა... 20. აშუღურ (ე.წ. ქალაქურ) სიმღერებს გრიგოლ რობაქიძე ასე ახასიათებს - სომეხი მღერის ქართულ ენაზე სპარსულ ბაიათსო... მე დავამატებდი - სპარსული ბაიათის უნიჭო რემიქსს... საუბედუროდ მსგავსი "კულტურითაა" გაჯერებული ე.წ. ქართული შოუ-ბიზნესი... როგორც აზროვნებ, და აზროვნება კულტურაშიც გამოიხატება, ისეთივე ზნეობა და გემოვნება გიყალიბდება, და შენი ყოფიერებაც ისევე სტრუქტურირდება... და თუ რაიმეს შეცვლა გვინდა, პირველ რიგში ცნობიერება უნდა გავათავისუფლოთ პირობითობებისაგან, ან სხვაგვარად, საჭიროა ცნობიერების ტრანსმუტაცია... 21. "სხეულის სანთელი შენი თვალია. როცა შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელია. მაგრამ როცა იგი ბოროტია, შენი სხეულიც ბნელია." /ლუკა 11.34/ ჰოდა, დააკვირდით თვალებს: ერთი ბოროტია; სხვა შეშინებული; ვიღაც ალალია; ვიღაცის თვალები: ყველაფერი სულ ერთია, მთავარია მე ვიყო კარგად, ჩემს მერე თუნდაც ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილაო - გვეუბნება; ვიღაცის თვალებში სიყალბე ხატია... და კიდევ ბევრი მსგავსი... ჩახედეთ თვალებში, დაუკვირდით... თქვენ ხომ უკვე კარგად გახსოვთ, როგორ იქცეოდნენ ამ თვალების პატრონები,.. ჰოდა, ასევე მოიქცევიან მსგავსი თვალების პატრონები... დაკონკრეტებას არ ვაპირებ, იმედი მაქვს თავად გაავლებთ პარალელებს და დასკვნებსაც თავად გამოიტანთ... დააკვირდით, და არა მარტო თვალებს: ადამიანის გამომეტყველება, მისი სულის ანარეკლია - ფორმას აზრი ჰქმნის... მისმა სიტყვებმა შესაძლებელია მოგხიბლოთ და დაგატყვევოთ, თუმცა სიტყვებს შორისაცაა შესაძლებელი ქვედინებების პოვნა, მაგრამ მისი გამომეტყველება, და განსაკუთრებით მისი თვალები, თუ დაკვირვებულები იქნებით - სიმართლეს ვერ დაგიმალავთ... გააკეთეთ ეს და ნაკლებად მოტყუვდებით... და გადარჩენის შანსიც გაგეზრდებათ: "შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ" /იოანე 8.32/.
Nino Kakulia
Tbilisi, Georgia · 2 days ago
ამოუცნობი მფრინავი ობიექტი მე-18 საუკუნის ნახატზე
მე-18 საუკუნის დასაწყისში, კერძოდ 1710 წელს ცნობილმა ჰოლანდიელმა ფერმწერმა არტ დე გელდერმა (Aert de Gelder - 1645-1727 წწ.) შექმნა მხატვრული ტილო სახელწოდებით - "ქრისტეს ნათლობა" ("The baptism of Christ"). აქ გამოსახულია ყველასთვის კარგად ნაცნობი სახარებისეული ეპიზოდი, როდესაც მდინარე იორდანეში იესო მიდის იოანე ნათლისმცემელთან იმისთვის, რომ მან მონათლოს იგი წყლით და ამ დროს იოანეს აქვს ხილვა და ესმის ხმა ღვთისა ზეციდან: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე, მას უსმინეთ". გელდერმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ ცაში გამოესახა არა კაცის სახე, ღვთის ხელი, მტრედი ან სხვა ქრისტიანული სიმბოლო, არამედ არც მეტი და არც ნაკლები დისკის ფორმის ოვალური ობიექტი, საიდანაც გამოდის ოთხი სხივი და ეცემა მდინარეში მდგარ იესოს ნათლობის ადგილს. საინტერესოა, რომ აღნიშნული მხატვარი თვით რემბრანდტის გამორჩეული მოწაფე გახლდათ, რომელსაც შემთხვევით ხელში ჩაუვარდა, ვატიკანის არქივები და მისი საიდუმლო ცოდნის ნაწილი. ფიქრობენ, რომ არტ დე გელდერი ამ და სხვა ნახატებით შეფარვით, დაშიფრულად და ზოგჯერ ასე აშკარადაც ავრცელებდა ხალხში იმ ცოდნას და ინფრომაციას, რომელიც მას გააჩნდა სხვადასხვა საკითხზე. ამჟამად აღნიშნული ნამუშევარი ინახება ქემბრიჯის მუზეუმში, დიდ ბრიტანეთში. #ახალიამბები
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 1 month ago
რა ქონებას ფლობს მეუფე დიმიტრი? - გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების კვლევა
1811 კვ.მ. მიწა, ორი შენობა-ნაგებობით ყაზბეგის რაიონში, სოფელ აჩხოტში; 266 862 ლარად შეძენილი 157.5 კვ.მ. ბინა ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე, რომელიც ერთ კვირაში ეკატერინე შიოლაშვილს აჩუქა. მიხეილ სააკაშვილის მიერ ნაჩუქარი 1500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწა წილკანში - აღნიშნულ ქონებებს ფლობს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი. ქონებასთან დაკავშირებით კვლევა გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებამ გამოაქვეყნა. კიდევ ერთი თემა, რომელიც კვლევაში მოხდა ფონდებს უკავშირდება. დოკუმენტში წერია, რომ მეუფე დიმიტრი ხელმძღვანელობს კერძო პირებისა და საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ 5 არაკომერციულ ორგანიზაციას. კვლევასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესპიკერმა. დეკანოზი იოანე გორელიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ფონდებით მეუფე წლებია ხანდაზმულებსა და მიუსაფარ ბავშვებს ეხმარება. რაც შეეხება ქონებებს. მეუფის ყოფილ ცოლს მშობლების დანატოვარი ქონება ჰქონდა, რომელიც მის შვილებს გადაეცა. ყაზბეგში არსებული მიწა კი მეუფემ 1000 ლარად შეიძინა და იქ სახლი ააშენა. რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის საჩუქარს - პრესსპიკერი ინფორმაციას არ ფლობს. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი (ერისკაცობაში – ნოდარ შიოლაშვილი), ბერად 1996 წელს აღიკვეცა. მიტროპოლიტი კი 2007 წელს გახდა.
Zugdidi Daily
Zugdidi, Georgia · 2 months ago
10 ადგილი სამეგრელო-ზემო სვანეთში, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ.
10 ადგილი სამეგრელო-ზემო სვანეთში, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ნამდვილად იპყორბს ტურისტების ყურადღებას იმ ულამაზესი ადგილებით, რაც ნამდვილად უნიკალურს ხდის დასავლეთ საქართველოს. ულამაზესი ბუნება აუცილებლად გაგიჩენთ აქ კვლავ მოხვედრის სურვილს. პირველ რიგში აუცილებლად სანახავია ზუგდიდში არსებული დადიანების სასახლე, სადაც 45 ათასი ექსპონატი ინახება. მათ შორის ნაპოლეონის ნიღაბი და ღვთისმშობლის კვართი. სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ბოტანიკური ბაღია, რომლის რეაბილიტაცია წელს დამთავრდა, ბოტანიკურ ბაღში უნიკალური ჯიშის საუკუნოვან ხეებს შეხვდებით. თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს ზუგდიდიდან სვანეთისკენ მიმავალ გზაზე არსებული ენგურჰესის კაშხალი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. მისი ცის თაღის ფორმის კაშხალი - 271,5 მეტრია, რომლის განივი სიგრძე 728 მეტრს აღწევს. ხობში მდებარეობს პაპანწყვილის და ნაზმახუს ტბებიც, ძველი ხიბულის, ზენის და საჯიჯაოს ციხეები, ჯეგეთის არქიტექტურული კომპლექსი. ეს სანახაობა აუცილებლად გაგაკვირვებთ. მოგზაურობა სოფელ ჩქვალერში უნდა განაგრძო, სადაც ინწირას კანიონია. მღვიმე გაამოირჩევა სტალაქტიდებით, სტალაგმიტებით და ჰელექტიდებით. აქედან გამომდინარე წყალი 26 მეტრი სიმაღლის ჩანჩქერს წარმოქმნის. მარტვილის სოფელი სალხინო ერთ-ერთი გამორჩეულია სამეგრელოში. აქ არის დადიანების სასახლე და ისტორიული მარანი. საინტერესო ადგილებს ნახავთ სენაკშიც. მაგალითად, ნოქალაქევის თემში არის არქეოლოგიური კომპლექსი, რომლის ყველაზე ადრინდელი ფენები მეშვიდე-მერვე საუკუნით თარიღდება. სენაკის სოფელ ეკში არის იოანე ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსი. აქ არის შხეფის ციხე, სენაკის ცენტრში კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, აკაკი ხორავას სახელობის დრამატული თეატრი. მიმდევრებისთვის საინტერესო ადგილია კასტრული მღვიმეები - ეკის თემში, უნაგირას მთაზე და მენჯის თემში - საწულეისკირიოს უბანსა და შხეფის უბანში. სენაკიდან არც ისე შორს, შეგიძლიათ ეწვიოთ მენჯის ბალნეოლოგიური კურორტი, სამკურნალო წყლებით. აბაშა სამეგრელოს მუნიციპალიტეტებიდან იმით გამოირჩევა, რომ აქ არის ერთადერთი, ებრაელთა სინაგოგა, რომელიც სოფელ სუჯუნაში მე-19 საუკუნეში აშენდა. აქვეა სუჯუნის წმინდა გიორგის სახელობის და სხვა ძველი ეკლესიები. მარტვილში მდებარეობს მთის ლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი ლებარდეც. სოფელ მეორე ბალდაში მდინარე აბაშის ჩანჩქერი. ჩანჩქერის შხეფები ხშირად ცისარტყელას წარმოქნის. მთავარი ჩანჩქერის მარჯვნივ, კიდევ ორი მომცრო ჩანჩქერია. თუ სოფელ გაჭედილში მოთენას მღვიმეს არ ნახავთ, მარტვილის სილამაზე ნანახი არ გექნებათ. აუცილებლად უნდა ნახოთ ჩანჩქერები „ჟუჟღი“, „ონიორე“ და „ტობი“, „ტობის“ მღვიმე. მესტიიდან წამოსულმა აუცილებლად უნდა შეიარო წალენჯიხაშიც. აქ ქუაქანცალიას მოქანავე ლოდს ნახავთ, რომელიც სუსტი დაწოლის შემთხვევაშიც ირყევა და კაკუნის ხმას გამოსცემს. უცხოელ ვიზიტორთა უმრავლესობა პოლონელები, რუსები, ებრაელები, ბრიტანელები, ფრანგები და გერმანელები არიან. ტურისტს ბევრად ურჩევნია მასპინძელ ოჯახთან დაჰყოს გარკვეული დრო, ვიდრე სასტუმროში გაჩერდეს, რადგან დააკვირდეს ადგილობრივების ცხოვრების სტილს.#სამეგრელოზემოსვანეთი #ზუგდიდი #მესტია #მარტვილი #ულამაზესიადგილები #ბუნება #zugdididaily