ილონ რივი მასკი (ინგლ. Elon Reeve Musk; დ. 28 ივნისი, 1971) — ამერიკელი ბიზნესმენი, გამომგონებელი და ინვესტორი.[4][5][6] SpaceX-ის დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი და წამყვანი დიზაინერი, აგრეთვე Tesla, Inc.-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.[7] x.com-ის თანადამფუძნებელი, რომელსაც ერთი წლის შემდეგ შეეცვალა სახელი და დაერქვა PayPal. 2016 წელს „Forbes“-ის სიაში „მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი ადამიანები“ ილონ მასკმა 21-ე ადგილი დაიკავა.[8] 2020 წლის ოქტომბრის მონაცემებით მისი შემოსავალი შეადგენს 38.9 მილიარდ აშშ დოლარს, რითაც „ფორბსის“ ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში 23-ე ადგილს იკავებს.[9]
ილონ მასკი
ილონ მასკი, 2015 წელიმშობლიური სახელიElon Muskდაბადების სახელიილონ რივი მასკიდაბადების თარიღი28 ივნისი, 1971 (49 წლის)
პრეტორია, ტრანსვაალი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკარეზიდენციალოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ[1][2]მოქალაქეობა
 სამხრეთ აფრიკა
 კანადა
 აშშ
ალმა-მატერი
კუინზის უნივერსიტეტი
პენსილვანიის უნივერსიტეტი
საქმიანობა
ინვესტორი
ბიზნესმენი
გამომგონებელი
აქტიური1995-დღემდეპარტიადამოუკიდებელიმეუღლე(ები)ჯასტინ უილსონი (იქ. 2000; დაშ. 2008)
ტალულა რაილი (იქ. 2010; დაშ. 2012)
(იქორწინეს 2013; დაშორდნენ 2016)[3]შვილ(ებ)ი6 (1 გარდაცვლილი)მშობლებიმამა: ეროლ მასკი
დედა: მეი მასკიჯილდოებისამეფო საზოგადოების წევრისაიტიtwitter.com/elonmusk/ elonmusk.comხელმოწერა
დაიბადა და გაიზარდა პრეტორიაში, სამხრეთ აფრიკაში. 17 წლის ასაკში საცხოვრებლად გადავიდა კანადაში და სწავლა დაიწყო კუინზის უნივერსიტეტში. ორი წლის შემდეგ სასწავლებლად გადავიდა პენსილვანიის უნივერსიტეტში. გარკვეული ხნის შემდეგ იგი გახდა კომპანია Zip2-ის თანადამფუძნებელი, რომელიც შეძენილი იქნა Compaq-ის მიერ 340 მილიონი დოლარად 1999 წელს. შემდეგში მან დააფუძნა X.com, რომელიც მოგვიანებით შეერწყა კომპანია Confinity-ის 2000 წელს, ხოლო მოგვიანებით დაერქვა PayPal და შეძენილი იქნა eBay-ის მიერ 1.5 მილიარდ დოლარად 2002 წელს.[10][11][12][13]
2002 წელს მასკმა დააფუძნა SpaceX, კოსმოსური ხომალდების მწარმოებელი და კოსმოსური სატრანსპორტო მომსახურებების ამერიკული კომპანია, რომლის მთავარი დიზაინერი თავად არის. SpaceX-ის მიზანია უფრო იაფად შეასრულოს ფრენები კოსმოსში, რაც საბოლოოდ NASA-ს მისცემს საშუალებას არსებული ბიუჯეტით გააგზავნოს ადამიანები მარსზე. მთავარი განსხვავება სხვა მსგავსი პროექტებისგან არის ის, რომ SpaceX-მა შეძლო დაემზადებინა ისეთი ხომალდები, რომელთა მოდულები ან თუნდაც მთლიანი ხომალდები დაუზიანებლად ბრუნდებიან მიწაზე და მათი გამოყენება ხელმეორედაა შესაძლებელია. ეს მნიშვნელოვნად აიაფებს კოსმოსში ფრენებს, რადგან ყოველ ჯერზე არაა საჭირო ხომალდის თავიდან აგება.
2003 წელს მასკი გახდა Tesla, Inc-ის თანადამაარსებელი.
#feedcgrant
Feedc
#მეცნიერება
#ახალიამბები