როგორ გამდრიდდა ილონ მასკი!?

0
ილონ მასკი ამჟამად 38.1 მილიარდი აშშ დოლარის ქონებას ფლობს, მაგრამ ის დღეს მისი ამბიციური იდეებითა და ტესლას მანქანებით უფრო არის ცნობილი, ვიდრე სიმდიდრით.  ილონ მასკი 1971 წელს სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ პრეტორიაში დაიბადა. მამამისი სამხრეთ აფრიკელი ინჟინერი იყო, ხოლო დედა კანადალი მოდელი და დიეტოლოგი. ილონი ბავშვობაში ძალიან ბევრს კითხულობდა. 10 წლისას უკვე კომპიუტერული ტექნიკა აინტერესებდა. დამოუკიდებლად ისწავლა პროგრამირება და 12 წლის ასაკში უკვე ვიდეოთამაშის კოდი დაწერა და 500 დოლარად გაყიდა. კაცობრიობის შეცვლისა და ცხოვრების გამარტივების იდეები ბავშობიდანვე გაუჩნდა. განსხვავებული ბავშვი იყო, ამიტომ ხშრად იყო ძალადობის მსხვერპლი. ერთხელ გონების დაკარგვამდე სცემეს და ოპერაციებიც კი დასჭირდა. მასკი აშშ-ში საცხოვრებლად გადასვლაზე ოცნებობდა, რადგან მიაჩნდა, რომ აშშ დიდი იდეების განხორციელების ადგილია. აშშ-ში შესვლის გასამარტივებლად, პრეტორიაში სწავლა მიატოვა და  კანადაში დედასთან გადავიდა საცხოვრებლად. უმაღლესი განათლება პენსილვანიის უნივერსიტეტში მიიღო ეკონომიკაში და ფიზიკაში. 1994 წლიდან მასკი სილიკონ ველიზე სხვადასხვა კომპანიებში მუშაობდა, სადაც გასაოცარ შთაბეჭდილებას ტოვებდა. 1995 წელს მასკმა, ძმასთან ერთად, პირველი კომპანია დააარსა - Zip2. კომპანია ინტერნეტ რუკებს ამზადებდა, რომლებიც გაზეთებში იბეჭდებოდა. გრაფიკული რუკების და მიმართულებების კოდებს ილონი თავად წერდა. მალე კონტრაქტი დადეს “ნიუ იორკ თაიმზთან“. 1999 წელს კომპანია Compaq-მა Zip2 307 მლნ დოლარად შეიძინა. კომპანიის გაყიდვის დროს მასკი მხოლოდ 7%-იან წილს ფლობდა და შესაბამისად, 22 მლნ დოლარი ერგო. ZIP2-ის გაყიდვისგან მიღებული თანხიდან მასკმა ახალი კომპანია X.com შექმნა, რომელიც ელექტრონული ფოსტით გადახდის და ინტერნეტ-ფინანსური მომსახურებით იყო დაკავებული. ერთ წლიწადში X.com კომპანია Confinity-თან გაერთიანდა, რომელიც ფულის გადარიცხვის ინტერნეტ სერვისზე მუშაობდა. 2001 წელს გაერთინებულ კომპანიას PayPal დაარქვეს. 2002 წელს PayPal 1.5 მილიარდ დოლარად eBay-მ შეიძინა, საიდანაც მასკს 165 მლნ დოლარი შეხვდა. 2001 წლიდან მასკი პლანეტა მარსის ათვისებით დაინტერესდა, სადაც მწვანე სათბურის განთავსებას და პლანეტის შესწავლას გეგმავდა. თავიდან რუსეთიდან კოსმოსური რაკეტის შეძენას ცდილობდა, მაგრამ არ გამოუვიდა და 2002 წელს სივრცის შემსწავლელი ტექნოლოგიების კომპანია SpaceX დააარსა. რომლის 54% წილს დღემდე ფლობს და კომპანიის გენერალური დირექტორია
#feedcgrant
Feedc
#ტექნოლოგიები
#მეცნიერება
#ახალიამბები
0