ჯანსაღი კვების როლი

0
სწორი კვება ადამიანის ჯანმრთელობის საფუძველია და უზრუნველყოფს ორგანიზმის ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციის განხორცილებას. სწორად შერჩეული საკვებით შესაძლებელია შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა, შევამციროთ და თავიდან ავიცილოთ ქრონიკული დაავადებების რისკი, გამოვიყურებოდეთ მიმზიდველად. კვების სრულფასოვნებას განსაზღვრავს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების დაბალანსებული მიღება.

ცილები ანუ პროტეინები

სიცოცხლისათვის აუცილებელ სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენენ და კუნთოვანი ქსოვილის საფუძველს შეადგენენ. სხეულს ცილები სჭირდება იმისთვის, რომ შეინარჩუნოს, ჩაანაცვლოს ქსოვილები, იფუნქციონიროს და გაიზარდოს. პროტეინების დღიური მოთხოვნილება ინდივიდუალურია ყველა ადამიანისთვის და დამოკიდებულია მათ აქტიურობაზე. პროტეინის ნორმას გასაზღვრავს ქსოვილების ზრდა, ტრავმები, ორსულობა. პროტეინით მდიდარი საკვები: ხორცი, კვერცხი, კვერცხის ცილა, ყველი, რძე, წითელი ლობიო, თევზი(ორაგული) და ა.შ.

ცხიმები

ორგანიზმს უზრუნველყოფს ენერგიით, ცხიმში ხსნადი ვიტამინებით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით. სხეულს ცხიმი სჭირდება ზრდისთვის, ენერგიისათვის, ასევე გამოიყენება ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესისთვის. ცხიმი არის ენერგიის ყველაზე ძნელად ათვისებადი წყარო, მაგრამ ამავედროს ყველაზე ეფექტური. ყველა ცხიმი არ არის ერთნაირი. გარკვეული ცხიმები ნეგატიურ გავლენას ახდენენ, მაგრამ ზოგიერთ მათგანს ჯანმრთელობისთვის უამრავი სასარგებლო რამ გააჩნია. ცხიმები ისეთივე მნიშვნელოვანია თქვენი დიეტისთვის, როგორც ცილები და ნახშირწყლები, რომლებიც ენერგიით ავსებენ თქვენს სხეულს. ზოგიერთი სხეულის ფუნქცია დამოკიდებულია ცხიმების არსებობაზე. ჯანმრთელი ცხიმები  მნიშვნელვანია თქვენი დიეტისთვის, მაგრამ ასევე საჭიროა მათი ზომიერი მოხმარება, რადგან ყველა ცხიმი მაღალკალორიულია და ეცადეთ არაჯანსაღი ცხიმი ჩაანაცვლოთ ჯანსაღი ცხიმებით.

ნახშირწყლები

სიცოცხლისათვის აუცილებელი ენერგიის წყაროს და ჩვენი ორგანიზმის ძირითად საწვავს წარმოადგენს. ნახშირწყლების ორი ტიპი არსებობს: რთული და მარტივი. რთული ნახშირწყლები ათვისების მხრივ ნაკლები სისწრაფით გამოირჩევიან. ისინი გვხვდება მარცვლეულ პროდუქტებში(პური, ხორბალი, სიმინდი) და მცენარეებში (კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი).მარტივი ნახშირწყლები კი სწრაფად ათვისებადი ნივთიერებებია. პროდუქტები – ხილი, რძის პროდუქტები შეიცავენ დიდი რაოდენობით მარტივ ნახშირწყლებს. ვიტამინების ძირითად წყაროს მცენარეულობა წარმოადგენს, თუმცა ისინი ასევე მოიპოვება ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში, მაგ: ხორცში, კვერცხში და რძის პროდუქტებში. დაბალანსებული კვების დროს ყველა სასიცოცხლოდ აუცილებელი ვიტამინები ორგანიზმში საკმარისი რაოდენობით ხვდება, ამიტომ ჯანმრთელ ადამიანს მათი მიღება დამატებით სხვადასხვა პრეპარატის სახით აღარ სჭირდება. ვიტამინების მოთხოვნილება სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. ბავშვებს, მოზარდებს, პროფესიონალ სპორტსმენებს, ასევე ხნიერ ადამიანებს ვიტამინების შედარებით  მეტი რაოდენობა ესაჭიროებათ. მკვეთრად შემცირებული რაციონის მქონე დიეტების დაცვისას ან კვებიდან გარკვეული პროდუქტების ამოღებით, აუცილებლად ვითარდება და მატულობს ვიტამინების დეფიციტი. ამის გამო, ხშირად ცივდებიან, უარესდებათ კანის ხარისხი, იყოფა თმები, ემტვრევათ ფრჩხილები. მინერალური ნივთიერებების მიღება აუცილებელია ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ენერგეტიკულ რესურსებთან ერთად. მინერალური ნივთიერებები არ სინთეზირდება ჩვენს ორგანიზმში, ამიტომ მათი მიწოდება საკვების საშუალებით უნდა მოხდეს. მინერალების დეფიციტს სერიოზული დაავადებების გამოწვევა შეუძლიათ. მინერალების გარეშე ჩვენი არსებობა წარმოუდგენელია. დღესდღეისობით მინერალების და ვიტამინების დეფიციტი კვებაში ფართომასშტაბიანი პრობლემაა. დეფიციტის ზრდაზე გავლენა იქონია იმ ცვლილებებმა, რაც თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესსა და კვებაში მოხდა. მინერალების დეფიციტს მთელი რიგი ფუნქციონალური დარღვევების გამოწვევა შეუძლია ორგანიზმში. ქვეითდება ინფექციების მიმართ წინააღმდეგობის უნარი, ხოლო კონკრეტული მინერალის უკმარისობა კი სხვადასხვა დაავადების განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს. მინერალური ნივთიერებები და ვიტამინები და უზრუნველყოფს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციობას.  ჯანსაღი ცხოვრების სტილი ჯანსაღი კვების გარეშე წარმოუდგენელია. მიიღეთ  ყველა ის ვიტამინი და მინერალი, რაც თქვენს ორგანიზმს სჭირდება და იკვებეთ ჯასაღი პროდუქტებით. გახსოვდეთ, რომ სწორი კვება ჯანმრთელობის შენარჩუნების, განვითარების და ორგანიზმის ზრდის უმნიშვნელოვანესი პირობაა.
#feedcgrant
#health
#healthylife
#culinary
#food
0