კრიპტორქიზმი - ერთი ან ორი სათესლე ჯირკვლის სათესლე პარკში ჩამოუსვლელობაა. სათესლე ჯირკვლის სათესლე პარკში ჩამოსვლის შეფერხება ბავშვებში ხშირი მდგომარეობაა. სტატისტიკის მიხედვით ყოველი 25 ბიჭიდან ერთი კრიპტორქიზმით იბადება.
📍უმეტეს შემთხვევაში, მკურნალობა არ არის საჭირო, რადგან სათესლე ჯირკვალი(ები) თავისით დაეშვებიან სათესლე პარკში პირველი 3-6 თვის განმავლობაში. ეს მდგომარეობა არ არის მტკივნეული და არ უქმნის ჯანმრთელობას რაიმე სასწრაფო საფრთხეს, მაგრამ აუცილებლად უნდა შემოწმდეს ექიმის მიერ და იყოს მისი დაკვირვების ქვეშ. კრიპტორქიზმისთვის ჩვეულებრივ არ არის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები, გარდა იმისა, რომ ხელით გასინჯვისას სათესლე პარკში სათესლე ჯირკვლებს ვერ შეიგრძნობთ.
📍ხშირ შემთხვევაში სათესლე ჯირკვლები მოძრაობს ზემოთ და ქვემოთ სხვადასხვა დროს და ძირითადად იცვლის მდებარეობას ტემპერატურული, ან ემოციების (აღფრთოვანება, შიში)ზემოქმედებით. სათესლის პარკში ჯირკვლის ჩამოუსვლელობისაგან განსხვავებული მდგომარეობაა და ცნობილია როგორც მოძრავი სათესლე ჯირკვლები.
📍მოძრავი სათესლეები პატარებში არ არის საგანგაშო, რადგან სათესლეები, მომწიფების პერიოდის შემდეგ ხშირად სათესლე პარკში რჩებიან უკვე მუდმივად. თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც კი შეიძლება დასჭირდეს მეთვალყურეობა. თანამედროვე რეკომენდაციით, თუ სათესლე ჯირკვალი 6 თვის ასაკამდე არ ფიქსირდება სათესლე პარკში და ექიმის მიერ მცირე მასაჟით ვერ ხერხდება მისი გამოყვანა საზარდულის არხის გარეთ, საჭიროა ოპერაციული მკურნალობა რათა შემდგომისთვის არ დაირღვეს სპერმატოგენეზის ფუნქცია.