11 votes
0 comments
0 shares
Save
17 views
Tako Kvaratskhelia
Tbilisi · 9 months ago

სიმეტრიაზე ვჭედავ


Tako Kvaratskhelia
Tbilisi · 9 months ago
Similar Posts
Ani Tukh
Tbilisi · 11 months ago
"... მერე ჩავწვდი იმას, რომ ცხოვრება სულში არ გიყურებს, არად დაგიდევთ ძვლებითა და კანით შენიღბულ შენს იმედებს, ოცნებებს, სევდას. რა მარტივი, აბსურდული და ამასთანავე სასტიკია ყველაფერი! ჩემმა პაციენტებმა ეს იცოდნენ. ხედავდნენ, როგორი იყო და ხვდებოდნენ, როგორი იქნებოდა მათი ხვედრი, ძვლის სტრუქტურის სიმეტრიაზე, თვალებს შორის მანძილზე, ყბის სიგრძეზე, ცხვირის მოყვანილობასა და შუბლის ძვლის ფორმაზე რომ არ ყოფილიყო დამოკიდებული. სილამაზე უზარმაზარი, მაგრამ დაუმსახურებლად, ალალ-ბედზე მიღებული საჩუქარია." ზაფხულისთვის ზედგამოჭრილი წიგნია 🤗🤗
Tako Kvaratskhelia
Tbilisi · 1 year ago
რამდენიმე თვის წინ “ერისიონის” ხელმძღვანელთან, ბ-ნ ჯემალ ჭკუასელთან მქონდა ინტერვიუ. იმ სტატიას ასე დავარქვი - თუ გინდათ საქართველოს გაცნობა, დაესწარით “ერისიონის” კონცერტს. ახლა ვფიქრობ, რა სწორად შემირჩევია სათაური. მას შემდეგ ვესწრები მათ კონცერტს და ენით აღუწერელი რამ მემართება. ჯერ ხომ ეს, მართლაც რომ, დალოცვილი ქართველები ისეთს აკეთებენ, სისხლი მეყინება. სიამაყით ვივსები, რომ ამ ქვეყნისა და ასეთი კულტურის მატარებელი ქვეყნის შვილი ვარ. მბურძგლავს და ჩემდაუნებურად თვალებზე ცრემლი მადგება. დღეს გაიმართა “ერისიონის” მორიგი კონცერტი და ეს ვიდეოკოლაჟიც თქვენთვის ავაწყვე. გვერდით უცხოელი მეჯდა და თვალზე მომდგარი ცრემლი რომ დამინახა, კინაღამ გულში ჩამიკრა. ისიც ყოველი ნომრის დასრულების შემდეგ, აღფრთოვანებული იძახდა, თუ რა მაგრები ვიყავით. მაგრები ვართ, კარგები ვართ და ღმერთს მადლობა, რომ ქართველები ვართ!❤️✊🏼🇬🇪 #ერისიონი❤️
Tako Kvaratskhelia
Tbilisi · 7 months ago
დამეთანხმებით ალბათ, რომ წვიმას სოფელში უფრო აქვს მუღამი. სახურავის ხმა რომ გესმის, ასწორებს... მაგრამ, ქალაქში, სადაც ცა არ ჩანს, და ყველა სასარგებლო ხმა ჩახშულია, მაინც იმედია, რომ წვიმს... წვიმანებისა!
Tako Kvaratskhelia
Tbilisi · 5 months ago
ე, მანდ სევილია-რეალის თამაშზე საქართველოს დროშით, ვინ ხარ?? აქ თუ ხარ, გაგვეცი ხმა #sport
Tako Kvaratskhelia
Tbilisi · 6 months ago
რომელი ხართ ქართველი ე, მანდ კამპ ნოუზე? დროშას რომ აფრიალებთ🇬🇪
Tako Kvaratskhelia
Tbilisi · 7 months ago
ჩემი ბიძაშვილი გაბრაზებული შემოდის ოთახში და მეუბნება - ხომ შეეძლო ამ რუსთაველს თამარისთვის ერთი მიყვარხარ ეთქვა და ამხელა პოემა არ დაეწერაო. ჩვენც დავისვენებდით და შოთაცო🙈😁
Tako Kvaratskhelia
Tbilisi · 1 year ago
- მაშინ, როდესაც ვიცოდი, რომ დღეს აქცია უნდა გამეშუქებინა, ტელეფონი მომიკვდა. - "მარშელების" მიერ ჩემ ჟურნალისტად ვერ/არ აღქმაზე აღარ ვიტყვი. - "ცხელი" ნიუსი უნდა დამედო და ინტერნეტი მინელდა, მერე კომპი გაითიშა და სანამ გონს მოვიდა, ამბავი "გაცივდა". - გადავედი საცოდავ ბუკზე, რომელიც ჩემმა ბიძაშვილმა მათხოვა და იქაც ჯერ "ქრომმა" გამომაგდო, მერე ეგეც კომაში ჩავარდა. ამასობაში მეორე ნიუსიც "გაცივდა". - ხან პერსონალურთან მივირბენ და კიდევ რაღაცები ემართებოდა (ახლაც), ბუკს შევხედავ და გაშეშებულია (ეგეც ახლაც). - აქეთ მეზობელი დრელით, კედელთან ერთად, ისედაც გაცრეცილ ჩემ ნერვებს მიგლეჯს და იქით კიდევ, დისკოთეკა აქვთ მეზობლის სადაქალოს გამართული. - და Feedc-მაც “თქვენი ადგილმდებარეობა ვერ მოიძებნაო” და ამხელა პოსტი წამიშალა. დედაჩემი კიდევ შოკოლადით მამარაგებს და ნერვების დაწყნარებისკენ მომიწოდებს. მაგრამ ჩემი ნერვული სისტემა უკვე დაშლილია მარტივ მამრავლებად... #აღარშემიძლია!
Tako Kvaratskhelia
Tbilisi · 4 months ago
მოკლედ. ნეტა, მასწავლებლებს გადაედოთ; სწავლა გადაიდოს და მისთ. ღლიცინები, არასწორია. არასწორია სოც.ქსელებში შექმნილი პოსტგანგაშიც. და საერთოდ, ყველაფერი "საღადაო" არაა.#დაოკდითდა კიდევ. ინფექციურში გადაჰყავთ ადამიანი და ყოველგვარი დამცავი საშუალების გარეშე რომ მივარდები კომენტარის ჩამოსართმევად, საშინელებაა. ასეთი ჟურნალისტი დგას მერე და მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს, არ გაეკაროთ დავირუსებულს და თავი დაიცავითო. მე მის ადგილას მოშორებით დავდგებოდი, ოპერატორს კადრებს შორიდან ავაღებინებდი და დავძენდი: მაყურებელს შევახსენებ, რომ ვირუსის პრევენციისთვის საჭიროა დავიცვათ წესები. ამიტომაც, მე და ჩემი ოპერატორი, უსაფრთხოების მიზნით, 1 მეტრზე ნაკლებ მანძილზე ვერ მივუახლოვდებით სასწრაფოს, რომელშიც, სავარაუდოდ, დაინფიცირებული ადამიანია მოთავსებული... #opinion
Tako Kvaratskhelia
Tbilisi · 4 months ago
ისეთი კარგი ამინდია, რომ ვიცოდე გარეთ გასვლა და კორონა შემეყრება, მაინც გავიდოდი. იმდენ ხანს ვიჯექი მზეზე და მერე ისე "ხოშიანად" ვითამაშე ფეხბურთი, და მე არ მინდა სხვა ნეტარება😍 #opinion #არაპანიკას
Tako Kvaratskhelia
Tbilisi · 5 months ago
მინდა, თბილისელებმა ხბო ნახონ... ძროხის ნაშიერია, ცნობისთვის #funny