Facebook

0
რა სახის ინფორმაციას აგროვებს Facebook? 1. ინფორმაციას და კონტენტს რომელსაც ჩვენთვითონ ვქმნით - Facebook აგროვებს ჩვენს შექმნილ და გაზიარებულ ინფორმაციას, რაშიც შედის პოსტები, წერილები და კომუნიკაციები რითიც სხვებს ვეკონტაქტებით. Facebook ასევე იყენებს კამერას, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ვინმესთან და ვიყენებთ ფილტრებს, ეს პროცესი ავტომატურად მიმდინარეობს. ის იყენებს ინფორმაცაის მაგალითად, როდესაც ჩვენ ვირჩევთ ფილტრს, ამით ვეუბნებით თუ რა მოგვწონს და სისტემა შემდეგში მსგავს ფილტრებს შემოგვთავაზებს. 2. ქსელები და კავშირები - Facebook აგროვებს ინფორმაციას ხალხზე, ჯგუფებზე, გვერდებზე, ექაუნთებსა და თეგებზე რომლებთანაც ვართ კავშირში. კონტაქტების ატვირთვის შემთხვევაში, უკვე ადრესების წიგნს და სმს ლოგებს მოიპოვებს, რაც შემდგომ მათ ეხმარება, რომ ჩვენ ნაცნობებთან დაგვაკავშიროს. 3. ინფორმაცია Facebook-ზე ნაყიდ პროდუქტზე - თუ თქვენ იყენებთ ამ პროდუქტს გადახდებისთვის (როცა ყიდულობთ თამაშს ან აწარმოებთ დონაციას) ამ დროს კომპანია იღებს თქვენი ანგარიშის ნომრის, ბარათის ინფორმაციას, ჩვენს ადრესსა და სხვა დეტალებს. 4. მოწყობილობის ინფორმაცია - Facebook აგროვებს ინფორმაციას მოწყობილობებზე, რომლებსაც ვიყენებთ;მაგალითად თუ მოვიხმართ მობილურს Facebook-ის პროდუქტების გამოყენებისას, ის იღებს ინფორმაციას, თუ როგორ ვიყენებთ პროდუქტს და შემდგომ ჩვენთვის მორგებულ რეკლამებს ამზადებს, პერსონალური კომპიუტერის გამოყენებისას სხვას და ასე შემდეგ. ასევე ამ ინფორმაციის მიღება ეხმარება მათ, რომ გვიჩვენონ აქტიური მოწყობილობები და გავიგოთ არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს ექაუნთზე.
#ახალიამბები
#ბიზნესი
#მეცნიერება
#ტექნოლოგიები
0