0
თბილისის ისტორია ნაწილი 1 ქალაქების დაყოფა პრესტიჟულ და არაპრესტიჟულ უბნებად თითქმის ყველგან მიღებული მდგომარეობაა. იმის გააზრება თუ რომელი უბანია მეტად პრესტიჟული და რომელი ნაკლებად ისტორიის სხვადასხვა პერიოდში, კარგად გამოხატავს ქალაქის იმჟამინდელ მდგომარეობას და განვითარების სტადიებს. ამ პოსტში მინდა დავწერო თუ რომელი უბნები იყო ყველაზე პოპულარული ისტორიის განმავლობაში, რატომ, რა განაპირობებდა მათ პოპულარობას და როგორ მოვედით დღემდე. მოდი დავიწყოთ უძველესი დროიდან.? ⭕️ ყველამ ვიცით, თბილისის დაარსების ლეგენდა, სადაც ნათქვამია, რომ სანადიროდ გამოსულმა ვახტანგ გორგასალმა მოკლა ხოხობი, რომელიც ჩავარდა ცხელ წყალში და ა.შ. თავიდანვე უნდა აღინიშნოს რომ ეს არის ლეგენდა, რომელიც განსხვავდება ისტორიული სინამდვილისაგან.თბილისი, როგორც დასახლება, ვახტანგ გორგასლამდეც არსებობდა, გორგასალმა უბრალოდ ის დედაქალაქად აქცია, მაგრამ საინტერესოა ვინ დაარსა თბილისი და რატომ. მეტად სავარაუდოა, რომ ამ ადგილას ქალაქის დაარსება წმინდაწყლის ბიზნეს ინტერესებით იყო ნაკარნახევი. ძველ თბილისში არსებობდა ხელოსანთა ამქრები. თითოეული ამქარი თავისი არსით შეგვიძლია თანამედროვე კომპანიებს შევადაროთ, რომლებიც მოქმედებენ ინდივიდუალურად და აქვთ თავისი საქმის აღმნიშვნელი დროშა, სიმბოლო.ხელოსნებს, რომლებიც ამუშავებდნენ ტყავს ძველად უწოდებდნენ “ დაბაღებს” ტყავის დამუშავებისათვის კი აუცილებელი იყო ცხელი წყალი. სწორედ ამიტომ ქალაქის გაშენება ისეთ ადგილზე სადაც ცხელი წყალი ბუნებრივად მოიპოვებოდა და მის მისაღებად ზედმეტი ძალისხმევა არ იყო საჭირო ორმაგად მომგებიანი იყო. იოსებ გრიშაშვილი თავის ნაწარმოებში “ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა” აღწერს ამქრების შეკრებებს და იმას თუ რომელი მფარველი ანგელოზი რომელ ამქარს იცავდა, დაბაღების დროშაზე ღვთისმშობელი იყო გამოსახული. ასევე ცნობილია, რომ საერთო ზეიმობის დროს დაბაღები ყოველთვის სხვა ამქრებზე წინ იდგნენ ხოლმე, რაც მათ განსაკუთრებულობას უსვამდა ხაზს. ლეგენდაც ხოხობზე, რომელიც ცხელ წყალში მოიხარშა სწორედ აქედან იღებს სათავეს.ორივე ისტორიაში ცხელი წყალი, როგორც ბუნებრივი რესურსი არის ქალაქის არსებობის ლეგიტიმაციის განმაპირობებელი. შესაბამისად, იმ პერიოდში პრესტიჟულ რაიონად დღევანდელი აბანოთუბნის ტერიტორია შეიძლება მივიჩნიოთ, რომელიც არის კიდევაც თბილისის გული და მის ისტორიაზე საუბარიც სწორედ ამ ადგილიდან უნდა დავიწყოთ. უბნების ელიტარულობის საკითხიც ამ დროიდან იღებს სათავეს ანუ დაახლოებით მეხუთე საუკუნიდან, მას შემდეგ რაც იწყება კლასიკური ფეოდალური ურთიერთობები. გაგრძელება შემდგ სტატიაში...
0