0
თბილისის ისტორია ნაწილი 2 ⭕️რა თქმაუნდა, მე-5 დან 19-ე საუკუნემდე, საქართველოს და ზოგადად თბილისის ისტორიაში ბევრი რამ მოხდა, მაგრამ ჩვენ ამაზე არ ვისაუბრებთ, საინტერესო ამ შემთხვევაში ის არის თუ რა არ შეიცვლა ამ პერიოდის განმავლობაში. არ შეცვლილა საზოგადოებრივი მოწყობის, ფეოდალური წესი. რაც პრინციპში ქალაქდაგეგმარებაზეც აისახებოდა.იმის გამო, რომ ფეოდალურ სახელმწიფოში ძირითად ეკონომიკურ საყრდენს მაინც სასოფლო სამეურნეო ცხოვრება წარმოადგენს ქალაქების როლი ასეთ სისტემებში მაინც სუსტია, არც თბილისის შემთხვევა იყო გამონაკლისი. 19 საუკუნემდელი თბილისი ძალიან პატარა მოცულობის იყო და იწყებოდა თანამედროვე აბანოთუბნიდან და მთავრდებოდა თავისუფლების მოედანზე. შესაბამისად უბნების პრესტიჟულობას განსაზღვრავდა ძირითადად ერთი მომენტი, ის თუ რამდენად ახლოს ცხოვრობდი სამეფო სასახლესთან. შეგახსენებთ რომ მეჩვიდმეტე საუკუნიდან სამეფო სასახლე თანამედროვე საპატრიარქოს შენობაში მდებარეობდა. აქედან გამომდინარე ყველაზე პრესტიჟულ უბნად ითვლებოდა დღევანდელი საპატრიარქოდან, ანჩისხატამდე ტერიტორია ანუ თანამედროვე შავთელის ქუჩა. მაშინ ამ უბანს კალას უწოდებდნენ. აქ ამ აქუჩაზე მდებარეობდა საქართველოში ყველაზე მეტად დაწინაურებული ადამიანების სახლები. აღა მაჰმად ხანის შემოსევების შემდეგ თბილისის პრესტიჟული უბანი, კალა მთლიანად განადგურდა და გაჩანაგდა, ამიტომ საქართველოში რუსეთის მიერ ქართლ კახეთის სამეფოს გაუქმებისა და მისი ანექსიის შემდეგ რუსეთმა გადაწყვიტა უარი ეთქვა საუკუნეების განმავლობაში არსებული ქალაქის ცენტრის აღდგენაზე და დაიწყო ფაქტობრივად ახალი ქალაქის მშენებლობა დაუსახლებელ მიწაზე. სადაც სამეფო ბაღები მდებარეობდა. მაშინ ამ მიწას გარეთუბანს ეძახდნენ, დღეს კი მას სოლოლაკი ეწოდება.უნდა აღინიშნოს რომ სოლოლაკის დასახლება მიხეილ ვოტონცოვის მიერაა აშენებული და ეს პირველი დასახლება თბილისის ისტორიაში, რომელიც წინასწარი ქალაქდაგეგმარების გეგმის მიხედვით არის აშენებული. ეს იყო ახალი სიტყვა ქართული ურბანისტიკის პირობებში იმიტომ, რომ ქალაქი შენდებოდა არა ბუნებრივი გარემოპირობების გათვალოსწინებით, მაგალითად მდინარესთან სიახლოვე ან მთაგორიანი ადვილად დასაცავი ადგილი, არამედ წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით. მის ფუმქციურ ხერხემალს კი დღევანდელი რუსთაველის პროსპექტი, წარმოადგენდა, რომელსაც მოგვიანებით გოლოვინის პროსპექტი უწოდეს. ძველი წესწყობილების ცვლილებამ და კაპიტალისტური ურთიერთობების ნელ ნელა მოძლიერებამ თავადები მეორეხარისხოვან ფიგურებად აქცია და წინა პლანზე მაშინდელი ტერმინოლოგიით ბურჟუები წამოვიდნენ. ასე ჩამოართვა სოლოლაკმა და რუსთაველის მოედანმა პირველობა აბანოთუბნის ტერიტორიას და იმ დროინდელ თბილისში უკონკურენტოდ ყველაზე პოპულარული და ძვირადღირებული უბნის სტატუსი დაიმკვიდრა.იმდროინდელი თავადებიც კი ვერ აძლევდნენ საკუთარ თავს სოლოლაკში ბინის ყიდვის უფლებას ქართველი თავადები, რომლებიც თაკილობდნენ ვაჭრობას გამათხოვრებულ პოზიციაში აღმოჩნდნენ, ფული კი იმ დროისათვის ძირითადად სომხური წარმომავლობის თბილისელებს ჰქონდათ, რომელთაც ვაჭრობაში ბადალი არ ჰყავდათ და სახლებიც ახალ პრესტიჟულ უბანში მათი საკუთრება იყო. (გირჩევთ წაიკითხოთ ნიკოლოზ გაბაონის “აივნიანი ქალაქი”) შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა, 1921 წლის თებერვალში ხელისუფლებაში მოსულმა რევოლუციურმა ძალამ ქალაქის ურბანულ ცხოვრებაშიც დაიწყო რევოლუციური ცვლილებების შეტანა...
0