0
თბილისის ისტორია ნაწილი - 3 ⭕️ თუ მეხუთედან მეცხრამეტე საუკუნემდე ურბანული ცხოვრების წესი მეტნაკლებად ერთ ადგილზე იყო გაჩერებული, 19 - ე საუკუნის შემდეგ თბილისურ ურბანისტიკას ცვლილებების ეპოქა ქარტეხილივთ დაატყდა თავს. ჯერ კაპიტალისტური ცხოვრების წესის მოძლიერებამ მოიტანა ცვლილებები, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ნორმალური მოვლენა იყო, რადგან მსგავსი ეტაპი, ანუ ფეოდალიზმიდან კაპიტალიზმზე გადასვლა თითქმის ყველა ევროპულმა სახელმწიფომ საკუთარ თავზე გამოსცადა, მაგრამ ქვეყანას მთავარი გამოწვევა ჯერ კიდევ წინ ჰქონდა. ეს იყო 1921 წლის თებერვლის რევოლუცია, რომლის შედეგადც ბოლშევიკური მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში და ურბანისტიკაშიც რევოლუციური ცვლილებების შეტანა დაიწყო. ამ პროცესის პირველ ეტაპს წარმოადგენდა ის, რომ ბოლშევიკებმა სოლოლაკის დასახლება, კაპიტალიზმის სიმბოლოდ გამოაცხადეს და დაიწყეს ამ უბნის დაკნინების პოლიტიკა. დაიწყო მკვიდრი მოსახლეობის მასობრივი გამოსახლება და მათ მიერ აშენებული სახლების საერთო, პროლეტარულ საცხოვრებლად გადაქცევა. ზღაპარი იმის შესახებ, რომ იქმნებოდა ახალი, უკლასო საზოგადოება სადაც ყველა თანასწორი იქნებოდა მალევე გაბათილდა. უკლასო საზოგადოების შიგნით შეიქმნა ახალი კლასი, რომელსაც ძირითადად ვიწრო პარტიული ელიტა შეადგენდა მათ თავისთვის ახალი საცხოვრებლის შენება დაიწყეს და ქალაქმაც რუსთაველის პროსპექტის გასწვრივ, ვაკე - საბურთალოს მიმართულებით დაიწყო გაფართოება. აშენდა მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამიზრი და ვაკე, რომელიც ძირითადად 3 – 4 – 5 სართულიანი სახლებით იყო დაკომპლექტებული და თავიდანვე პარტიული ნომენკლატურის წარმომადგენლებისათვის იყო გათვლილი. აქედან გამომდინარე სახლების და ზოგადად მთელი უბნის კეთილმოწყობა იყო კარგ, რამაც ბუნებრივად გააჩინა მოთხოვნა ამ რაიონის მიმართ. ვაკის პარალელურად დაწინაურდნენ სხვა უბნებიც მაგალითად ვერა, მთაწმინდა, საბურთალო მაგრამ ვაკის ელიტარულობის როლი იმდენად დიდი იყო, რომ მან ყველას გადააჭარბა. მითი ამ უბნის პრესტიჟულობის შესახებ დღესაც ცოცხალია. საინტერესოა ეს მართლაც ასეა თუ არა ? არის თუ არა დღეს ვაკე მართლაც ისეთივე პრესტიჟული რაიონი თუ ეს საბჭოთა სტერეოტიპია, რომელსაც დღემდე ვერ გავექეცით. რა განსაზღვრავს დღეს უბნების ელიტარულობას და როგორ შეიცვალა ეს სტანდარტი თანამედროვეობაში. ⭕️ თანამედროვე უბნების პრესტიჟულობა არაა ნაკარნახევი რაიმე გონივრული პოლიტიკის მიერ, რასაც გენერალური გეგმა ეწოდება. დღესდღობით ქალაქის ურბანისტიკა მთლიანად ბაზარსაა მინდობილი. ქალაქში დაწყებული მშენებლობებიც წმინდაწყლის დეველოპერული ინტერესების დაკმაყოფილებაა და მეტი არაფერი. ობიექტები სადაც ეს პროცესი მთელი თავისი „დიდებულებით“ მიმდინარეობს ძირითადად ვაკე და საბურთალოა. შეიძლება თუ არა, რომ ეს უბნები მივიჩნიოთ ქალაქის რეალურად ელიტარულ რაიონებად ეს მეორე საკითხია. ფაქტია, რომ დეველოპერული კომპანიების მხრიდან მხოლოდ ამ უბნებზეა მოთხოვნა, ასევე ფაქტია ისიც, რომ სახელმწიფო ამ პროცესს არათუ ხელს უშლის, არამედ პირიქით ახალისებს და არაფერში არ ერევა. მოსახლეობის სიმჭიდროვე ამ უბნებში ყველანარ ნორმას აჭარბებს. არსებობს დაუსახლებელი უბნები, სადაც საჭიროა ამდაგვარი გამჭიდროება, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი პირიქით ხდება. ეს წარმოქმნის ქალაქის მთავარ პრობლემას, რასაც სატრანსპორტო პრობლემა ეწოდება. ერთი სიტყვით შეიძლება ითქვას, რომ ვაკე და საბურთალო, ანუ ყველაზე ელიტარული უბნები დღეს თავისივე პრესტიჟულობის მსხვერპლნი ხდებიან. მინდა ასევე ორი სიტყვით შევეხო სამომავლო პერსპექტივებსაც, ელიტარული უბნის სტატუსი უკვე სცდება თბილისის საზღვრებს და არსებული ურბანისტული განვითარების შემთხვევაში ეს პროცესი კიდევ უფრო მეტად გაგრძელდება, რადგან მოსახლეობაში გაჩნდება ბუნებრივი მოთხოვნილება სიმწვანეზე, რომელიც ქალაქში სულ უფრო დეფიციტურია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის !
0