შაქარას ამბავი ტრაგედიების დასასრული არ იქნება - გიორგი სუხიტაშვილი

0
სამწუხაროდ, შაქარას ამბავი ტრაგედიების დასასრული არ იქნება. სანამ სპორტსმენები არ დაანებებენ თავს სხვის საქმეებში ცხვირის ჩაყოფას და არ დარჩებიან იქ, სადაც მათი ადგილია, ეს პრობლემა სულ იარსებებს“, - ამის შესახებ “2020NEWS“-თან ინტერვიუში მომღერალმა გიორგი სუხიტაშვილმა განაცხადა. _ გიორგი, სპორტსმენები რომლებიც უნდა იყვნენ ახალგაზრდებისთვის მისაბაძი ადამიანები, საბრალდებო სკამზე აღმოჩნდნენ. როგორ ფიქრობთ, რატომ გახშირდა სპორტსმენების მიერ ძალადობის ფაქტები? - ჩვენ გვაქვს მიმბაძველობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი. ჩვენ შეგვიძლია, სპორტსმენებს მივბაძოთ ყველაფერში, როგორც კარგ, ისე ცუდ საქციელში. ამას ხელ უწყობს ის, რომ ვიღაცეებმა დანაშაული ჩაიდინეს, არ დაისაჯნენ და შესაბამისად, დაუსჯელობის სინდრომი დამკვიდრდა. პოლიტიკური განცხადებები არ მიყვარს, თუმცა, ყველა ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და გაჩუმებამ მოგვიყვანა აქამდე. სპორტსმენები ძალიან აქტიურად გამოჩნდნენ პარლამენტში. შემდეგ, გვახსოვს, რომ პარლამენტარი სპორტსმენების გარემოცვაში არც თუ სასიამოვნო ამბები ტრიალებდა. მათ ერთგვარი ჯავშანი ჰქონდათ და რასაც უნდა, იმას აკეთებდნენ. - ამ შემთხვევაში გამოსავალს რაში ხედავთ? - ამ შემთხვევაში არ მაქვს საუბარი ან წინა პარლამენტზე, ან ამ მთავრობაზე. სანამ, ე.წ მფარველობა არ მოიშლება, ყოველთვის იქნება ეს პრობლემა. სპორტსმენი, რომელიც მთავრობასთან არის დაახლოვებული, არის პროვილეგილებული. ეს ქმნის დაუსჯელობის სინდრომს. ეს დიდი წრეა, ჩვენ აიზბერგის წვერს ვუყურებთ და გვგონია, რომ რაღაც დავინახეთ, სინამდვილეში ვერაფერიც ვერ დავინახეთ. ეს პრობლემა არ დამთავრდება. ეს კუდს კიდევ მოიქნევს. მე იმ ხალხისაც მიკვის, ხმას რომ არ იღებს. გულწრფელად გეტყვით, თუნდაც ვინც ე.წ. შავ სამყაროს წარმოადგენს, მათაც მინდა ვკითხო, მოსწონთ რაც ხდება?! ე.წ. შავი სამყაროს წარმოამდგენლები იყვნენ, არიან და იქნებიან. სკოლაშია ქურდულ გარჩევებზე საუბარი. სოციალურ ქსელში ვნახე, რომ სკოლის ბანკეტზე მაისურებზე ქურდული სიმბოლიკები ახატიათ. თქვენც ხომ გყავთ შვილები და გაუფრთხილდით შვილებს. - გიორგი, სპორტსმენმა პარლამენტარებმა რა უნდა მოიქმედონ, რათა სპორტსმენების მხრიდან არ იყოს ძალადობის ფაქტები? - ღიმილის მომგვრელია სიტყვა, რომ პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ სპორტისგან - ვერ გავმიჯნავთ. პროფესიები, რომლებიც მასობრივია, ვერანაირად ვერ იქნება პოლიტიკის გარეშე. უბრალოდ, როგორც პროფესიონალი თავად უნდა გაემიჯნო, კანონი კი არ უნდა გზღუდავდეს. მაგრამ, ეს ყველაფერი მოდის განათლების ნაკლებობიდან, ინფორმაციის არქონიდან და კიდევ - ორი მეტრის იქით გახედვა რომ არ შეგვიძლია. ორ მეტრზე კი არ უნდა ვიხედებოდეთ, ცოტა შორს უნდა ვიყურებოდეთ, რადგან ხშირად დავინახოთ რა შეიძლება მოგვიტანოს ჩვენმა ქმედებამ. პარლამენტში არიან ვეტერანი სპორტსმენები, რომლებსაც სიტყვა ეთქმით. მათ შეიძლება კანონპროექტზე არ იმუშაონ, მაგრამ ერთგვარი საინიციატივო ჯგუფი უნდა გააკეთონ, რომელიც ერთგვარ პრევენციას მოახდენს და საინფორმაციო სახის იქნება. უნდა შეხვდნენ მწვრთნელებს, კლუბების წარმოამდგენლებს და მათთნ უნდა იყოს ტრენინგები. ფსიქოლოგების ჩართვა უნდა იყოს, ყველა კლუბს უნდა მოეთხოვოს, რომ ფსიქოლოგი ჰყავდეს. ასევე, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს სასწავლო დაწესებულებებს და რაც მთავარია - ოჯახი. ოჯახია ერთ-ერთი მთავარი ღერძი. ეს სიტუაცია აუცილებლად უნდა გაჯანსარდეს. თორემ, ეს არის რუტინა რომელიც არ გატყდება, პირიქით ძალას იკრებს და ვნახეთ, რომ დანაშაულებს შორის დრო შემცირდა. ჩვენს ქვეყანაში სულ არჩევნებია, სულ რაღაც დაძაბულობაა და ეს სპორტსმენები ხან სად გამოჩნდებიან და ხან სად. აქედან მინდა ვთხოვო, რომ გაემიჯნონ პოლიტიკურ პერიპეტიებს. მაქსიმალურად ეცადეთ, რომ დაპირისპირების ეპიცენტრში ნუ მოხვდებით. ჩვენს ქვეყანაში ამისტობა და იმისტობა უნდა დავასრულოთ. ქვეყნისთვის უნდა ვაკეთოთ რაღაცეები და არა რომელიმე კონკრეტული გვარებისთვის. - სამწუხარო რეალობაა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის სიკვდილში სპორტსმენები არიან გარეულები და ელოდებით, რომ სამაგალითოდ დაისჯებიან? - სამწუხაროდ, მოლოდინი არ მაქვს კარგი. პირველ რიგში ის, რომ ბიჭი აღარ არის და ამას აღარაფერი ეშველება. ვფიქრობ, ენის მოჩლიქვით ამაზე საუბარი არასწორი იქნება. თუ ყველა ამბავზე ქუჩაში არ გავდივართ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ფეხებზე გვკიდია ან არ გვაინტერესებს. არა, ეს ილექება გონებაში და შემდეგ გადაწყვეტილებებში ისახება. გამოძიების მიმართ ნდობა არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ მე კანონმორჩილი მოქალაქე ვარ. თუმცა, ასეთ გახმაურებულ საქმეებში, კარგად ჩანს ხოლმე, რომ ვიღაცეების ინტერესები იკვეთება და კონკრეტული ადამიანების მფარველობა ჩანს. შემდეგ, გინდა არ გინდა, ნდობა უკვე ძალიან ნაკლები გაქვს. მე მინდა რომ ნდობა მქონდეს, მე მინდა რომ ეს მოჯადოვებული წრე ვინმემ გაჭრას და თქვას, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს. ეს სანამ არ მოხდება, სულ ამ წრეზე ვივლით. შაქარას საქმეში, გარდა ჩვენებებისა, ბევრი რამ არის საეჭვო. შაქარას ამბავი ვერ იქნება დასასრული, სამწუხაროდ. სანამ სპორტსმენები არ დაანებებენ თავს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფას და არ დარჩებიან იქ სადაც მათი ადგილია, ეს პრობლემა სულ იარსებებს. შაქარაზე ძალიან მწყდება გული, რომ ვერ განახორციელა თავისი ოცნებები. მის ოჯახს, კლუბს, თანაგუნდელებს, მეგობრებს ვუთანაგრძნობ. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს და ახალგაზრდა ბიჭები ასე არ უნდა მიდიოდნენ. ვინც დამნაშავეა, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. - რა სამწუხაროა, რომ გიორგის საქმეში რაგბისტები ფიგურირებენ.... - პირველ რიგში, უდანაშაულობის პრეზუმცია არსებობს და ვერ ვიტყვი, ამ საქმეში ვინ არის დამნაშავე. რაღაცეები კი არის გამოკვეთილი, თუმცა თავს შევიკავებ რამის თქმისგან. არ აქვს მნიშვნელობა რომელი სპორტის სახეობის სპორტსმენები არიან დამნაშავეები. რა, მოჭიდავე რომ ყოფილიყო, რაგბისტებს ხმა არ უნდა ამოეღოთ? ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე, ეს არის ყველას პრობლემა. შაქარას ამბავმა ყველა შეგვძრა. ჩვენ მოვკალით ეს ბავშვი, ჩვენი უყურადღებობით და ფეხებზე დაკიდებით. ერთი გავატარეთ, ორი გავატარეთ. იგივე ხორავას საქმეზე, ვიღაცას ვიღაცა ხელს აფარებდა და შემდეგ გახდა ცნობილი. ვერ ვხდები, ასეთი ადამიანები რატომ არიან ვიწრო აზროვნების. ჩემი ნება, რომ იყოს სპორტსმენი, რომელიც მსგავს საქეებში გაერეოდა, საერთდ მოვკვეთდი სპორტიდან ავუკრძალავდი სპორტულ ღონისძიებასთან მიახლოებას. - რას ელით სასამართლოსგან? - იმედს ვიტოვებ, რომ ვინმე ღირსეული აღმოჩნდება იქ. სურვილი მაქვს, თუმცა აქ სხვა ეჭვებიც მაწუხებს, ცუდი მოლოდინები მაქვს, გამომდინარე წინა საქმეებიდან, რომ ეს ან გაიწელება ან რაღაცა... მოკლედ არ ვიცი. _ იმ შემთხვევაში საქმე გაიწელა, როგორ ფიქრობთ ხალხი გამოვა გარეთ და იქნება საპროტესტო აქციები? _ ყველაფერი არ უნდა წყდებოდეს ფეისბუქის პოსტებით და ქუჩაში გამოსვლებით. აი ეს არის ჩვენი ქვეყნის პრობლემა, ანუ თუ ბევრი ხალხი გამოვალთ, უნდა გამოიძიონ და თუ არ გამოვალთ არ უნდა გამოიძიონ? რას ვთავაზობთ ქვეყანას? რა ტიპის მმართველობა გვაქვს?! - დემოკრატიული მმართველობა გვაქვს და ამასთანავე, ქვეყანაში კანონს მაშინ მივიღებთ, მაშინ ავაშენებთ რაღაცას, მაშინ გამოვიძიებთ საქმეებს თუ ბევრი ხალხი გამოვა ქუჩაში?! ნუ ოჯახის წევრმა რომ გააპროტესტოს მხოლოდ ე.ი. არ უნდა გავაკეთოთ? ვერ ვხვდები ეს რა ლოგიკაა. ვფიქრობ ეს ყველაზე ცუდი მიდგომაა. ე.ი. თუ ხალხი არ გამოვიდა და ქუჩაში არ დგას, არ აინტერესებს? რა თქმა უნდა, ხალხს აინტერესებს, უბრალოდ ქუჩაში არ დგას. როდესაც ხალხის დაინტერესება პიკს მიაღწევს, ამ დროს უკვე ამ ტალღას ვეღარაფერი შეაჩერებს.
0