0
. ერთი სიყვარულის "lav stori" ის გაზაფხული მაინც სხვანაირი იყო… სწავლა დავამთავრე და თბილისში გზა ვისწავლე???შევარდნაძის ადრეული ეპოქაა და გარემოვაჭრეების ბუმია, ხოდა ვარკეთილის მეტროსთან, ხომლელის ქუჩის დასაწყისთან, იმ ადგილას სადაც ვარდებს ყიდდნენ, ჩემს ნათესავს დახლი ქონდა და ხილბოსტანს ყიდდა.ხშირად მივდიოდიხოლმე.მიზეზიც მქონდა, -იქვე გვერდით დახლზე, ერთი ქალი ვაჭრობდა, შუადღის მერე ახალგაზრდა გოგო აკითხავდა.დრო დავამუღამე, და დაბარებულივით ყოველდღე იქ ვიყავი დარჭობილი.თუმცა გაცნობა ვერ მოვახერხე??? ერთ დღესაც, მივედი ვარდების გამყიდველთან, ვიყიდე ლამაზი თაიგული, გამოვართვი ფურცელი და კალამი , უცებ პატარა ლექსი მივაწერე, გადავკეცე ფურცელი, ჩავდე თაიგულში და ვთხოვე იმ გოგოსთვის მიეტანა ჩემი წასვლის მერე???მისი გაკვირვებული სახე დღესაც მახსოვს, როცა ყვავილები მიუტანეს??? და ასე გაგრძელდა ერთი თვე???ყოველდღე ყვავილები და ფურცელზე ლექსი… ისე რომ ვერც გაიგო ვინ უგზავნიდა☺️☺️☺️ "მაგრამ დიდხანს ეს სოფელი გაახარებს ვისმეს განა?" იმ ზაფხულს კანონთან პრობლემები შემექმნა და საქართველოდან წასვლის აუცილებლობა დადგა. იმ დღეს, ბოლო თაიგული გავუგზავნე, და ლექსის მაგივრად წერილი.ავუხსენი რომ, საქართველოდან წასვლა მიწევდა და რომ დავბრუნდებოდი აუცილებლად ვნახავდი… ორი დღის მერე სარფში დამიჭირეს და ვირის აბანოს მოსანახულებლად გამგზავნეს… ოთხი წლის მერე, რუსთავის ერთერთ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ორ სართულიანი საწოლის მეორე სართულზე წამოწოლილი ჟურნალს ვკითხულობ.არ მახსოვს ჟურნალი "სარკე" იყო მგონი, ქონდათ ასეთი რუბრიკა სადაც მკითხველს ესემესით შეეძლო თავისი ისტორიის გაგზავნა.ხოდა ვწევარ და ვკითხულობ, მეტი რა საქმე მაქვს?დრო მაქვს იმდენი მკვდარს შეშურდება???? ვკითხულობ და ისტორია მეცნო, ავტორის სახელს დავხედე და ის იყო…იმდენად თბილად იყო დაწერილი, იმდენი სითბო იყო სულ პატარა წერილში რომ პატიმრის ბედნიერებას ეყო… ოთხი წლის შემდეგ ვიღაცას სადღაც ვახსოვდი… ოთხი წლის შემდეგ ვიღაც ყვავილებს კიდევ ელოდა… მე კი… მე კი რკინის ნარზე წამოწოლილი ოთხი წლის წინანდელ გაზაფხულს ვიგონებდი……
0