3 votes
comments
shares
Save
3 reads
Giorgi Gvajaia
Tbilisi · 1 year ago

აშშ-მ საქართველოს მთავრობას შესაძლოა სანქციები დაუწესოს - კანონპროექტი კონგრესში შევიდა???

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს შესაძლოა, სანქციები დაუწესოს. კონგრესში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებული კანონპროექტი, მეორედ შევიდა.

ავტორი "რესპუბლიკელი" კონგრესმენი მარკვეინ მალინია.

კანონპროექტის თანახმად, სანქციები დაუწესდება საქართველოს მთავრობას, თუ დადგინდება, რომ მისი მოქმედებები ძირს უთხრის ბიზნეს ოპერაციებში ჩართულ ამერიკელებთან დადებულ ხელშეკრულებებს და მათ წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს.

ამ შემთხვევაში შეერთებული შტატები საქართველოს ფინანსურ დახმარებას შეუჩერებს, კონკრეტულ პირებს კი შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალებათ და აღარც ვიზებით ისარგებლებენ.


Giorgi Gvajaia
Tbilisi · 1 year ago
3
Write a comment