0
აქტიურად გრძელდება სოფელ ახუთში, (მეორე ახუთი) გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ბიუჯეტი 2 908 000 ლარს შეადგენს. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მალანია. სამუშაოებს , , New Pasage” ასრულებს. ასფალტირებული გზა 4კმ. მანძილზე დაიგება. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა.
0