0
ჩემს უბანში ერთი მაღაზია იყო წლების წინ.როგორი მაღაზია იციი?აი „ბუტკებს“ რომ ეძახდნენ და ბნელი ოთხმოცდაათიანების შიშით, არიქა ღამე ვინმემ არ გაგვიტეხოს მინი სუპერ მარკეტიო, საღამოს მთელი საქონელი ხელის ურიკაზე რომ ეტეოდა და სახლში მიქონდათ...ეს მაღაზია ერთი ქალბატონს ეკუთვნოდა და „ნოქარიც“თითონვე იყო იმიტომ რომ ჯერ მაშინ სიტყვა გამყიდველი, კონსულტანტი და ბიზმესმენი უცხო ხილი იყო...ამ ხის ფიცრულის გვერდით პატარა მაგიდა და სკამი იყო და მთელი უბნის ნაღები საზოგადოებაც იქ იყრიდა თავს.რა ექნათ, სამუშაო მაინც არავის ქონდა და მარინაც ნისიათ ატანდა ვის როგორ შეეძლო...მოკლედ ბიზნესი და ნისია ვერ მორიგდნენ და მარინემაც დახურა მინი სუპერ მარკეტი.ბირჟა კი ისევ აგრძელებდა მუშაობას...წლები წლებს მისდევდა და ფიცრული „ბუტკაც“ ბერდებოდა, ხოდა სიბერისგან თუ იმისგან რომ მთელი ბირჟა ზედ ეყუდებოდა გვერდზე მიწვა ნელნელა...მერე ვიღაცამ ათაპაპის დროინდელი კლიტეც ჩამოაძრო კარებს და ზამთრის ბირჟამაც ლოკაცია შეიცვალა, „ბუტკაში“ შეიტენა.პატარა მაგიდა და სკამები კი იყო და მთელიდღე დომინოს რახარუხი მიდიოდა, „ჩოტკიც“ მარინას ნაქონი იქვე დაგვხვდა.ნისიების რვეულების დასტებიც ადგილზე იყო და ხანდახან აქაიქ დარჩენილ სუფთა ფურცელზე „ჯოკერსაც“ მოსცხობდნენხოლმე ბიჭები...ერთი ასეთი „ჯოკრის“ დღეს გამწარებით რომ ვეძებდი ნისიების რვეულში სუფთა ფურცელს, ყურადღება მიჯრით მიწყობილმა სტრიქონება მიიქცია.დავუკვირდი და ლექსია.უავტოროდ....წავიკითხე და იმ წამს ათასმა გრძნობამ დამრია ხელი.გაკვირვება და აღტაცება ერთმანეთში აირია.სიხარულიც და ბრაზიც...თეთრი და შავი შურიც....მარინეზე ცუდს უბანში ვერ გაიგებდით, იდეალური დედა და მეუღლე იყო.ამ ლექსმა კი სულ სხვა კუთხიდან დამანახა ეს ქალი.დიდხანს, ძალიან დიდხანს ჩემში ერთმანეთს ბევრი გრძნობა ებრძოდა.არ მინდოდა დამეჯერებინა რაც ლექსში ეწერა, არ მინდოდა მარინაზე წარმოდგენა შემცვლოდა....მარა ბოლოს მაინც პოეზიამ გაიმარჯვა და ჩავთვალე რომ ლექსი მას არ ეკუთვნოდა და საიდანმე გადმოიწერა...ამ გრძნობამ სულის სიმშვიდე მაპოვნინა... ესეც ლექსი ტკივილიანო სიყვარულო ჭაღარა თმებით... კარგა ხანია რაც ერთმანეთს ფარულად ვხვდებით, უცხო თვალისგან საიმედოდ გვიფარავს ფარდა, სწორედ ამიტომ არვინ იცის მე და შენს გარდა - თუ რა ტკბილი და რა მწარეა ყველა შეხვედრა, ჩემთვის რამხელა სიმდიდრეა შენი შეხედვა... როცა შენთან ვარ, მაშინა ვარ მხოლოდ ძლიერი, ხმამაღლა ვერა, მაგრამ ჩუმად ვარ ბედნიერი... მალულ სიყვარულს სხვა ძალა აქვს, სხვაგვარი ეშხი... ამდენი ხანი ვიცხოვრეთ და ეს შეგვრჩა ხელში... რა ოცნებებით შევცქეროდით ცას, რა გარინდებით, თუმცა კი ვიცით რომ ვერასდროს ვერ გავფრინდებით... და მაინც ჩემო არა ვნანობ რომ ასე მოხდა... ჰო, წუხელ მართლა, რა საოცრად, რა თეთრად თოვდა....
0