0
დავით ქაცარავა: ხაშურის რაიონის კუთვნილ ჩორჩანა-წაღვლის ტყეში რუსი ოკუპანტები არც ერთი წუთით არ ჩერდებიან. სამუშაოები ღამითაც მიმდინარეობს. ღამის პატრულირებამ ნათლად გვაჩვენა, რომ ოკუპაციის პროცესი შეუჩერებელია, მიმართულება კი ოკუპანტებს ჩვენი საგუშაგოს მიმართულებით აქვთ აღებული. რთულია ვთქვათ, რამდენ ხანში გადაუკეტავენ მისასვლელ გზებს ქართულ საგუშაგოსთან ჩვენ პოლიციელებს და შესაბამისად აიძულებენ ამ საგუშაგოს დატოვებას, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდება. ასევე შეგახსენებთ, 3 კვირაზე მეტია მიმდინარეობს ჩორჩანა-წაღვლის აქტიური ოკუპაცია. ეს გახლავთ ხაშურის რაიონის ტეტიტორია, რომელიც არასოდეს შედიოდა ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში. ასევე დღითიდღე იზრდება ალბათობა იმისა, რომ ოკუპანტები მიადგებიან ასევე ხაშურის რაიონის კუთვნილ დოლომიტის საბადოს, რომელიც ოკუპატებს შეყვანილი აქვთ "დასაბრუნებელი ტერიტორიების სიაში". მოდით ერთად დავსვათ კითხვა - რატომ დუმს მთავრობა?
0