0
"ბოროტების ტრიუმფისთვის ერთადერთი რამ არის საჭირო: რომ კარგმა ადამიანმა არაფერი გააკეთოს" - ედმუნდ ბერკი. დაწერილი კანონის დაუმორჩილებლობის იდეა ანტიკურ ხანაში წარმოიშვა. ამის პირველი აშკარა მაგალითები ბერძნულ მითოლოგიაში გვხვდება, კერძოდ, პრომეთეს დაუმორჩილებლობა ზევსისადმი. უდიდესმა ათენელმა ტრაგიკოსმა სოფოკლემ ადამიანის მიერ დაწერილი კანონისადმი დაუმორჩილებლობის საკითხი ცნობილ დრამა „ანტიგონეში“ განმარტა. ანტიგონე არღვევს კრეონის ბრძანებას, რომელიც თებეს მმართველი იყო და უყურადღებოდ ტოვებს განკარგულებას, არ დამარხოს ძმა, რასაც იგი სრულიად ამორალურად მიიჩნევს. აქ შეგვიძლია ვისაუბროთ პირად მორალურ შინაგან ფასეულობებსა და კანონიერი მბრძანებლის მიერ გაცემულ განკარგულებას შორის არჩევანთან დაკავშირებულ დილემაზე. აშკარაა, რომ ტრაგედიაში მთავარი აქცენტი გაკეთებულია არა დაუმორჩილებლობის საკითხზე, არამედ ანტიგონეს საქციელის მორალურ ასპექტზე, თუმცაღა იგი სწორად არის მიჩნეული ისეთი დაწერილი კანონის უარყოფის აქტის მაგალითად, რომელიც ეწინააღმდეგება მაღალ მორალურ ფასეულობებს.
0