მატერიალისტი მშობლების დაუვიწყარი ქმედება,რამაც შვილის ცხოვრებას დაუვიწყარი კვალი დაამჩნიეს

0
- მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა გაგვაცნოთ საკუთარი თავი და მოგიყვეთ თქვენსა და თქვენი ოჯახის შესახებ. - გამარჯობა დავიბადე 1980 წელს, არც თუ ისე გამორჩეულ, ღარიბ ოჯახში. პირველადი განათლება ჩემს სოფელში მივიღე, მაგრამ არასრული, რადგან ვერ მოვახერხე სკოლის დამთავრება, ჩემი მშობლების გამო, რომლებიც ბავშობიდანვე ჩემზე ფიზიკურად ძალადობდნენ, რის გამოც მსურდა მათი დატოვება და სახლიდან გაქცევა. პატარაობიდანვე გამიჩნდა მათ მიმართ ზიზღი, რომელიც ახლაც გამაჩნია, დრომ ვერ შეცვალა ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ, პირიქით უფრო გაამძაფრა.ახლა სამი სრულწლოვანი შვილი მყავს, ვარ მარტოსული, ბინა ნაქირავები მაქვს და ქირის ფულს ჩემი ამჟამინდელი სამუშაოთი ვიხდი. -მშობლების მიმართ ასეთი ზიზღის გაჩენა მხოლოდ მათ ძალადობას უკავშირდება თუ არის სხვა მიზეზებიც? და მიზეზი ძალადობის რა იყო თქვენი აზრით? - ეს არ ყოფილა ერთადერთი მიზეზი, როგორც უკვე აღვნიშნე, სკოლის არასრული განათლება მაქვს, იმის მიუხედაავად რომ სკოლაში ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლე ვიყავი, ჩემმა მშობლებმა 13 წლის ასაკში ‘’გადამიწყვიტეს’’ ბედი, გამათხოვეს ერთ-ერთ ჩვენს სოფლელ კაცზე, რომელსაც ცოლი გაცილებული ჰყავდა, იყო 36 წლის, უმუშევარი და უყვარდა სმა, მაგრამ ჰქონდა სახლი და მამამისის მიერ დატოვებული ქონება, სწორედ ამ ქონებაზე დახარბდა ჩემი ოჯახიც და გადაწყვიტეს 13 წლის ბავშვს, რომელმაც არაფერი იცოდა თოჯინებით თამაშის გარდა, ამხელა პასუხისმგებლობა აეღო. ‘’მშობლებმა უბრალოდ მატერიაში გამცვალეს’’. შენიშვნა: რესპოდენტი ინტერვიუს უემოციოდ მაძლევს, , სავარაუდოდ, ცდილობს, რომ დამალოს ემოციები, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს იმას, რომ მან ამ ქორწინების შედეგად დიდი ფსიქოლოგიური ტრამვა მიიღო. -თქვენ თქვით, რომ 36 წლის კაცზე მიგათხოვეს, მაგრამ ეს ხო ასე მარტივი არ იქნებოდა, შეუძლებელია მიგათხოვონ იმას ვისაც არ უყვარდი!! გამოიჩინა თქვენმა საქმრომ სექსუალური სიმპათია თქვენ მიმართ? - დიახ, ის მშობლების შემოთავაზებას მაშინვე დასთანხმდა. ‘’მგლისთვის ახალი ხორცი კარგია’’ხომ გაგიგიათ, ზუსტად ამ პრინციპით იმოქმედა მან. -როგორ მიმდინარეობდა თქვენი ცხოვრება ‘’ცოლის’’ ამპლუაში? - ყველაფერი იმაზე რთულად იყო ვიდრე შეიძლება წარმოიდგინოთ, ვხედავდი ჩემს კლასელებს, როგორ დადიოდნენ სკოლაში, მე კიდევ ქმარმა უფლებაც კი არ მომცა სწავლა გამეგრძელებინა, ამის მაგივრად სახლის საქმეები შევისწავლე, 14 წლის ასაკში პირველი შვილი მეყოლა, თუმცა პასუხისმგებლობას ბოლომდე მაინც ვერ ვაცნობიერებდი, 20 წლისას უკვე 3 შვილი მყავდა, სწორედ ამ დროს გადავწყვიტე სახლიდან წასვლა, რომელიც არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა, კეთილი ხალხის დახმარებით ახლა ვმუშაობ კიდეც, როგორც ძიძა. გათხოვებაზე აღარც მიფიქრია, არ ვიცი რატომ მაგრამ აღარ მინდა ცხოვრებს დანგრევა, თუნდაც ერთხელ იგივე კიდევ, რომ განვიცადო. სამაგიეროდ ახლა მყავს 5 შვილიშვილი. -რა ბედი ეწია თქვენს ყოფილ ქმარს? მშობლებს ? - ყოფილი ქმარი ისევ სოფელშია, როგორც გავიგე, უკვე სხვა ცოლიც მოუყვანია. რაც შეეხება მშობლებს სიმართლე, რომ გითხრათ არც მაინტერესებს, რადგან ისინი მატერიალისტები იყვნენ და ჩემი ცხოვრება აურიეს, მოუკლეს პატარა ბავშვს ოცნებები და მიზნები. სავარაუდოდ ცოცხლები აღარ არიან.... შენიშვნა: რესპოდენტს აღარ სურს ინტერვიუს გაგრძელება და მშობლებზე კვლავ საუბარი, რადგან ემოციები აშკარად ეტყობა სახეზე.მას არ სურს თავისი სახელისა და გვარის გასაჯაროება, ამიტომაც მისი სახელი და გვარი კონფიდენციალურია. ინტერვიუს ავტორი: შალვა წკრიალაშვილი.
0