ძველ სამყაროში სექს სიმბოლოდ ქცეული დედოფალი კლეოპატრა VII ეგვიპტის უკანასკნელი მმართველი იყო. მისი სილამაზის შესახებ ბევრი ლეგენდა არსებობს. ზოგი რეალობასთან ახლოსაა, ზოგიც ფანატასტიურ ამბად რჩება. მაგალითად, ამბობენ რომ დედოფალი ვირის რძის აბაზანებს იღებდა. ასეა თუ არა დედოფლის სილამაზე უტყუარ ფაქტად რჩება, მაგრამ ამ სილამაზის შენარჩუნებისა და მიღწევის გზები დედოფლის საიდუმლოდ რჩება. იგი ქვეყანას ძმებთან, რომლებიც ტრადიციის თანახმად მის მეუღლეებად ითვლებოდნენ, ერთად მართავდა. თუმცა, ამბიციურ დედოფალს მალე მობეზრდა ძმებთან ერთად მმართველობა და გადაწყვიტა ეგვიპტის ერთპიროვნული და დამოუკიდებელი მმართველი გამხდარიყო. ამ მიზნით მან კარგად გამოიყენა თავისი უმშვენიერესი აღნაგობა და იმ დროს აღზევებული რომის იმპერია.
რომის ცნობილმა სამხედრო და პოლიტიკურმა მოღვაწემ იულიუს კეისარმა პომპეუსის დამარცხების შემდეგ ყუარადღება რომის აღმოსავლეთით მდებარე სახელმწიფოებს მიაპყრო. ამ დროისთვის კლეოპატრას უკვე გაჩაღებული ჰქონდა სამოქალაქო ომი თავის ძმასთან, რაც ეგვიპტეს კეისრის თვალში იოლად დასაპრობს ხდიდა. კეისარმაც არ დააყოვნა და ეგვიპტეში შეიჭრა. ახალგაზრდა, მაგრამ ცბიერმა დედოფალმა გადაწყვიტა რომაელ მხედართმთავართან კავშირში დაემარცხებინა თავისი ძმა და ეგვიპტის ერთადერთი მმართველი გამხდარიყო. კლეოპატრას და კეისრის პირველი შეხვედრა მეტად რომანტიულ ფონზე მოხდა.
საქმე ის გახლავთ, რომ დედოფლის სასახლე ალყაშემორტყმული იყო და იგი ღიად გასვლას ვერ ახერხებდა. ამ ვითარებაში დედოფალს დახმარება თავისივე, ალბათ, ჭკუამახვილმა მსახურმა აღმოუჩინა. მან დედოფალი სასახლიდან ხალიჩაში გახვეული გაიყვანა და ისე მიაღწია იმ ადგილს, სადაც კეისარი იყო დაბანაკებული. ხალიჩიდან ამოსულმა ნახევრად შიშველმა და უმშვენიერესმა ქალმა კეისარზე გასაოცარი შთაბეჭდილება მოახდინა.
კეისარი, კლეოპატრა და ხალიჩა :)) (სურ. 1)
სკეპტიკოსები იმასაც დასძენენ რომ ეს დედოფლის გეგმის ნაწილი იყო. და აქვე აღსანიშნავია, რომ დღემდე არსებულ ხალიჩებს შორის, სწორედ კლეოპატრას ხალიჩა მიიჩნევა ყველაზე დიდებულად და მას „მსოფლიოს ყველაზე ეროტიულ ხალიჩად“ მოიხსენიებენ. სწორედ ამ დღიდან დაიწყო კლეოპატრასა და კეისრის სასიყვარულო კავშირი, რომელმაც კეისარს ეგვიპტის დაპყრობაზე ხელი ააღებინა, ხოლო კლეოპატრას ეგვიპტის ერთადერთი მმართველის სტატუსი მოუტანა. კლეოპატრას კეისრისგან ვაჟიც ეყოლა.
რომში კეისრის მკვლელობის შემდეგ კლეოპატრას ახალი მოკავშირე სჭირდებოდა. ასეთი პიროვნება აღმოჩნდა კეისრის თანამებრძოლი მარკუს ანტონიუსი, რომელიც დედოფალთან ფიქტიურ ქორწინებაში სიკვდილამდე იმყოფებოდა.
ანტონიუსი და კლეოპატრა (სურ. 2)
მათი სიყვარულის ისტორია, შეიძლება ითქვას, იმდროინდელ ყვითელ პრესას უდრიდა. კლეოპატრას ანტონიუსისგან ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავდა. ამასთან, ანტონიუსთან კავშირით ეგვიპტე კვლავ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ რჩებოდა. უფრო მეტიც ანტონიუსი მას რომის აღმოსავლეთ პროვინციებს სთავაზობდა, რაც სხვა რომაელი მოღვაწეების აღშფოთებას იწვევდა. განსაკუთრებით უკმაყოფილებას ოქტავიანე ავგუსტუსი გამოხატავდა. სულ მალე იგი მოსიყვარულე წყვილთან დაპირისპირებული აღმოჩნდა.
ოქტავიანემ ადვილად დაამარცხა კლეოპატრასა და ანტონიუსის გაერთიანებული ძალები და ეგვიპტეს მიუახლოვდა. აი აქ დედოფალმა კიდევ ერთი ინტრიგა მოაწყო. ბრძოლის ველიდან დაბრუნებულ მარკუს ანტონიუს კლეოპატრას მსახურებმა მოახსენეს დედოფლის თვითმკვლელობის შესახებ. ანტონიუსი იმდენად შეყვარებული იყო დედოფალზე, რომ თავი სასიკვდილოდ დაიჭრა. მაგრამ, დედოფალი ცოცხალი იყო და ანტონიუსის ოქტავიანეთი ჩანაცვლებას გეგმავდა.
ოქტავიანე და კლეოპატრა (სურ. 3)
კლეოპატრას თავისი მიმზიდველობისა და გარეგნობის იმედი ჰქონდა. თუმცა, ოქტავიანე მასზე არანაკლებ ცბიერი იყო და არ აპირებდა დედოფლის ხაფანგში გაბმულიყო. მან უარი განაცხადა დედოფალთან ურთიერთობაზე. სწორედ მაშინ დედოფალი მიხვდა, რაც ელოდა. იგი ოქტავიანეს ტყვექმნილი და რომში მისი ტრიუმფის მონაწილე იქნებოდა. ამიტომ მან სიკვდილი ირჩია და თავი შხამიან გველს დააგესლინა. ეგვიპტე კი რომის პროვინცია გახდა. თუმცა, ეს უფრო ადრეც მოხდებოდა რომ არა ცბიერი და მომხიბვლელი კლეოპატრა.
ძველი რომაული წყაროები დედოფალზე შემდეგ ინფორმაციას გვაწვდიან: „ის იმდენად გარყვნილი იყო, რომ ხანდახან მეძავეობდა კიდეც, მისი სილამაზით დაბრმავებულ ბევრ მამაკაცს, მასთან ერთი ღამის გატარების საფასურად, თავიც კი წაუგია“. მართალია, დედოფლის ამორალურობა ყველასთვის ნათელი იყო, მაგრამ მისმა ტრაგიკულმა აღსასრულმა მის რომანტიზაციას შეუწყო ხელი და იგი დღემდე სილამაზისა და სექსის სიმბოლოდ რჩება.
გამოყენებული ლიტერატურა:
HYPERLINK ""
http://genia.ge/?p=14744
HYPERLINK ""
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90_VII#feedcgrant
Feedc
#მოდა
#მეცნიერება
#პოლიტიკა