0
დავით ქაცარავა : ხაშურის რაიონის, ჩორჩანა-წაღვლის ტყის ოკუპაცია გრძელდება. ისევ არანაირი გამოხმაურება არ არის ჩვენი მთავრობის მხრიდან. გავრილოვის ღამის შემდეგ ეს სიჩუმე აღარანაირ კითხვას აღარ იწვევს. რუსოსები არ ჩერდებიან. ყოველდღე მიმდინარეობს დაუღალავი მუშაობა ოკუპანტების სტაციონარული საგუშაგოების დასადგმელად წაღვლი-ჩორჩანას ტყეში. ჩვენდა სამწუხაროდ, მას შემდეგ რაც პოლიციამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის რომ ჩვენი საპატრულო ჯგუფი დარჩენილიყო დრონის გარეშე, რომლითაც ჩვენ გამოგვქონდა ოპერატიული ინფორმაცია წაღვლი-ჩორჩანას ტყიდან, ჩვენი მისია ძალიან გართულდა. ყველაფერთან ერთად, პოლიციამ შეგვიზღუდა გადაადგილება წაღვლი-ჩორჩანას ტყის მიმდებარე სოფლებში. ოკუპანტები შეუფერხებლად აგრძელებენ ჩვენი უკვე იმ ტერიტორიების ოკუპაციას, რომლებიც ჩვენ ომის შედეგად არ დაგვიკარგავს, მაგრამ ვკარგავთ ჩვენი ხელისუფლების კაპიტულანტური პოლიტიკის შედეგად. აქვე მსურს მივაქციო თქვენი ყურადღება იმ რუკას, რომლითაც ოკუპანტები გეგმავენ დამატებითი ტერიტორიების მითვისებას. კარგად დააკვირდით ამ რუკას. ჩორჩანა-წაღვლი თუ არ "გვესვეტსკება", გორს, ავტობანს, სტეფანწმინდას და მცხეთას რომ წაგვართმევენ, მერე გვიანი იქნება. მათთვის, ვინც ამ პოსტში დაინახავს მოწოდებას ომისთვის, ვამბობ - ომამდე არსებობს არაერთი დიპლომატიური, მშვიდობიანი ბერკეტი იმისათვის, რომ შევაჩეროთ მცოცავი ოკუპაცია. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება არ იყენებს არც ერთს. ქვემოთ მოცემულ ლინკზე შეგიძლიათ ნახოთ ერთ-ერთი მოკლე ფრაგმენტი, თუ როგორ გადაადგილდებიან დღეს ოკუპანტები ჯერ კიდევ 1 თვის წინ ჩვენ, ხაშურის რაიონის კუთვნილ ტერიტორიაზე, წაღვლი-ჩორჩანას ტყეში. https://youtu.be/A2lNrrt3AaE. ( რატომ ვართ ჩუმათ??!!!).
0