ცხრაფონას წმ გიორგი

0
ეკლესია მცირე ზომის დარბაზული ნაგებობაა. ის 1609 წელს ააშენა მამია II გურიელმა თავისი მცირეწლოვანი შვილის, მანუჩარის სულის საოხად. ამასთანავე შესწირა ჯვარ-ხატები, წიგნები, ოქროს ომფორი, ბისონი და ერთი ხელი იარაღი. ტაძარი იერუსალიმის პატრიარქმა თეოფანემ აკურთხა. ჩეხედანას ეკლესია იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქად დადგინეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ გურიაში ჩასულ იერუსალიმის პატრიარქს წირვა აქ უნდა აღესრულებინა. ის ბაილეთის და მამათის ეკლესიებთან ერთად იერუსალიმის საპატრიარქოს კუთვნილება იყო. ჩეხედანას ტაძრის სამსახური აზნაურ ბოლქვაძეებს ევალებოდათ. 1761 წელს მამია IV გურიელმა ჩეხედანას მსახური ბოლქვაძეები გადასახადებისგან გაათავისუფლა. მთლიანად დანგრეული ეკლესია ძველის საძირკველზე ხელახლა ააშენეს XX საუკუნის 90-იან წლებში (დასრულდა 1999 წელს). ეკლესიასთან ფუნქციონირებს მამათა მონასტერი.
#რელიგია
#ისტორია
#ქობულეთი
#აჭარა
#შიდატურიზმი
#ჯანსაღიცხოვრება
#მეცნიერება
#მოგზაურობა
#ხელოვნება
0