რა არის სინუსიტი და როგორ ვებრძოლოთ მას

0
სინუსიტი - პარანაზალური ანუ ცხვირის ღრუსთან დაკავშირებული წიაღების მწვავე ან ქრონიკული ანთებაა. ეს წიაღები ქალას ძვლებში განთავსებული ჰაერის შემცველი ღრუებია და მდებარეობს თვალბუდის უკან, ზევით და ქვევით. მათი ფუნქციაა, გაფილტრონ და გაათბონ შესუნთქული ჰაერი. ამის შემდეგ ჰაერი გადადის ბრონქებში.

სინუსიტებს, მათი ლოკალიზაციის მიხედვით, შემდეგნაირად ყოფენ:

📌 ჰაიმორიტი - ზედა ყბის წიაღის ანთება; 📌ფრონტიტი - შუბლის წიაღის ანთება; 📌ეთმოიდიტი - ცხავის ძვლის წიაღის ანთება; 📌სფენოიდიტი - ძირითადი ძვლის ანთება.

სინუსიტის ნიშნებია:

📌უხვი გამონადენი ცხვირიდან; თავის ტკივილი; 📌ცხვირით სუნთქვის გაძნელება, უმეტესად - ცალმხრივად; 📌ზეწოლის შეგრძნება, დაჭიმულობა ანთების მიდამოში; სინათლის შიში; 📌ცრემლდენა; 📌სხეულის ტემპერატურის მომატება.

როგორ მოვიქცეთ ამ დროს?

📍სვით ბევრი სითხე; 📍ისუნთქეთ ტენიანი ჰაერი; 📍ფრთხილად გამოირეცხეთ ცხვირის ღრუ მარილიანი წყლით ან გაიკეთეთ ინჰალაცია ბალახების ნაყენით; 📍მნიშვნელოვანია მიმართოთ ექიმს.
#news #opinion #health
#forhealh
Tbilisi
0