საქართველო - ჩემი სულის ნაწილი!

0
ნებისმიერ ადამიანს უყვარს სამშობლო, ადგილი სადაც დაიბადა, გაიზარდა, ფესვები გაიდგა. მაგრამ საქართველოს სიყვარული მისი უკეთესი მომავალი ქართველი ხალხისთვის ბევრად მეტს ნიშნავს, ვინაიდან მათ ევალებათ წინაპრების სიცოცხლის ფასად დაცული ქვეყანა შთამომავლობას გადასცენ.
მე არ დავიწყებ ისტორიული ფაქტების დაწერას, ეს შორს წაგვიყვანს, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ათასწლეულების მანძილზე ჩვენს პატარა საქართველოს გიგანტი სახელმწიფოები უპირისპირდებოდნენ, თავს ესხმოდნენ და უმოწყალოდ კლავდნენ მშვიდობიან მოსახლეობას. თუმცა, ქართველთა სულიერი და ფიზიკური სიძლიერის წყალობით გვქონდა დიდებული ხანაც, რომელიც საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა.

მართლაც, რომ დიდებულია ჩვენი წარსული, მაგრამ რანი ვართ ქართველები დღეს?

დღევანდელი საქართველო არ არის უწინდებურად ძლიერი, თუმცა არის ძალიან ბევრი სასიამოვნო სიახლეც. დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენს ქვეყანას გიგანტი სახელმწიფოები დღესაც ებრძვიან, გვყავს ერის მოღალატე ქართველები, რომლებიც ოცდაათ ვერცხლზე გაიყიდნენ, ჯერ კიდევ ვერ გამოვედით მოძველებული და გაუფასურებული ტრადიციების კლანჭებიდან, დღესაც უკანონოდ ისაკუთრებენ სიცოცხლის ფასად შენარჩუნებულ საქართველოს ტერიტორებს და ა.შ. მაგრამ ჩვენ შეგვრჩა სტუმართმოყვარეობის უდიდესი ტრადიცია, სამშობლოს სიყვარული, ყველაზე ძვირფასი სარწმუნოება და რაც მთავარია - სამართლიანობა. ჩვენ არ ვართ მხოლოდ ტექნოლოგიების, ინტერნეტის და სოციალური ქსელების თაობა, ჩვენ ვართ თავისუფალი, დამოუკიდებელ საქართველოში მცხოვრები და მისი უკეთესი მომავლისთვის მებრძოლი ჯარისკაცები! მაგრამ ყველაზე უარესი, "მამათა და შვილთა ბრძოლა" დღემდე გრძელდება. თავის დროზე, ილია ჭავჭავაძე დაუპირისპირდა ამ მწვავე პრობლემას, თუმცა უშედეგოდ...
ისინი მაინც აგრძელებდნენ შვილებზე არაფრისმთქმელი არგუმენტებით აუგის თქმას და მათ დამცირებას. მე არ ვამბობ, რომ შვილები არ ცდებიან, მაგრამ ნათქვამია - "შეცდომებზე სწავლობენო".

დღეს, ჩვენი სახელმწიფო უდიდესი დილემის წინაშე დგას,

მიემხროს ოკუპანტ, მოღალატე რუსეთს თუ აიღოს დასავლური კურსი, რომელიც გვთავაზობს მაღალ სტანდარტებს, თუმცა სოციალურ-კულტურული თვალსაზისრით განსხვავებულია.
მე ზუსტად ვერ ვიტყვი, რომელია სწორი არჩევანი ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, მაგრამ ვთვლი, რომ ერთობლივი ძალით ერთობლივ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ და ჩვენი ქვეყანა იქნება უძლიერესი არა მარტო რეგიონში, არამედ მთელს მსოფლიოში. გისურვებთ წარმატებებს, "ძალა ერთობაშია"!
#feedcgrant
#feedc
#პოლიტიკა
#საინტერესო
#ახალიამბები
#ახალი_ამბები
Feedc
#ახალი_ამბები
#feedcgrant
#feedc
#მეცნიერება
#პოლიტიკა
#ახალიამბები
0