7 votes
0 comments
0 shares
Save
1 views
Keta T
Tbilisi · 9 months ago

მ'"მ


Keta T
Tbilisi · 9 months ago
Similar Posts
Keta T
Tbilisi · 10 months ago
Perfect match
Keta T
Tbilisi · 10 months ago
#drunkowl
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 weeks ago
რა პირადი საქმეების “მოგვარებას სთხოვდა” გვარამია მირიანს? – “ჩასვრილი საქმეების…”
მწერალი მარიამ ჭიღლაძე, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ნიკა გვარამიას ფოტოს და წერს: “ჩემი სოციალგვერდის დაბინძურება არ მინდოდა შენი ჰაბიტუსით ტაკიმასხარა ნიკა გვარამიავ, მაგრამ გულგრილი ვერ ვრჩები შენი გამოხტომის, ვულგარიზმის და სნობიზმის მიმართ. მირიან ნიკოლაძე და კიდევ რამდენიმე მისი მეგობარი შენი ჯგუფელები რომ იყვნენ, მადლობა შესწირე უფალს, რადგან თუ იოტისოდენა ადამიანური რამ შემოგრჩენია მათი კეთილშობილების დამსახურებაა, რადგან არავის აძლევდნენ უფლებას სტუდენტობის დროს შენს მიერ უხამსად დაშვებული შეცდომებისთვის, სხვას დაესაჯე. არადა, შენი გველაძუობის გამო, რამდენჯერ იყავი ღირსი უნივერსიტეტის კედელზე შემონარცხების და ქვაზე თავის გაჭყლეტის!!! ერთს მაინც დავაკონკრეტებ! კარგად მახსოვს, მირიანის მეგობარმა გოგო-ბიჭებმა როგორ გადაგარჩინეს უფროს კურსელებისგან, თორემ მაგ გასიებულ თავზე ჩამოგახევდნენ კონსპექტებს… – “რა, სად, როდის” დიდი ოჯახიდან ღირსეული არაფერი გამოგყვა? -არც იმ არაჩვეულებრივი მანდილოსნის დარიგების ნაგლეჯი არ დაგრჩა სულის კუნჭულში ჯგუფელის დედამ გულში რომ ჩაგიკრა შვილებთან ერთად?!. ნუთუ სითბოს და სიყვარულის ნატამალი არ გაგაჩნია?!. როგორ შეგიძლია “ჟარგონის კნინობითი ფორმით” მიმართო ჭირისუფალთ და ყველაფერი ბინძურ პოლიტიკაში ამოსვარო?!. -შენი უდღეურობის რომელი ერთი მაგალითი გაგახსენო, შენ მართლა ეთიკური ქცევის ნორმების ოროსანო?!. -სამოსანი იყო ნიკოლაძე და შენ იყავი ფრიადოსანი? -შენი და შენნაირების მიერ დაზუთხული სამართალმცოდნეობაა ის შედეგი დღეს ჩვენ რომ ვიმკით! -დიდი ხანია არ ელაპარაკები მირიანს? -მას შენთან რა საერთო აქვს, გარდა უნივერსიტეტის არა ნება-ყოფლობით არჩეული ჯგუფელობისა. -მირიანი სამსახურს შენ გემათხოვრებოდა? -იქნებ, შენი ვიცე პროკურორობის დროს, მირიან ნიკოლაძეს და მის მეგობრებს შენ თავად ურეკავდი და აფრთხილებდი, ჩემი ტელეფონი ისმინებაო და პირადი-ჩასვრილი საქმეების მოსაგვარებლად შეხვედრას სთხოვდი?!.. -გაგახსენო მათი პასუხი?!. -ეტყობა იმ შეკურთხებაზე ისე დაიბოღმე, ახლაც კი იხრჩობი. -პოლიტიზირების ჩარჩოებს რომ ვერ შორდები, ნიკავ?! -შენ თუ ვერ ხვდები, მე გეტყვი რატომ გაემიჯნა მირიანი სამთავრობო საქმიანობას,-იმიტომ, რომ შენ და შენნაირი დამნაშავეები დღემდე სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ ხართ და დაუსჯელები დაბოგინობთ!… თუმცა არასდროს ჩაუმუხლავს და არ წაბორძიკებულა ეროვნულ საქმეში. მირიანის ღირსება შეუფასებელია, რადგან მის გულში ” ენა, მამული და სარწმუნოება” დედის რძესთან ერთად არის შესისხლხორცებული. თემიდას და იუსტიციის სამართალიც შესანიშნავად ისწავლა და კაცთმოყვარეობაც დაბადებიდან ძარღვებში უჩქეფს!!! -ღვინოს წურავს მირიანი? -დიახ, წინაპართა საშვილიშვილო საქმეს აგრძელებს და ნიკოლაძეების გვარის ღირსეული მამულიშვილობის უწყვეტ ჯაჭვში არის ჩაბმული. -შენგან განსხვავებით, ყურძნის ნაჟურის ფასიც იცის და გემოც! -გვარამიავ, შენ გამოგრჩა მირიანის კიდევ ერთი ფართოდარგობრივი პროფილი,-იგი კლასიკოსთა შემოქმედებას თარგნის და შედევრებს ჰქმნის. რაც შეეხება მირიან ნიკოლაძის მაღალპროფესიონალიზმს და შენს მიერ მოხსენიებულ მის ადვოკატობას,-მირიანი “ცუდს არ შეეკვრის ზავითა” და შენ ეს ძალიან კარგად უწყი, ამიტომაც აკაკანდი და აკრიახდი… -ზღვარი აქვს ყველაფერს, ნიკა გვარამიავ! მირიან ნიკოლაძეა შეუმდგარი და შენ შემდგარი? -ისე გაბეცდი ვეღარც კი არჩევ თეთრს და შავს,-ადამიანობის სიელმე დაგმართნია!!! დიდი ხანია შენ ზნეობის ზღვარს გადასცდი, მაგრამ შენივე გესლში რომ არ მოიშთო, ისევ მირიანს აწუხებს სინდისის ქეჯნა და კორექტულად გითითებს, რომ ახლა შოუების დრო არ არის!!! უფლისგან ბოძებული ნიჭი, ცოდნა და განათლება ქვეყნის, ერის და ვერც საკუთარი სულის სასიკეთოდ ვერ გამოიყენე და ამაში სხვებს ნუ დაადანაშაულებ!!!… დროა და მეტიც, თვალები გაისუფთავო დირეებისგან, რადგან მძიმეა ის ჯვარი იუდობა რომ ჰქვია და ჩაგიტანს!!! -დასასრულს შეგახსენებ, რამდენიც არ უნდა იტაკიმასხარაოთ შენ და შენმა “საქმოსნებმა” ცირკის მეპატრონედ ის სულმნათი ოლიგარქი რჩება, რომელიც მირიანის მაღალზნეობრივ კრედოს აფასებდა და რომლის ფეხსაცმლის მტვრადაც თქვენ არ ღირხართ!!!… -სტუდენტობის დროინდელი კი არა, ცამეტი წლის წინანდელი შური, ღვარძლი, იგნორი არ გასვენებს, გვარამიავ და დღემდე ვერ მოგინელებია!!!… შენი “გვამური გადმონაშთი” ვერც ეღირსება ასწვდეს იმ სიმაღლეს, რასაც უზადო, უპირობო და უანგარო მეგობრობა ჰქვია, რადგან “საიდუმლო სერობის” მოღალატეობრივობაზე, სიხარბეზე და ცივსისხლიანობაზე გეწიფება მხოლოდ გონება!!!!!!!!!!!!!!! გლოვა მაინც გვაცადე იმ ანგელოზის, რომლის ცხრამეტწლიანმა სიცოცხლემ ღვთიური მისია შეასრულა და კეთილი სახელით გარდაისახა ზეციურ სამყაროში. შენი ფარისევლობა და იაფფასიანი შოუ სხვა დროისთვის გადადე, ავყია გვარამიავ! “ხამობა” და “სუსის” აგენტობა შენეული ეპითეტებით რომ მოიხსენიე, ალბათ ცოდვამ წამოგაყრანტალებინა და მარტო მირიანს კი არა, მეც მ ე ც ო დ ე ბ ი ! ! ! პ. ს. უფალმა მოგცეს ძალა მირიან, ყვავ-ყორნების კორტნას გაუძლო და როგორც შენს პიროვნულ ღირსებას შეეფერება, თუნდაც გულში ცეცხლით და ქარიშხლით, მაგრამ მაინც შენარჩუნებული სიდინჯით, სამართლიანობა გაანაპირო!” წყარო – xnews.ge
Keta T
Tbilisi · 10 months ago
))
Keta T
Tbilisi · 10 months ago
is there anybody out there
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
Covid19-ის 2 მილიარდი ვაქცინა წარმოებაში ჩუშვეს
Covid19-ის 2 მილიარდი ვაქცინა წარმოებაში გამოცდის შესაბამისი ეტაპების გავლის გარეშე ჩუშვეს. ოქსფორდის უნივერსიტეტში შემუშავებული ვაქცინის 2 მილიარდი დოზის წარმოება მას მერე გადაწყდა, რაც ჯანდაცვაზე ორიენტირებულმა ფონდმა, Bill and Melinda Gates Foundation, პროექტი $750 მილიონით დააფინანსა. მას ფარმაცევტული კომპანია, AstraZeneca აწარმოებს. კომპანიამ ხელშეკრულება უკვე გააფორმა ეპიდემიური მზადყოფნის კოალიციასათნ, CEPI-სთან და გლობალურ ჯანდაცვით ალიანსთან, Gavi. ამ ორ საქველმოქმედო ორგანიზაციას Bill and Melinda Gates Foundation-ის გარდა WHO-ც უჭერს მხარს. ვაქცინის მასობრივი წარმოება მისი ეფექტიანობის დამტკიცებამდე დაიწყება. ეს უჩვეულო ნაბიჯი მიზნად ამ პროცესისთვის საჭირო პერიოდის შემოკლებას ისახავს. გაცემული თანხა 2 მილიარდი ვაქცინიდან 300 მილიონი დოზის დისტრიბუციასაც მოხმარდება. კომპანიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ AstraZeneca-მ სალიცენზიო პარტინიორობა გააფორმა ინდოეთის სერუმის ინსტიტუტთანაც (SII), რომელიც მოცულობის თვალსაზრით მსოფლიოში ვაქცინების ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. ხელშეკრულების თანახმად, ვაქცინის ერთი მილიარდი დოზა დაბალ და საშუალოშემოსავლიანი ქვეყნებისთვის იქნება გათვალისწინებული. მათგან 400 მილიონი დოზა 2020 წლის ბოლოსკენ იქნება მზად. ვაქცინის 300 მილიონი დოზა აშშ-სთვის, ხოლო 100 მილიონი ბრიტანეთისატვისაა განკუთვნილი. თუკი კლინიკური კვლევები მის ეფექტიანობას დაამტკიცებს, პირველი დოზები უკვე სექტემბრისთვის შეიძლება იყოს მზად. კოვიდ19 ვაქცინა tbilisidaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 weeks ago
რას ყვებიან ჩვენებებში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულები
მოწმეთა ჩვენებებით მტკიცდება, რომ დაპირისპირება თავიდან არასერიოზული მიზეზით დაიწყო.მათი შინაარსი ტელეკომპანია "მთავარმა" გაასაჯაროვა. არასრულწლოვნის ჩვენება: „გადმოვკვეთეთ ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალი თბილისის მიმართულებით და განვაგრძეთ გზა, რა დროსაც შევხვდით ამავე მიმართულებით მიმავალ ნახსენებ წვეულებაზე გაცნობილ გიორგი ქათამაძეს, კონსტანტინე ღიბრაძეს, ვახტანგ ახვლედიანს და გიორგი შაქარაშვილს. მე და ლ. შ-მ კონსტანტინე ღიბრაძეს გავუცვალეთ მობილური ტელეფონის ნომრები რადგან შევხვედროდით შემდგომ დღეებში ერთმანეთს და გაგვერკვია მანამდე მომხდარი შეხლა -შემოხლის ამბავი. ამავდროულად ქათამაძე ცდილობდა ჩემთან და ლ.შ.ს-თან სიტუაციის დაძაბვას, ვინაიდან ჩემი აზრით იყვნენ რიცხობრივად მეტნი და უნდოდათ მე და ლ-ს ფიზიკურად გაგვსწორებოდნენ“, – ნათქვამია არასრულწლოვნის ჩვენებაში. ნიკა ჟვანიას ჩვენება „ნ.ც-მ და მისმა თანაკლასელებმა მე განმიცხადეს, რომ მათ თანაკლასელი გოგონას დაბადების დღეზე ყოფნისას ჩხუბი მოუვიდათ მათთვის უცხო ბიჭებთან, რომლის დროსაც ისინი სცემეს და აცხადებდნენ, რომ ისევ წასულიყვნენ აღნიშნული პიროვნებების სანახავად, რადგან მათ აშკარად ეტყობოდათ, რომ იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში და ამასთანავე, უკვე იყო გვიანი ღამე. ჩემი მოწოდების პასუხად, ნ.ც-მ განმიცხადა, რომ ჩხუბის ადგილას დარჩენილი იყვნენ მათი თანაკლასელი და ასევე ჩემი მეგობარი გ.მ. და კიდევ ერთი მათი თანაკლასელი“. ნიკა ჟვანია ჩვენებაში ამტკიცებს, რომ ახალგაზრდებს მეგობრების ჩამოსაყვანად გაყვა. „ჩვენ წავედით მცხეთის მიმართულებით და ამ დროს მანქანაში უკან მჯდომთაგან, ერთ-ერთს რომელს არ მახსოვს, ტელეფონზე დაუკავშირდა გ.მ. და აცნობა, რომ მათი მცემელი ბიჭები ფეხით მოდიოდნენ ცენტრალური საავტომობილო ტრასის პირას, თბილისის მიმართულებით. გ.მ-ს განმარტებით, მათ წინ მიმავალი პიროვნებები მათ აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც მათ ეშინოდათ, რომ ისინი კიდევ ეცემათ და გვთხოვეს რომ მივსულიყავით მათთან. გაჩერებისთანავე ყველანი გადმოვედით მანქანიდან, გადმოსვლისას, მე ჩემი სავარძლის ქვემოდან ავიღე იქ არსებული დაახლოებით 40 სანტიმეტრის სიგრძის რკინის მილი, რომელიც მე მანქანაში დაჯდომისთანავე შევნიშნე იქ. ჩვენს თანმხლებებთან ერთად მივედით ფეხით მომავალ პიროვნებებთან, რომლებიც ახლოდან გავარჩიე, რომ იყვნენ ექვსნი. მისვლისთანავე ჩემს ხელთ არსებული რკინის მილი, მოვუქნიე ჩემთან ყველაზე ახლოს მდგარ ახალგაზრდა მამაკაცს. ამასობაში ჩემთან მყოფმა, ნ.ც-მ და მისმა თანაკლასელებმაც მოირბინეს და დაუწყეს ცემა იმ პიროვნებას, რომელსაც მე მოვუქნიე ჩემს ხელთ არსებული რკინის მილი“. გიორგი ქათამაძის ჩვენება: „უკნიდან წამოგვეწია ჩემთვის უცნობი ორი პიროვნება, რომლებმაც გვითხრეს, რომ სურდათ მომდევნო დღეებში ჩვენთან შეხვედრა და საუბარი და გვითხრეს რომ მიგვეცა ტელეფონის ნომერი რათა დაგვკავშირებოდნენ. ვინაიდან იმ მომენტში მათთან საუბრის სურვილი არ მქონდა, ვუკარნახე ჩემი ნომერი რათა დაენებებინათ თავი და გავაგრძელეთ გზა“. გზა ხიდის ბოლომდე ფოტოგრაფ ბრეგვაძეს ტელეფონით ჰქონდა გადაღებული, მასალა კი პროკურატურამ 2 დღის წინ გაასაჯაროვა. გიორგი ქათამაძის ჩვენებით, სწორედ ხიდის ბოლოს წამოეწია მათ ვერცხლისფერი მანქანა, რომლის მგზავრებმაც ის და მისი ორი მეგობარი სცემეს. გიგა ტატიაშვილის ჩვენება „გზაზე შემხვდნენ ჩემი კლასელები, მე მათ გავუჩერე მანქანა, ვიფიქრე ჩასხდებოდნენ, თუმცა მათ ჩემს მანქანაში მყოფ პირებს უთხრეს, რომ მათ წინ მიმავალი დაახლოებით 5-6 ახალგაზრდა ჩემთვის უცნობი ბიჭები იყვნენ, ისინი ვინც სცემეს ჩემი კლასელები. რაზედაც ჩემს მანქანაში მჯდომმა პირებმა მითხრეს, რომ აღარ წავსულიყავი და მანქანა გამეჩერებინა, თუმცა მე დავძარი მანქანა, რადგან არ მინდოდა, რომ მომხდარიყო ჩხუბი. მაგრამ ჩემს მანქანაში მჯდომი პირები ცდილობდნენ გაეღოთ მანქანის კარები და გადმოსულიყვნენ, რაზედაც გავხდი იძულებული მანქანა გამეჩერებინა და როდესაც გავაჩერე მანქანა ჩემი მგზავრები გადმორბოდნენ და გაიქცნენ ჩვენ წინ ფეხით მოძრავი ჩემთვის უცნობი პიროვნებების მიმართულებით. რა დროსაც დავინახე, რომ ჩემს გვერდით მჯდომი სრული აღნაგობის პიროვნება, რომელსაც ხელში ეჭირა რკინის ჯოხი დაარტყა, რა დროსაც ჩვენ წინ ფეხით მოძრავი პირები გაიქცნენ, რომლებსაც გაეკიდნენ ჩემი მგზავრები და ერთ-ერთი მათგანი დაიჭირეს, რომელსაც ყველა ჩემი თანმხლები პირი ურტყამდა. მე ჩემს მგზავრებს მოვატყუე, რომ მოდიოდა პოლიცია, რაზედაც ისინი ჩასხდნენ მანქანაში და ყველა ერთად წამოვედით ქ.თბილისში. ჩვენებების ავტორები უკვე დაკავებულები არიან. პოლიციამ მომხდარზე ბრალი 17 ადამიანს წარუდგინა და სასამართლომ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. გაიზრდება თუ არა ბრალდებულთა რიცხვი, ეს გამოძიების მიმდინარეობისას გაირკვევა.
Shalva Berianidze
Tbilisi · 5 days ago
რუსეთი და ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (EAEU)
ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (EAEU) რუსეთისა და მისი მოკავშირეების - ბელარუსისა და ყაზახეთის მიერ 2015 წელს დაფუძნდა. მალევე მას ყირგიზეთი და სომხეთი შეუერთდა, ხოლო მოლდოვა ჯერ-ჯერობით, მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ევროპის კავშირის ანალოგი და საპირწონე საერთაშორისო ორგანიზაციაა. ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ერთმანეთთან ეკონომიკურ ურთიერთობაში განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობენ, რაც მეტწილად გაზისა და ნავთობის ფასებზე და საბაჟო გადასახადების გაუქმებაზე ვრცელდება. მკვლევართა აზრით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოები პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე პრორუსულ ქვეყნებად ითვლებიან. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ კავშირის გაფართოებასა და გაძლიერებაში რუსეთის მთავარი მოტივაცია რეგიონში გავლენის მოპოვება და საბჭოთა კავშირში ყოფნის მსგავსად, სხვა სახელმწიფოების მასზე დამოკიდებულების გაზრდაა. წინამდებარე ანალიტიკური დოკუმენტის მიზანია, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის დაარსებისა და ფუნქციონირების ისტორიის მოკლე მიმოხილვა, აგრეთვე ფაქტების საშუალებით კავშირის გაფართოებაში რუსეთის, როგორც მთავარი აქტორის მიზნების ობიექტურად წარმოჩენა. ქვემოთ სწორედ ამაზე ვისაუბრებთ. ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (მოკლე მიმოხილვა) ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (EAEU) (ინგ. Eurasian Economic Union; რუს. Евразийский экономический союз) არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც წევრ სახელმწიფოებს შორის რეგიონალურ ეკონომიკურ ინტეგრაციას გულისხმობს. მას აქვს საერთაშორისო იურიდიული ძალა და 2014 წლის 29 მაისს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ხელშეკრულებით დადგინდა. თავდაპირველად, კავშირის შექმნის კონცეფცია, ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1994 წელს მოსკოვის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. კავშირის შექმნის იდეა, 2000 წელს განხორციელდა, როცა რეგიონალური ორგანიზაცია - ევრაზიის ეკონომიკური საზოგადოება (EAEC or EurAsEC)[1] დაარსდა. იგი აერთიანებდა ბელარუსს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, რუსეთსა და ტაჯიკეთს. მოგვიანებით, 2010 წელს ევრაზიის ეკონომიკურმა საზოგადოებამ მისი ძირითადი ამოცანა - ევრაზიის საბაჟო კავშირი (The Eurasian Customs Union - EACU)[2] - დააფუძნა, რაც წევრ სახელმწიფოებს ერთმანეთთან საბაჟო გადასახადებისგან ათავისუფლებდა და თითოეულ საქონელზე საერთო ტარიფს აწესებდა. ამის შემდგომ, 2011 წლის ოქტომბერში ევრაზიის ეკონომიკურმა საზოგადოებამ და ევრაზიის საბაჟო კავშირმა მაშინდელი რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის ყურადღება მნიშვნელოვნად მიიქცია. შედეგად, 2011 წლის 18 ნოემბერს, ბელარუსიის, ყაზახეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც 2015 წლისათვის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნას გულისხმობდა. ხელშეკრულება მომავალი ინტეგრაციისთვის სამოქმედო გეგმას მოიცავდა. მეტიც, ევროკომისიის მოდელის მიხედვით ევრაზიული ეკონომიკური კომისია (The Eurasian Economic Commission - EEC)[3] დაფუძნდა, რომელიც 2012 წლის 2 თებერვლიდან ფუნქციონირებს და იგი დღევანდელი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მუდმივ მერეგულირებელ ორგანოს წარმოადგენს. აგრეთვე, 2012 წლის 1 იანვრიდან დაფუძნდა ევრაზიის ეკონომიკური სივრცე (The Eurasian Economic Space or Single Economic Space)[4], რაც ერთიან ბაზარს წარმოადგენს და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ადამიანის, საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას ითვალისწინებს. 2014 წლის 29 მაისს ბელარუსიის, ყაზახეთისა და რუსეთის ლიდერებმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შეთანხმებას ხელი მოაწერეს და 2015 წლის 1 იანვირად იგი[5] ოფიციალურად დაფუძნდა. 2015 წლის 12 აგვისტოს ყირგიზეთი კავშირის ოფიციალური წევრი გახდა. ამავე წელს, მას შეუერთდა სომხეთიც და იგი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც კავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან საერთო საზღვარი არ გააჩნია. 2017 წლის აპრილში მოლდოვა კავშირის ოფიციალური დამკვირვებელი ქვეყანა გახდა, ხოლო 2020 წლის 11 მაისს უზბეკეთის კავშირში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანებას პარლამენტის ზედა პალატამ მხარი დაუჭირა. დღესდღეობით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, მხოლოდ 5 სახელმწიფოს აერთიანებს და იგი წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და დასავლეთ აზიის ტერიტორიებზე.[6] ევრაზიის ეკონომიკური კავშირის დომინანტი სახელმწიფო და მისი ზოგადი ინდიკატორები ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ კავშირი კონკურენტუნარიანობისა და ეროვნულ ეკონომიკას შორის თანამშრომლობის გასაზრდელად შეიქმნა. აგრეთვე, მას თვითგანახლების უნარი გააჩნია და წევრ-სახელმწიფოთა შორის ცხოვრების დონის ამაღლებასა და სტაბილურ განვითარებას ხელს უწყობს. უნდა აღინიშნოს, რომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში რუსეთი აშკარად დომინანტი სახელმწიფოა. მაგალითად, 2018 წელს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მთლიანი ვაჭრობის 96.9%-ს რუსეთთან ვაჭრობა შეადგენდა, ხოლო დანარჩენ ოთხ წევრს ქვეყანასთან - 3.1%-ს[7]. მეტიც, 2015 წლამდე, კავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობამ პიკს 2012 წელს მიაღწია და 73.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც კავშირის დაფუძნებიდან დღემდე არ განმეორებულა.[8] თუმცა, თუ გადავხედავთ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ზოგად ინდიკატორებს, მივხვდებით, რომ კავშირის საშუალებით რუსეთის ლიდერი თავის გავლენას რეგიონში საკმაოდ აძლიერებს და რუსეთს, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ გავლენიან ცენტრად ფორმირებაში პოზიციებს უმყარებს. ამავე დროს, იგი ცდილობს, გარკვეულწილად დააკნინოს ევროკავშირის, როგორც წარმატებული პოლიტიკური და ეკონომიკური ორგანიზაციის სტატუსი. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ზოგადი ინდიკატორები[9] ეკონომიკა მოსახლეობა ენერგეტიკა მთლიანი შიდა პროდუქტი - 1.9 ტრლნ აშშ დოლარი (გლობალური GDP-ის 3.2%); ინდუსტრიული წარმოება (2018) - 103.1% (გლობალური წარმოების 2.2%); საგარეო ვაჭრობა (2018) - 753.8 მლრდ აშშ დოლარი (გლობალური ექსპორტის 2.8%, იმპორტის - 1.7%). მოსახლეობა - 184.3 მლნ ადამიანი (მსოფლიო მოსახლეობის 2.4%); ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა - 94.3 მლნ ადამიანი (გლობალური მაჩვენებლის 2.8%); უმუშევრობის დონე - 5%[10]. ნავთობი - 647.8 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 14.5%, მსოფლიოში პირველი); გაზი - 781.7 მლნ კუბ/მ (გლობალური წარმოების 20.2%, მსოფლიოში მეორე.) ელექტრო ენერგია - 1 284.8 მლნ კვტ/ს (გლობალური წარმოების 4.8%, მსოფლიოში მეოთხე) წარმოება ინფრასტრუქტურა სოფლის მეურნეობა ფოლადი - 66.1 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 3.7%, მსოფლიოში მეხუთე); მინერალური სასუქები - 15.9 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 26.3%, მსოფლიოში მეორე); თუჯი - 55 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 4.4%, მსოფლიოში მესამე). რკინიგზა - 109.3 ათასი კმ (მსოფლიო რკინიგზის 8.4%); ავტომაგისტრალი - 1735.7 ათასი კმ (მსოფლიო ავტომაგისტრალის 4.7%); ინტერნეტი - მოსახლეობის 83.7% სარგებლობს ინტერნეტით (მსოფლიო მომხამრებლების 3.9%). სოფლის მეურნეობა - 109.9 მლრდ აშშ დოლარი (გლობალური წარმოების 5.5%); მარცვლეული - 141.9 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 5.3%, მსოფლიოში მეხუთე); რძე - 45.9 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 5.3%, მსოფლიოში მესამე) რუსეთისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირის მიმართ როგორც უკვე ვიცით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ 15-მა სახელმწიფომ ცხოვრება დამოუკიდებლად განაგრძო. მათგან, ნაწილი დემოკრატიის გზას დაადგა და დასავლური ორიენტაცია აირჩია, ნაწილმა დემოკრატიას უარი უთხრა და კვლავ რუსეთთან ერთად თანაცხოვრება დაიწყო, ისინი უფრო პრორუსულ სახელმწიფოებად იქცნენ. მათ რიგებს გამოეყო მესამე ტიპის სახელმწიფოები, რომლებმაც უარი ბოლომდე ვერ თქვეს ვერც დასავლეთზე და ვერც რუსეთთან ურთიერთობაზე, ასეთი სახელმწიფოები, ხშირშემთხვევაში, ბუფერები არიან და მათ სატელიტებს[11] უწოდებენ. არაერთი მკვლევარი ამტკიცებს რომ რუსეთს სურს, დაიბრუნოს ,,ძველი დიდება“, რომელსაც იგი საბჭოთა კავშირის პერიოდში ფლობდა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი რეგიონში პირველობას ოდესმე დათმობს, პირიქით ის გამუდმებით ცდილობს, რომ სხვადასხვა პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინსტრუმენტებით საკუთარი გავლენა და მასზე დამოუკიდებელი სახელმწიფოების რაოდენობა გაზარდოს. მეტიც, რუსეთის საგარეო პოლიტიკის განახლებული კონცეფციის (2016) ძირითადი მიზნების მიხედვით რუსეთს, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ გავლენიან ცენტრად, პოზიციების გამყარებას სურს, აგრეთვე - მეზობელ სახელმწიფოებში დაძაბულობის კერებისა და კონფლიქტების აღმოფხვრაში ხელშეწყობა, ახალი კონფლიქტების პრევენცია და რუსული ენის პოზიციების გავრცელება და გაძლიერება.[12] შეიძლება თამამად ითქვას, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, რუსეთის ერთ-ერთი თვალსაჩინო და საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის წყალობითაც მან შეძლო და ბოლო 5 წელიწადში მსოფლიო დონის შედეგებზე გავიდა, მხოლოდ და მხოლოდ, ოთხ პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან ერთად. ამდენად ძნელი სავარაუდო არ არის, რომ რუსეთს ამ კავშირში სხვა დანარჩენი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების გაწევრიანებაც სურდეს, რათა კავშირის მნიშვნელობა მსოფლიო მასშტაბით უფრო გაიზარდოს და ,,საბჭოთა კავშირის ახალი მოდელიც“ შეიქმნას. ფაქტები გვიჩვენებს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი ევროკავშირის საპირწონე ორგანიზაციაა და მისი საშუალებით რუსეთს რეგიონში დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია, თუმცა კავშირში შესვლასთან დაკავშირებით საინტერესოა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკაც, რათა განვსაზღვროთ, რამდენად რეალისტურია კავშირის გაფართოება. დღესდღეობით, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შედის 5 პოსტსაბჭოთა ქვეყანა: რუსეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და სომხეთი. ვნახოთ დანარჩენი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების პოლიტიკა. პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირის მიმართ უზბეკეთი - 2020 წლის 7 მარტს ტაშკენტმა ოფიციალურად განაცხადა, რომ უზბეკეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას არ ჩქარობს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ორგანიზაციაში, მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით დაკმაყოფილდება.[13] აღსანიშნავია, რომ რუსეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს უზბეკეთს და ცდილბოს, რომ კავშირის წევრი გახდეს. ურთიერთობას აადვილებს, ისიც რომ 2016 წლიდან ისლამ კარიმოვისგან განსხვავებით, ახალმა პრეზიდენტმა შავქათ მირიაევმა უარი თქვა ძველ საგარეო პოლიტიკაზე და კავშირების გაზრდა დაიწყო. აგრეთვე, უზბეკეთი ცენტრალურ აზიაში მოსახლეობით ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანაა და კავშირში შესვლის შემდგომ ის, რუსეთის შემდეგ, სიდიდით მეორე სამომხმარებლო ბაზარი გახდება. კავშირში გაწევრიანების შემდეგ უზბეკეთმა შესაძლოა, ეკონომიკის გარკვეულ სექტორში დიდი დაასუსტება იგრძნოს და პრორუსულ ორგანიზაციაში გაწევრიანება ტაშკენტს საგარეო-პოლიტიკური მანევრის მრავალფეროვნებას შეუზღუდავს[14], თუმცა 2020 წლის 28 აპრილს უზბეკეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა მთავრობის წინადადებას ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში უზბეკეთის დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის შესახებ[15], ხოლო 11 მაისს მას მხარი პარლამენტის ზედა პალატამაც დაუჭირა.[16] ტაჯიკეთი - მას შემდეგ, რაც ტაჯიკეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ქვეყანაში სოციალური ფონი საკმაოდ შეიცვალა და დღესდღეობით, ტაჯიკეთი ცენტრალურ აზიაში ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყნად ითვლება, ამდენად რუსეთს ტაჯიკეთის მიმართ არ აქვს იმდენად დიდი ინტერესი, როგორც - უზბეკეთის მიმართ. ამას ცხადჰყოფს ისიც, რომ ტაჯიკეთი ევრაზიული ეკონომიკური საზოგადოების წევრი იყო, ბელარუსთან, რუსეთთან, ყაზახეთთან და ყირგიზეთთან ერთად და მის გარდა, ყველა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრია. ამასთანავა, ტაჯიკეთი საკმაოდ პრობლემური რეგიონია და ეთნიკურ ნიადაგზე არსებული დაძაბულობის გამო შესაძლოა, გარკვეული პრობლემები წარმოიქმნას, განსაკუთრებით კი მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში, სადაც პამირისპირა ხალხები ცხოვრობენ და რეგიონის კონტროლისთვის სამხედრო დაპირისპირება დღესაც მიმდინარეობს.[17] ამას ემატება ისიც, რომ ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის სასაზღვრო კონფლიქტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დღემდე მიმდინარეობს და ხშირია სამხედრო დაპირისპირებები.[18] ამდენად, სავარაუდოა, რომ რუსეთი უფრთხილდება ყირგიზეთთან ურთიერთობას, რადგანაც იგი კავშირის მნიშვნელოვანი წევრია და ტაჯიკეთის კავშირში გაწევრიანების მცდელობით მასთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურს. თურქმენეთი - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოა ცენტრალურ აზიაში, თუმცა მისი კავშირში გაწევრიანება რუსეთს გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის. კერძოდ, როგორც ვიცით თუქმენეთი საკმაოდ მდიდარია ენერგორესურსებით, 2016 წლის მონაცემებით, თურქმენეთი 17.5 ტრილიონ გაზის მარაგებს ფლობს, რაც მსოფლიო მარაგების 9.4%-ია. 1990-იანი წლების დასაწყისში თურქმენეთი გაზის ექსპორტს ერთადერთი მარშრუტით, ცენტრალური აზია – ცენტრის გაზსადენის სისტემით ახორციელებდა. თურქმენეთი შემდგომი წლების განმავლობაში რუსეთის მარშრუტზე და რუსეთის ფასის დიქტატზე დარჩა დამოკიდებული[19]. შედეგად, დღემდე რუსეთი თურქმენულ გაზს საკმაოდ დაბალ ფასად ყიდულობს და საკმაოდ ძვირად ჰყიდის. რადგანაც ევრაზიის ეკონომიკური კავშირი წევრ სახელმწიფოებს შორის განსაკუთრებულ შეთავაზებებს, მათ შორის პროდუქტის საერთო ფასის დაწესებას ითვალისწინებს, სავარაუდოა, რომ რუსეთს არ უნდა სურდეს თურქმენეთის კავშირში გაწევრიანება, რადგანაც მას თურქმენულ გაზში უფრო ძვირის გადახდა მოუწევს და გარკვეულ დათმობებზეც წავა. აზერბაიჯანი - ნაკლებად სავარაუდოა, რომ აზერბაიჯანი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შევიდეს, რადგანაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ აზერბაიჯანი იმ მილსადენების აშენებით გაძლიერდა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენების შემთხვევაში საქართველო მხოლოდ სატრანზიტო ქვეყნის როლს ასრულებს, თუმცა ისინი აზერბაიჯანის ეკონომიკური და პოლიტიკური ხედვების ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს და რუსული ოკუპაციით გამოწვეული რუსეთ-საქართველოს არამეზობლური ურთიერთობის გამო, ნაკლებად სავარაუდოა რომ აზერბაიჯანი კავშირში გაწევრიანდეს. საქართველო და უკრაინა - ორივე ქვეყანას საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს რუსეთთან და ორივე ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ. შედეგად, ქვეყნის ლიდერები დარწმუნდნენ, რომ რუსეთთან თანამშრომლობა არ გამოვა და ამ ორი სახელმწიფოს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანება ნაკლებად სავარაუდოა. მოლდოვა - მოლდოვის პრორუსი პრეზიდენტი იგორ დოდონი მოლდოვას ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას მხარს ცალსახად უჭრს. სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს მოლდოვა 2017 წლის აპრილში ამ კავშირის დამკვირვებელი ქვეყანა გახდა. ამდენად, იმ შემთხვევაში თუ 2020 წლის მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებს კვლავ დოდონი მოიგებს, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ იგი რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებას შეეცდება და მოსალოდნელია, რომ მოლდოვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფო გახდეს. ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა - მოსკოვი ყველაზე ნაკლებად მოიაზრებს, რომ ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნები გახდებიან, რადგანაც ისინი ევროკავშირში არიან და მათი კავშირის დატოვება ნაკლებად სავარაუდოა. დასკვნა ზემოთაღნიშნული ფაქტები გვიჩვენებს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ევროპის კავშირის ანალოგი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის წევრი ქვეყნებიც ყველაზე პრორუსულ ქვეყნებად ითვლებიან, შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ კავშირის გაფართოებასა და გაძლიერებაში რუსეთის მთავარი მოტივაცია რეგიონში გავლენის გაზრდა და საბჭოთა კავშირში ყოფნის მსგავსად, სხვა სახელმწიფოების მასზე დამოკიდებულების გაზრდაა.[20] ძნელი სავარაუდო არ არის, რომ რუსეთს ამ კავშირში სხვა დანარჩენი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების გაწევრიანებაც სურდეს, თუმცა კავშირის არაწევრი 10 პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან, მხოლოდ ორი - უზბეკეთი და მოლდოვა შესაძლოა შუერთდეს კავშირს და წევრთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდოს, ხოლო სხვა სახელმწიფოები, რამდენად გაწევრიანდებიან და 27-წევრიან ევროკავშირს რეალურ კონკურენციას რამდენად გაუწევენ, ეს უფრო მეტად დროში გადასასინჯი საკითხია. გარდა ამისა, კავშირის ბოლოდროინდელი პრობლემები, გვაფიქრებინებს, რომ წევრ სახელმწიფოებს შორის არასტაბილური კოლაბორაცია მიმდინარეობს, რაც არაჯანსაღ ურთიერთობებს იწვევს და კონსოლიდირებული დემოკრატიის აუცილებლობას გულისხმობს. მაგალითად, 2020 წლის 31 მარტს სომხეთის ვიცე-პრემიერმა „გაზპრომის“ ხელმძღვანელს ფასის შემცირების თაობაზე ახალი მოლაპარაკების დაწყების წინადადებით მიმართა.[21] აგრეთვე, 19 მაისს კავშირის უმაღლესი საბჭოს ვიდეოკონფერენციაზე ბელარუსმა გაზის ფასის ფორმირების საკითხზე უკმაყოფილება გამოთქვა. ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომარტ ტოკაევის შეფასებით კი ზენაციონალურ სამართლებრივ აქტებს არ უნდა ჰქონდეთ უპირატესი იურიდიული ძალა ნაციონალური სამართლებრივი სისტემების მიმართ, მეტიც, ევრაზიის ეკონომიკური კომისია წევრი ქვეყნების მესამე ქვეყნებთან ურთიერთობაში არ უნდა ერეოდეს და კომისიაში საკადრო კვოტირების სისტემის ფორმირებისას რუსეთს ორგანიზაციის სტრუქტურებში მეტი წარმომადგენელის დანიშვნის საშუალებას არ უნდა აძლევდეს. ამდენად, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების უკმაყოფილება გვაფიქრებინებს, რომ წევრი სახელმწიფოები რუსეთის გარდა, საკუთარი სუვერენიტეტის შეზღუდვის ხარჯზე უფრო ღრმა ინტეგრაციის წინააღმდეგები არიან. ის თუ, რამდენად ჯანსაღია ამგვარი მიდგომა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფუნქციონირებისათვის და რამდენად კარგია, მხოლოდ რუსეთის დომინირება ამას მომავალი გვიჩვენებს. ავტორი: შალვა ბერიანიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრანტი [1] ЕВРАЗИЙСКОЕ ЭКОНОМИЧЕСКОЕ СООБЩЕСТВО; About EurAsEC; Basic Documents Collection - ; [2] Dreyer L.; Popescu N.; The Eurasian Customs Union: The economics and the politics; European Union Institute for Security Studies; March 2014 - ; [3] About the Eurasian Economic Commission - ; [4] Schneider U.; A Single Economic Space: From Lisbon to Vladivostok; RUSSIA BRIEFING; Issue 15; November 2015 - ; [5] About the Eurasian Economic Union – EAEU - ; [6] Busygina I.; Filippov M.; Russia and the Eurasian Economic Union: Conflicting Incentives for an Institutional Compromise; Higher School of Economics Research Paper No. WP BRP 31/IR/2018 - ; [7] Bhutia S.; Russia dominates Eurasian Union trade. Here are the numbers; Trade between members of the EAEU was higher before the free-trade bloc was formed; Oct 18, 2019 - ; [8] იქვე.; [9] About the Eurasian Economic Union – EAEU; General Information; General Indicators; Official Website of EAEU - ; [10] ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია, რომ მათი უმუშევრობის დონე 2.2%-ით ნაკლებია ევროკავშირის უმუშევრობის დონეზე, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი ევროკავშირის საპირწონე ორგანიზაციაა; იხ.: -; [11] Satellite Nations: Definition & the Cold War - ; [12] FOREIGN POLICY CONCEPT OF THE RUSSIAN FEDERATION; Approved by President of the Russian Federation Vladimir Putin on November 30, 2016 - ; [13] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 4; მიმოხილვის პერიოდი: 1-15 მარტი, 2020 - ; [14] იქვე.; [15] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 7; მიმოხილვის პერიოდი: 16-30 აპრილი, 2020 - ; [16] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 8; მიმოხილვის პერიოდი: 1-15 მაისი, 2020 - ; [17] მთიანი ბადახშანი: ტაჯიკეთის მივიწყებული რეგიონი - ; [18] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 9 - ; [19] კომახია მ.; ,,ახალი დიდი თამაში“ ცენტრალურ აზიაში: ბრძოლა კასპიის ენერგორესურსების ტრანსპორტირებისათვის; ექსპერტის აზრი 97; 2018 - ; [20] ჩერჩელაშვილი ვ.; ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები, 2017 - ; [21] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 6; მიმოხილვის პერიოდი: 1-15 აპრილი, 2020 - ;#პოლიტიკა
+2
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
Tbilisi · 2 weeks ago
შსს-მ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული ა.ფ., 2000 წელს დაბადებული ი.მ და 2002 წელს დაბადებული ი.ი., წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, მარნეულში დააკავეს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ფ.-მ მარნეულის მუნიციპალიტეტში, ორ თანამზრახველთან ერთად, ქორწინების მიზნით, 1997 წელს დაბადებულ ა.მ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
Headline
Tbilisi · 2 months ago
BBC: ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფინანსურ მხარდაჭერას წყვეტს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ბიუჯეტში ამერიკული შენატანის გადახდა შეაჩერა. იგი თვლის, რომ კორონავირუსული პანდემიისას, ზემოხსენებულმა ორგანიზაციამ, სათანადოდ ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობები და აღნიშნულისთვის „პასუხი უნდა აგოს“. ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ ტრამპს, რომელსაც თავად აკრიტიკებენ დაგვიანებული რეაქციების გამო, უბრალოდ ცდილობს „განტევების ვაცის“ პოვნას და პასუხისმგებლობის სხვისთვის დაკისრებას. საინტერესოა ვინ არის მართალი? შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რამდენჯერმე დაადანაშაულა WHO კორონავირუსთან დაკავშირებით დაგვიანებულ რეაქციაზე და დაკისრებული მოვალეობების არასათანადო შესრულებაში. მისი თქმით, ამ ორგანიზაციამ COVID-19-თან დაკავშირებით რეალური ფაქტები დამალა. 2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ადგილობრივ წარმომადგენლობას შეატყობინა უჰანის პროვინციაში, გაურკვეველი წარმოშობის პნევმონიური დაავადების ზრდის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია იმავე დღეს ჟენევაში (შვეიცარია) გადაიგზავნა, WHO-ს შტაბ-ბინაში. მომდევნო დღესვე, WHO-მ ექსპერტთა სპეციალური ოპერატიული ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომლებმაც სიტუაციის მონიტორინგი დაიწყეს. სულ რაღაც 3 დღეში ორგანიზაციამ პირველადი ინფორმაცია გამოაქვეყნა უცნობი ვირუსის შესახებ, მის სოციალურ ქსელსა და საექსპერტო ჟურნალებში, ხოლო 10 იანვარს პირველი რეკომენდაცია გასცა სხვადასხვა ქვეყნებისთვის. აღნიშნული დროისთვის WHO-ს არ ჰქონდა არანაირი მტკიცებულება, რომ უცნობი დაავადება ადამიანიდან ადამიანს გადაეცემოდა. ფაქტი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გაირკვა, როდესაც პნევმონიით დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტში მყოფი ექიმები გახდნენ შეუძლოდ. გარდა ამისა, ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ტაილანდში. ამის თაობაზე, გამართულ პრესკონფერენციაზე, საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა WHO-ს ეპიდემიოლოგმა მარია ვან კერქჰოვემ. აუცილებელია ითქვას, რომ აღნიშნული მომენტისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებს არანაირი წვდომა ჰქონდათ ჩინეთში, უჰანის პროვინციაში მყოფ დაავადებულებთან. 28 იანვარს, თავად ორგანიზაციის ხელმძღვანელი თედროს ღებრეისუსი შეხვდა ჩინეთის ლიდერს სი ცზიპინს და სთხოვა ნებართვა, ამ პროვინციაჩი ექსპერტთა ჯგუფის გაგზავნის თაობაზე, მაგრამ ნებართვა მხოლოდ 16 თებერვალს მიიღეს მათ. კრიტიკოსებისთვის მსჯელობის მთავარ საგანს ის წარმოადგენს, რომ ღებრეისუსი პოზიტიურად აფასებდა ჩინეთის ხელისუფლების მიერ, უცნობი ვირუსის პრევენციისთვის განხორციელებულ ღონისძიებებს. პოლიტიკოსები და დასავლელი ექსპერტები კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ ოფიციალური პეკინის მიერ, მსოფლიოსთვის მიწოდებული სტატისტიკისა და მონაცემების სისწორეს, რადგან დოკუმენტებში მნიშვნელოვანი ხარვეზები არსებობდა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ჩინეთის ხელისუფლება დიდხანს მალავდა რეალურ სურათს ვირუსთან დაკავშირებით. დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ოფიციალიალური სტატისტიკა ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობასთნ შედარებით ეჭვს ბადებს, რადგან რიცხვები საკმაოდ დაბალი იყო. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ოფიციალურ ვაშინგტონს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბიუჯეტში ყოველწლიურად $400-დან $500 მლნ-მდე შეაქვს, მაშინ როდესაც ჩინეთი მხოლოდ $40 მლნ-ით აფინანსებს. WHO-ს ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის ენტონი კოსტელოს განცხადებით, ამერიკული დაფინანსების გარეშე, ორგანიზაციას მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნება, რადგან ვერ შეძლებს სხვადასხვა სახელწმიფოებისთვის დროულ დახმარებას, ექიმთა გადამზადებას და ა.შ. „უამრავი ღარიბი სახელმწიფო ჯერ მხოლოდ ეპიდემიის საწყის ეტაპზეა. იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ ექნება საკმარისი ფინანსები, შესაძლოა კატასტროფა მოხდეს“, - განაცხადა კასტელომ. WHO-ს მიერ, თებერვლის დასაწყისში გაკეთებული განცხადებით, საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებამ შეიმუშავა სპეციალური გეგმა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად და პანდემიის შედეგად დაზარალებული ქვეყნების დასახმარებლად. აღნიშნულის განსახორციელებლად კი $675 მლნ. იყო საჭირო. ტრამპის თქმით, ორგანიზაციისთვის დაფინანსება შეჩერდება მანამ, სანამ „კორონავირუსის გავრცელების“ საკითხზე WHO-ს რეალური როლი არ გახდება ცნობილი. ექსპერტთა ვარაუდით, აშშ-ის პრეზიდენტს სურს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უარი თქვას საზღვრების დახურვის რეკომენდაციაზე და ადამიანთა გადაადგილების შეზღუდვაზე. კოსტელოს მოსაზრებით გადაადგილების აკრძალვა არაეფექტურია და ძირითად, გადამწყვეტ როლს ადრეული ტესტირების გამოყენება ასრულებს, როგორც ეს სამხრეთ კორეაში განხორციელდა, როდესაც კვირაში 66 000 ტესტირება ხორციელდებოდა. ტრამპის განცხადების საპასუხოდ, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერიშმა განაცხადა, რომ ახლა არ არის სწორი დრო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის ფინანსების შესამცირებლად. წყარო: Coronavirus: Trump accused WHO of concealing facts and supporting China. He's right? (15.04.2020),#coronavirus #trump #USA #WHO #headline #stopcovid19