ნაწყვწტი წიგნიდან - ტვინის ტYვნა

0
გინდა ძალაუფლება გქონდეს?  გინდა რაღაცას ნიშნავდე და ხალხს ათასჯერ დაფიქრებას აიძულებდე, სანამ რაიმეს გეტყვიან?  მაშინ შეისწავლე შავი რიტორიკა!    ზერელედ, რომ აგიხსნა შავი რიტორიკა, ეს არის სიტყვებით იმ დონემდე მანიპულირება, რომ შენ შეგეძლება შენი ოპონენტისა და მსმენელების საკუთარ აზრზე გადმოყვანა და რა თქმა უნდა შენს ნათქვამზე დათანხმება. ყოველშემთხვევაში, შავი რიტორიკის გამოყენებით, ოპონენტისგან თუ პირდაპირ თანხმობას მაინც არ მიიღებ, კონფლიქტიდან გამარჯვებული აუცილებლად გამოხვალ.    შავი რიტორიკა, ჩემი აზრით, ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი, ერთადერთი, თუ არა უძლიერესი იარაღი, რომლის გამოყენებაც წლების პრაქტიკას და დაუღალავ განვითარებას მოითხოვს.  ახლა, მე ვეცდები გასწავლოთ შავი რიტორიკის ის ხრიკები, რომლებიც ცხოვრებაში აუცილებლად გამოგადგებათ.    პირადად მე, შავი რიტორიკის შესწავლა მაიძულა ჩემმა სიტყვიერმა უძლურობამ ნებისმიერ პატარა , , კბენასთან’’ მიმართებაში. კბენაში აქ იგულისხმება ის სწერვული გამონათქვამები, რომლითაც შურიანი ადამიანები  გულუბრყვილო ხალხს , , გვჩაგრავენ’’. მახსოვს, როდესაც ახლად დაინტერესებული ვიყავი წარმატების მიღწევით და საკუთარი თავისგან ძლიერი ადამიანის შექმნით, დავეტაკე ისეთ ფენომენს, რომელსაც მასიური უარყოფა შემიძლია დავარქვა. ეს იყო ჩემი ახლობლებისგან, ჩემი ნათესავებისგან და მეგობრებისგან, ახალი ჩემი თავის მიუღებლობა და ჩემი ძველ კალაპოტში ჩაგდების მცდელობა, რომელიც სწერვული გამონათქვამებით და უაზრო კბენებით გამომდინარეობდა. როგორებიცაა თითქოს და უტკინარი , , რა იშოვე ასეთი?!’’ , , აბა, აწი დაგვივიწყებ’’ , , უი სად შეგვიძლია, შენ ჰომ უკვე დიდი კაცი ხარ!’’ , , აბა, შენ იცი, მოგვიკითხავ აწი ოდესმე?’’ და სხვა მრავალი. კიდევ ერთი და საკმაოდ მნიშვნელოვანი მიზეზი იმისა, რომ მე შევისწავლე და ვაგრძელებ შავი რიტორიკის შესწავლას , ეს არის საშუალება ჩემი რეპუტაციის დაცვისა. ანუ სიტყვების სწორად მანიპულირებით, მათი სწორად გამოყენებით მე მეძლევა შანსი, ვიყო დაცული ნებისმიერი თუ არა,  უმრავლესობა სიტყვიერი შეტევისგან. პირდაპირ გეტყვით, შავ რიტორიკაში მე არა ვარ ყველაზე ძლიერი ადამიანი, ელემენტარულად იმიტომ, რომ არ გამაჩნია წლების პრაქტიკა. თუმცა, ამ საკითხში აქტიურად ვვითარდები და ზუსტად ჩემი განვითარების მაგალითზე მინდა გაჩვენოთ, თუ როგორ შეიძლება შავი რიტორიკის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება, რა თქმა უნდა ძალაუფლების მოსაპოვებლად, ან შესანარჩუნებლად.    გაითვალისწინეთ, შავი რიტორიკა, ისევე, როგორც წინათ ნახსენები თემები, თავისი მასშტაბებით გიგანტურია, და ჯერ ერთი, მე არ მაქვს იმხელა ცოდნა, რომ ეს გიგანტიზმი თქვენ გადმოგცეთ და მერე მეორე, მე არ მაქვს პრაქტიკაში შემოწმებული  შავი რიტორიკის ძალიან ბევრი რამ. აქედან გამომდინარე,  ვისაუბრებ სწორედ იმ ხრიკებზე, იმ მანიპულაციებზე, რომლებიც გამოცდილი მაქვს, და რომლებმაც სიტყვიერ შეტაკებებში გამარჯვებულად გამომიყვანა.    ერთ-ერთი მათგანი, ეს არის უკვე გამოთქმული აზრის, მრავალჯერ (გადასხვაფერებულად) გამეორება.  უკვე ვახსენეთ, ჰო? ყველასათვის მობეზრებული  წინადადება: გამეორება ცოდნის დედაა. და ეს წინადადება ყოველდრიურ ცხოვრებაში საოცარად ამართლებს. მით უმეტეს შავ რიტორიკაშიც.     ესეიგი, თუ შენ ვინმესთან საუბარში გინდა საკუთარი აზრის გატანა, და ერთხელ ნათქვამი არა და არ მიდის, ან აუდიტორიასთან ან ოპონენტთან იცოდე, რომ შენი აზრის განმეორება გაუტოლდება  ერთგვარ მათემატიკური ფორმულის შესწავლას. ანუ, რაც უფრო მეტჯერ გაუმეორებ ადამიანს შენს აზრს, მით უფრო მეტად ირწმუნებს ის მას.     მაგალითი ცხოვრებიდან:   ჩემთვის უკვე ხშირი პრაქტიკაა, შავ რიტორიკაში ჰეითერებზე ვარჯიში. ანუ ჩემს სამოტივაციო პროექტს, ისევე როგორც ნებისმიერ საქმეს, ჰყავს ჰეითერები, ხალხი, რომელიც დასანახად ვერ იტანს ამავე საქმეს და იქცევა ამ ზიზღის შესაბამისად. ჰეითერებზე ვარჯიში, ჩემი აზრით, ეს არის შავი რიტორიკის ყველაზე  ეთიკურად გამოყენების გზა. რატომ? იმიტომ, რომ ჰეითერს მხოლოდ ერთი რამ აინტერესებს: მას მთელი გულით უნდა, რომ შენს საქმეს და შენ გავნოს, შესაბამისად არც თუ ისე ამორალურია მათზე ვარჯიში. თუმცა რა მორალზეა და რა ეთიკაზეა საუბარი, მაშინ, როცა ყოველდღიურ ცხოვრებაში, თვილ ძალაუფლებისთვის ვირბძვით, არა?    მოკლედ, ჩემს პროექტს ჰყავს ჰეითერები, რომლებსაც ხშირად ჩემს სავარჯიშო სათამაშოებად  ვიყენებ და აი, ერთ- ერთი ვარჯიშის პროცესიც, რომელშიც ჩვენ მას დავცინოდით და ვამცირებდით. ვეუბნებოდით, რომ ის ჰეითერია და იმსახურებს დამცირებას, ვცდილობდით მისი პიროვნული სისუსტეები გამოგვენახა და ამ სისუსტეებზე დაყრდნობით დაგვემცირებინა.  მაგალითად, ჩატის  პერიოდში გაირკვა, რომ ამ ადამიანს საკმაოდ სუსტი სიტყვა-პასუხი აქვს, ანუ არ შეუძლია რაიმე  აზრიანი და ჩამჭრელი წინადადებების გამოთქმა და სწორედ ამიტომ ის იმეორებდა ჩვენს სიტყვებს. თუ მაგალითად, მივწერდით, რომ ახლა მას 4 კაცი დავცინივართ, ის გვპასუხობდა, რომ ახლა ეგ და მისი ძმა ერთად ჩვენ დაგვცინიან.  თუ მივწერდით, რომ ის თავს იმცირებს, ის გვპასუხობდა, რომ პირიქით ჩვენ ვიმცირებთ თავს. შესაბამისად ეს განმეორება გამოვიყენეთ და ძალიან ბევრჯერ მივწერეთ, რომ ეს ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ ჰეითერია, მაინც იწვევდა ჩვენში რაღაც სიმპატიას და ახლა უკვე, ამ თუთიყუშობით ეგ სიმპატიაც დაკარგა და გამოაჩინა თავისი ინტელექტუალური მინიმუმი. საბოლოოდ სიტუაცია მივიდა იქამდე, რომ ის ადამიანი ძალიან შეურაცჰყოფილი დარჩა და ნეგატიური მიმოხილვაც დაგვიწერა, რომელშიც ჩვენი აგრესიული სმს- ების სქრინშოთებიც დაამაგრა. ანუ მანამდე, თუ უბრალოდ ვამცირებდი და ვიწვევდი  ამ ჰეითერს აგრესიულ დიალოგამდე, ახლა უკვე იქამდე იყო სიტუაცია მისული, რომ ჩემივე პროექტის რეპუტაცია შეიძლება შელახულიყო. გამოდის, რომ ამ დამცირებამ, ამ დაცინვამ და ცოტა არ იყოს  ბოროტმა კიბერ ბულინგმა. მიმიყვანა იქამდე, რომ მე წავაგე კონფლიქტში.  რა გავაკეთე თქვენი აზრით ამის შემდეგ?  რა და დავიწყე შავი რიტორიკის გამოყენება.  და აი, აქ იწყება ნამდვილი მაგია!  მე მივწერე: -ნუთუ ვერ ხვდები, რომ ამ ყველაფერს შენთვის ვაკეთებ?  -რაო?  -რაო და შენზე დახმარებას ვცდილობ. აბა რა გგონია ამდენ დროს ტყუილად დაგახარჯავდი? ეს ყველაფერი, ეს დაცინვა გაღიზიანება დამცირება ელემენტარულად იმის გამო იყო, რომ ჩემთვის მოგესმინა.  -რაოო?  -რაო და ჰეითერები იმდენად ჩაკეტილები არიან ხოლმე, რომ არასდროს  ისმენენ სხვის ობიექტურ აზრს. მათთვის მხოლოდ ზიზღის გამოწვევაა მნიშვნელოვანი და მეტი არაფერი. მე კიდე ასეთი ქცევებით, შენი გაღიზიანებით, შევძელი შენივე ყურადღების მოპყრობა და შესაბამისად გამიჩნდა შანსი, რომ  ჰეითერიდან ფანად გაქციო. როგორ გგონია, ახლა 10 ქულიდან რამდენზე ვცდილობ შენზე დახმარებას?  -არ ვარ თქო ჰეითერი!  -მგონი უკვე მოვგვარდით და ვაღიარეთ, რომ ჰეითერი ხარ, არა? მოდი ისევ წრეზე ნუ ვივლით, კარგი?  -რაო? როდის ვაღიარე?  -აბა შენი ნეგატიური შეფასება, შენი აზრით ჰეითი არ არის?  -კი მაგრამ, შენ ისეთი რაღაცეები მომწერე, სხვა რა მექნა?  (ამ სმს-ის შემდეგ, მის სამართლიან სიტყვებს  ვაუფასურებ და საუბარი ისევ ჩემს ტერიტორიაზე გადმომყავს)  -ძან გთხოვ, თავს ნუ იმართლებ და კითხვაზე მიპასუხე, შენი აზრით რამდენად ვცდილობ შენზე დახმარებას?   -არ ვიცი.  -10 ზე (აქ მისი სახელი წერია). შენი აზრით ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა, რომ ჰეითერიდან ფანად გაქციო? შენი აზრით ტყუილად გახარჯავ ამდენ დროს, როცა რაიმე უფრო მნიშვნელოვანის გაკეთება შემიძლია?  -არ ვიცი.  -აქ შენი ცოდნა მთავარი არაა, აქ მთავარი ის არის, რომ უკვე გახსნილი ხარ და ერთი ნაბიჯით წინ ხარ. ბოლოს და ბოლოს მისმენ და მზად ხარ უკვე ფანად ქცევისთვის.  -კი მაგრამ არ ვარ ჰეითერი, არააა!  -გთხოვ არ დაიწყო ისევ, უკვე ძან წინ ვართ და ისევ უკან ნუ დავბრუნდებით...  -კარგი, გისმენ.  -იცი, როგორ უნდა გახდე ფანი?  -როგორ?  -როგორ და  წინა ჰეითერებს, ვისაც ასე ვესაუბრებოდი ჩვენი 20 პოსტის დაგულებას ვაიძულებდი. ანუ ამ დაგულებების დროს, თან მოგიწევს ჩვენი პოსტების ნახვაც და მიხვდები, რომ თურმე ცუდი პროექტი არა ვართ და არ ღირს ჩვენთან ბრძოლა.  - და უბრალოდ ის გინდა გავაკეთო, რომ 20 პოსტი დაგილაიქო? (დაგიგულო?)  -კი, ეგ იქნება პირველი ნაბიჯი.    ეს ჩატი კიდევ 10-15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. საბოლოოდ მე და ეს ბიჭი მივედით იქამდე, რომ მან ჩემი თხოვნის გარეშე  წაშალა მისი ნეგატიური შეფასებაც და 20 პოსტიც დაგვილაიქა.  სანამ ზემოთხსენებული ჩატის გაანალიზებას დავიწყებ, გეტყვით : იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს ამ ჩატის რეალობის დამტკიცება დასჭირდება, მზად ვარ გადმოგცეთ ის გადასხვაფერებულ ფორმატში (ანუ ამ ბიჭის ვინაობას დავმალავ და ისე მოგაწვდით ჩატს.)     ხოლო, რაც შეეხება ჩვენს თემას, როგორც შეამჩნიეთ მთელი ჩატის განმავლობაში მე ათასჯერ, თუ არა, ასჯერ მაინც ვუთხრი იმ ადამიანს, რომ ის ჰეითერია და არავითარ შემთხვევაში არ დავიხიე  უკან. დაჟე მაშინ, როცა  ეს ბიჭი, თითქოს და მართალი იყო, მე არ ვაღიარებდი მის სიმართლეს (და არც ვუარყოფდი), უბრალოდ უკან გადამყავდა თემა იმ კალაპოტში, რომელშიც მე  გამარჯვებული ვიყავი. საბოლოოდ კი, ფაქტი სახეზეა. ხშირმა გამეორებამ,  თითქოს და შეტოპილი სიტუაციიდანაც გამომიყვანა... და ადამიანს გააკეთებინა ზუსტად ის, რაც მე მინდოდა. მესმის, რომ ის ბიჭი ძალიან სუსტი ოპონენტი იყო,  და ზუსტად ამიტომ შევძელი მასზე ამ ხრიკით გამარჯვება, თუმცა გაითვალისწინეთ:  უმრავლესობა ასეთია. ხალხმა არ იცის თავის დაცვა ელემენტარულ სიტყვიერ კონფლიქტში. ხოლო შავი რიტორიკის მასტერთან დატაკებისას ხომ მითუმეტეს  არავის აქვს შანსი.. ეს ხომ სიტყვებით და ადამიანის გრძნობებით მანიპულირებაა, არა? შესაბამისად, ძლიერ ოპონენტსაც მოეძებნება სუსტი წერტილები.    შემდეგი შავი რიტორიკის ილეთი, ეს არის ოპონენტის სიმართლის დამალვა.    გინდა ნებისმიერ კონფლიქტში გამარჯვებული გამოხვიდე? მაშინ არასდროს, არავითარ შემთხვევაში, წამითაც კი, არ დაუშვა, რომ ოპონენტი მართალია. არასდროს არ დათანხმდე, არასდროს არ წამოეგო მის სიმართლეს, რადგან ზუსტად ეგ იქნება ის ინსტრუმენტი, რომელსაც შენი ოპონენტი, შენსავე წინააღმდეგ გამოიყენებს! (შეგიძლიათ ისევ გადახედოთ ზემოთ ხსენებულ ჩატს, და დააკვირდეთ როგორ გავურბოდი ოპონენტის სიმართლის აღიარებას.).  ახლა გადავიდეთ იმ ხრიკზე, რომელიც გამოგადგებათ აი წინათ ნათქვამი , , სწერვობების’’ დასამარცხებლად.    ანუ, თუ ვიღაც ხშირად გკბენთ, თუ ვიღაც გაწუხებთ, რაიმე ზედმეტს გეუბნებად, თავის შინაგან უარყოფას  არ მალავს. მაშინ თქვენ დაგეხმარებათ შავი რიტორიკის ერთ-ერთი უძლიერესი იარაღი, რომელსაც აბსურდამდე დაყვანა ჰქვია.    აბსურდამდე დაყვანა, ეს არის ოპონენტის ნებისმიერი გამოთქმის გაუფასურება.  შურიანი მეგობარი გკითხავს, ასეთი რა იშოვე, მე, რომ აღარ გჭიდებიო?  უპასუხე თვიმფრინავი ვიშოვეო.  ვიღაც შენს საქმიანობას გააუფასურებს და გეტყვის, რა უსაქმური  ხარო?  უპასუხე  საქმიანისგან მესმისო.  მგონი ადვილია, არა? ყველა იმ შემთხვევაში, როცა ვინმე , , გიკბენს’’ შენ უბრალოდ დგები და ეს კბენა დაგყავს აბსურდამდე. შემდეგ კი, რა თქმა უნდა ადამიანს არ ეყოფა იმის შნო, რომ ისევ გააგრძელოს შენთან ასე (უპატივცემულოდ) საუბარი. ელემენტარულად იმის გამო, რომ დაინახავს: მისი , , კბენა’’ მიზანს ვერ აღწევს, ის ამით პირიქით დასაცინად იხდის თავს. შესაბამისად არც ღირს მოქმედების გაგრძელება.  ახლა მოგიყვებით კიდევ ერთ ზღაპარს , რომელშიც ერთდროულად  აბსურდამდე დაყვანის პრაქტიკაში გამოყენებასაც განახებთ და იმასაც, თუ რა უარყოფითი შედეგი შეიძლება მოჰყვეს შავი რიტორიკის გამოყენებას.     ზღაპარი:  იყო და არა იყო რა, ერთ მაღალ შავ თმიან ტაქსიტზე უკეთესი ვინ იქნებოდა? თან ყველაზე ცუდ ტაქსიტზე მსოფლიოში, რომელმაც არც გზები, არც რუკებისა და სამუშაო პროგრამის სწორად გამოყენება იცოდა... ერთადერთი პლიუსი, რაც ამ მშვენიერ ტაქსიტს გააჩნდა, ეს იყო ძალიან კარგი ფლეილისტი, რომელიც ყველა მგზავრს მოსწონდა. მოკლედ, ამ ტაქსისტს ორი უფროსი ჰყავდა, რომელთაგან ერთერთს, ის ძალიან უყვარდა და მეორეს მთელი არსებით სძულდა. მოდი პირველ უფროსს დავარქვათ კეთილი, მეორეს შესაბამისად ბოროტი.  რატომ სძულდა ჩვენი გმირი ბოროტს? იმიტომ, რომ ხდება ხოლმე, როცა თვითდაუჯერებლი მაკაცი ხედავს მასზე , , სიმპათიურ’’ მამაკაცს, რაც ავტომატურად იწვევს შინაგან უარყოფას.  ეს სიტუაცია ძალიან კარგად არის აღწერილი გრეგორი დავიდ რობერთსის წიგნში (შანტარამ) ზუსტად იმ წიგნიდან გავიგე, თუ რას გრძნობს (ახლა უხეშად გამომივა) არა ლამაზი, მოკლედ მახინჯი მამაკაცი, სიმპათიური მამაკაცის დანახვისას. ანუ, ამ წიგნიდან გავიგე, თურმე რა დებილი ვიყავი მთელი ცხოვრება, რომ ვერ ვხედავდი იმ ელემენტარულ პიროვნულ უარყოფას, რომელსაც მთელი ცხოვრება ვეტაკებოდი. თუმცა,  მოდი ვეცადოთ თემიდან არ გადავუხვიოთ და უბრალოდ ის გავითვალისწინოთ, რომ ბოროტ უფროსს ჩვენი ზღაპრის გმირი, უბრალოდ მისი გარეგნობის გამო არ უყვარდა. ერთ დღესაც, როცა ძალიან ცუდი სამუშაო დღე იყო, კეთილმა უფროსმა ჩვენს გმირს უთხრა, რომ მანქანა  უნდა გაჩერდეს, შესაბამისად მივიდეს ოფისსში  და ჩაბარდეს.  ახლა მთელ ზღაპარს მეტი რეალიზმისთვის მესამე  პირიდან ისევ პირველში გადავიყვან და გეტყვით, რომ ზუსტად ეგ მომენტი იყო ჩემთვის (ანუ ზღაპრის გმირისთვის) აი , იმ ბოროტ უფროსის ტრაკზე დასაყენებელი შანსი. ზუსტად ამ მომენტის შემდეგ გამახსენდა, როგორ ჩამომართვა მან მარცხენა ხელი  მაშინ, როცა ყველა ირგვლივ მყოფს მარჯვენა ხელით მიესალმა, რაც ჩემთვის შეურაცჰმყოფელი აღმოჩნდა. სწორედ მაშინ გამახსენდა, როგორ მალოდინა ორ საათნახევრის განმავლობაში, სანამ სახლში წასვლა და მანქანის ჩაბარება შევძელი. მოკლედ, მთლიანად გავემზადე იმისთვის, რომ სამსახურიდან აგრესიულად, კონფლიქტურად და რა თქმა უნდა შავი რიტორიკის გამოყენებით წამოვსულიყავი.    კეთილმა უფროსმა  მომთხოვა, თუ არა მანქანის ჩაბარება, მე უარით ვუპასუხე და მტკიცედ გავაგებინე, რომ მანქანას ოფისში არ მივიყვანდი, რადგან მაქედან არ წამომიყვანია და რადგან სამუშაო დღე არ დასრულებულა არც ვარ ვალდებული ოფისში დავტოვო მანქანა, შესაბამისად დავტოვებ იქ, საიდანაც წავიყვანე. რამაც ბუნებრივია უფროსის გაღიზიანება და უკმაყოფილობა გამოიწვია, ორი თუ სამ წუთიანი მობილურზე საუბრის შემდეგ, კეთილმა უფროსმა მითხრა, რომ სახლში თვითონ გამიყვანდა, ოღონდ მანქანა ოფისში უნდა დამეტოვებინა. მეც მომეწონა ეს ვარიანტი, დავთანხმდი და ოფისისკენ გავემგზავრე. ნუ, რა თქმა უნდა ვიცოდი, რომ კარგად არაფერი არ დამთავრდებოდა და გულწრფელად გეტყვით, არც მინდოდა, რომ კარგად დამთავრებულიყო. მე აუცილებლად უნდა დამესაჯა ბოროტი უფროსი უპატივცემულობის გამოჩენის გამო.    ოფისში მისულს, ორივე მათგანი აგრესიულ და საომარ განწყობაზე დამხვდა. კეთილმა ხელი ჩამომართვა, ბოროტმა არა. მეც რა თქმა უნდა არ მივესალმე მეორეს. და ზუსტად აქ დაიწყო ჩვენი მთავარი კონფლიქტი, გარკვევა იმისა, თუ ვინ იყო მართალი და ვინ როგორ უნდა მოქცეულიყო.  გულწრფელად გეტყვით, ის ბიჭები, სიტუაციიდან გამომდინარე მართლები იყვნენ, თუმცა შავ რიტორიკას ვერაფერს წაუყენებდნენ. მე რა თქმა უნდა ყველა მათ ობიექტურ სიმართლეს  ვმალავდი და მხოლოდ იმაზე  ვსაუბრობდი, რაც იმ მომენტში მაწყობდა. რა თქმა უნდა გამეორების ხრიკსაც ვიყენებდი, რა თქმა უნდა სიმართლის დამალვასაც და აბსურდამდე დაყვანასაც.  თუ მაგალითად, უფროსი მეტყოდა: -წესია ასეთი, მანქანა ყოველთვის უნდა ჩაბარდეს ოფისში, ასე ვმუშაობთ ყველა.  მე ვეტყოდი: -არ დაიღალე ერთი და იგივეს მილიონჯერ გამეორებით და კრუგზე სიარულით?  რამე ახალი მაინც მითხარი..   და შემდეგ ვაყოლებდი ჩემს უკვდავ არგუმენტებს.  თუ ჩემს არგუმენტზე, რომ მომხარებლებით არ უზრუნველყოფდნენ ჩემს საჭირო დონეზე მუშაობას ისინი მეტყოდნენ, რომ მე არ ვასრულებდი საჭირო შეკვეთებს.  მე ვპასუხობდი, რომ  თბილისიდან ამსტერდამში კაცის წაყვანაზე რა თქმა უნდა არ დავთანხმდებოდი. ანუ მე იმდენად ვაუფასურებდი ყველა მათ სიტყვას, რომ მათ შანსიც კი არ რჩებოდათ რამე ახალის მოსაფიქრებლად.  საბოლოოდ მივედით   სიტუაციამდე, როცა კეთილი უფროსი , , აფეთქდა’’  სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა, მე ოფისის კარი გავაღე და გარეთ გამოსასვლელად , , გასასეირნებლად’’ დავპატიჟე. რაზეც ბოროტი უფროსის სიტყვები გავიგე : ახლა გაიჩალიჩებ ბიჭო! მისი ნათქვამი დავაიგნორე და ისევ კეთილს დავუბრუნდი გარეთ გასეირნების შეთავაზებით და წამი არ იყო გასული ისე, ბოროტი წამოხტა მარჯვენა ხელში შავი რევოლვერი დაიჭირა და მარცხენა ხელით ყელში მწვდა. ამ დროს მეორე უფროსიც წამოხტა და ყვირილით ცადა ჩვენი გაშველება (არ დაარტყაო), ანუ არ უნახავს ის იარაღი  და ეგონა უბრალოდ ჩხუბამდე მიდიოდა საქმე. მოკლედ, წამი არ გასულა და როგორ გგონიათ, რა გავაკეთე ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად?    რა და ყველაზე იდიოტური საქციელი, რაც კი ოდესმე თავში მომსვლია. რატომღაც მთელი სულით და გულით მჯეროდა, რომ ეს ბიჭი არ მესროდა და არაფერს დამიშავებდა და ზუსტად ამიტომ დავიწყე სიცილი სიტყვებით (იარაღიი?! მართლა?!) და ეს იმდენად ნაგლი გამოხტომა იყო, რომ იმ ბოროტის სახეზე გაკვირვებაც კი, დავინახე. რამოდენიმე წამში კეთილმა ბოროტი დააწყნარა, ბოროტი ჩემს წინ ისევ რევოლვერით ხელში იდგა და ბრძანებითი ტონით მეუბნებოდა, რომ სკამზე დავმჯდარიყავი და აბა გამებედა ხმის ამოღება.   იცი რა ვქენი ამ დროს?  რა და იმაზე უფრო იდიოტური რამ, რაც წინათ გავაკეთე. გამოვიყენე ჩემი მზერა, რომელსაც აქამდე ვავარჯიშებდი და რომელზეც ამ წიგნში აქამდე ვსაუბრობდი და უხმოდ, ვუყურებდი მას თვალებში. ეს იყო მომენტი, რომელიც არასდროს დამავიწყდება.  ზუსტად მაშინ დავინახე ჩემზე ბევრად უფროსი იარაღიანი მამაკაცის თვალებში შიში. მან ყვირილი დაიწყო სიტყვებით: სახე გამისწორე ბიჭო! ერთხელ, ორჯერ, სამჯერ  და ამის შემდეგ, უთქმელად ვაღებ ოფისის კარებს და გავდივარ გარეთ.  ეს ბოროტი უკან მოსმდევს დაახლოებით 20 მეტრი, იარაღს ზურგს უკან მალავს, უფროსწორედ ხელს, რომელშიც იარაღი უჭირავს და მიყვირის: მოდი ბიჭო, სათქმელი მაქვს რაღაცა  რას მარბენინებო. მაგრამ  მე არაფერი აღარ გამაჩერებდა. დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ ეს ბიჭი არ მესროდა და ამ დარწმუნებას მის წინააღმდეგ ვიყენებდი...  მორჩა ზღაპარი.    მორალი:  ეს სიტუაცია, იყო შავ რიტორიკაში ჩემი დამარცხება. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მიზანს მივაღწიე და ბოროტს დავანახე , რომ ჩემზე მაღლა ვერ დგას. მე საკუთარი თავი სასწორზე დავაყენე. იცი რა მოხდებოდა, რამე რომ სხვანაირად წასულიყო? მე ან ინვალიდად დავრჩებოდი და მთელი ცხოვრება ჩემი მშობლების სარჩენი ვიქნებოდი, ან მოვკვდებოდი და დედ-მამას ერთადერთი შვილის გარეშე  დავტოვებდი. და რის გამო? იმიტომ, რომ ვიღაც  უსუსურ მამაკაცისთვის ჩემი დომინანტობა მეჩვენებინა და ძალაუფლება მომეპოვა? თუ შავ რიტორიკას იყენებთ, დარწმუნებული იყავით იმაში, რომ ჯანმრთელობას საფრთხეში არ ჩაიგდებთ და მომავალში თქვენგან დაჩაგრული ადამიანი შურს არ გიძიებთ. შავი რიტორიკა, ეს არის ყველაზე საშიში იარაღი, რომელსაც თქვენი  ცხოვრების დანგრევა შეუძლია, შესაბამისად მისი აგრესიულად გამოყენება შეცდომა იქნება, რისი მტკიცებულებაც წინა ზღაპარმა დაგანახათ.  (დანარჩენის წასაკითხად, დამეხმარე feedc-ის გრანტის მოგებაში, რომლის დახმარებითაც გამოიცემა ეს წიგნი.) გააზიარე პოსტი, მოიწონე ის, დაწერე კომენტარი და აუცილებლად ურჩიე მეგობრებს
#feedcgrant
#წიგნები
#ფილოსოფია
#ახალიამბები
0