10 votes
0 comments
0 shares
Save
7 views
Irakli Tavartkiladze
Tbilisi · 9 months ago

ცხოვრება საამური აქვს!!😂


Irakli Tavartkiladze
Tbilisi · 9 months ago
Similar Posts
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 weeks ago
გიორგი შაქარაშვილის ბიძა ნიკა გვარამიას მიმართავს
19 წლის გიორგი შაქარაშვილის ბიძამ ადვოკატი მირიან ნიკოლაძე „მთავარი არხს“ და მის დამფუძნებელ ნიკა გვარამიას ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში სდებს ბრალს. “მიუხედავად ჩემი მძიმე ემოციური მდგომარეობისა, რასაც თან დაერთო გაუსაძლისი რეჟიმიც ჩემი გიორგის საქმიდან გამომდინარე, ვცდილობ, მშვიდად დავაკვირდე საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, ჟურნალისტებს, სამართალდამცავებს, მათ ქცევებს და დამოკიდებულებებს. რატომ ვაკეთებ ამას არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ასე ხდება. საბოლოო ჯამში, დღეს საღამოს, ჩემი სამსახურიდან მორიგი ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ სწორედ მთავარი არხის ჟურნალისტს ვუთხარი, რომ არ მჯეროდა თუ იარსებებდა საქართველოში, თუნდაც ყველაზე ცივსისხლიანი ადამიანი, რომლისთვისაც გიორგის ტრაგედია, როგორც მინიმუმ, “სულერთი” იქნებოდა. ამთავითვე ვიტყვი, შემიძლია, საჯაროდ დავიფიცო, რომ სიბრალულის გრძნობის გარდა არანაირი განცდა არ მაქვს, ვერაფრით ვერ ვიგებ, რატომ შეიძლება ადამიანი იყოს ასეთი უბედური, არა ისეთი, როგორიც დღეს ჩვენ-გიორგის ოჯახი ვართ ტრაგედიის გამო, არამედ არსით და ბუნებით. ერთ დროს ჩემო მეგობარო და შემდგომ ჩემ მიერვე გულნატკენო ადამიანო, ორი რამ მინდა გითხრა, როგორც შვილების მამას და როგორც იურისტს: 1. მიზანი, რომ მირიან ნიკოლაძის მიმართ საკუთარი ძმის (რა მნიშვნელობა აქვს, ბიძაშვილის) ოჯახში გაჩნდებოდა უნდობლობა, არ გამოვიდა. შემიძლია, გარდაცვლილი ბავშვის მშობლების მოსაზრება გითხრა სრული ციტატით: “რატომ გვკლავს მეორედ ეს ბოროტი ადამიანი თავისი პოლიტიკური შოზოფრენიის გამო?!” 2. მსგავსი ზედაპირული კეკლუცობის, საქმეში ჩაუხედაობის და უშინაარსო ბლუყუნის შემდეგ (ნუ მიწყენს იქ მჯდომი ჩემი კოლეგა), ჩვენ, თავის დროზე, მთელ საგამოძიებო ჯგუფს ვუშვებდით სახლში, რათა სხვა სისხლის სამართლის საქმე აღარ დაეღუპა თავისი არაკვალიფიციურობით. მესმის, რომ სისხლის სამართლის საქმის სპეციფიკაში ჩაუხედავი საზოგადoება თქვენი ინფანტილური წიაღსვლების მძევალია, მაგრამ რა ვუყო. მე და ბავშვის ოჯახმა გავიგეთ, რომ ჩემზე მეტად გიყვარდა გიორგი, გავიგეთ, რომ ჩემზე მეტად ერთგული ხარ ჩვენივე საკუთარი ოჯახის, გავიგეთ, რომ სისხლის სამართლის ვირტუოზი ბრძანდები, მაგრამ ერთი რამ ვერცერთმა ვერ გავიგეთ-სლუკუნით და ცრემლების ღვარღვარით დაწყებული გადაცემა რატომ უნდა მთავრდებოდეს პოლიტიკური მოწოდებებით. ისევ გულისტკივილით და შენზე ფიქრით (მენანები გულწრფელად) დამძიმებულმა მინდა ვუთხრა საზოგადოებას რას აკეთებდა “მთავარი არხი” ეს დღეები, მაშინ როდესაც, როგორც თქვენ ბრძანეთ- მე ბავშვის სულს ვყიდდი და “კონვერტების მიტან-მოტანით თუ საპარლამენტო სიაში მოხვედრით” ვიყავი დაკავებული (თუ როგორც იყო, აღარ მახსოვს). რას აკეთებდა და ჯერ ბავშვის დაღუპვის ამბავი არც კი ვიცოდით (ანუ მეორე დღესვე), ჯერ მდინარის კალაპოტში დაკაწრულები და გამწარებულები დავეხეტებოდით, როდესაც ამ არხის ჟურნალისტების პირველი კითხვა იყო: “ბატონო მირიან, ამბობენ, რომ პოლიცია და მაშველები არაფერს აკეთებენ გიორგის გადასაჩენად. ამბობენ, რომ თქვენ ხართ უკმაყოფილო სახელმწიფო ორგანოების მოქმედებით”(ნუ მიწყენენ, მე მესმის მათიც კი). დიახ, პატივცემულო, ასე იყო. გამორთული კამერებით თავდასხმები მხოლოდ ერთი ფრაზის გამო-რამენაირად ვინმე გაგველანძღა, არც ბავშვი გაინტერესებდათ და არც ოჯახი (ეს ყველა იქ მყოფი ჭირისუფლის მოსაზრებაა, რომელზედაც ყოველდღიურად ძალადობდნენ). შემდეგში იყო თქვენს არხზე ჩემი პირდაპირი ეთერი, საიდანაც ასევე ვერაფერი გამოვიდა, სადაც ძალიან ადამიანური და კეთილშობილი წამყვანი ვეღარ უძლებდა ვიღაცეების აგრესიულ ბრძანებებეს და ორჯერ მოუწია ყურსასმენის ნერვიულად მოცილება ყურიდან. გასაგებია ჩემთვის ის ისტერიკა, რაც ბავშვის სიკვიდილის ვერ “გასკანდალება-გაპოლიტიკურებამ” გამოიწვია, მაგრამ მე უბედურებამ ვერ დამაკარგინა საკუთარი სახე და შენ დაკვეთის ვერშესრულება ნუ წაგშლის, როგორც ცარიელ ადგილს. რომის პაპზე მეტი კათოლიკობა წარმართების საქმეა, შენ თვითონაც ხომ იცი. მოკლედ, ასეა თუ ისეა, ჩემი პატარა და უცოდველი გიორგი ძალადობამ მოკლა, ზუსტად იმავე ძალადობამ (რა განსხვავებაა ფიზიკურსა და ფსიქოლოგიურს შორის?!), რომლის მსხვერპლიც ახლა მისი ოჯახია. დაგამძიმებს ასე ცხოვრება, დამიჯერე.”– წერს მირიან ნიკოლაძე,
Mariam Chikaidze
Tbilisi · 3 months ago
არნახული კუბა
სავსე მკერდიანი ქალები,საოცნებო თვალებით ავსებული წამწამები,კუბური რიტმი,კუბური მუსიკა,ჭრელი ფერები და რაც მთავარია-კუბური თავისუფლება. წითელ კაბაში გამოწყობილი ლამაზმანი სცენის ცენტრში დაფარფატებდა. მეც შევცქეროდი მის მომხიბვლელ სვლებსა თუ მანერებს. ქუჩაში ძველმოდური მანქანები დაქროდნენ და სასიამოვნო კონტრასტს ქმნიდნენ ქალთან. მის გარეშემო მოცეკვავე მამაკაცები სიგარებს სთავაზობდნენ, პასეოს გლამურულ პარკზე ესაუბრებოდნენ და მის ოთახში შეტყუებას ცდილობდნენ,მაგრამ ქალბატონი ღიმილით არიდებდა თავს,სიგარას გამოართმევდა და აგრძელებდა ტანის საამურ რხევას. ფრიალა წითელი ნაჭერიც თითქოს მოგზაურობდა ვნებიანი ქალის სხეულზე–დაუკითხავად... მე... შემთხვევით მოვხვდი პლაზა ვიეჯაზე.გავლას ვაპირებდი,მაგრამ ამ ქალის სითამამემ თავდაპირველად დამაბნია და ერთბაშად აღმაფრთოვანა. ერთი ჩვეულებრივი ტურისტი,რომელიც გაოგნებული შეჰყურებდა ნამდვილ კუბელ აფროდიტას,ვიდექი და ვტკბებოდი მისი სილამაზით. სულ დამავიწყდა ყველაფრის ნახვა ორ დღეში,რომ უნდა მომესწრო. მე,ხომ მოგზაური ვიყავი. ფიქრებში წასულმა ვერ შევამჩნიე,თუ როგორ დაიძრა სხეულის ნაზი ნარნარით ულამაზესი ქალი. ხელი სიტყვის უთქმელად ჩამკიდა და პატარა ოთახისკენ წამიყვანა. რა აღარ ვიფიქრე,რა არ გავივლე გონებაში,მაგრამ მადლობა ღმერთს,იმედები გამიცრუვდა. ესპანურად მომაძახა რაღაც,რაც მე რა თქმა უნდა ვერ გვიგე. ხელში ულამაზესი კაბა მომაწოდა,მოქარგული,ორნამენტებიანი მარაო მესროლა,ეშმაკურად ჩაიცინა და მარტო დამტოვა–მოხატულ,პატარა ოთახში. ჩემთვის ჩავიბურტყუნე,ტანსაცმელს დავხედე და გავიაზრე,რომ უნდა ჩამეცვა. ფრთხილად ვეპყრობოდი ჩემთვის სულიერ ნაჭერს,რომელიც ყვითლად ყვიროდა და უფრო მეტად აჩქარებდა,ჩემს ისედაც აჩქარებულ გულს. მხრებს საერთოდ არ ეკარებოდა და არც ჩემი კისრის სიფაფუკე აინტერესებდა. გრძელი და გაშლილი იყო,როგორიც კუბელ აფროდიტას ეცვა,ესეც,ხის იატაკს ჩახუტებოდა და ნაზად ეფერებოდა. მარაო ავიღე და ფრთა შევასხი. მივხვდი თუ რამხელა სიმდიდრე მეჭირა ხელთ. შავი ნაქარგებითა და კუბური კულტურით ასახული,გვერდებში ვერცხლისფერი ორნამენტებით და წითლად ამოქარგული ,,კუბა“ ამშვენებდა მარაოს.თითქოს მისი გაშლით თავიდან შევიგრძენი ის სუნი რაც ამ ქვეყანას ასდიოდა,თავისუფლების და სილამაზის სუნი–საამო სუნი! კუბელი აფროდიტა ქარივით შემოფრინდა ოთახში, მანიშნა ფეხზე გამეხადა. მეც მის ნებას დავყევი და გავიფიქრე, რომ ახალი თავგადასავლის დრო იყო,ამიტომ მასთან ერთად გავხტი სცენაზე. კუბური მუსიკა სასიამოვნოდ ხვდეობა ყურებს,თითქოს ამ სამყაროსგან შორს წამიყვანა და ნამდვილი ცხვორების არსი დამაგემოვნებინა,როგორც გაირკვა ,,ბუენო ვისტას სოციალური კლუბის“ მელოდეიებს აჟღერებდნენ. საამური იყო,კუბური თვისუფლება,კუბელ აფროდიტასთან ერთად,რომელიც იმ ვნებიან მოძრაობებს მასწავლიდა,რასაც მე შევცქეროდი წამის წინ. არნახული იყო კუბა,მაგრამ იმაზე მეტად გავიცანი ის ვიდრე ამას სხვა გზებით მივაღწევდი და მოვახერხებდი. ჩემმა თვითმფრინავმა ორი დღის შემდეგ თავზე გადამიფრინა,მაგრამ ძვლივს შევამჩნიე. იმიტომ,რომ არნახულ კუბაში,კუბური თავისუფლებით ვტკბებოდი. მარიამ ჭიკაიძე ✨💛#მარიამჭიკაიძე #წერესახლში #დარჩისახლში #თბილისი
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 weeks ago
იდეალური მეორე ნახევარი - რას გვეუბნებიან ზოდიაქოს ნიშნები
ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს განსაკუთრებული თვისებები აქვს, ეს თვისებები კი მეორე ნიშანს შეიძლება ან ძალიან მოსწონდეს, ან პირიქით – აღიზიანებდეს. გაეცანით თქვენი ნიშნის მახასიათებლებლებს და იმას, თუ ზოდიაქოს რომელ ნიშანთან შეძლებთ ჰარმონიულ თანაცხოვრებას ვერძი ვერძი აგრესიული პიროვნებაა, რომელსაც სწრაფი ტემპით უყვარს ცხოვრება. მას სჭირდება პარტნიორი, რომელიც დროს ფეხს აუწყობს. მისი იდეალური მეორე ნახევარია ის, რომელიც თავდაჯერებულია და გარისკვის არ ეშინია. პოტენციური მეორე ნახევარია: ვერძი, ლომი, მშვილდოსანი, ტყუპი და მერწყული. კურო კუროს ერთგული და რომანტიკული პარტნიორი სჭირდება. კურო ლოიალური რჩება ბოლომდე, მაგრამ სჭირდება ისეთი მეგზური, რომელიც მის ძლიერ გრძნობებს უპასუხებს. მისი იდეალური მეორე ნახევარის ის, რომელიც იმსახურებს ნდობას, არ თამაშობს, რადგან კუროს ამისთვის დრო არ ჯყოფნის. პოტენციური მეორე ნახევარია: კირჩხიბი, თხის რქა, ქალწული და თევზები. ტყუპი მას სჭირდება ჭკვიანი, იუმორით სავსე და საინტერესო მეგზური. ტყუპს შეუძლია გამოიცნოს, ვის ხვდება, ამიტომ თუ მან მომავალი პარტნიორი შეარჩია, ეს უკანასკნელი ამას აუცილებლად იგრძნობს. მათი იდეალური მეორე ნახევარია – ოხუნჯი, ჭკვიანი და საინტერესო. პოტენციური მეორე ნახევარია: ლომი, სასწორი, ვერძი და მერწყული. კირჩხიბი მას სჭირდება ჭკვიანი, ალერსიანი სულისა და ფაქიზი გულის ადამიანი. კირჩხიბს უზომო გული აქვს და დიდი სიყვარული. მას სჭირდება ისეთი მეგზური, რომელიც საკმაოდ ჭკვიანია, მაგრამ ასევე – ალერსიანი, რომ კირჩხიბმა თავი განსაკუთრებულ და საყვარელ ადამიანად იგრძნოს. მას არცთუ დიდი დრო რჩება ეგოიზმისთვის, ამიტომ მისი იდეალური პარტნიორი მზრუნველი და მტკიცე ხასიათისა უნდა იყოს. პოტენციური მეორე ნახევარია: მორიელი, კურო, თევზები და ქალწული. ლომი ლომს თავდაჯერებული ადამიანი სჭირდება. ადამიანი, რომელიც მზადაა თავგადასავლებისთვის და მრავალფეროვნება არ აშინებს. მაგრამ, ამასთან, დამაინტრიგებელიც, რომ ლომი ვერ მიხვდეს, რა მოხდება შემდეგ. პოტენციური მეორე ნახევარია: ტყუპი, სასწორი, მშვილდოსანი და ვერძი. ქალწული მას სჭირდება გამოცდილი, ამბიციური და ერთგული თანამგზავრი. ასევე მისი პარტნიორი უნდა იყოს აქტიური, დღე უსაქმურობაში არ უნდა გაატაროს. ყველაზე მეტად კი ქალწულს სჭირდება ისეთი ადამიანი, რომელიც ურთიერთობებში ისეთივე დამოკიდებული იქნება, როგორც თავადაა. პოტენციური მეორე ნახევარია: მორიელი, თხის რქა, კირჩხიბი და კურო. სასწორი სასწორს სჭირდება ადამიანი კარგი გარეგნობით, ტვინითა და თავდაჯერებულობით. მას მაღალი სტანდარტები აქვს, როცა საქმე სიყვარულს ეხება და შემთხვევით ადამიანს ცხოვრებას არ დაუკავშირებს. მას ფიზიკური სილამაზე ხიბლავს. პოტენციური მეორე ნახევარია: ტყუპი, მერწყული, მშვილდოსანი და ლომი. მორიელი მას სჭირდება ადამიანი, რომელიც გამოიწვევს, დაათრობს თავისი ვნებითა და ინტენსიურობით. მორიელის სიყვარული ღრმა და აბსოლუტურად უტყვია. მაგრამ მას სჭირდება ისეთი ვინმე, რომელიც გამოიწვევს. მისი იდეალური მეწყვილეა წარმოსახვის მქონე ადამიანი, რომელიც ღრმად ფიქრობს და გრძნობს, მაგრამ თავის კარტს მალევე არ ხსნის. მორიელს საიდუმლო და ინტრიგა უყვარს. პოტენციური მეორე ნახევარია: თევზები, ქალწული, თხის რქა და კირჩხიბი. მშვილდოსანი მას სჭირდება თავისუფალი სულის ადამიანი, რომელიც არ დაიჟინებს მის შეცვლას. მშვილდოსანი აფასებს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას არ სჭირდება, როცა ვინმე ებღაუჭება. მისი იდეალური პარტნიორია ადამიანი, რომელიც ცხოვრებას იუმორით უყურებს. პოტენციური მეორე ნახევარია: ლომი, მერწყული, ვერძი და სასწორი. თხის რქა მას სჭირდება საინტერესო, დამაინტრიგებელი სული, რომელიც ბოლომდე ერთგული დარჩება. თხის რქას არ ეშინია, იყოს დაკვირვებული და ფრთხილი, როცა საქმე სიყვარულს ეხება. მისი ცხოვრების მეგზური უნდა იყოს ინტელექტუალი და თხის რქასთან გააზრებული და ღრმა ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. მაგრამ, პირველ რიგში, უნდა იყოს საიმედო და ერთგული… თხის რქა სჭირდება ის, ვისი იმედიც ექნება. პოტენციური მეორე ნახევარია: თევზები, კურო, ქალწული და მორიელი. მერწყული მერწყულს სჭირდება მოსიყვარულე, შავი იუმორისა და კულინარიული ნიჭის მქონე ადამიანი. მერწყულის იდეალური პარტნიორი უნდა იყოს მხიარული, მზად უნდა იყოს შემთხვევითი თავგადასავლებისთვის; ასევე ძალიან იზიდავს შავი იუმორი და სიტყვამოსწრებული ადამიანები. თუ მერწყულს გააცინებთ, თქვენთვის ყველაფერს გააკეთებენ. ასევე დიდი პლუსია საჭმლის მომზადების უნარი. პოტენციური მეორე ნახევარია: სასწორი, ვერძი, ტყუპი და მშვილდოსანი. თევზები მას სჭირდება თავდაჯერებული, შემოქმედებითი ადამიანი. თევზი საკუთარ სამყაროში ცხოვრობს და ცხოვრებას ძალიან სერიოზულად არასდროს აღიქვამს. მისი იდეალური პარტნიორია თავდაჯერებული, ცოტა ველური და შემოქმედებითი ადამიანი. პოტენციური მეორე ნახევარია: კირჩხიბი, თევზები, მორიელი.
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
იდეალური წყვილები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
ასტროლოგია - ზოგისთვის სისულელე, ზოგითვის კი ნამდვილად საინტერესოა საგანია. თუმცა განურჩევლად ყველა ადამიანს, ცნობისმოყვარულ დონეზე მაინც აინტერესებს თუ რომელი ნიშნები შეესაბამებიან ერთმანთეს მეგობრებად, მეწყვილეებად და ა.შ. სწორედ ამას ეძღვნება დღევანდელი სტატიაც. საინტერესოა, რომელი ზოდიაქოს ნიშნები ქმნიან ყველაზე შთამბეჭდავ წყვილებს, ვის უნდა დაუკავშიროთ თქვენი ცხოვრება და როგორ განსაზღვრავს ამას ასტროლოგია... ვერძი და მერწყული ვერძსა და მერწყულს შორის თითქმის არასდროს არ დგება მოსაწყენი მომენტი, რაც მათ ურთიერთობას ამაღელვებელს ხდის, ორივე ნიშანი არის თავგადასავლების მოყვარული და მარტივად იღებენ ყველა სიახლეს, პირიქით სიახლის მაძიებელნიც კი არიან, ისინი ერთმანეთის კომპანიაში არასდროს იღლებიან, პირიქით მათ ერთად ყოფნა ყოველთვის ძალიან სიამოვნებთ, მათ კარგად იციან მეგობრებთან გატარებული დროის ფასიც და განმარტოებისაც. კურო და კირჩხიბი კურო და კირჩხიბი ნამდვილად ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი, მათ მჭიდრო კავშირი აქვთ, როგორც ფიზიკურად ასევე ემოციურად, ორივე აფასებს ერთმანეთის შინაგან ბუნებას, მათ კარგად იციან როგორ უნდა მიაღწიონ მარადიულ სიყვარულს რაც ესოდენ რთულია. ტყუპები და მერწყული ტყუპებს და მერწყულს აქვთ გიჟური გონებრივი და ემოციური კავშირი, მათთვის რამდნეიმე თვეც საკმარისია რომ სრულებით გაიცნონ ერთმანეთი, ორივესთვის მნიშვნელოვანია კრეატიული იდეები და თავგადასავლები, მოულოდნელი გადაწყვეტილებები, მიუხედავად იმისა რომ მათ ერთად ყოფნა დიდ სიამოვნებას ანიჭებთ, ისინი პირადი სივრცითაც სარგებლობენ, ეს არ იწვევს დაბრკოლებას მათ შორის რადგან ორივეს ესმის განმარტოების და საკუთარი სივრცის არსებობის აუცილებლობა.კირჩხიბი და თევზები კირჩხიბი და თევზები არის ორი მაგარი წყლის ნიშანი და ინსტინქტურად აქვთ ერთი მასიური კოსმიური კავშირი.კარგად მუშაობენ ერთად, რადგან იციან ერთმანეთი არაჩვეულებრივად და ამაყობენ კიდეც ამით. მათ აქვთ ძალიან კარგი თავსებადი ინდივიდუალური თვისებები, რომელიც სრულებით ერწყმის ერთმანეთს. თევზები სხვა ყველაფრითაა მოცული, როცა კირჩხიბი დაკავებულია მისი გარშემო მყოფების აღზრდით, რაც ორივეს ურთიერთობას ამყარებს. საბოლოო შედეგი არის ღრმა ფსიქოლოგიური კავშირი, რომელიც მარტივად არ მიიღწევა. ლომი და მშვილდოსანი ლომსა და მშვილდოსანს შორის ვნებათა უდიდესი კავშირია, ორივე ტკბება ცხოვრებითა და სიყვარულით, ამხნევებენ ერთმანეთს დასახული მიზნების მისაღწევად, ორივე ცეცხლის ნიშანია და ღრმა გაგებით გამოირჩევიან ერთმანეთის მიმართ, რაც მათ ეხმარება მარტივად გაიარონ ცხოვრების გრძელი გზა. ეს ის წყვილია რომელიც ძალიან სახალისოა და ყველას სურს მათ გარშემო ყოფნა, ზუსტი წყვილი როგორადაც ყოფნა ყველას უნდა, მათი ცხოვრებისადმი სიყვარული შეიძლება ითქვას შესაშურია. ქალწული და კურო ორივე მიწის ნიშანია, შესაბამისად ორივე პრაქტიკულია ყოველდღიურ ცხოვრებაში, რასაც მათ ურთიერთობაში სიმშვიდე შემოაქვს, ეს ორი ზოდიაქოს ნიშანი საკმაოდ გულსწრფელია, მარტივად უახლოვდებიან ადამიანებს და ხანგრძლივს ურთიერთობას იჭერენ მათთან. ვერ იპოვით ორ სხვა ნიშანს, რომლებიც ისე უხდებიან ერთმანეთს როგორც ქალწული და კურო, რადგან ისინი არა მარტო მთლიანობას ინარჩუნობენ არამედ აქვთ ერთი და იგივე მახასიათებლები და ფასეულობები, რაც საშუალებას იძლევა ერთმანეთი ბოლომდე გაიაზრონ. სასწორი და ტყუპები სასწორსა და ტყუპებს შორის ურთიერთობა ძლიერი ინტელექტუალური კავშირია, ორივე ჰაერის ნიშანია და ღრმა გონებრივ სტიმულაციაშია, გონება მათთვის ძალიან სექსუალური და საინტერესო რამეა, ისინი კარგად უგებენ ერთმანეთს, პირველ რიგში ერთმანეთის კარგი მეგობრები არიან, ურთიერთობაში მშვიდობასა და ჰარმონიას ინარჩუნებენ.მორიელი და კირჩხიბი მორიელი და კირჩხიბი ერთმანეთის ვნებას იწვევენ, მათ შეუძლიათ ერთმანეთის დაბალანსება, ორივე ერთიანობას ქმნის, რაც მათ უფრო ძლიერ წყვილად აქცევს. ეს ზოდიაქოს ნიშნები ღრმად შეეფერება ერთმანეთს და ეფუძნება ურთიერთმხარდაჭერას, ორივესთვის მნიშვნელოვანია მორალი და ორივე განსაკუთრებულად ზრუნავს ერთმანეთზე. მშვილდოსანი და ვერძი მშვილდოსანი და ვერძი ორივე ცეცხლის ნიშანია, ასე რომ თქვენ უნდა მოელოდოთ სერიოზულ ცეცხლოვანი ვნებას ამ ორს შორის, რაც დინამიურ წყვილს ქმნის. მათ ორივეს აქვს დიდი ენერგია ურთიერთობებში, ორივე მათგანი აფასებს ერთმანეთის ველურ ენთუზიაზმს, ეს არის წყვილი რომელსაც შეუძლია მიიღოს ძალაუფლება ცხოვრებისგან. შეიძლება ითქვას რომ ამ ორი ნიშნის ერთიანობა ცეცხლოვან ბობოქარ წყვილს ქმნის. თხის რქა და კურო ამ ორ წყვილს შორის ყველაზე მეტი სასიყვარულო ქიმიაა ვიდრე სხვა დანარჩენ ნიშნებს შორის, ისინი თუ დაწყვილდნენ სამუდამოდ ერთად იქნებიან, მათ უსასრულო სიყვარული აკავშირებთ. ისინი ერთმაენთისადმი გულსრფელ პატივისცემასა და სიყვარულს გრძნობენ, რასაც მხოლოდ ნამდვილი სულის წარმომადგენლები გვთავაზობენ. თევზები და მორიელი კიდევ ერთი წყვილი, რომელიც ძალიან ინტუიციურია ერთმანეთის მიმართ ეს არის თევზები და მორიელი, ამ ორ ნიშანს შეუძლია ერთმანეთის გონებაში მოხვდნენ და გაიგონს თუ რას ფიქრობენ, ისე თითქოს საკუთარ ფიქრებს კითხულობდნენ. თუმცა მათ არა მხოლოდ ინტელექტუალური კავშირი არამედ დიდი ვნება, ფიზიკური კავშირიც იზიდავთ. ამ წყვილს შორის დიდი სიყვარული სუფევს, მათ არ ეშინიათ რომანტიკის, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად გადაჭარბებული შეიძლება იყოს ის.
AstroGeorgia
Tbilisi · 6 days ago
მალხაზ გველუკაშვილი - აზრები
1. არაფერი ხდება შემთხვევით, ყველა შემთხვევითობა კანონზომიერია. ყოველი მარცხი ჩვენი არასწორი არჩევანის და ყოველი უბედურება - ჩვენი გაურკვევლობის შედეგია. ამიტომ, უნდა გამოვიკვლიოთ საგანთა არსი. არსში წვდომა საშუალებას მოგვცემს - გავაკეთოთ სწორი არჩევანი (ჰო, ან არა). გამოირიცხება შემთხვევითობა და წარმატება გარდუვალი გახდება. 2. ცხოვრება ომია, რომელშიც უნდა გამოვიწრთოთ, თუ გვინდა რომ ბიჯით წავიწიოთ წინ. გამარჯვება თავისით არ მოდის, ის უნდა მოვიპოვოთ. 3. იმისათვის რომ გაიმარჯვო, ჯერ უნდა გაძლიერდე. იმისათვის რომ გაძლიერდე, აუცილებელია რომ გაათავისუფლო ნება მონობისაგან, გონება პირობითობებისაგან და რწმენა კერპებისაგან. თუ შენი ბრძოლა სამართალიანია და გჯერა რომ გაიმარჯვებ, აუცილებლად გაიმარჯვებ, რადგან ბოლო სიმართლისაა... და ბოლოს, ნუ გეშინია, რადგან შიში და სიკვდილი მეგობრები არიან... 4. ყველა განუხორციელებელი მიზანი - ცარიელი მიზანია. მოქმედება მხოლოდ მაშინ იქცევა მოქმედებად, როცა მას განსაზღვრავს ნება. ამიტომ ამბობენ ძველი წმინდა და საკრალური წიგნები, რომ ადამიანები განისჯებიან არა თავიანთი აზრებითა და მიზნებით, არამედ მათი საქმეების მიხედვით. იმისათვის რომ ვიყოთ, უნდა ვიმოქმედოთ. 5. ნებისმიერი ფენომენის (ადამიანის, საგნის, სიცოცხლის და თუნდაც ზოგადად პროცესის) არსებობა პირდაპირ ან ირიბად კავშირშია სხვა ფენომენის წარსულთან, აწყმოსთან და მომავალთან. შეგრძნება იმისა, რომ ისინი დამოუკიდებლად არსებობენ და მათ შორის არანაირი კავშირი არ არის, დაფუძნებულია ან არასრულფასოვან ცოდნაზე, ან ფენომენთა არსში წვდომის უუნარობაზე. 6. ლაო ძიმ ბრძანა - სახელებმა დასაზღვრეს საგანთა საზღვრებიო. სახელი დეფინიციაა. ამიტომ ყველაფერს დაარქვით თავის სახელი და ის თავის საზღვრებში მოექცევა... ვეღარ გადმოკვეთავს თქვენს მიერ გავლებულ წითელ ხაზს. ნუ მოგერიდებათ!.. და ჩინელი ბრძენკაცის კიდევ ერთ ფრაზას გაგახსენებთ - უწოდე სნეულებას სნეულება და გაგეცლება სნეულება. 6. გაგება, გაცნობიერება, ცოდნა იძლევა კონტროლის საშუალებას. რაც მეტია ცნობილი ობიექტის შესახებ, მით უფრო იოლია მასზე კონტროლის განხორციელება. ცოდნაა ჭეშმარიტი ძალაუფლება. 7. გააცნობიერეთ საკუთარი "მე". ვერ იქნებით სხვისთვის ბოროტი, თუ გააცნობიერებთ რა საშინელების მოტანა შეუძლია ამა თუ იმ ბოროტებას თქვენთვის... ამიტომაა ნათქვამი - შეიცან თავი შენი. 8. ტრანსცენდენტალური სიყვარული ეს არის შესაქმის პირველადი იმპულსი და მიზეზი. სიყვარული, თავისი არსით, ზეგრძნობადია და მისი ნებისმიერ ასპექტში განხორციელება გამოვლინებაა სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიებისა. ტრანსცენდენტალური სიყვარული, როგორც ბინერი, წინააღმდეგობათა ერთიანობაა, რაც მის ნეიტრალურ სახეს განსაზღვრავს. მასში აქტიური და პასიური ელემენტები გაწონასწორებულ მთლიანობაში გვხვდებიან. ე.ი. სამყაროში არსებობს მხოლოდ სიყვარული და მას არ გააჩნია არანაერი და არავითარი წინააღმდეგობა. რაც შეეხება ისეთ გრძნობებს, როგორიცაა სიძულვილი და ვნება, ადამიანთა დაცემული ნების, იგივე ნებელობის შედეგნი არიან. ისინი სიყვარულის საპირწონე (დაპირისპირებულ) მცნებებად ვერ გამოდგებიან: რაც უფრო მოიცავს ადამიანის სამშვინველს სიყვარული, მით უფრო ღრმაა (ინტელექტუალურია) ადამიანი. აკი თქვა კიდეც არისტოტელემ - მთავარია სიღრმე და არა სიფართოვეო. P.S. როცა ვახსენებ ინტელექტს, მე არ ვგულისხმობ მწიგნობრობას,.. მე ვგულისხმობ ღმერთისა და სამყაროს შეგრძნებასა და ხედვას. ამას სიბრძნე ეწოდება. ჩემს ახალგაზრდობაში ბევრი მოხუცი მინახავს, თავის სოფელს რომ არ გასცდენია და არც არანაირი წიგნი რომ არ წაუკითხავს, სიყვარულითა და სიბრძნით იყვნენ სავსე. სწორედ ისინი იყვნენ ნამდვილი ინტელექტუალები. მათ იცოდნენ ავისა და კარგის გარჩევა. ისინი არც ზოგიერთი თანამედროვე ფილოსოფოსივით, მიწაზე პირქვედამხობილნი რომ ცდილობენ ზეცის დანახვას, და არც თანამედროვე ფანატი-სექტანტებივით, ცაში გულაღმა რომ კიდიან და მიწას ვერ ხედავენ, არ იქცეოდნენ... ისინი ფეხზე იდგნენ, თავს ასწევდნენ და ზეცას ხედავდნენ, დაწევდნენ და მიწას... ისინი არც მატერიალისტები იყვნენ და არც იდეალისტები, ისინი რეალისტები იყვნენ... და ისინი ასეთები იყვნენ იმიტომ, რომ მათ უყვარდათ ღმერთი და სამყარო, ოჯახი და სამშობლო... ისინი იყვნენ ისეთები, როგორიც უნდა იყოს კაცი იდეაში... და როცა კაცი კაცია, მაშინ ქალიც ქალია... ხოლო კაცი, რომელსაც ქალი არ უყვარს, არც სამყარო უყვარს... 9. ღმერთი უსასრულო სიკეთე და სიყვარულია. მთელი სამყარო ლაპარაკობს მასზე და მის შესახებ; მაგრამ ყველაზე უკეთ მასზე მისი სიმშვიდე და სიჩუმე მეტყველებს. 10. ადამიანურობის ერთერთი არსობრივი საფუძველი თანაგრძნობაა. თუ ნაგავში ცხოვრობ და ნაგვის სუნი არ გაწუხებს, თავადაც ნაგავი ხარ! თუ შენს გარშემო ბოროტება ზეიმობს და შენ ეს არ გაწუხებს, უზნეო ხარ! თუ შენს გარშემო ხალხი შიმშილით იხოცება და შენ ყოველდღე სავსე სუფრასთან თუნდაც სიყვარულის, ანდა სიკეთის სადღეგრძელოს ამბობ, ნაძირალა ხარ!... ჰოდა, ეცადე იყო ადამიანი! 11. ყველაზე საშიში სამართლიანი მძვინვარებაა,.. განსაუთრებით მაშინ, თუ ეს მძვინვარება საყოველთაოა... ამიტომ უფრთხილდით სამართლიან მძვინვარებას! 12. თუ ნებისმიერ ორ "სიმრავლეს" აქვთ ერთი ან რამდენიმე საერთო ელემენტი, მაშინ ეს "სიმრავლეები"ერთმანეთზე ზემოქმედებენ ამ საერთო ელემენტის (ან ელემენტთა) მეშვეობით. ასე, რომ ერთი "სიმრავლის" მართვა გვეხმარება მეორე "სიმრავლის" მართვაში,.. მართვის ხარისხი დამოკიდებულია საერთო ელემენტთა რაოდენობაზე. p.s. ეძებეთ დღევანდელ ე.წ. საპარლამენტო პოზიციას და ოპოზიციას შორის საერთო ელემენტები და შეძლებთ როგორც რეალობის შეფასებას, ასევე პროცესების მართვას. 13. ყოველი სიტყვა თავის მოქმედების არეალში ჰქმნის იმას, რასაც ამტკიცებს. 14. ანტიქრისტე ჰიპერფიზიკური სუბსტანციაა, რომელიც თავის თავში ატარებს მკაცრად უარყოფით და დამანგრეველ პოტენციალს, მატერიალურ სამყაროში გამოვლენის შესაძლებლობით... ფრთხილად, მას ჩვენ უკვე ჩვენს ყოველდღიურობაში ვხვდებით!.. ის ყოველდღე ცდილობს სხვადასხვა გზებით ჩვენს განადგურებას,.. ხოლო როცა გკლავენ და თავს არ იცავ, თვითმკვლელი ხარ!.. ჩვენ თუ არ გვინდა, ჩვენ თუ არ დავთანხმდით, ჩვენ ვერავინ მოგვერევა!.. სიყვარულისთვის ბრძოლა კურთხეულია... 15. ერთი და იგივე ქმედება, ერთსა და იმავე პირობებში, ერთსა და იმავე შედეგს იძლევა... გამოიკვლიეთ, რომელი ცვლილებები უფრო აუცილებელია და როგორ უნდა შეინარჩუნოთ იგი (სამუდამოდ თუ არა, რაც შეიძლება დიდხანს მაინც) - ესაა წარმატების ფორმულა. 16. კაცი რომ მოკვდება ქართველები ვიტყვით - გარდაიცვალაო, ანუ გადავიდა არსებობის ერთი მდგომარეობიდან მეორეში... საუბედუროდ, ჩვენს ცნობიერებაში ამ სიტყვამ თავისი სიღრმული შეგრძნება დაკარგა,.. "გარდაცვალება" და "სიკვდილი" სინონიმებად იქცნენ. იშვა სიკვდილი და თან მოიტანა "შიში"... შიში და სიკვდილი ერთმანეთის პროპორციული მცნებებია. სიკვდილის შეგნება ბადებს შიშს და ნებისმიერი შიში - სიკვდილის შიშია. სიკვდილის შიში კლავს რწმენას, რწმენას სულის მარადიულობის შესახებ. იქმნება ილუზია არსობის ამაოებისა. რწმენის სიკვდილი სიყვარულის სიკვდილია და ამდენად შიში კლავს სიყვარულს. სიყვარულის სიკვდილი ბადებს ბოროტებას და აქედან, უსიყვარულოდ ადამიანი იქნება ეს თუ საზოგადოება,ბოროტია. ასე რომ, შიში ურწმუნოებისა და ბოროტების საფუძველია. 17. სოდომის ცოდვა, ყველა ტრადიციის მიხედვით, ყველაზე დიდი ცოდვაა... ჩემის ღრმა რწმენით, ეს არის სვლა სამყაროს კანონების წინააღმდეგ... ამ კანონთა წინააღმდეგ ომში კი ჯერ არავის გაუმარჯვია... უფალი გვასწავლის: "რასაც მიწაზე შეკრავთ, ზეცაშიც შეკრული იქნება, და რასაც გახსნით მიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც" /მათე 18.18/. დიახ, "ვისაც ყური აქვს, ისმინოს"... არსებობს ტრანცენდენტალური ეთიკა (მორალი, ზნეობა...), და მას ვერავინ გაექცევა... ტრანცენდენტალური სამართლისა და სასამართლოს (ოკულტურ მეცნიერებათა მიხედვით, იგივე - უმაღლესი სასამართლო) წინაშე ყველანი ვართ პასუხისმგებელნი, და ისე ნუ ვიზამთ, რომ მთელი სამყარო თავზე დაგვემხოს... ერთიანი მსოფლიური (იგულისხმება, როგორც ფიზიკურ, ასევე ასტრალურ და მენტალურ სივრცეთა ერთიანობა) ველის დაბინძურების უფლებას არავინ მოგვცემს, რადგან ეს იქნება ტრანსცენდენტალური სიყვარულისა და ტრანცენდენტალური სიცოცხლის რღვევის დასაწყისი.სასიცოცხლო ენერგია მხოლოდ ბინერში (ბინერი - წინააღმდეგობათა ერთიანობაა: აქტიური და პასიური, ჰო და არა, მამაკაცი და დედაკაცი, და ა.შ.) იქმნება, და ჩვენ ამ კანონის დარღვევას არ გვაპატიებენ... მე იმას ვამბობ, რაც უეჭველი ვიცი (საიდან, ნუ მკითხავთ) და დაჯერება თქვენი ნებაა... და კვლავ დიდი მოწიწებით გავიმეორებ მაცხოვრის სიტყვებს - "ვისაც ყური აქვს, ისმინოს". 18. დაოსური ფიზიოლოგიის მიხედვით ანუსიდან ხუთი დიაგონალი გამოდის, რომელთა მეორე ბოლო თავის ტვინში, ყიფლიბანდთან იკრიბება, მანამდე გაივლის მთელ ტვინს... დასკვნა თავად გამოიტანე - შესაძლებელია ტვინდაზიანებული კაცი (ანალური სექსი იწვევს ანუსის დაზიანებას და აქედან ტვინის დაზიანებასაც) ნორმალურად აზროვნებდეს?.. 19. ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში ფსევდო-ლონგინე წერდა: შემოქმედება, რომელიც ამაღლებულს არ ემსახურება, შემოქმედება არ არისო. უზნეო შემოქმედება არ არსებობს, უბრალოდ ჩვენზე ასაღებენ ყველანაირ უსულგულო, არაესთეტიურ და უზნეო ნაგავს, როგორც გენიალურს, ჩვენ კი ვეყრდნობით რა ავტორიტეტთა ჭეშმარიტებას, ვღებულობთ და ვაღიარებთ ყოველგვარ ნაგავს და გვავიწყდება, რომ მთავარი ჭეშმარიტების ავტორიტეტულობაა... 20. აშუღურ (ე.წ. ქალაქურ) სიმღერებს გრიგოლ რობაქიძე ასე ახასიათებს - სომეხი მღერის ქართულ ენაზე სპარსულ ბაიათსო... მე დავამატებდი - სპარსული ბაიათის უნიჭო რემიქსს... საუბედუროდ მსგავსი "კულტურითაა" გაჯერებული ე.წ. ქართული შოუ-ბიზნესი... როგორც აზროვნებ, და აზროვნება კულტურაშიც გამოიხატება, ისეთივე ზნეობა და გემოვნება გიყალიბდება, და შენი ყოფიერებაც ისევე სტრუქტურირდება... და თუ რაიმეს შეცვლა გვინდა, პირველ რიგში ცნობიერება უნდა გავათავისუფლოთ პირობითობებისაგან, ან სხვაგვარად, საჭიროა ცნობიერების ტრანსმუტაცია... 21. "სხეულის სანთელი შენი თვალია. როცა შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელია. მაგრამ როცა იგი ბოროტია, შენი სხეულიც ბნელია." /ლუკა 11.34/ ჰოდა, დააკვირდით თვალებს: ერთი ბოროტია; სხვა შეშინებული; ვიღაც ალალია; ვიღაცის თვალები: ყველაფერი სულ ერთია, მთავარია მე ვიყო კარგად, ჩემს მერე თუნდაც ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილაო - გვეუბნება; ვიღაცის თვალებში სიყალბე ხატია... და კიდევ ბევრი მსგავსი... ჩახედეთ თვალებში, დაუკვირდით... თქვენ ხომ უკვე კარგად გახსოვთ, როგორ იქცეოდნენ ამ თვალების პატრონები,.. ჰოდა, ასევე მოიქცევიან მსგავსი თვალების პატრონები... დაკონკრეტებას არ ვაპირებ, იმედი მაქვს თავად გაავლებთ პარალელებს და დასკვნებსაც თავად გამოიტანთ... დააკვირდით, და არა მარტო თვალებს: ადამიანის გამომეტყველება, მისი სულის ანარეკლია - ფორმას აზრი ჰქმნის... მისმა სიტყვებმა შესაძლებელია მოგხიბლოთ და დაგატყვევოთ, თუმცა სიტყვებს შორისაცაა შესაძლებელი ქვედინებების პოვნა, მაგრამ მისი გამომეტყველება, და განსაკუთრებით მისი თვალები, თუ დაკვირვებულები იქნებით - სიმართლეს ვერ დაგიმალავთ... გააკეთეთ ეს და ნაკლებად მოტყუვდებით... და გადარჩენის შანსიც გაგეზრდებათ: "შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ" /იოანე 8.32/.
Shalva Berianidze
Tbilisi · 5 days ago
რუსეთი და ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (EAEU)
ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (EAEU) რუსეთისა და მისი მოკავშირეების - ბელარუსისა და ყაზახეთის მიერ 2015 წელს დაფუძნდა. მალევე მას ყირგიზეთი და სომხეთი შეუერთდა, ხოლო მოლდოვა ჯერ-ჯერობით, მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ევროპის კავშირის ანალოგი და საპირწონე საერთაშორისო ორგანიზაციაა. ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ერთმანეთთან ეკონომიკურ ურთიერთობაში განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობენ, რაც მეტწილად გაზისა და ნავთობის ფასებზე და საბაჟო გადასახადების გაუქმებაზე ვრცელდება. მკვლევართა აზრით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოები პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე პრორუსულ ქვეყნებად ითვლებიან. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ კავშირის გაფართოებასა და გაძლიერებაში რუსეთის მთავარი მოტივაცია რეგიონში გავლენის მოპოვება და საბჭოთა კავშირში ყოფნის მსგავსად, სხვა სახელმწიფოების მასზე დამოკიდებულების გაზრდაა. წინამდებარე ანალიტიკური დოკუმენტის მიზანია, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის დაარსებისა და ფუნქციონირების ისტორიის მოკლე მიმოხილვა, აგრეთვე ფაქტების საშუალებით კავშირის გაფართოებაში რუსეთის, როგორც მთავარი აქტორის მიზნების ობიექტურად წარმოჩენა. ქვემოთ სწორედ ამაზე ვისაუბრებთ. ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (მოკლე მიმოხილვა) ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (EAEU) (ინგ. Eurasian Economic Union; რუს. Евразийский экономический союз) არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც წევრ სახელმწიფოებს შორის რეგიონალურ ეკონომიკურ ინტეგრაციას გულისხმობს. მას აქვს საერთაშორისო იურიდიული ძალა და 2014 წლის 29 მაისს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ხელშეკრულებით დადგინდა. თავდაპირველად, კავშირის შექმნის კონცეფცია, ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1994 წელს მოსკოვის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. კავშირის შექმნის იდეა, 2000 წელს განხორციელდა, როცა რეგიონალური ორგანიზაცია - ევრაზიის ეკონომიკური საზოგადოება (EAEC or EurAsEC)[1] დაარსდა. იგი აერთიანებდა ბელარუსს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, რუსეთსა და ტაჯიკეთს. მოგვიანებით, 2010 წელს ევრაზიის ეკონომიკურმა საზოგადოებამ მისი ძირითადი ამოცანა - ევრაზიის საბაჟო კავშირი (The Eurasian Customs Union - EACU)[2] - დააფუძნა, რაც წევრ სახელმწიფოებს ერთმანეთთან საბაჟო გადასახადებისგან ათავისუფლებდა და თითოეულ საქონელზე საერთო ტარიფს აწესებდა. ამის შემდგომ, 2011 წლის ოქტომბერში ევრაზიის ეკონომიკურმა საზოგადოებამ და ევრაზიის საბაჟო კავშირმა მაშინდელი რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის ყურადღება მნიშვნელოვნად მიიქცია. შედეგად, 2011 წლის 18 ნოემბერს, ბელარუსიის, ყაზახეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც 2015 წლისათვის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნას გულისხმობდა. ხელშეკრულება მომავალი ინტეგრაციისთვის სამოქმედო გეგმას მოიცავდა. მეტიც, ევროკომისიის მოდელის მიხედვით ევრაზიული ეკონომიკური კომისია (The Eurasian Economic Commission - EEC)[3] დაფუძნდა, რომელიც 2012 წლის 2 თებერვლიდან ფუნქციონირებს და იგი დღევანდელი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მუდმივ მერეგულირებელ ორგანოს წარმოადგენს. აგრეთვე, 2012 წლის 1 იანვრიდან დაფუძნდა ევრაზიის ეკონომიკური სივრცე (The Eurasian Economic Space or Single Economic Space)[4], რაც ერთიან ბაზარს წარმოადგენს და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ადამიანის, საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას ითვალისწინებს. 2014 წლის 29 მაისს ბელარუსიის, ყაზახეთისა და რუსეთის ლიდერებმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შეთანხმებას ხელი მოაწერეს და 2015 წლის 1 იანვირად იგი[5] ოფიციალურად დაფუძნდა. 2015 წლის 12 აგვისტოს ყირგიზეთი კავშირის ოფიციალური წევრი გახდა. ამავე წელს, მას შეუერთდა სომხეთიც და იგი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც კავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან საერთო საზღვარი არ გააჩნია. 2017 წლის აპრილში მოლდოვა კავშირის ოფიციალური დამკვირვებელი ქვეყანა გახდა, ხოლო 2020 წლის 11 მაისს უზბეკეთის კავშირში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანებას პარლამენტის ზედა პალატამ მხარი დაუჭირა. დღესდღეობით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, მხოლოდ 5 სახელმწიფოს აერთიანებს და იგი წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და დასავლეთ აზიის ტერიტორიებზე.[6] ევრაზიის ეკონომიკური კავშირის დომინანტი სახელმწიფო და მისი ზოგადი ინდიკატორები ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ კავშირი კონკურენტუნარიანობისა და ეროვნულ ეკონომიკას შორის თანამშრომლობის გასაზრდელად შეიქმნა. აგრეთვე, მას თვითგანახლების უნარი გააჩნია და წევრ-სახელმწიფოთა შორის ცხოვრების დონის ამაღლებასა და სტაბილურ განვითარებას ხელს უწყობს. უნდა აღინიშნოს, რომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში რუსეთი აშკარად დომინანტი სახელმწიფოა. მაგალითად, 2018 წელს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მთლიანი ვაჭრობის 96.9%-ს რუსეთთან ვაჭრობა შეადგენდა, ხოლო დანარჩენ ოთხ წევრს ქვეყანასთან - 3.1%-ს[7]. მეტიც, 2015 წლამდე, კავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობამ პიკს 2012 წელს მიაღწია და 73.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც კავშირის დაფუძნებიდან დღემდე არ განმეორებულა.[8] თუმცა, თუ გადავხედავთ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ზოგად ინდიკატორებს, მივხვდებით, რომ კავშირის საშუალებით რუსეთის ლიდერი თავის გავლენას რეგიონში საკმაოდ აძლიერებს და რუსეთს, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ გავლენიან ცენტრად ფორმირებაში პოზიციებს უმყარებს. ამავე დროს, იგი ცდილობს, გარკვეულწილად დააკნინოს ევროკავშირის, როგორც წარმატებული პოლიტიკური და ეკონომიკური ორგანიზაციის სტატუსი. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ზოგადი ინდიკატორები[9] ეკონომიკა მოსახლეობა ენერგეტიკა მთლიანი შიდა პროდუქტი - 1.9 ტრლნ აშშ დოლარი (გლობალური GDP-ის 3.2%); ინდუსტრიული წარმოება (2018) - 103.1% (გლობალური წარმოების 2.2%); საგარეო ვაჭრობა (2018) - 753.8 მლრდ აშშ დოლარი (გლობალური ექსპორტის 2.8%, იმპორტის - 1.7%). მოსახლეობა - 184.3 მლნ ადამიანი (მსოფლიო მოსახლეობის 2.4%); ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა - 94.3 მლნ ადამიანი (გლობალური მაჩვენებლის 2.8%); უმუშევრობის დონე - 5%[10]. ნავთობი - 647.8 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 14.5%, მსოფლიოში პირველი); გაზი - 781.7 მლნ კუბ/მ (გლობალური წარმოების 20.2%, მსოფლიოში მეორე.) ელექტრო ენერგია - 1 284.8 მლნ კვტ/ს (გლობალური წარმოების 4.8%, მსოფლიოში მეოთხე) წარმოება ინფრასტრუქტურა სოფლის მეურნეობა ფოლადი - 66.1 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 3.7%, მსოფლიოში მეხუთე); მინერალური სასუქები - 15.9 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 26.3%, მსოფლიოში მეორე); თუჯი - 55 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 4.4%, მსოფლიოში მესამე). რკინიგზა - 109.3 ათასი კმ (მსოფლიო რკინიგზის 8.4%); ავტომაგისტრალი - 1735.7 ათასი კმ (მსოფლიო ავტომაგისტრალის 4.7%); ინტერნეტი - მოსახლეობის 83.7% სარგებლობს ინტერნეტით (მსოფლიო მომხამრებლების 3.9%). სოფლის მეურნეობა - 109.9 მლრდ აშშ დოლარი (გლობალური წარმოების 5.5%); მარცვლეული - 141.9 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 5.3%, მსოფლიოში მეხუთე); რძე - 45.9 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 5.3%, მსოფლიოში მესამე) რუსეთისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირის მიმართ როგორც უკვე ვიცით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ 15-მა სახელმწიფომ ცხოვრება დამოუკიდებლად განაგრძო. მათგან, ნაწილი დემოკრატიის გზას დაადგა და დასავლური ორიენტაცია აირჩია, ნაწილმა დემოკრატიას უარი უთხრა და კვლავ რუსეთთან ერთად თანაცხოვრება დაიწყო, ისინი უფრო პრორუსულ სახელმწიფოებად იქცნენ. მათ რიგებს გამოეყო მესამე ტიპის სახელმწიფოები, რომლებმაც უარი ბოლომდე ვერ თქვეს ვერც დასავლეთზე და ვერც რუსეთთან ურთიერთობაზე, ასეთი სახელმწიფოები, ხშირშემთხვევაში, ბუფერები არიან და მათ სატელიტებს[11] უწოდებენ. არაერთი მკვლევარი ამტკიცებს რომ რუსეთს სურს, დაიბრუნოს ,,ძველი დიდება“, რომელსაც იგი საბჭოთა კავშირის პერიოდში ფლობდა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი რეგიონში პირველობას ოდესმე დათმობს, პირიქით ის გამუდმებით ცდილობს, რომ სხვადასხვა პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინსტრუმენტებით საკუთარი გავლენა და მასზე დამოუკიდებელი სახელმწიფოების რაოდენობა გაზარდოს. მეტიც, რუსეთის საგარეო პოლიტიკის განახლებული კონცეფციის (2016) ძირითადი მიზნების მიხედვით რუსეთს, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ გავლენიან ცენტრად, პოზიციების გამყარებას სურს, აგრეთვე - მეზობელ სახელმწიფოებში დაძაბულობის კერებისა და კონფლიქტების აღმოფხვრაში ხელშეწყობა, ახალი კონფლიქტების პრევენცია და რუსული ენის პოზიციების გავრცელება და გაძლიერება.[12] შეიძლება თამამად ითქვას, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, რუსეთის ერთ-ერთი თვალსაჩინო და საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის წყალობითაც მან შეძლო და ბოლო 5 წელიწადში მსოფლიო დონის შედეგებზე გავიდა, მხოლოდ და მხოლოდ, ოთხ პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან ერთად. ამდენად ძნელი სავარაუდო არ არის, რომ რუსეთს ამ კავშირში სხვა დანარჩენი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების გაწევრიანებაც სურდეს, რათა კავშირის მნიშვნელობა მსოფლიო მასშტაბით უფრო გაიზარდოს და ,,საბჭოთა კავშირის ახალი მოდელიც“ შეიქმნას. ფაქტები გვიჩვენებს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი ევროკავშირის საპირწონე ორგანიზაციაა და მისი საშუალებით რუსეთს რეგიონში დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია, თუმცა კავშირში შესვლასთან დაკავშირებით საინტერესოა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკაც, რათა განვსაზღვროთ, რამდენად რეალისტურია კავშირის გაფართოება. დღესდღეობით, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შედის 5 პოსტსაბჭოთა ქვეყანა: რუსეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და სომხეთი. ვნახოთ დანარჩენი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების პოლიტიკა. პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირის მიმართ უზბეკეთი - 2020 წლის 7 მარტს ტაშკენტმა ოფიციალურად განაცხადა, რომ უზბეკეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას არ ჩქარობს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ორგანიზაციაში, მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით დაკმაყოფილდება.[13] აღსანიშნავია, რომ რუსეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს უზბეკეთს და ცდილბოს, რომ კავშირის წევრი გახდეს. ურთიერთობას აადვილებს, ისიც რომ 2016 წლიდან ისლამ კარიმოვისგან განსხვავებით, ახალმა პრეზიდენტმა შავქათ მირიაევმა უარი თქვა ძველ საგარეო პოლიტიკაზე და კავშირების გაზრდა დაიწყო. აგრეთვე, უზბეკეთი ცენტრალურ აზიაში მოსახლეობით ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანაა და კავშირში შესვლის შემდგომ ის, რუსეთის შემდეგ, სიდიდით მეორე სამომხმარებლო ბაზარი გახდება. კავშირში გაწევრიანების შემდეგ უზბეკეთმა შესაძლოა, ეკონომიკის გარკვეულ სექტორში დიდი დაასუსტება იგრძნოს და პრორუსულ ორგანიზაციაში გაწევრიანება ტაშკენტს საგარეო-პოლიტიკური მანევრის მრავალფეროვნებას შეუზღუდავს[14], თუმცა 2020 წლის 28 აპრილს უზბეკეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა მთავრობის წინადადებას ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში უზბეკეთის დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის შესახებ[15], ხოლო 11 მაისს მას მხარი პარლამენტის ზედა პალატამაც დაუჭირა.[16] ტაჯიკეთი - მას შემდეგ, რაც ტაჯიკეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ქვეყანაში სოციალური ფონი საკმაოდ შეიცვალა და დღესდღეობით, ტაჯიკეთი ცენტრალურ აზიაში ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყნად ითვლება, ამდენად რუსეთს ტაჯიკეთის მიმართ არ აქვს იმდენად დიდი ინტერესი, როგორც - უზბეკეთის მიმართ. ამას ცხადჰყოფს ისიც, რომ ტაჯიკეთი ევრაზიული ეკონომიკური საზოგადოების წევრი იყო, ბელარუსთან, რუსეთთან, ყაზახეთთან და ყირგიზეთთან ერთად და მის გარდა, ყველა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრია. ამასთანავა, ტაჯიკეთი საკმაოდ პრობლემური რეგიონია და ეთნიკურ ნიადაგზე არსებული დაძაბულობის გამო შესაძლოა, გარკვეული პრობლემები წარმოიქმნას, განსაკუთრებით კი მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში, სადაც პამირისპირა ხალხები ცხოვრობენ და რეგიონის კონტროლისთვის სამხედრო დაპირისპირება დღესაც მიმდინარეობს.[17] ამას ემატება ისიც, რომ ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის სასაზღვრო კონფლიქტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დღემდე მიმდინარეობს და ხშირია სამხედრო დაპირისპირებები.[18] ამდენად, სავარაუდოა, რომ რუსეთი უფრთხილდება ყირგიზეთთან ურთიერთობას, რადგანაც იგი კავშირის მნიშვნელოვანი წევრია და ტაჯიკეთის კავშირში გაწევრიანების მცდელობით მასთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურს. თურქმენეთი - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოა ცენტრალურ აზიაში, თუმცა მისი კავშირში გაწევრიანება რუსეთს გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის. კერძოდ, როგორც ვიცით თუქმენეთი საკმაოდ მდიდარია ენერგორესურსებით, 2016 წლის მონაცემებით, თურქმენეთი 17.5 ტრილიონ გაზის მარაგებს ფლობს, რაც მსოფლიო მარაგების 9.4%-ია. 1990-იანი წლების დასაწყისში თურქმენეთი გაზის ექსპორტს ერთადერთი მარშრუტით, ცენტრალური აზია – ცენტრის გაზსადენის სისტემით ახორციელებდა. თურქმენეთი შემდგომი წლების განმავლობაში რუსეთის მარშრუტზე და რუსეთის ფასის დიქტატზე დარჩა დამოკიდებული[19]. შედეგად, დღემდე რუსეთი თურქმენულ გაზს საკმაოდ დაბალ ფასად ყიდულობს და საკმაოდ ძვირად ჰყიდის. რადგანაც ევრაზიის ეკონომიკური კავშირი წევრ სახელმწიფოებს შორის განსაკუთრებულ შეთავაზებებს, მათ შორის პროდუქტის საერთო ფასის დაწესებას ითვალისწინებს, სავარაუდოა, რომ რუსეთს არ უნდა სურდეს თურქმენეთის კავშირში გაწევრიანება, რადგანაც მას თურქმენულ გაზში უფრო ძვირის გადახდა მოუწევს და გარკვეულ დათმობებზეც წავა. აზერბაიჯანი - ნაკლებად სავარაუდოა, რომ აზერბაიჯანი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შევიდეს, რადგანაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ აზერბაიჯანი იმ მილსადენების აშენებით გაძლიერდა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენების შემთხვევაში საქართველო მხოლოდ სატრანზიტო ქვეყნის როლს ასრულებს, თუმცა ისინი აზერბაიჯანის ეკონომიკური და პოლიტიკური ხედვების ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს და რუსული ოკუპაციით გამოწვეული რუსეთ-საქართველოს არამეზობლური ურთიერთობის გამო, ნაკლებად სავარაუდოა რომ აზერბაიჯანი კავშირში გაწევრიანდეს. საქართველო და უკრაინა - ორივე ქვეყანას საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს რუსეთთან და ორივე ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ. შედეგად, ქვეყნის ლიდერები დარწმუნდნენ, რომ რუსეთთან თანამშრომლობა არ გამოვა და ამ ორი სახელმწიფოს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანება ნაკლებად სავარაუდოა. მოლდოვა - მოლდოვის პრორუსი პრეზიდენტი იგორ დოდონი მოლდოვას ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას მხარს ცალსახად უჭრს. სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს მოლდოვა 2017 წლის აპრილში ამ კავშირის დამკვირვებელი ქვეყანა გახდა. ამდენად, იმ შემთხვევაში თუ 2020 წლის მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებს კვლავ დოდონი მოიგებს, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ იგი რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებას შეეცდება და მოსალოდნელია, რომ მოლდოვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფო გახდეს. ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა - მოსკოვი ყველაზე ნაკლებად მოიაზრებს, რომ ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნები გახდებიან, რადგანაც ისინი ევროკავშირში არიან და მათი კავშირის დატოვება ნაკლებად სავარაუდოა. დასკვნა ზემოთაღნიშნული ფაქტები გვიჩვენებს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ევროპის კავშირის ანალოგი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის წევრი ქვეყნებიც ყველაზე პრორუსულ ქვეყნებად ითვლებიან, შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ კავშირის გაფართოებასა და გაძლიერებაში რუსეთის მთავარი მოტივაცია რეგიონში გავლენის გაზრდა და საბჭოთა კავშირში ყოფნის მსგავსად, სხვა სახელმწიფოების მასზე დამოკიდებულების გაზრდაა.[20] ძნელი სავარაუდო არ არის, რომ რუსეთს ამ კავშირში სხვა დანარჩენი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების გაწევრიანებაც სურდეს, თუმცა კავშირის არაწევრი 10 პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან, მხოლოდ ორი - უზბეკეთი და მოლდოვა შესაძლოა შუერთდეს კავშირს და წევრთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდოს, ხოლო სხვა სახელმწიფოები, რამდენად გაწევრიანდებიან და 27-წევრიან ევროკავშირს რეალურ კონკურენციას რამდენად გაუწევენ, ეს უფრო მეტად დროში გადასასინჯი საკითხია. გარდა ამისა, კავშირის ბოლოდროინდელი პრობლემები, გვაფიქრებინებს, რომ წევრ სახელმწიფოებს შორის არასტაბილური კოლაბორაცია მიმდინარეობს, რაც არაჯანსაღ ურთიერთობებს იწვევს და კონსოლიდირებული დემოკრატიის აუცილებლობას გულისხმობს. მაგალითად, 2020 წლის 31 მარტს სომხეთის ვიცე-პრემიერმა „გაზპრომის“ ხელმძღვანელს ფასის შემცირების თაობაზე ახალი მოლაპარაკების დაწყების წინადადებით მიმართა.[21] აგრეთვე, 19 მაისს კავშირის უმაღლესი საბჭოს ვიდეოკონფერენციაზე ბელარუსმა გაზის ფასის ფორმირების საკითხზე უკმაყოფილება გამოთქვა. ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომარტ ტოკაევის შეფასებით კი ზენაციონალურ სამართლებრივ აქტებს არ უნდა ჰქონდეთ უპირატესი იურიდიული ძალა ნაციონალური სამართლებრივი სისტემების მიმართ, მეტიც, ევრაზიის ეკონომიკური კომისია წევრი ქვეყნების მესამე ქვეყნებთან ურთიერთობაში არ უნდა ერეოდეს და კომისიაში საკადრო კვოტირების სისტემის ფორმირებისას რუსეთს ორგანიზაციის სტრუქტურებში მეტი წარმომადგენელის დანიშვნის საშუალებას არ უნდა აძლევდეს. ამდენად, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების უკმაყოფილება გვაფიქრებინებს, რომ წევრი სახელმწიფოები რუსეთის გარდა, საკუთარი სუვერენიტეტის შეზღუდვის ხარჯზე უფრო ღრმა ინტეგრაციის წინააღმდეგები არიან. ის თუ, რამდენად ჯანსაღია ამგვარი მიდგომა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფუნქციონირებისათვის და რამდენად კარგია, მხოლოდ რუსეთის დომინირება ამას მომავალი გვიჩვენებს. ავტორი: შალვა ბერიანიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრანტი [1] ЕВРАЗИЙСКОЕ ЭКОНОМИЧЕСКОЕ СООБЩЕСТВО; About EurAsEC; Basic Documents Collection - ; [2] Dreyer L.; Popescu N.; The Eurasian Customs Union: The economics and the politics; European Union Institute for Security Studies; March 2014 - ; [3] About the Eurasian Economic Commission - ; [4] Schneider U.; A Single Economic Space: From Lisbon to Vladivostok; RUSSIA BRIEFING; Issue 15; November 2015 - ; [5] About the Eurasian Economic Union – EAEU - ; [6] Busygina I.; Filippov M.; Russia and the Eurasian Economic Union: Conflicting Incentives for an Institutional Compromise; Higher School of Economics Research Paper No. WP BRP 31/IR/2018 - ; [7] Bhutia S.; Russia dominates Eurasian Union trade. Here are the numbers; Trade between members of the EAEU was higher before the free-trade bloc was formed; Oct 18, 2019 - ; [8] იქვე.; [9] About the Eurasian Economic Union – EAEU; General Information; General Indicators; Official Website of EAEU - ; [10] ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია, რომ მათი უმუშევრობის დონე 2.2%-ით ნაკლებია ევროკავშირის უმუშევრობის დონეზე, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი ევროკავშირის საპირწონე ორგანიზაციაა; იხ.: -; [11] Satellite Nations: Definition & the Cold War - ; [12] FOREIGN POLICY CONCEPT OF THE RUSSIAN FEDERATION; Approved by President of the Russian Federation Vladimir Putin on November 30, 2016 - ; [13] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 4; მიმოხილვის პერიოდი: 1-15 მარტი, 2020 - ; [14] იქვე.; [15] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 7; მიმოხილვის პერიოდი: 16-30 აპრილი, 2020 - ; [16] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 8; მიმოხილვის პერიოდი: 1-15 მაისი, 2020 - ; [17] მთიანი ბადახშანი: ტაჯიკეთის მივიწყებული რეგიონი - ; [18] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 9 - ; [19] კომახია მ.; ,,ახალი დიდი თამაში“ ცენტრალურ აზიაში: ბრძოლა კასპიის ენერგორესურსების ტრანსპორტირებისათვის; ექსპერტის აზრი 97; 2018 - ; [20] ჩერჩელაშვილი ვ.; ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები, 2017 - ; [21] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 6; მიმოხილვის პერიოდი: 1-15 აპრილი, 2020 - ;#პოლიტიკა
+2
Nino Kakulia
Tbilisi · 2 weeks ago
მისტიური ამბები სარკის შესახებ
ადამიანების უმეტესობას ჰგონია რომ სარკე უბრალოდ ნივთია რომელსაც ყოველდღიურად მოიხმარს მაგრამ რათქმაუნდა ასე არარის და ყველაფერს აქვს მეორე ბნელი მხარე. ბევრი სარკის ექსპერტის აზრით სარკეს გააჩნია იმაზე ბევრჯერ კარგი მეხსიერების უნარი ვიდრე ადამიანს იგი იმახსოვრებს ყველაფერს რაც მის წინ ხდება იგი ადამიანის დადებით და ნეგატიურ ენერგიას შთანთაქვს შეიძლება ითქვას რომ დადებითი ენერგიით საზრდოობს კიდეც მაგრამ რამოსდის ნეგატიურ ენერგიას რომელსაც იგი იღებს ყოველი ჩვენგანისგან სარკის მეხსიერება 90% განკუთვნილია მხოლოდ ნეგატიური ენერგიისთვის მას ამის შენახვა საუკუნეების მანძილზე შეუძლია და უხეშად რომ ვთქვათ როდესაც მისი მეხსიერება გაივსება ამ ენერგიას ათავისუფლებს და გადმოაქვს მატერიალურ სამყაროში კონკრეტულად იმადგილას სადაც სარკეა ამშემთხვევაში ხშირად სარკის მფლობელების ცხოვრება ყველანაირად იცვლება უარესობისკენ. ამის გარდა სარკე არის გზაჯვარედინი ორ სხვადასხვა რეალობას შორის და თუ შემთხვევით მოხდა ისე რომ დროის ხაზი დაირღვა სარკეს შეუძლია ამ ორ სხვადასხვა რეალობაში მყოფ სხეულებს ადგილი გაუცვალოს (იშვიათად მაგრამ ასეთი შემთხვევები ბევრია ისტორიაში). მოკლედ ესიყო ცოტაოდენი რამ სარკის შესახებ თუ დაგაინტერესებთ შემდეგში მოგიყვებით სარკის შესახებ რომელიც ერთადერთია მსოფლიოში და ცნობილია თავის საზარელი საქმეებით💜#მისტიკა #ახალიამბები
ჩემი ქალაქი მკლავს
Tbilisi · 2 weeks ago
დროა დავემშვიდობოთ ჰაერის დაბინძურებას
😷კორონა ვირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად, ადამიანებს მსოფლიო მასშტაბით, მოგვეცა საშუალება გვესიამოვნა სუფთა ჰაერით. მოულოდნელი არ იყო, თუმცა მაინც სამწუხაროა-როგორც კი შემსუბუქდა პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები, ჰაერის დაბინძურებამ კვლავ იფეთქა. ბოლო კვლევების თანახმად, ჩინეთში აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში ჰაერის დაბინძურების იგივე მაჩვენებელი დაფიქსირდა რაც კარანტინამდე იყო, ფილიპინებიც ამ ტენდენციას მიჰყვება. 😷წიაღისეული საწვავის წვის შედეგად დაბინძურებული ჰაერის გამო, მსოფლიოში ყოველწლიურად 4,5 მილიონი ნაადრევი სიკვდილი ფიქსირდება. 2018 წლის რეპორტის თანახმად კი, ჰაერის დაბინძურების საფასური დღეში 8 მილიარდს შეადგენდა, რაც უხეშად რომ ვთქვათ, მსოფლიო შიდა პროდუქტის 3,3 %-ს შეადგენს. ხოლო ჯანმოს მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის 91%-ის საცხოვრებელ ადგილას ჰაერის დაბინძურება, დადგენილ სტანდარტზე მაღალია, ანუ ძალინ საშიშია. 😷რაც ყველაზე ცუდი და თან ცხადია, ჰაერის დაბინძურება ასუსტებს ორგანიზმს, რის შედეგადაც იგი უფრო მგრძნობიარე ხდება რესპირატორული დაავადებების მიმართ (მაგ.: კოვიდ-19). იგი ძალიან სარისკოა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, სწორედ ამიტომ არის მათ შემთხვევებში კორონა ვირუსი მომაკვდინებელი. სხვა კვლევამ კი აჩვენა, რომ ჰაერის დაბინძურებას შეუძლია გაზარდოს კოვიდ-19 -ით გამოწვეული სიკვდილიანობა. 🆘და აქვე, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ სწორედ ეს მომაკვდინებელი ჰაერის დაბინძურება, ისევ ჩვენთან არის!😷 🌍კორონა ვირუსისგან მიღებული გაკვეთილები კორონავირუსის კრიზისის გამო, მსოფლიო დრამატულად შეიცვალა. პანდემიის შედეგად, ჰაერის დაბინძურების საკითხმა ბევრი ქვეყანის ყურადღება მიიპყრო, რადგან მათ ძალიან დიდი ხნის მანძილზე პირველად იხილეს ლურჯი, სუფთა ცა. ♻️ალბათ ჩნდება კითხვა, როგორ მივაღწიეთ ამას? მთელს მსოფლიოში, ბევრმა ქარხანამ და ინდუსტრიულმა საწარმომ შეწყვიტა მუშაობა პანდემიის გამო, რამაც ბუნებრივად შეამცირა წიაღისეული საწვავის წვა. ზოგიერთ ქვეყანაში კი, როგორიც არის ინდოეთი, უბრალოდ შეამცირეს მუშაობა, რამაც პროპორციულად შეამცირა ჰაერის დაბინძურება. ქუჩები და ტრასები დაცარიელდა ტრანსპორტისაგან, რამაც ასევე ხელი შეუწყო, ჰაერის სისუფთავეს. 🌍სწორედ ამ მსოფლიოში არსებული ყოველდღიური ბიზნეს ოპერაციების დრამატულად გაჩერების შედეგად ჩვენ ვსუნთქავდით სუფთა ჰაერს. ნასას სატელიტით დაფიქსირებული მონაცემები, გვიჩვენებს აზოტის დიოქსიდის (NO2) მნიშვნელოვან ვარდნას კორონა ვირუსის დაფიქსირების შემდეგ. „ეირ ვიზუალ“-ის სპეც. რეპორტიდან აღმოვაჩენთ, რომ წვრილი ნაწილაკები - PM2.5- იც საგრძნობლად დაეცა 10 დიდ ქალაქში. გრინფისის ინდოეთის ანალიზის მიხედვით კი, ამ ქვეყანაში ბოლო 30 წლის მანძილზე პირელად გამოჩნდა ჰიმალაის მთები, კარანტინის გამოცხადებიდან 10 დღის შემდეგ.🌲🌳 პანდემიამ ჩვენი აწმყო აქცია ულევი გამოწვევების ხანად და ამავდროულად ბევრი ფასეული გაკვეთილი მოგვცა: • შესაძლებელია მივიღოთ სუფთა ჰაერი, როდესაც მიღებულია სწრაფი და გადამწყვეტი ქმედებები. • ჩვენ შეგვიძლია დავიბრუნოთ ლურჯი ცა, თუ გავაუქმებთ წიაღისეული საწვავის წვას ყველა ინდუსტრიასა და სექტორში. • ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ისე, რომ ინდივიდუალურ დონეზე რაც შეიძლება ნაკლები დაბინძურება გამოვიწვიოთ, მაგ.: ვიმოგზაუროთ ნაკლები, მოკლე დისტანციებზე ვიაროთ ფეხით ან ველოსიპედით, ვიმუშაოთ სახლიდან (თუ ეს შესაძლებელია). ♻️სუფთა ჰაერის სუნთქვა რეალურია ქვეყნების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებასთან ერთად, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ შეგვიძლია ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი. ეს კი სულაც არ გულისხმობს ისევ კარანტინში მოქცევას ქვეყნებსა და ქალაქებს, ამისათვის მთავრობების სწორი აქცენტები და გადაწყვეტილებებია საჭირო.🌍 ♻️წარმოგიდგენთ სამ ძირითად ცვლილებას რომელიც დაგვეხმარება სუფთა ჰაერის შენარჩუნებაში, იმ დროს როდესაც თან ეკონომიკის სტიმულაცია უნდა მოხდეს და თან კლიმატის ცვლილებებს უნდა ვებრძოლოთ.♻️ 1️⃣ ფოკუსირება უნდა მოხდეს მწვანე საფარზე გრძელვადიან პერიოდში ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად, მთავრობის დაფინანსებამ და სტიმულირების ზომებმა არ უნდა შეუწყოს ხელი ისეთი ინდუსტრიების წარმოებას, რომლებიც გამოყოფენ დამაბინძურებლებს. მთავრობის მიერ გაცემული ფინანსური პაკეტები უნდა ასტიმულირებდეს მწვანე საფარის შექმნას. მაგალითად, მათ ხელი უნდა შეუწყონ დამაბინძურებელი ინდუსტრიიდან კადრების გადამზადება/გადაყვანას ეკომეგობრულ ინდუსტრიებში. ✊მთავრობამ ასევე უნდა მოსთხოვოს დამაბინძურებელ სექტორებსა და კომპანიებს დამაბინძურებელი ნივთიერებების გამოშვების შემცირება. ეს ქმედებები ასევე დაეხმარება პარიზის შეთანხმების მიზნის განხორციელებას- გლობალურ დათბობის ლიმიტირებას 1,5 გრადუსის ქვემოთ, რაც ნახშირბადის გამოყოფის შემცირებით, სავსებით რეალურია. 🇩🇪 ამის კარგი მაგალითია გერმანიის განცხადება, რომ ქვეყნისგან კოვიდ 19 შემდგომი ეტაპისთვის დასახმარებლად გამოყოფილი 130 მილიარდი, არ გაიცემა პრემიებად, ბენზინის ან დიზელის მანქანის მყიდველებზე. რაც უფრო მეტი ქვეყანა გამოიყენებს მასტიმულირებელ ბიუჯეტს დაბინძურების წინააღმდეგ, მით უფრო მკვეთრი იქნება ამ ქმედებების პოზიტიური ეფექტი. 2️⃣ ახლანდელი ენერგიის სისტემების რეფორმა განახლებად ენერგიას მინიმუმამდე დაჰყავს ჰაერის დაბინძურება, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით წიაღისეული საწვავით მიღებულ ენერგიაზე, რომელიც ამწვავებს ჰაერის დაბინძურებას. მთავრობებმა უნდა გააუქმონ ყველა სამომავლო გეგმა, ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების მშენებლობისა და მაქსიმალურად გადავიდნენ განახლებადი ენერგიის წარმოებაზე. 3️⃣ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა იყოს „მწვანე“ და ხალხზე მორგებული ტრანსპორტის სისტემა არის კიდევ ერთი და მთავარი ჰაერის დაბინძურების წყარო, რომელიც განსაკუთრებით აბინძურებს ჰაერს ურბანულ ადგილებში. თუმცა ამის გამოსწორებაც შეიძლება, პირველ რიგში მეტი ტროტუარისა და ველო ბილიკების შექმნით. ♻️ასევე შიდა წვის ძრავის მქონე ტრანსპორტის ხმარებიდან ამოღება და ნულოვანი დაბინძურების მქონე, ელექტრო ძრავის ან სხვა ნაკლებად მავნებელი ტრანსპორტით ჩანაცვლება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ ყველაფრის გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია კომფორტული და ხელმისაწვდომი საზ. ტრანსპორტის სისტემის დანერგვა, რათა ადამიანებს შეეძლოთ საკუთარ ავტომობილზე უარის თქმა. ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც კარანტინმა, ასე ვთქვათ გამოაღვიძა, უკვე მუშაობს ზემოთ ხსენებულ ცვლილებებზე, რათა ნაკლები ზეგავლენა მოახდინონ გლობალურ დათბობაზე და ისუნთქონ სუფთა ჰაერი. 4️⃣ გამკაცრდეს რეგულაციები ჰაერის დაბინძურებაზე ქვეყნებში ჰაერის დაბინძურებაზე გამკაცრებული რეგულაციების შემოღება, ხელს შეუწყობს გლობალურ დონეზე ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას. ✊თუ კი რეგულაციები გამკაცრდება ელექტრო სადგურების, ინდუსტრიული დაწესებულებებისა და ტრანსპორტის მიმართ, ჩვენ მარტივად მივიღებთ გაუმჯობესებულ ჰაერს. რა თქმა უნდა ჩვენი მიზანია ჰაერის დაბინძურების სრულად აღმოფხვრა და თუ ჩვენ ამ ძირითადი პრობლემების გადაჭრას მოვახერხებთ, დანარჩენსაც აუცილებლად მივაღწევთ. 👌ასევე აუცილებელია რეალურ დროში ჰაერის მონაცემების დეტალურად შესწავლა და დაწვრილებითი მონაცემების ქონა, ამ შემთხვევაში ხალხი უფრო მეტად ინფორმირებული იქნება და კიდევ უფრო მოწადინებული, გაუარესების შემთხვევაში, გამოასწოროს მდგომარეობა. სამწუხაროდ, ისეთ ქვეყნებში როგორიც არის ამერიკა და სამხრეთ აფრიკა, მანქანებზე და ნახშირზე მომუშავე ელექტრო სადგურებზე, არა მხოლოდ არ გამკაცრებულა არამედ, რეგულაციები საგრძნობლად შემცირებულია. ასეთი მიდგომა კი გააუარესებს ჰაერის დაბინძურებას და უფრო მეტი ხალხის სიცოცხლეს მოაქცევს რისკ ქვეშ. ბევრი ექსპერტი ამბობს, თუ მსოფლიო დაიწყებს სიმწვანის სტიმულირებას ეს არა მხოლოდ გააუმჯობესებს ჰაერს, არამედ იძლევა უზარმაზარ პოტენციალს გადააქციოს დედამიწა მცირე ნახშირის მომხმარებელ საზოგადოებად. ბევრ ჩვენგანს აქვს იმედი რომ ჰაერი გაუმჯობესდება, ამასობაში კი ყველაფერი უნდა ვქნათ რომ ჰაერის დონე არ დაუბრუნდეს პრე-პანდემიის მაჩვენებელს. კოვიდ 19-ის საწინააღმდეგოდ მიღებულმა ზომებმა გვაჩვენა რომ შეგვიძლია რეალურად ჯანსაღ და მწვანე გარემოში ცხოვრება, ახლა კი მომავალი ჩვენზეა დამოკიდებული.
Gi Ga
Tbilisi · 5 days ago
ფემინიზმი, ცრუ ტერმინი "ფემიციდი" და რეალობა
რა არის ფემინიზმი? ტერმინი პირველად 1895 წელს იხმარა ელის როსიმ როგორც ქალთა მოძრაობის აღმნიშვნელი სიტყვა, ფემინიზმი როგორც თეორია წარმოიშვა ქალთა მრავალსაუკუნოვანი დისკრიმინაციიდან ისტორიული უსამართლობიდან დასავლურ ცივილიზაციაში (ამ პერიოდში (1920 იან წლებში) ქართულ პარლამენტს 6 ქალი დეპუტატი ჰყავდა, ასევე ქალი მეფეები ისტორიის მანძილზე) პატრიარქალური წყობიდან მამაკაცთა დომინირების უალტირნატივობის კრიტიკის შედეგად. რეალურად მართლაც ხდებოდა ქალთა დისკრიმინაცია სქესის მიხედვით სამოქალაქო უფლებებსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რამაც დაგროვებული უკმაყოფილება სამოქალაქო ამბოხამდე და პროტესტების ტალღამდე მიიყვანა. მე 19 საუკუნის შუა წლებში ბრიტანეთში და და ამერიკის შეერთებული შტატებში საარჩევნო უფლებების მოპოვების მიზნით კამპანიების გატარება დაიწყო, ამ მცდელობებმა გარკვეული გარდაქმნები მოახდინეს თუმცა ტრადიციული დამოკიდებულება ძნელად იცვლებოდა. ბრიტანეთში მაგალითად ქალებისთვის საარჩევნო უფლებების მინიჭების წინააღმდეგი თავადაც ქალი-დედოფალი ვიქტორია იყო. ფემინიზმის განვითარების ე.წ "მეორე ტალღა" ანუ ახალი ეტაპი მე 20 საუკუნის 60 იანი წლებიდან განახლდა. ამ შემთხვევებში უკვე იგი გადაიქცა ე.წ "სექსუალური რევოლუციის" ნაწილად და დიდწილად მან იქონია გავლენა ქალთა სექსუალურ "ემანსიპაციაში" (დამოუკიდებლობა) სექსულური თავისუფლება ქალის როგორც პიროვნების აღქმის ნაწილად იქცა რაც ასევე სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს. ყველა ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს ან არ ჰქონდეს სექსუალური ცხოვრება თავის არსებობის გარკვეულ ეტაპეპზე. ანუ ეს ორი მიმდინარეობა ქალთა ხმის უფლებების, თანასწორობის, სექსუალურობის უფლებები რეალურად მართლაც ეკუთვნოდათ და მიიღეს, რეალურად თანასწორობა სწორედ ფემინიზმის მეორე ტალღის შემდეგ დადგა მაგრამ ფემინიზმი ამით არ დასრულებულა. ქალთა მცირე ჯგუფმა ე.წ "მებრძოლმა ფემინისტებმა" თავი გააიგივეს რასობრივ, რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობებთან და მათთან ერთად დაიწყეს ფემინიზმის ე.წ "მესამე ტალღა" რომლის მიზანი გახდა ე.წ პოზიტიური დისკრიმინაცია" რაც არაფრით განსხვავდება მამაკაცური *სექსიზმისგან* რასაც თავად ფემინისტები ებრძვიან. ქალთა საუკუნოვანმა ბრძოლამ თანასწორობისთვის ისინი პრივილეგირებულ მდგომარეობამდე მიიყვანა. უკეთ რომ აგიხსნათ მარტივ მაგალითებს მოვიყვან-მეშახტეთა, მუშა-მშენებელთა, ასფალტის დამგებთა, მანქანების ხელოსანთა, მენაგვეთა 99,9 % მამაკაცია! სამაგიეროდ ე.წ გენდერული კვოტირების (ანუ სავალდებულო საკანონმდებლო სქესობრივი დისკრიმინაციის) 25 % ქალი უნდა იყოს. აი ასე პირდაპირ პარლამენტის სკამებზე. ამასაც რომ თავი დავანებოთ საკანონმდებლო დონეზე არსებულ პრივილეგიებს არაფერი ცვლის- ქალთა საპენსიო ასაკი 5 წლით დაბალია, მამაკაცის 5 წლით მეტი, ქალების 90% განქორწინების შემდეგ რჩება ბავშვის(ბავშვების) მეურვე + მამას ეკისრება ალიმენტის გადახდა. ქალს შეუძლია აბორტი გაიკეთოს ბავშვის ბიოლოგიური მამის ნებართვის და თანხმობის გარეშე! ქალები ყოველთვის მსუბუქ და ნაკლებად სტრესულ სამსახურში მუშაობას ამჯობინებენ თორემ არავის აუკრძალავს მათთვის მენაგვედ, ასფალტის დამგებად, მეშახტედ, მემანქანედ ან მშენებლად მუშაობა, მაგრამ რატომღაც 90% კაცების აშენებულ ოფისებში მშვიდად ზიან კომპიუტერთან და 6 საათიანი სამუშაო გრაფიკით წუწუნებენ. ამით არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მხოლოდ ფაქტები მომყავს მაგალითად. ბოლო პერიოდში შეინიშნება პოზიტიური ცვლილებები ქალთა აქტიურობა ძალოვან უწყებებში პოლიციასა და ჯარში თუმცა აქაც ქალები უფრო ნაკლებს აკეთებენ და უფრო ნაკლები მოეთხოვებათ (ნორმატივების ჩათვლით) რეალურად ჩვენს ქვეყანაში გენდერული თანასწორობა კიდე შორსაა და სახეზე ქალთა პრივილეგირებული მდგომარეობაა. როგორია რიგითი ფემინისტის ერთი დღე? ის იღვიძებს სახლში რომელიც კაცმა დააპროექტა და კაცებმა ააშენეს, იზმორება საწოლზე რომელიც კაცებმა გააკეთეს, დგება, ანთებს შუქს რომელიც კაცმა მოიგონა, შედის საპირფარეშოში ჯდება უნიტაზზე და იცლება ფეკალური მასისგან იმ კანალიზაციაში რომელიც ასევე კაცებმა გამოიყვანეს და დაამონტაჟეს, შემდეგ იცვამს კაცების შეკერილ ბრენდის ტანსაცმელს, იკეთებს მაკიაჟს რომელიც კაცებმა გააკეთეს, ხელში იღებს მობილურ ტელეფონს რომელიც ასევე კაცმა მოიგონა და შექმნა, გადის ქუჩაში და მიაბიჯებს ასფალტზე რომელიც რამდენიმე დღის წინ კაცებმა დააგეს, ჯდება ტრანსპორტში რომელსაც კაცი მართავს, მიდის სამსახურში რომელშიც კაცია უფროსი, გადის შესვენებაზე, რთავს ინტერნეტს რომელიც კაცმა მოიგონა, შედის სოც.ქსელში რომელიც კაცმა შექმნა და წერს სტატუსს "ყველა კაცი ერთნაირია, მეზიზღებით, მალე მოკვდით საზიზღარო კუტუს მატარებლებო!" ეს რა თქმა უნდა ხუმრობა იყო თუმცა ამ ხუმრობით სატირულად დაგანახეთ რეალობა. სამწუხაროდ სამყარო ჯერაც კაცების მხრებზე დგას და ამაში ცუდი არაფერია, ეს იმას არ ნიშნავს რომ ქალი რამით კაცზე ნაკლებია. ქალს შეუძლია ყველაფერი გააკეთოს არაფრით არაა კაცზე ნაკლები (თუ ფიზიკურ სიძლიერეს და დომინანტობისკენ ბუნებრივ სწრაფვას არ ჩავთვლით, რაც რიგ შემთხვევებში პირიქითაც გვხვდება) მენტალურადაც და ყველანაირად ქალს შეუძლია გააკეთოს ის საქმეები და ის ვალდებულებები რასაც კაცი აკეთებს, უბრალოდ მათ ეს არ სურთ, რადგან ბუნებრივად კომფორტი უყვართ, ხოლო ვისაც სურს შეუძლია და აკეთებს. არაა აუცილებელი ხელოვნური ჩარევები კვოტირებები და სხვა დისკრიმინაციული კანონები იმის აღმოსაფხვრელად რაც რეალურად ისედაც არ არსებობს. ახლა კი გავერკვიოთ ტერმინ "ფემიციდში" რა არის ფემიციდი? ვიკიპედიის განმარტებით ესაა "მამაკაცების მიერ ქალების მკვლელობა იმიტომ რომ ისინი ქალები არიან! ანუ ამ სრულ სიგიჟეს და სისულელეს თუ დავუჯერებთ სადღაც არსებობენ ბოროტი კაცები რომლებიც ჩუმად კლავენ ქალებს იმიტომ რომ ქალები არიან. სხვა მიზეზი არ აქვთ. აი დაინახეს ქუჩაში ქალი და *ვერ ვიტან ქალებს, ქალი უნდა მოვკლაო* ფიქრობენ და კლავენ მათ. რა თქმა უნდა მსოფლიო ისტორიაში არიან სერიული მკვლელები რომლებიც თავისზე სუსტს კლავდნენ და ხშირ შემთხვევაში ეს ქალები იყვნენ მაგ. ტედ ბანდი რომელსაც 60 ზე მეტი გოგონა ჰყავდა მოკლული. ასევე ანდრეი ჩიკატილო, როდნი ალკალა, და სხვა მაგრამ ეს სერიული მკვლელები იყვნენ ავადმყოფები, ას კაცში შეიძლება ერთი ავადმყოფი გამოერიოს მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ კაცები ქალებს განსხვავებული სქესის გამო კლავენ, ასევე არსებობდნენ სერიული მკვლელი ქალები მაგალითად ნენი დოსი რომელმაც ოთხი ქმარი მოწამლა, ასევე შვიდი მამაკაცი მოკლა, და რა ქვია ასეთ შემთხვევებს? ფემიციდს არ აქვს ადგილი? ასევე ცნობილია ქალი მანიაკი უნგრეთის გრაფინია ელიზაბეტ ბატორი რომელსაც 600 მდე ქალწულის მკვლელობაში დასდეს ბრალი და საკუთარ კოშკში გამოკეტეს სიცოცხლის ბოლომდე. თუმცა თუ ქალი კლავს ქალს ის არაა ფემიციდი, ან თუ ქალი კლავს კაცებს, ეს არაფერი არაა არც ის შემთხვევა თუ მამაკაცი კლავს მამაკაცს, მაგრამ თუ კაცი მოკლავს ქალს რაიმე მიზეზით (ნებისმიერი მიზეზით მკვლელობა მაინც გაუმართლებელია) ესაა ფემიციდი. ასევე უდიდესი როლი ენიჭება ე.წ. *მედიას* რომელიც თითოეული ქალის მკვლელობას ცალკე საგანგაშოდ აშუქებს და მას მაშინვე *ფემიციდის* იარლიყს აკრავს, ხოლო კაცების მიერ ერთმანეთის მკვლელობებზე დუმს ან ცალყბად აშუქებს, სექსის განურჩევლად მოდით შევთანხმდეთ! მკვლელობა მკვლელობაა და ამორალურია ყველანაირად დანაშაული და მკვლელობის სქესის მიხედვით გარჩევა უბრალოდ არაეთიკური და არასწორია. ახლა კი სტატისტიკა ვნახოთ თუ როგორაა ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში და მსოფლიოში. 2016 წელს საქართველოში მოკლული იქნა 32 ქალი და 155 კაცი, 2017 წელს 26 ქალი და 211 მამაკაცი, 2018 წელს 11 ქალი და 125 მამაკაცი, 2019 წელს ერთ შემთხვევაში ოჯახური ძალადობისას ქალმა მოკლა ქალი (დამ და) დღეს ჩვენს ქვეყანაში 950.000 ოჯახია, ამათგან ოჯახური ძალადობა 5874 ოჯახში დაფიქსირდა 2018 წელს რაც საერთო მაჩვენებლის 0.6 % ია. ანუ ყოველი 1000 ოჯახიდან 6 ში ფიქსირდება ძალადობა. ეს 0.6 % რა თქმა უნდა საშინელებაა და უნდა ვეცადოთ მის აღმოფხვრას. მოდით ვნახოთ სხვა ქვეყნებში როგორია მსგავსი მაჩვენებელი. მაგ. გერმანიაში სადაც შედარებით ლიბერალური კანონმდებლობა და უკეთესი ფემინისტური კანონებია 2018 წელს 41 მლნ 337 000 ოჯახი, აქედან გამოვრიცხოთ მარტოხელა დედები და გვრჩება 24.044 000 ოჯახი, აქედან 2018 წელს დაფიქსირდა 114.393 ოჯახური ძალადობის ფაქტი. ანუ 24.044.000 ის 0.5 % გამოდის რომ საქართველოსა და გერმანიაში დაახლოებით ერთნაირი მაჩვენებელია. დიდ ბრიტანეთში არის 18.200.000 ოჯახი დაფიქსირებული, 2018 წელს 341.000 შემთხვევა დაფიქსირდა. რაც საერთო მაჩვენებლის 1.87% ია. ანუ ჩვენზე განვითარებულ დიდ ბრიტანეთში სამჯერ მეტია ქალზე ძალადობა ვიდრე საქართველოში. სამწუხაროდ ბუზის სპილოდ წარმოჩენის პრაქტიკა ჩვენს ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია არა მარტო გენდერულ არამედ სხვა სფეროებშიც. და ბოლოს ერთი რეზიუმე ფემინისტები ცდილობენ ქალები კაცების მტრებად აქციონ და გენდერული შუღლი გააღვივონ რაც თავისთავად დამღუპველია კაცობრიობისთვის. ფემინიზმის გარდა დასავლეთში მომრავლდა ანტიფემინისტური მოძრაობა რასაც ფემინური ქალური გოგონები გამოდიან ფემინიზმის წინააღმდეგ. ეს მშვენიერი არსებები აღიარებენ ქალის ბუნებრივ ქალურ მდგომარეობას და არ ემხრობიან მამაკაცებია წინააღმდეგ მიმართულ პროტესტებს. ფემინიზმის რეალური მიზეზი და მიზანი დაკარგულია 21 ე საუკუნეში რადგან ქალებს ისედაც ყველა ის უფლება აქვთ რაც მამაკაცებს და ზოგ შემთხვევებში პრივილეგიებიც აქვთ (სავადებულო ჯარი, დაბალი საპენსიო ასაკი, განქორწინების შემდგომი მეურვეობის უფლება, დეკრეტული შვებულება, აბორტის უფლება ბავშვის მამის ნებართვის გარეშე, ალიმენტი და სხვ) თუმცა მაინც მოითხოვენ იმაზე მეტ უფლებებს რაც უკვე აქვთ და რის იქითაც უკვე არა თანასწორობა არამედ პრივილეგირებულობაა. ფემინისტების საბოლოო მიზანი გამოგენდერებული ტესტოსტერონისგან დაცლილი ფემინური ბიჭუნების გამრავლებაა რომლებსაც თავის ჭკუაზე და ნებაზე ატრიალებენ და რომლებსაც არა ქალის ან სამშობლოს არამედ საკუთარი ტრ*ის დაცვაც არ შეეძლებათ. სწორედ ამიტომ არის ფემინიზმი კაცობრიობის კიბო.
+14
Gi Ga
Tbilisi · 1 month ago
თეთრი გენოციდი-ის რაზეც მსოფლიო დუმს
დღევანდელი ანტირასისტული მსოფლიო ისტერიის და ძეგლების დემონტაჟების თუ ანტირასისტული ვანდალიმიზის პარალელურად მოვიძიე საინტერესო ინფორმაცია რეალურ რასიზმზე რომელიც სამხრეთ აფრიკაში ამ სკანდალის შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა. წარმოიდგინეთ რა ამბავი მოჰყვა ერთი შავკანიანის სიკვდილს რომელიც რასიზმზე მეტად გაუფრთხილებლობით და ძალის გადამეტებით მოხდა, თუმცა რადგან მსხვერპლი შავკანიანი იყო ყველამ რასიზმად მონათლა, თუმცა ღია რასიზმის არანაირი კვალი არ ჩანდა ჯორჯ ფლოიდის საქმეში. ის დაკავების დროს ძალის გადამეტებას ემსხვერპლა, რაც რა თქმა უნდა დიდი ტრაგედიაა, მაგრამ უარესი ტრაგედიები წლებია ყოველდღე ხდება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ზიმბაბვეში. რა ვიცით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაზე? ამ მიწაზე ბანტუს ხალხების მოსვლამდე ცხოვრობდნენ ჰერეროს და ჰოტენტოტების ასევე ბუშმემების ტომები. იგი პირველად ჰოლანდიელმა მეზღვაურებმა აღმოაჩინეს 1652 წლის 6 აპრილს იან ვან რიბეეკმა ოსტინდოეთის კომპანიის სახელით და დააარსა დასახლება შტორმების (მოგვიანებით კეთილი იმედის) კონცხზე. XVIl-XVlll საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე ჩამოდიან და ცხოვრებას იწყებენ კოლონისტები ნიდერლანებიდან საფრანგეთიდან, გერმანიიდან. 1770 იან წლებში ხდება შეტაკებები ჩრდილოეთიდან დაძრულ კოსას ტომებთან რამაც შემდგომში რეგულარული სახე მიიღო და ისტორიაში შევიდა როგორც კაფრებთან სასაზღვრო ომი რაც გამოწვეული იყო თეთრკანიან ჩამოსახლებულების პრეტენზიებზე აფრიკელი მოსახლეობის კუთვნილ მიწებზე. კაპის კოლონიაში შემოჰყავდათ მონები ჰოლანდიის სხვა კოლონიებიდანაც მაგ. ინდონეზიიდან, მადაგასკარიდან. კაპის კოლონისტები და ადგილობრივი ავტოქტონური აბორიგენი მოსახლეობა შეერივნენ ერთმანეთს ასევე სხვა ეთნოსები და საბოლოოდ რთული ეთნოგენეზის შედეგად ჩამოყალიბდნენ "კაპის ფერადების" ეთნოსი რომელიც დასავლეთ კაპის პროვინვიის მოსახლეობის 50 % შეადგენენ. ნაპოლეონის მიერ ჰოლანდიის ანექსიის შემდეგ ინგლისს გაუჩნდა შიში რომ ფრანგები დაიპყრობდნენ სამხრეთ აფრიკის ნაყოფიერ სანაპირო ზოლს და ჰოლანდიურ კოლონიებს. ამიტომ თავად დაიწყეს სამხრეთ აფრიკის ინტერვენცია. ბურებმა ინგლისელ დამპყრობლებთან სისხლიანი ომი გამართეს ამ ომებს ხელი შეუწყო ოქროს აღმოჩენამ ვიტვატერსრანდის მთებში. ინგლისელებთან ომებში ბურები დამარცხნენ მაგრამ მაინც შეძლეს დაეარსებინათ ორი ჰოლანდიური სახელმწიფო ტრანსვაალის რესპუბლიკა და ორანჟის თავისუფალი სახელმწიფო. ამ რეგიონებში ოქროს და ალმასების საბადოების აღმოჩენამ ფრანგები და ინგლისელები ახალ ომამდე მიიყვანა და ისინი ერთმანეთს შემდეგ კი ბურებს დაუპირისპირდნენ. ინგლისმა სამხრეთ აფრიკაში შავკანიანების მონათმფლობელობა 1806 წელს აკრძალა თუმცა1833 წლამდე ეს კანონი მთელი ქვეყნის მასშტაბით არ გავრცელებულა. ინგლის ბურების პირველი ომი 1880-1881 წლებში მოხდა და ბურების გამარჯვებით დასრულდა რადგან ინგლისს არ სურდა ხანგრძლივი ომი ეწარმოებინა შორეულ მიწებზე. 1877 წელს ტრანსვაალის ანექსია მაინც მოახერხეს ინგლისლებმა ამ დროს მათი რაზმი სულ 25(!) მებრძოლისგან შედგებოდა და ტყვიის გაუსროლებლად მოახერხეს ტრანსვაალის ხელში ჩაგდება. 1899-1902 წლებში მოხდა ინგლის ბურების მეორე ომი. სადაც ბურები დამარცხდნენ. საბოლოოდ სამხრეთ აფრიკა ბურების კოლონიებითურთ ინგლისს დაექვემდებარა, ამის შემდეგ დაიწყო სასტიკი ომი ადგილობრივ აფრიკელებსა და ევროპელ კოლონიტაზორებს შორის. შავკანიანები ომში დამარცხდნენ რის შემდეგაც გეტოებში შეასახლეს და ჩამოართვეს სამოქალაქო უფლებები. 1931 წელს მიიღეს ვესტმინსტერის რეზოლუცია, რომელმაც გაამყარა სამხრეთ აფრიკის კავშირის მდგომარეობა და იგი როგორც დომინიონი შევიდა ბრიტანეთის გავლენის ქვეშ. 1934 წელს შეიქმნა სამხრეთ აფრიკის გაერთიანებული პარტია იგი მოიცავდა პრობრიტანულ და ბურების ეროვნულ კოგრესს. 1939 წელს მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას გაიყო ეროვნული პარტიის აზრები ჩართულიყვნენ ომში ბრიტანეთის თუ ნაცისტური გერმანიის მხარეს. 1948 წელს არჩევნებში გაიმარჯვა ეროვნულმა კონგრესმა და დამყარდა აპართეიტის რეჟიმი. ამ დროიდან დაიწყო ისედაც შევიწროებული შავკანიანების უფლებების ჩამორთმევა და აკრძალვები. მათ აეკრძალათ არჩევნებში მონაწილეობა, შერეული ქორწინებები, დასაქმება საჯარო სივრცეში და უამრავი სხვა სამოქალაქო უფლება მათ შორის სამხედრო სამსახური. აპართეიტი გაუქმდა 1994 წელს და ხელისუფლებაში მოვიდა ნელსონ მანდელა და აფრიკული ეროვნული კონგრესი. თუმცა რასიზმი არსად გამქრალა. თუ აპართეიტის პერიოდში იგი ძირითადად მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე ვლინდებოდა მას შემდეგ რაც ძალაუფლება შავკანიანებმა აიღეს დაიწყო ტოტალური ძალადობა და თეთრკანიანების ფიზიკური ტერორი და მკვლელობები. სამხრეთ აფრიკის 59 მლნ მოსახლეობდან დღეს თეთრკანიანი უმცირესობა 9 % ზე ნაკლებია. მათი 38% ბრიტანელების შთამომავლები არიან, 58% აფრიკანერები (ბურები) და ასევე მცირე რაოდენობით ფრანგი კოლონისტების შთამომავლები. დღეს სამხრეთ აფრიკაში თეთრკანიანი მოსახლეობის უმთავრესი პრობლემა არის ე.წ "ფერმერების მკვლელობები". ბოლო 20 წელია მიმდინარეობს მუდმივი თავდასხმები თეთრკანიანი ოჯახების ფერმებზე, ხშირ შემთხვევებში მათ ჯგუფურად აუპატიურებენ ცემენ და კლავენ. 1999 წლიდან მოყოლებული აღინიშნა 9400 თავდასხმა ფერმებზე რა დროსაც რასობრივი მოტივით მოკლეს 2500 უდანაშაულო ადამიანი. ძალადობის სტატისტიკა მუდმივად მზარდია 2006-2009 წლებში 25% ით გაიზარდა ფერმერების მკვლელობათა რაოდენობა. მდგომარეობას ამძიმებს ის ფაქტი რომ ადგილობრივი პოლიცია ვერ (არ) ებრძვის ფერმერების მკვლელობებს. რაზეც ამ დანაშაულით დაკავებულების ძალიან მცირე სტატისტიკაც მეტყველებს. ამ დროს კი უკვე თეთრკანიანი ფერმერების მკვლელობები ეთნიკურ რასობრივი მცოცავი გენოციდის სახეს იღებს. ძალადობის და რასობრივი შეუწყნარებლობის წახალისებას პოლიტიკოსებიც უწყობენ ხელს. ქვეყნის მმართველი პარტია აფრიკის ეროვნული კონგრესის მიდგომა ცალსახად რასისტულია. მისი წევრები მღერიან აპართეიტის დროინდელ სიმღერას რომლის საკვანძო სიტყვებია "მოკალი ბური, მოკალი ფერმერი". 2010 წლის მარტში სამხრეთ აფრიკულმა სასამართლომ მიიღო კანონი რომლის მიხედვით ეს სიმღერა იყო არაკონსტიტუციური და რასობრივი შეუწყნარებლობის ხელის შემწყობი და აიკრძალა მისი საჯაროდ შესრულება. მაგრამ აფრიკული ეროვნული კონგრესის გენერალურმა მდივანმა გვედე ნანტაშემ განაცხადა რომ ეს სიმღერა არაკონსტიტუციურად ვერ ჩაითვლებოდა რადგან აფრიკული ფოლკლორის ნაწილი იყო და დემონსტრაციულად საჯაროდ დაიწყო მისი შესრულება პარლამენტის შენობაში. მმართველი პარტიის შეკრებებზე მხარდამჭერი აქტივისტების მხრიდან ხშირად არის წარმოდგენილი პლაკატები წარწერით "ერთი თეთრი ერთი ტყვია", "მოკალი თეთრკანიანი". ამგვარი პოლიტიკით მმართველი პარტია თავად უწყობს ხელს რასობრივ ძალადობას საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. რასისტული რიტორიკით განსაკუთრებით გამოირჩევა ჯულიუს მალემა "აფრიკული ეროვნული კონგრესის ახალგაზრდული ლიგის ლიდერი, რომელიც ქვეყანაში საკმაოდ გავლენიან ძალას წარმოადგენს. გარდა ფერმერების მკვლელობებისა სამხრეთ აფრიკელი თეთრკანიანების (აფრიკანერების) მდგომარებას ამძიმებს დისკრიმინაცია დასაქმების თვალსაზრისით. ე.წ. "affirmative action" წარმოადგენს ოფიციალურ სამთავრობო პოლიტიკას რომლის თანახმადაც დასაქმებაში ყველა კომპანიამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ადგილობრივ შავკანიან მოსახლეობას იმის მიუხედავად თუ რამდენად პროფესიონალი კადრია. ეს პოლიტიკა აპარტეიდის დასრულების შემდეგ დაიბადა. რასიზმის ერთ ერთი სკანდალური მაგალითია NedBank ის პოლიტიკა, 2005 წელს მათ გამოიტანეს გასაყიდი აქციების სპეციალური სერია და ყიდვის უფლება მიანიჭეს ყველა რასას გარდა თეთრკანიანებისა! ესაა ოფიციალური გაცხადებული რასიზმის პოლიტიკა რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. რასისტული რეჟიმის და მძიმე კრიმინოგენული ვითარების გამო თეთრკანიან აფრიკელთა ნაწილი ემიგრაციაში მიდის. 1990 იანი წლებიდან 900.000 მა აფრიკანერმა დატოვა ქვეყანა. აღსანიშნავია რომ ისინი (აფრიკანერები) ჩამოყალიბდნენ როგორც ადგილობრივი ეთნოსი და მათი ენა აფრიკაანსი არცერთ სხვა ენას არ ენათესავება. აფრიკანერები და ბურები ადგილობრივი აფრიკელი თეთრკანიანები არიან საკუთარი ენით და ეთნიკური იდენტობით, რომლებსაც სხვა ისტორიული სამშობლო აფრიკის გარეთ არ გააჩნიათ რაც მათ მდგომარეობას უფრო ამძიმებს. რასიზმის პოლიტიკა დასაქმების სფეროში ამძიმებს მათ მდგომარეობას. 1995 წლიდან 2005 წლების პეროოდში გ⁴აჩნდა თეთრი გეტოები სადაც უმძიმეს ეკონომიკურ სიღარიბეში უწევთ თეთრკანიანებს ცხოვრება. 430.000 ადამიანი ცხოვრობს ე.წ "სკუატერებში", მკვლელობის, შიმშილის და რასობრივი დისკრიმინაციის პრობლემების პირისპირ. 1994 წლიდან აპართეიტი დასრულდა მაგრამ რასიზმი არა, იგი თავისი მახინჯი ფორმით განაგრძობს არსებობას და მთლიანად თეთრკანიანთა წინააღმდეგ არის მიმართული. აპართეიტის შემდეგ მოკლულია 700.000 ზე მეტი თეთრკანიანი რასობრივი ზიზღის მოტივით. 1 მილიონზე მეტმა ქვეყანა დატოვა და ემიგრაციაში წავიდა, ხოლო 400.000 ზე მეტი უკიდურეს სიღარიბეში ცხივრობს, რა დროსაც მსოფლიო რასიზმს ებრძვის ერთი შავკანიანის ტრაგიკული მკვლელობის გამო მაგრამ არავინ იღებს ხმას ათიათასობით თეთრკანიანის მკვლელობაზე, მსოფლიო დუმს ამ ტრაგედიაზე და რეალურ რასიზმზე 21-ე საუკუნეში, რაც უკვე შეფასდა როგორც თეთრი გენოციდი!
+4