ამერიკული ახალი მედიის პრინციპები წყაროების სანდოობის დასადგენად

0
ინტერნეტევოლუციამ გაზარდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ის უფრო პლურალისტური ხდება. ამავდროულად, სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის შემთხვევებიც იზრდება, რასაც ინტერნეტმომხმარებელი შეცდომაში შეყავს. შესაბამისად ინტერნეტმედიის პრინციპების გათვალისწინება სულ უფრო  საყურადღებოა. 
ჩრდილოეთ ამერიკის მსხვილი სამაუწყებლო კომპანიების: ABC, CBS და NBC-ს მმართველი მენეჯერები, რამდენიმე წლის წინ, მოწმენი გახდნენ, რომ მათი აუდიტორია ნელ-ნელა მცირდებოდა, რაც კონკურენციის ზრდამ გამოიწვია. ეს კონკურენცია უპირველეს ყოვლისა FOX-ის, უკანასკნელ წლებში კი ინტერნეტის მხრიდან გამოვლინდა[1]. ინტერნეტმა არა მხოლოდ სამაუწყებლო კომპანიები, არამედ ამერიკული ბეჭდური მედიაც ციფრულ სამყაროში სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენა.
2008 წელს, ჰარვარდის უნივერსიტეტის ბერკმან კლაინის კვლევითი ცენტრის ხელშეწყობით, ამერიკელმა მწერალმა და კოლუმნისტმა დენ გილმორმა[2] გამოაქვეყნა სახელმძღვანელო - , , პრინციპები ახალი მედიაწიგნიერებისათვის“[3], რომელიც ჯერ-ჯერობით ქართულ ენაზე არ გამოქვეყნებულა. სწორედ ამიტომ, მსურს, წარმოგიდგინოთ ეს პრინციპები (ემყარება ჩემს თარგმანს), რათა ამერიკული ახალი მედიის პრინციპები ქართულ რეალობაში უკეთ წარმოჩინდეს. დასწყისშივე უნდა აღვნიშნო, რომ ტერმინში , , ახალი მედია“ ვგულისხმობ ინტერნეტმედიას, რომელიც ბოლო წლებში კონკურენტულად გააქტიურდა და შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი ავტონომიაც კი შექმნა. ამერიკული ახალი მედიის ეს ათი პრინციპი მიზნად ისახავს, დაეხმაროს ქართული ახალი მედიის მომხმარებლებსა და ჟურნალისტებს, რათა აღიჭურვონ ყალბი ინფორმაციის გადამოწმების და დეზინფორმაციასთან გამკლავების უნარებით, რომლებიც მათ სწორი ინფორმაციის მიღებაში და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში დაეხმარებათ.
მიმაჩნია, რომ საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში აუცილებელია,  ამერიკული ახალი მედიის გამოყენების პრინციპები ნათლად წარმოჩინდეს, რათა ცხადად დავინახოთ, როგორ ვლინდება ის ქართულ რეალობაში. თუ ჩვენ რეალურად გვსურს, რომ საქართველო დასავლურ, ლიბერალურად დემოკრატიულ სახელმწიფოდ გარდავქმნათ და გვქონდეს ინფორმაციის ალტერნატიული წყაროები, ვგულისხმობ თავისუფალი მედიის არსებობას და აგრეთვე ნებისმიერი ორგანიზაციისა თუ კვლევითი ცენტრების მიერ გამოქვეყნებული მასალების საჯაროობას, მაშინ აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ არ შეზღუდოს ალტერნატიულ წყაროები და არ აფიშირდეს, მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც, მხოლოდ და მხოლოდ, მმართველი გუნდის ინტერესებესა და მიზნეს ემსახურება. მეტიც, ახალ მედიაში მომუშავე ჟურნალისტებს ამერიკული ახალი მედიის პრინციპები კარგად ქონდეთ გათავისებული.
 დენ გილმორი წარმოგვიდგენს 10 პრინციპს, რომლებიც ამერიკული  ტრადიციული ჟურნალისტიკის მონაპოვარი და ახალი მედიაწიგნიერების პრაქტიკაში მიღებული ფორმებია. მწერალი და კალიფორნიის სანტა ბარბარას უნივერსიტეტის პროფესორი ჯეიმს პოტერი თავის წიგნში[4] განმარტავს, რომ მედიაწიგნიერება გულისხმობს­ კონტროლის­ დამყარებას.­ რაც­ უფრო­ მაღალია­ თქვენი­ მედიაწიგნიერების­ ხარისხი, ­ მით­ უფრო­ დიდია­ რეალურ­ სამყაროსა­ და­ მედიის­ მიერ­ შექმნილ­ სამყაროს­ შორის­ არსებული­ საზღვრის­ დანახვის­ უნარი.­ამდენად, ვიმედოვნებ, რომ წარმოდგენილი პრინციპები ობიექტური მედიის გარანტი და ინტერნეტმედიაწიგნიერების გზამკვლევი იქნება, როგორც ქართველი ინტერნეტმომხმარებლებისთვის ისე ჟურნალისტებისათვის, რათა მათ წყაროების სანდოობის დადგენა შეძლონ.

ახალი მედიის პრინციპები მომხმარებელებისთვის

1. იყავით სკეპტიკური ყველაფრის მიმართ - ჩვენ ვერასდროს გვექნება იმის გარანტია, რომ რასაც ინტერნეტში ვკითხულობთ, ვუყურებთ ან ვუსმენთ სხვადასხვა მედია საშუალებებისგან აბსოლუტურ ჭეშმარიტებას შეესაბამება. საუკეთესო ჟურნალისტებიც ხშირად უშვებენ უმნიშვნელო შეცდომებს, ხანდახან სერიოზულსაც, თუმცა ინტერნეტში ჩვენ ყოველთვის ვერ ვხედავთ შესწორებებს.
 2. არ იყოთ თანაბრად სკეპტიკური ყველაფრის მიმართ - ტექნოლოგიების განვითარებამ ადამიანის შინაგანი ნდობის ინტუიცია ვერ გააქრო, პირიქით ეს უკანასკნელი , , ნდობის საზომს”  წარმოადგენს, რაც ამერიკულ ჟურნალისტიკაში ±30 შკალით იზომება.
 3. გამოდით პირადი სივრციდან - გილმორი თითოეულ ამერიკელს, ურჩევს რომ ყოველდღიურად გაეცნონ ინფორმაციას globalvoices.org-ზე[5], სადაც ათასობით მთარგმნელი, ბლოგერი, მწერალი და ადამიანის უფლებების დამცველი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან 50 ენაზე აქვეყნებს მასალას.
4. დასვით უამრავი შეკითხვა - ეს პრინციპი დაეხმარება მედიამომხმარებელს, მიიღოს უფრო მეტი ინფორმაცია. მაგალითად, აღმოაჩინოს, რაიმე ტიპის კვლევა, ანგარიში, სტატია და სხვა. ასეთ დროს, მომხმარებელი უფრო თვითდაჯერებულია და მიიჩნევს, რომ უამრავი ხელჩასაჭიდი აქვს.
 5. შეისწავლეთ მედიატექნიკები - უნდა გვახსოვდეს, რომ მომხმარებელთან ერთად ჩვენ ყველანი ინტერნეტმედიაპროდუქტის შემქმნელები ვართ. საკომუნიკაციო არხების მრავალფეროვნება ინფორმაციის გავრცელების გზებს ზრდის, ამდენად ავტორი ჟურნალისტიკის თითოეულ სტუდენტს სთავაზობს, რომ შექმნან და მართონ პერსონალური ბლოგები.

პრინციპები ახალ მედიაში მომუშავე ჟურნალისტებისთვის

1. შეასრულე შენი დავალება და გააკეთე უფრო მეტი - ყოველთვის გახსოვდეთ, რომ უმჯობესია ფლობდეთ იმაზე მეტ ინფორმაციას, რასაც თქვენ აქვეყნებთ. საუკეთესო რეპორტიორებმა ყოველთვის იციან, კიდევ ერთი პროდუქტი, საკუთარ გამოქვეყნებულ ნაშრომზე დაყრდნობით, როგორ უნდა შექმნან.
 2. ყოველთვის მიიღეთ ინფორმაცია სამართლიანად - თუ გინდათ, რომ დემოკრატიულ ჟურნალისტიკას ემსახურებოდეთ. არასდროს არ დაარქვათ ადამიანებს, ფაქტებს ან საგნებს არასწორი სახელები, თორემ ეს შეცდომა დიდ უხერხულობას შეგიქმნით. მაგალითად, ამერიკულმა წამყვანმა სამაუწყებლო კომპანია FOX News-მა 2019 წლის 19 აპრილს ტელეეკრანზე გამოჩენილი სათაურისთვის - , , ტრამპმა ამერიკული დახმარება შეუწყვიტა 3 მექსიკურ ქვეყანას” პირდაპირ ეთერში ბოდიში მოიხადა[6].
3. იყავით ყველასთან პატიოსანი - სოციალურ ქსელში, ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა კომენტარებს, ამდენად თითოეულმა ახალი მედიის ჟურნალსიტმა უნდა გაითვალსიწინოს რომ კომენტარებზე პასუხის გაცემა ძალიან მნიშვნელოვანია.
 4. იფიქრეთ დამოუკიდებლად, ყოველგვარი მიდრეკილებების გარეშე - დამოუკიდებლობა ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ საკუთარი ანალიტიკური მოსაზრების შემუშავება და მისი ფორმირება საზოგადოებაში.
 5. პრაქტიკა და გამჭვირვალობა - პრაქტიკა არის უმნიშვნელოვანესი. მაგალითად, ბლოგერები მნიშვნელოვან ცვლილებებს ყოველთვის უნდა ააშკარავებდნენ, ისინი პროფესიონალებად სწორედ ამ პროცესში ყალიბდებიან. გამჭვირვალობა კი, როგორ წესი, მაღალი ნდობის გარანტია. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მედიაპლურალიზმმა ნამდვილად გააფართოვა საკომუნიკაციო არხები. ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსად, საქართველოში არსებული ინტერნეტმედიაორგანიზაციებიც აუდიტორიის მოსაზიდად უამრავ ინტერნეტრესურს იყენებს, რაც ხელს უწყობს მედიაპლურალიზმს და ამავდროულად დეზინფორმაციის შემთხვევებსაც ზრდის. დენ გილმორის ინგლისურენოვან სახელმძღვანელოში წარმოდგენილი სტანდარტები ქართულ ენაზე არ იყო თარგმნილი, ამიტომ ვფიქრობ, ისინი ობიექტური მედიის გარანტი და ინტერნეტმედიაწიგნიერების გზამკვლევი იქნება, როგორც ქართველი ინტერნეტმომხმარებლებისთვის ისე ჟურნალისტებისთვის, რათა მათ წყაროების სანდოობის დადგენა შეძლონ. 
ავტორი: #შალვაბერიანიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრანტი
Feedc
#FeedcGrant #Feedc #Grant

#ამერიკული #ახალიმედია #10პრინციპი  #წყაროები #სანდოობა #გამჭირვალობა #ინტერნეტევოლუცია #ინფორმაციისსაშუალებები #მედიაპლურალიზმი #ინტერნეტმედია #ABC #CBS #NBC #FOX #ჰარვარდისუნივერსიტეტი #ბერკმან #კლაინის #კვლევითიცენტრი #დენგილმორიDanGillmor #დემოკრატიზაცია #თავისუფალიმედია #კალიფორნია #სანტაბარბარასუნივერსიტეტი #ჯეიმსპოტერი #მედიაწიგნიერება #გზამკვლევი #Globalvoices #მედიატექნიკები #FoxNews #ტრამპი #ჟურნალისტიკა #მედია #წყაროები
#სანდოობა #გადამოწმება

გამოყენებული წყაროები:

[1] ელექტრონული მედიის მენეჯმენტი; ფონდი ინტერნიუსი; 2001; [2] დენ გილმორი (ინგ. Dan Gillmor) - არის ციფრული მედიის წარმოების კაფმანის პროფესორი; უოლტერ კრონიკის ჟურნალისტიკისა და მასმედიის საკომუნიკაციო სკოლის, ციფრული მედიის წარმოების ცენტრის დირექტორი არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი, აგრეთვე არის მოქალაქეთა ჟურნალისტიკის ცენტრის დამფუძნებელი და საერთაშორისო მულტილინგვისტური არასამთავრობო ორგანიზაციის Global Voices ერთ-ერთი დამფუძნებელი; [3] Gillmor.D; Principles for a new media literacy; Berkman Center for Internet and Society at Harvard University; Papers 2008, Media Republic, checked 18 July 2020 - https://papers.ssrn.com/sol3/papers.cfm?abstract_id=1323889; [4] პოტერი.ჯ; მედიაწიგნიერება, გადამოწმებულია 18 ივლისი, 2020 - http://medialiteracy.ge/uploads/library/mediawigniereba-63.pdf; [5] გლობალ ვოისის — არის საერთაშორისო მულტილინგვისტური არასამთავრობო ორგანიზაცია. აქვთ საიტი, რომელიც 50 ენაზე ფუნქციონირებს. მასში ერთიანდებიან ბლოგერები, მთარგმნელები, აკადემიკოსები და ადამიანის უფლებების დამცველი აქტივისტები; [6] Fox News apologizes for '3 Mexican countries' headline; Analysis by Brian Stelter, CNN Business Updated March 31, 2019, checked 18 July 2020 -  https://edition.cnn.com/2019/03/31/media/fox-news-mexican-countries-stelter/index.html?fbclid=IwAR0q3rp_SEQOiU6_wHe7EaPofFrKYkpy_4PQ7pBh6aRNdTe0vOB0J6Pr5D4;
#ტექნოლოგიები
#მედია
#მედიაწიგნიერება
#წყაროებისსანდოობა
#ინფორმაციის
#გადამოწმება
0