დროში მოგზაურობის და ტელეპორტაციის უცნაური შემთხვევები

ByGi GaGeorgia
0
ბევრი ადამიანი მიიჩნევს რომ ადამიანის დროში მოგზაურობა შეუძლებელია, მაგრამ გინდ დაიჯერეთ გინდ არა, არ არსებობს ფიზიკაში კანონი რომელიც დროში მოგზაურობას გამორიცხავს, ისააკ ნიუტონი ამბობდა რომ დრო-ესაა გასროლილი ისარი, რომელიც მხოლოდ წინ მიიწევს, ის გამორიცხავდა დროში მოგზაურობის თეორიას, ხოლო ალბერტ აინშტაინი ფიქრობდა რომ დრო მდინარეს გავდა, მდინარეს შეუძლია კალაპოტი შეიცვალოს, მას ეჭვი ჰქონდა რომ შეიძლებოდა დროში მოგზაურობა.
დროში მოგზაურობის ცნება ფართოდ გავრცელებულია ფილოსოფიასა და ფანტასტიკაში, თუმცა გარკვეული შეზღუდვები აქვს თეორიულ ფიზიკაში, სადაც მსგავსი რამის განხორციელების მთავარ მეთოდად ითვლება *კვანტური მექანიკისა* და *ჭიის ხვრელების ნაზავი*
სხვადასხვა კულტურებსა და რელიგიებში გვხვდება წმინდა წერილები სადაც საუბარია დროის სივრცის დარღვევაზე. მაგ. ისლამში კონკრეტულად ყურანში საუბარია რამდენიმე ადამიანზე რომლებმაც გამოქვაბულში დაიძინეს და რომ გაიღვიძეს გარეთ გამოსვლისას აღმოაჩინეს რომ 309 წელი გასულიყო, ასევე ვხვდებით ქრისტიანულ ახალი აღქმის წიგნში პეტრეს მეორე ეპისტოლე: *ისიც იცოდეთ საყვარელნო, რომ ერთი დღე უფლისათვის როგორც ათასი წელი და ათასი წელია როგორც ერთი დღე. ბუდისტურ კულტურაში ასევე ნახსენებია დროის სივრცის დარღვევა სადაც მთავარი მოციქული კუმარა კასაპა უხსნის სკეპტიკოს პაიასის რომ *ოცდაცამეტი დევას ზეცაში დრო სხვანაირად მიედინება და ხალხი გაცილებით დიდხანს ცოცხლობს, ჩვენი ერთი საუკუნე, ასი წელი იქ მხოლოდ ერთი დღეა*. ასევე ცნობილია ქართული ზღაპარი რომელიც გვიამბობს ვაჟზე რომელიც მარადიული სიცოცხლის ძიებაში მიადგა ერთ შუშის კოშკს, შიგნით მზეთუნახავს გადააწყდა რომელმაც მას თავისთან დარჩენა შესთავაზა და უთხრა რომ კოშკში დრო ძალიან ნელა გადიოდა, ვაჟი დარჩა მაგრამ სამი დღის შემდეგ მოუნდა ახლობლების ნახვა და წავიდა. როდესაც თავის სოფელში დაბრუნდა აღმოაჩინა რომ სინამდვილეში ათასი წელი გასულიყო, მისი სახლისგან კვალიც არ დარჩენლიყო, მისი და მისი ნათესავების შესახებ კი არავინ არაფერი უწყოდა. თუმცა ამ ხალხურ ზღაპრებს და მათ გავრცელებას რაღაც რეალური მიზეზებიც აქვს. ახლა მოვიყვან ისტორიულ დადასტურებულ ამოუცნობ და გამოუძიებელ ფაქტებს დროში მოგზაურობის შესახებ.
1) მატარებელი მოჩვენება- ეს ამბავი იტალიაში კერძოდ რომში დაიწყო. 1911 წლის 14 ივლისს ტურისტული ფირმა *სანეტის* სამვაგონიანი მატარებელი რომის რკინიგზის სადგურიდან დაიძრა კომპანიას 106 მდიდარი მგზავრი უნდა გადაეყვანა ქვეყნის შიდა ტერიტორიაზე გართობის მიზნით. ყველაფერი გრაფიკით მიდიოდა, სანამ მატარებელი ლომბარდინის გვირაბს მიუახლოვდებოდა, ამის შემდეგ მატარებელი აღარავის უნახავს. მაშველებმა გვირაბი საგულდაგულოდ დაათვალიერეს მაგრამ მატარებლის და მგზავრების კვალს ვერსად მიაგნეს მიგვიანებით გაირკვა რომ 106 დან ორმა მგზავრმა გადარჩენა მოახერხა. ვინმე სენიორ საჯინომ ჟურნალისტებს უამბო რომ გვირაბში შესვლისას უცნაური გუგუნი მოესმათ და მატარებელი თეთრმა ნისლმა დაფარა, პანიკაში ჩავარდნილმა მგზავრებმა ვაგონებში სირბილი დაიწყეს და ამ დროს სანჯინომ და კიდევ ერთმა მგზავრმა მატარებლიდან გადმოხტომა მოასწრეს. ხოლო მატარებელი თეთრ ნისლში გაუჩინარდა. მომხდარის შემდეგ ლომბარდინის გვირაბის მიმართულებით მატარებლის გაშვება ვერცერთმა კომპანიამ გაბედა. გვირაბის შესასვლელი და გამოსასვლელი საგულდაგულოდ ამოქოლეს და ასე დატოვეს მეორე მსოფლიო ომამდე. ომის დროს გვირაბის შესასვლელთან ბომბი აფეთქდა რასაც თაღის დაზიანება და გვირაბის ჩამოშლა მოჰყვა. თანდათან აჟიოტაჟი ჩაცხრა და ეს ამბავი ყველას მიავიწყდა სანამ 15 წლის შემდეგ ერთ ერთ არქივში აღმოაჩინეს ჩანაწერი რომლის თანახმადაც მეხიკოში უეცრად 100 ზე მეტი იტალიელი გამოჩნდა რომლებიც ამტკიცებდნენ რომ რომიდან იყვნენ. უცნაური კი ორი გარემოება იყო, როგორ აღმოჩნდნენ მატარებლით ოკეანის გადაღმა იტალიელები და მეორე-თარიღი რომლის თანახმად ჩანაწერი 1845 წელს იქნა გაკეთებული ანუ ამ უცნაური გაუჩინარებამდე 66 წლით ადრე (!)
იმავე ჩანაწერის მიხედვით იტალიელები მექსიკაში შეშლილებად გამოაცხადეს და ფსიქიატრული კლინიკაში მოათავსეს. მოგვიანებით მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში დროის სხვადახვა მონაკვეთში აღმოაჩინეს საბჭოთა კავშირში (1955 წ.)
ინდოეთში, გერმანიაში იტალიაში, აშშ-ში და სხვ. ქვეყნებში თვითმხილველები ამტკიცებდნენ რომ ძველებული მოდელის მატარებელი თეთრ ნისლში სწრაფად მოძრაობდა და უეცრად უჩინარდებოდა. 1955 წელს რკინიგზის თანამშრომელი ამტკიცებდა რომ საკუთარი თვალით ნახა მატარებელი რომელიც რკინიგზის გაუქმებულ რელსებზე მოძრაობდა რომელიც მალევე გაუჩინარდა თეთრ ნისლში. 2) ექსპერიმენტი ფილადელფია
ეს ექსპერიმენტი 1943 წელს ჩაატარეს ამერიკაში, კერძოდ ფილადელფიის ყურეში. მსოფლიო ომის პერიოდში ხშირად ტარდებიდა ომში მონაწილე ორივე მხრიდან სამხედრო და ბიოლოგიური ექსპერიმენტები ომში გამარჯვების მოსაპოვებლად. ამ ექსპერიმენტის მიზანი იყო შეექმნათ თვალისთვის უჩინარი სამხედრო გემი. ამისათვის შეირჩა გემი სახელად ელდრიჯი, რომელიც პირველ ჯერზე უბრალოდ გაქრა თვალთახედვიდან, თუმცა რადარების მიხედვით მისი იქ ყოფნის გაგება შესაძლებელი იყო, მეორე ექსპერიმენტი მეორე წლის შემოდგომაზე 1944 წელს ჩატარდა, რომლის დროსაც გემი არა მარტო თვალთახედვიდან არამედ რადარებიდანაც გაქრა!
თვითმხილველებს თუ დავუჯერებთ გემი ვირჯინიის შტატში ქ. ნორფოლკში გამოჩნდა. ის ექსპერიმენტის ადგილიდან 350 კმ მოშორებით მდებარეობდა. შემდეგ კი გემი ისევ თავის ადგილზე დაბრუნდა. გემი ტელეპორტირებულ იქნა, მან 10 წამით დროში იმოგზაურა. ეკიპაჟის წევრებს საოცარი ამბავი გადახდათ. ზოგი ჭკუიდან შეიშალა, ზოგი უკვალოდ გაქრა, ზოგმაც ზებუნებრივი უნარები შეიძინა (მაგ. კედლებში გასვლა) ამ ექსპერიმენტებში მონაწილეობდნენ ალბერტ აინშტაინი და ნიკოლა ტესლა.
ახლა კი უცნაური ფაქტები დროში და სივრცეში მოგზაურობის შესახებ. მომავლის ბიჭი-
ეს უცნობი ბიჭი რომელიც დროში მოგზაურად შეიძლება ჩაითვალოს ამტკიცეებს რომ ზესაიდუმლო პროგრამის წყალობით იმოგზაურა მომავალში ამის დასამტკიცებლად მან ფუტურიალისტური ქალაქის ფოტოც *ჩამოიტანა*. ახალგაზრდა რომელიც არ ავლენს თავის პიროვნებას აცხადებდა რომ 90 იან წლებში გახდა ზესაიდუმლო პროგრამის ნაწილი. რის მიხედვითაც მან თითქოს 6000 წელში იმოგზაურა და იქიდან ფოტოც ჩამოიტანა.
დროში მოგზაური ამტკიცებს რომ ზესაიდუმლო პროგრამა კვლავ ტესტირებას გადის და მის შესახებ მსოფლიო 2028 წელს შეიტყობს. მისი მტკიცებით ამ დროის მანძილე მსოფლიო ძალიან შეიცვლება და ადამიანიც სხვანაირი იქნება. არავინ ილაპარაკებს ადამიანები ერთმანეთის აზრებს უთქმელად გაიგებენ ექნებათ ტელეპორტაციის და ტელეკინეზის უნარები. დროში მოგზაურობა თავისუფლად შეეძლებათ. მიუხედავად იმისა რომ მან სიცრუის დეტექტორის ტესტი წარმატებით გაიარა და მის ატვირთულ ვიდეოს YouTube ზე 700.000 ზე მეტი ნახვა აქვს უმრავლესობა უარყოფითი რეაქციები და კომენტარებია. სხვადასხვა არტეფაქტებს თუ დავაკვირდებით შეიძლება ბევრი უცნაური რამ აღმოვაჩინოთ მაგ.
ეს თუ არ ვცდებით ლეპ ტოპი უნდა იყოს... ტაძრის გამოსახულებაზე ახალგაზრდა მიმზიდველი ქალია რომელიც ხსნის ლეპ ტოპის მსგავს ნივთს, ეს ბერძნული სკულპტურა ძვ.წ.აღ 100 წელსაა შექმნილი(!) მას ორი პორტატული USB შესაერთებელიც აქვს... ახლა კი წარმოგიდგენთ უცნაურ ფაქტებს რაც ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს თუ როგორ შეიძლება ადამიანები ამდენი ხანი და დროის სხვადასხვა მონაკვეთში ცხოვრობდნენ...
ფარელ უილიამსი ვამპირი? თუ დროში მოგზაური უკვდავი?!
უცნობი ორეული 1933 წელს და ჯეი ზი 2009 წელს.
ორლანდო ბლუმი და მისი ორეული
ფილმი გადაღებულია 1948 წელს, ამ ბატონმა სმარტფონი გამოიყენა Google Map ის მსგავსი აპლიკაცია ფილმში ის ძალიან ჰგავს აიფონ 7 ს. ამ ფილმში ისინი აპაჩებისგან გასასვლელად გზას იკვლევენ.
ეს ფოტო ნამდვილი შოკია მისი ავთენტურობა დამტკიცებული და ფაქტი ამოუხსნელი! როგორ ჰქონდა 1938 წელს მასაჩუსეტში გოგონას მობილური ტელეფონი?!
კიანუ რივზი ფარელ უილიამსის მსგავსად არ ბერდება?!
ნიკოლას კეიჯი და მისი უცნობი ორეული 1910 წლიდან.
თანამედროვე ადამიანი თანამედროვე ტანსაცმლით და მზის სათვალით! მას ხელში უჭირავს პორტატული ფოტოკამერა რომელიც 1940 წელს დიდი იშვიათობა იყო. მისი მაისური 1970 იან წლებამდე არ არსებობდა! ფოტო გადაღებულია ბრიტანეთის კოლუმბიაში 1940 წელს, როცა მეორე მსოფლიო ომი ახალი დაწყებული იყო. დააკვირდით მის ირგვლივ სხვა ადამიანებსაც როგორ განსხვავდებიან მისგან. დამეთანხმებით რომ ბევრი რამ დღესაც ამოუხსნელია მეცნიერებისთვის და არამარტო მათთვის.
ByGi GaGeorgia
0