0
ომლეტი გოგრით. 2 პორცია (10 წუთი). ინგრ: 150 გრ თაფლა გოგრა 4 კვერცხი 1 პატარა ხახვი 2 კბილი ნიორი 2 სუფრის კოვზი მაწონი ან 1 კოვზი არაჟანი ან 1 კოვზი ხაჭო მომზადება: მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი. ხახვის შეწითლებამდე დაამატეთ პატარა კუბიკებად დაჭრილი გოგრა. დაახურეთ თავსახური რომ გოგრა ჩაითუშოს. ერთხელ ამოურიეთ. 2-3 წუთში ათქვიფეთ კვერცხი მაწონთან ერთად (მაწონი/არაჟანი/ხაჭო კვერცხს ხდის ჰაეროვანს) ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაასხით ტაფაზე და ამოურიეთ გოგრა რათა ტაფის ძირზე ყველგან კვერცხი მოხვდეს. 4-5 წუთი დაბალ ცეცხლზე და მზადაა (ზემოდან რომ შეიკვრება და გამაგრდება კვერცხი მზადაა) გაყეთ შუაზე (მარტო კაცი ჭამაშიაც ცოდვაა) გემრიელად მიირთვით. კერძის შეფასება: ჩემი ბიჭი - ძალიან გემრიელია მა...
0