ღმრთისმშობლის ხატი "ეკონომოსი"

0
ერთხელ, ღვთის ნებით, ათონის მთაზე საშინელი შიმშილობა დაიწყო. ბერები ერთმანეთის მიყოლებით ტოვებდნენ ლავრას. მარტო დარჩენილი ნეტარი ათანასემ წასვლა დააპირა, მაგრამ უეცრად გზაზე მის შესახვედრად მომავალი ქალბატონი გამოჩნდა ჰაეროვანი თავსაბურით. „ვინ ხარ და საით მიდიხარ?“ - ჩუმად იკითხა მან. უნებლიე მოწიწების გრძნობით აღვსილი წმიდა ათანასე შედგა. -„მე აქაური ბერი ვარ“, - უპასუხა და თავის გასაჭირზე მოუთხრო. -„და პურის ნატეხისთვის ტოვებ ამ სავანეს, რომელსაც განდიდება უწერია მოდგმიდან მოდგმამდე? სად არის შენი სარწმუნოება? გაბრუნდი და მე მიგულვე შემწედ!“ -„შენ ვინა ხარ?“ - ჰკითხა ათანასემ. „მე დედა ვარ შენი უფლისა“, - მიუგო უცნობმა და წმიდანს უბრძანა, მახლობლად მდებარე ლოდისთვის კვერთხი დაეკრა. ბზარიდან გადმოხეთქა მადლმოსილმა წყარომ, რომელიც დღემდე კეთილგემოვნებით ატკბობს და აგრილებს ბერებსა და მონასტერში მისულ მლოცველებს. მადლმოსილმი წყარო კლდის დამრეც კალთას დაუყვა და ზღვას შეუერთდა. წმიდა ათანასე შემობრუნდა, რათა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს მუხლებში ჩავარდნოდა, მაგრამ ზეციური დედოფალი უჩინო იქნა. წმიდა ათანასე ლავრაში დაბრუნდა და იხილა, რომ ყველა ჭურჭელი და ბეღელი მონასტრისათვის საჭირო სანოვაგით პირთამდე იყო სავსე. ამ სასწაულებრივი დღის აღსანიშნავად დაწესდა ჩვეულება – იმ დღიდან მონასტრის ეკონომოსს აღარ ირჩევენ, არამედ მხოლოდ ეკონომოსის მოადგილეს დაადგნენ ხოლმე. ათანასე დიდის ლავრაში დაბრძანებულია ღვთისმშობლის ხატი სახელით – „ეკონომოსი“. ხატზე ყოვლადწმიდა დედოფალი ტახტზე მჯდომია გამოსახული. მას მარცხენა მკლავზე ყრმა მაცხოვარი უზის; მარჯვენა მხარეს – მიქაელ სინელი, ხოლო მარცხენა მხარეს – ათანასე დიდია გამოსახული. წმიდა მამებს ხელში თავისი ლავრის გეგმა უჭირავთ. ის წყარო, რომელიც ათანასე დიდის დასარწმუნებლად კლდიდან სასწაულებრივად გადმოდინდა, დღესაც არსებობს და სნეულებათა კურნების მადლი გააჩნია. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის გამოცხადების ადგილას შემდგომ მცირე ზომის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია აშენდა. ამ ეკლესიაში დაბრძანებულია ხატი, რომელზეც ზეციური დედოფლის მიერ აღსრულებული ხსენებული სასწაულია გამოსახული
#მართლამდიდებლური
#დღესასწაული
#ყოვლად
#წმიდა
#ღმრთისმშობელი
#ხატი
#ეკონომოსი
#ღირსი
#ათანასე
#ათონელის
#დიდი
#ლავრა
0