მკვლელობა სენაკში - ახალგაზრდა საკუთარი სახლის ეზოში იპოვეს

0
სენაკში, სოფელ კოტიანეთში 1989 წელს დაბადებული მამაკაცი ყელგამოჭრილი იპოვეს. მას დაზიანება, სავარაუდოდ, საკანცელარიო დანით აქვს მიყენებული. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ყელი აქვს გამოჭრილი. ადგილზე ამ დროისათვის სამართალდამცველები მუშაობენ. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული ახალგაზრდა საკუთარი სახლის ეზოში მამამ იპოვა.  როგორც ცნობილია, ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადასვენებული. შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის 108-ე მუხლით დაიწყო.
0