0
— "ძმები კარამაზოვები" "ის, ვინც თავს იტყუებს და საკუთარი ტყუილისა სჯერა, ბოლოს იქამდე მიდის, რომ სიმართლეს ვეღარსად პოულობს - ვერც საკუთარ თავში და ვერც ირგვლივ მყოფებში, მაშასადამე, აღარც საკუთარ თავს სცემს პატივს და აღარც სხვას. და პატივს თუ არ სცემს, აღარც უყვარს! უსიყვარულოდ დარჩენილი კი, საკუთარი თავის გასართობად, ვნებებსა და უხეშ კმაყოფილებას ეძალება, ცოდვაში ეფლობა და პირუტყვის მდგომარეობამდე დადის. ყველაფერი კი მხოლოდ იმის გამო, რომ სხვებსაც ატყუებს მუდმივად და საკუთარ თავსაც. ის ვინც თავს იტყუებს, გულში წყენასაც იგროვებს. განაწყენება ხომ ხანდახან ძალიან სასიამოვნოც არის, არ მეთანხმებით? თვითონაც ხომ იცის რომ არავის უწყენინებია, თვითონ მოიგონა ყოველივე და თვითონ გააზვიადა - შთაბეჭდილების შესაქმნელად, სიტყვას გამოეკიდა და მარცვალი მთად აქცია, - ეს ყველაზე უკეთ თვითონ იცის და მაინც იგროვებს წყენას, სიამოვნებს, კმაყოფილებას შეიგრძნობს და სულ მალე ნამდვილ მტრობამდე მიდის…"
0