მირაჟი

0
მე გავიფიქრე, რომ მომენატრა ჩუმად ღიმილი და მის ძებნაში შემიყვარდა ჩემი ტკივილი. ახლა ნაოჭებს მისერავენ ზამთრის ყინვები და უსასრულოდ, უსაშველოდ-შენ მენატრები. უდაბნოს ქარი შეგკრავს ნისლებად, ქარი შენი ხმით მომხიბლავს მაინც და არაფერი არ ეშველება მირაჟებისგან ჩვენს გაბმულ კავშირს. ასე ოცნება დაგიცავს, ბავშვის, ასე ვერავინ გვიპოვის სამხილს და მერე თუნდაც ვერა გაგვიგონ, ოღონდ ვიცოდე რომ გულში ჩაგრჩი.
#ხელოვნება
#ლექსები
#მირაჟი
#ვინდაეძებსვინდაწერა
#სიყვარული
#პოეზია
#თუთქვენცგრძნობთრამეს
#ისტორიებილექსებში
0