იზაბელ ფელიუს ილუსტრაციები

0
იზაბელ ფელიუ წარმოშობით კანადელი ილუსტრატორია კვებეკიდან, რომელიც ამჟამად ნორვეგიაში, ოსლოში ცხოვრობს და მუშაობს.
ილუსტრატორობამდე ის მოდის დიზაინს სწავლობდა, მუშაობდა სხვადასხვა დიზაინერების ასისტენტად, 2016 წლიდან კი – ნორვეგიაში გადასვლის შემდეგ -ილუსტრაციებზე დაიწყო მუშაობა.
ნამუშევრები, რომელსაც იზაბელ ფელიუ ქმნის, ძირითადად გუაშითა და აკვარელითაა შესრულებული. “მე მიყვარს ქალების ასახვა წარმოსახვით, სიზმრის მსგავს სამყაროში, შთაგონებას კი ძირითადად ჩემი განწყობებიდან, სიზმრებიდან და მოგზაურობებიდან ვიღებ”.
მისი ნამუშევრების სიუჟეტები უფრო მეტად ბუნებას, მოდას, ცხოველებსა და მოგზაურობას უკავშირდება.
ფელიუს ილუსტრაციებში ხშირად შეხვდებით ისეთ ქალაქებს, როგორიც ჯაიპური ან მარაქეშია, ამ ქალაქებში კი – სხვადასხვა წარმომავლობის, აღნაგობის, იერის ქალებს. როგორც თავად ილუსტრატორი აღნიშნავს, მისთვის ქალების ხატვა არ უკავშირდება პოლიტიკურ განაცხადს, მისი ფემინურობის ხედვა ყველანაირ სხეულში სილამაზის დანახვას გულისხმობს. იხილეთ ნამუშევრები სრულად: https://www.isabellefeliu.com/
##იზაბელფელიუ
##ილუსტრაციები
0