მთვარის მე -14 დღე, მეორე ფაზა, სავსე მთვარეობამდე დარჩა ერთი დღე.🌘🌕🌕🌝
18 ნოემბრის ჰოროსკოპი:
18 ნოემბერს შემოქმედებითი პიროვნებები იბადებიან. გამოირჩევიან განსაკუთრებული წყობის ჭკუითა და ცხოვრების აღქმით. შეიძლება იყვნენ ინფანტილური, ხან კი რაციონალისტები ლიდერის თვისებებით. ამ დღეს თითოეული დაბადებული არაორდინარული პიროვნებაა, კომუნიკაბელური, მგრძნობიარე გარშემომყოფების მოსაზრებების მიმართ.
ამ დღეს დაბადებულებს განვითარებული ინტუიცია აქვთ, რაც სერიოზული შეცდომების დაშვების თავიდან აცილებაში ეხმარება მათ. ურჩევნიათ სტაბილურობა ავანტიურას. მხოლოდ მაშინ რისკავენ, როცა სტიმული აქვთ ძლიერი.
18 ნოემბერს დაბადებულები:
მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი
ჭაბუა ამირეჯიბი წერდა:
ქართული სუფრა ქართულ სიმღერას ჰგავს: სხვადასხვა ხმაზე ვმღერით და კონტრაპუნქტში ვერთიანდებით. არ არსებობს თანხმობა იმ თანხმობაზე დიდი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობით მიიღწევა.
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის!
ცოდნა რაა, თუ ის რწმენამდე არ მივიდა.
ბოროტ კაცს შეეშინდეს, იქნება, კანონის და სამაგიეროსი და იმ განზრახულ ბოროტებას აღარ ჩაიდენს მაშინ, მართალია ეს, მაგრამ ბოროტი იმის ბოროტია, რომ კანონიერ გზას მონახავს და ისე იზამს თავისას. კანონს ის შეუძლია მარტო, რომ თვალსაჩინო ბოროტების მაგიერ, ძნელად შესამჩნევს ჩაადენინებს ჩამდენს.
საგნები და მოვლენები კი არ ანიჭებენ კაცს ბედნიერებას, არამედ ჩვენი დამოკიდებულება მათდამი, ამიტომაც ბედნიერება ჩვენს ხელშია.
სიკეთე, უპირველესად ყოვლისა ერისათვის სამსახური და კაცთათვის მაგალითია; სიყვარული - უანგარობასა და პირუთვნელობაში გამოხატული კეთილმოსურნე დამოკიდებულებაა სამშობლოსა და სამყაროს მიმართ; მშვენიერების გრძნობას მშობლიური მიწა-წყლის სილამაზე და ერის ზნეობრივ-კულტურული საგანძური აღვივებს. ყოველივე ამას ზიარებული კაცი - მამულიშვილია, პატრიოტია.
ყოველი ადამიანი /მათ შორის თქვენც/, უპირველესად ყოვლისა, საკუთარი შესაძლებლობების ჯამი და ყულაბაა. შესაძლებლობები კი კაპიტალია. კაპიტალს ისეთ ნიადაგში ჩაბანდება ურჩევნია, საიდანაც მეტი ამონაგები ექნება.
ნამდვილი მწერალი აღიარებს ერთ პრინციპს-ურთულესიც კი იმდენად სადად, გონმისაწვდომად თქვას, რომ ნებისმიერი მკითხველისთვის ადვილი აღსაქმელი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ლიტერატურა თავის დანიშნულებას მხოლოდ ნაწილობრივ გაამართლებს.
18 ნოემბერს დაიბადა ასევე ქართველი რეჟისორი თემურ ჩხეიძე.
უგემრიელესი ლეღვის ღვეზელის მომზადება:
ამ არაჩვეულებრივი ღვეზელის საიდუმლო მის ნაზ კრემშია. აუცილებლად სცადეთ ეს მარტივი რეცეპტი. დარბილებული კარაქი შაქართან ერთად ათქვიფეთ, დაუმატეთ კვერცხი. შეურიეთ 2-ივე სახეობის ფქვილი, კარგად აურიეთ და შედეთ მაცივარში. ცომი საცხობ ფორმაში გადაიტანეთ, კიდეებს ფორმა მიეცით და რამდენიმე ადგილას ჩანგლით ჩაჩხვლიტეთ. ლეღვი კარგად გარეცხეთ და შუაზე გაჭერით. გამოიღეთ მაცივრიდან კრემი და ცომზე თანაბრად -0:18 გადაანაწილეთ. ზემოდან ლეღვი დაალაგეთ და ოდნავ ჩაძირეთ. აცხვეთ 180С -30 წთ. სანამ ფორმიდან ამოიღებთ, ოდნავ გააგრილეთ.