ილონ მასკი TESLA-ს ქარხანაში საცეკვაო სივრცის მოწყობას გეგმავს

0
კომპანია Tesla-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი გერმანიის დედაქალაქ ბერლინიდან 32 კილომეტრში ახალი გრანდიოზული ქარხნის გასახსნელად ემზადება, რომლის სახურავზეც საცეკვაო სივრცე მოეწყობა. სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერმა სოციალურ ქსელში Giga Berlin-ის სამგანზომილებიანი გრაფიკული მოდელიც გამოაქვეყნა. ► ილონ მასკი: Tesla-ს ელექტრომობილები მალე მძღოლის გარეშე შეძლებენ მოძრაობას პროექტი, რომელიც 92 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ათვისებას ითვალისწინებს, მიმდინარე წლის თებერვალში საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, ვინაიდან გარემოს დამცველმა აქტივისტებმა მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ გიგაფაბრიკის ამოქმედების შემთხვევაში, მიმდებარე ტერიტორიაზე ველურ ბუნებას ზიანი მიადგებოდა და ადგილობრივი წყალსატევებიც დაშრებოდა, თუმცა სასამართლომ აქტივისტების არგუმენტები არ გაიზიარა და კომპანიას მშენებლობის გაგრძელების უფლება მისცა. სწორედ ასეთი იქნება Tesla-ს ქარხანა გერმანიაში, რომლის სახურავიც მზის ელემენტებით დაიფარება. წყარო: Elon Musk მარტში ბიზნესმენმა საკუთარ ტვიტერის გვერდზე გამოკითხვა მოაწყო და აუდიტორიას ელექტრომობილების ახალ ქარხანაში რეივებისთვის გამოყოფილი სივრცის მოწყობის შესახებ აზრი ჰკითხა. მაშინ იდეა გამოკითხულთა 90 პროცენტზე მეტმა მოიწონა. როგორც ჩანს, ეს სურვილი მალე რეალობად იქცევა. ბერლინის გიგაფაბრიკა ფუნქციონირებას 2021 წელს დაიწყებს. ცნობილია, რომ თავდაპირველად იქ ელექტრომობილებს Tesla Model Y ააწყობენ და სხვადასხვა მოდელისთვის განკუთვნილ ძრავებსა და აკუმულატორებს დაამზადებენ. ► Tesla ავტომანქანების ყველაზე ძვირადღირებული მწარმოებელი გახდა Tesla-ს გაფართოება კომპანიისთვის საკმაოდ წარმატებული პერიოდს ემთხვევა. მისი აქციების ფასი ერთ დღეში 4 პროცენტით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს, 1120 აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად, ილონ მასკის კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 210 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ Tesla მსოფლიოში ავტომანქანების ყველაზე ძვირადღირებული მწარმოებელი გახდა..#feedcgrant
Feedc
#ახალიამბები
0